martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

მტრების სიყვარულის, მიტევებისა და სიმშვიდის შესახებ

 

ცხონება შესაძლებელია მხოლოდ მოყვასის საშუალებით – „მიუტევეთ და მოგეტევნენ“, და ეს არის სჯულის აღსრულება. (წმ. მაკარი დიდი)

კეთილისყოფა ჩაიწერე სპილენძზე, ხოლო წყენა – წყალზე. (წმ. ისიდორე პელუსიელი)

როდესაც მტრისთვის სიკეთეს იქმ, საკუთარი თავისთვის აკეთებ კარგ საქმეს, და ყველას მიეგება საქმეთა შესაბამისად. (წმ. ბარსანუფი დიდი და წმ. იოანე წინასწარმეტყველი)

მადლობდე მას, ვინც შეურაცხყოფას გაყენებს, და ღმერთი იქნება შენი მეგობარი. (წმ. ანტონი დიდი)

ქრისტიანული გამარჯვება არ არის სამაგიეროს გადახდაში, არამედ – სიმშვიდეში და მოთმინებაში. (წმ. ტიხონ ზადონელი)

როცა წყენა შენს გულში ცეცხლს დაანთებს, გაიხსენე ქრისტე და მისი წყლულები, – დაუფიქრდი, რომ შენს მიერ განცდილი ძალიან უმნიშვნელოა მეუფის (ქრისტეს) ტანჯვასთან შედარებით, და მაშინ, როგორც წყლით, ჩააქრობ შენს მწუხარებას. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)

ზიანდება არა ის, ვინც ბოროტებას განიცდის, არამედ ის, ვინც აღასრულებს ბოროტებას. (წმ. იოანე ოქროპირი)

ვინც საკუთარი თავის გამო სამაგიეროს უზღავს, ის თითქოს ღმერთს მართლმსაჯულების ნაკლოვანების გამო განიკითხავს. (წმ. მარკოზ მოღვაწე)

მოწყალების მრავალი სახე არსებობს, რომელთა საშუალებითაც ღვთისაგან ცოდვათა მიტევებას ვიღებთ, მაგრამ ყველაზე მთავარი მტრებისთვის შენდობაა. (ნეტარი ავგუსტინე)

სადაც მტრობა და ღვარძლია, იქ ვერც მარხვა იქნება და ვერც დღესასწაული. (ნეტარი ავგუსტინე)

მტერი შენი – მკურნალია შენი. (წმ. იოანე ოქროპირი)

თუკი ვინმესგან წყენას უსამართლოდ ვიღებთ, ღმერთი ამის გამო ან ცოდვებს მოგვიტევებს, ან ჯილდოს მოგვანიჭებს. (წმ. იოანე ოქროპირი)

უფრო დიდებულია, დუმილით გადაიტანო წყენა, ვიდრე გაიმარჯვო შეპასუხებით. (წმ. გრიგოლ დიოლოღოსი)

უმჯობესია გაგინებდნენ, ვიდრე აგინო; გცემდნენ, ვიდრე სცემო; მოითმინო წყენა, ვიდრე აწყენინო. (წმ. ბასილი დიდი)

გულში წყენას იმარხავდე და ლოცულობდე, – იგივეა, რომ ზღვაში თესავდე და მოსავალს ელოდე. (წმ. ისააკ ასური)

თუკი ვინმეს მიმართ გულში წყენა გაქვს, ილოცე მისთვის, და ლოცვით განდევნი მისგან მოყენებული სიავის გახსენებით მოსულ მწუხარებას, და ასე შეაჩერებ ვნების მოძრაობას. (წმ. მაქსიმე აღმსარებელი)

ცოდვა მოიძულე, ძმა კი შეიბრალე; შეაგონე მას და ილოცე მისთვის ღვთის წინაშე. (წმ. იოანე კრონშტადტელი)

ვისაც არ უყვარს მტრები, მასში არ არის ღვთის მადლი. (წმ. სილუან ათონელი)

ეცადე, როგორც შეგიძლია შეიყვარო ყოველი ადამიანი. თუკი ეს ჯერ არ შეგიძლია, არ მოიძულო არავინ. მაგრამ ვერც ამის აღსრულებას შეძლებ, თუკი ყოველივე ამქვეყნიურს არ უგულებელყოფ. (წმ. მაქსიმე აღმსარებელი)

ვინც ბოროტებაზე ბოროტებით პასუხობს, ის შორსაა ჭეშმარიტი სინანულისგან. (წმ. აბბა ისაია)

წყენის მიტევების სათნოებას ორი ვნება ეწინააღმდეგება – მზვაობრობა და ტკბობისმოყვარება. (წმ. მარკოზ მოღვაწე)

როგორ მოვთოკოთ მრისხანება? მრისხანების მოთოკვის დასაწყისია – არ ვილაპარაკოთ, სანამ მრისხანებისგან გამოწვეული გაღიზიანება გრძელდება. (წმ. აბბა ზოსიმე)

როგორ მივაღწიოთ იმას, რომ არ განვრისხდეთ, როცა სხვები გვამცირებენ და გვლანძღავენ? ვინც გულში საკუთარ თავს არარაობად მიიჩნევს, მას ვერანაირი დამცირება ვერ შეაშფოთებს, და თუკი საკუთარ თავს შეურაცხყოფ, განსვენებაში იქნები... ყველანაირად ეცადე გაჩუმდე, სანამ განუწყვეტელი ლოცვით არ დამშვიდდება შენი გული; და ამის შემდეგ შეურაცხმყოფელს შენდობა სთხოვე. (წმ. აბბა ზოსიმე)

ვინც ცოდვის საწყისებში შეინანებს, ის აღარ მივა ამ ცოდვის ბოლომდე; და ვინც მცირე ცოდვების გამო არ მწუხარებს, ის მათ მიერ დიდ ცოდვებამდეც მივა. (წმ. გრიგოლ პალამა)

ოთხი სათნოება იცავს სულს: მოწყალება, სიმშვიდე, დიდსულოვნება და წყენის დავიწყება. (წმ. აბბა ისაია)

მრისხანებით მხოლოდ დემონების წინააღმდეგ უნდა შევიარაღდეთ. (წმ. ფილოთეოს სინელი)

სასიამოვნო სანახავია მშვიდი ზღვა, მაგრამ უფრო სასიამოვნოა – სულის მშვიდი მდგომარეობა. (წმ. ნილოს სინელი)

როცა შენს გულში ვინმეს მიმართ ღვარძლი აგიზგიზდება, მთელი გულით ირწმუნე, რომ ეს არის შენს გულში მოქმედი ეშმაკის ნამოქმედარი; მოიძულე ისიც და მისი ნაშიერიც, და განგეშორება. (წმ. იოანე კრონშტადტელი)

ბოროტებას, ნაკლოვანებებს ასწორებენ სიკეთით, ალერსით, სიმშვიდით, სიმდაბლით, მოთმინებით. თავი ჩათვალე უპირველესად იმათ შორის, ვინც შენ ცოდვილად გეჩვენება, ან მართლაც ცოდვილია; თავი მიიჩნიე ყველაზე უარესად და ყველაზე ქვემოთ მყოფად.  (წმ. იოანე კრონშტადტელი)

 

მსგავსი წერილი:

წმიდა მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული – მოყვასისთვის თანანადებთა მიტევება არის ცხონება

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა