martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმ. ნექტარიოს ეგინელი

 

სულიერი ბრძოლა

 

ჩვენი ცხოვრების მიზანია, გავხდეთ სრულყოფილები და წმინდანები, გამოვჩნდეთ ღვთის შვილებად და ცათა სასუფევლის მკვიდრებად. ვიყოთ ფხიზლად, რომ ამ ცხოვრების გამო მომავალი ცხოვრება არ დავკარგოთ, ცხოვრებისეული ზრუნვისა და ფუსფუსისაგან ჩვენი ცხოვრების მიზანი არ უგულებელვყოთ.

მარხვა, მღვიძარება და ლოცვა თავისთავად სასურველ ნაყოფს ვერ გამოიღებენ, რადგან ისინი ჩვენი ცხოვრების მიზანი არ არიან, ისინი მიზნის მისაღწევი საშუალებებია.

შეამკეთ თქვენი ლამპრები კეთილი საქმეებით. იღვაწეთ სულიერი ვნებების მოსაკვეთად. განწმინდეთ თქვენი გულები ყოველგვარი სიბილწისაგან და წმიდად დაიცავით, რომ უფალი დამკვიდრდეს თქვენში, რომ მან სული წმიდითა და ღვთაებრივი ნიჭებით აღგავსოთ.

ჩემო საყვარელო შვილებო, მთელი თქვენი მონდომება და ზრუნვა ამისკენ უნდა იყოს მიმართული. მუდმივად ეს უნდა იყოს თქვენი მიზანი და მისწრაფება. ამისთვის ილოცეთ ღვთისადმი.

ყოველდღიურად ევედრეთ უფალს, მაგრამ გულში და არა მის გარეთ. და როდესაც იპოვით მას (უფალს), სდექით შიშითა და ძრწოლით, როგორც ქერუბიმები და სერაფიმები, რადგან თქვენი გული ღვთის საყდრად ქცეულა. იმისთვის, რომ უფალი იპოვოთ, მიწამდე უნდა დამდაბლდეთ, რადგან უფალს სძაგს ამპარტავანნი, ხოლო უყვარს და მოიხილავს გულით მდაბლებს.

თუკი კეთილ ბრძოლაში იღვწი, ღმერთი განგამტკიცებს. ბრძოლაში აღმოვაჩენთ ჩვენს უძლურებებს და ნაკლოვანებებს. ის ჩვენი სულიერი მდგომარეობის სარკეა. ვინც არ იბრძვის, მას თავი არ შეუცნია.

ყურადღებით იყავით უმნიშვნელო დაცემების მიმართაც. თუკი უყურადღებობის გამო რაიმე ცოდვას ჩაიდენთ, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, არამედ იმწამსვე ხელში აიყვანეთ საკუთარი თავი და შეუვრდით ღმერთს, რომელსაც ძალუძს თქვენი ფეხზე წამოყენება.

ჩვენ გვაქვს ღრმად ფესვგამდგარი უძლურებები, ვნებები, ნაკლოვანებები, რომელთაგან მრავალი შთამომავლობითია. ეს ყველაფერი ვერ მოიგლიჯება ვერც ერთი მკვეთრი მოძრაობით, ვერც ღელვითა და მძიმე განცდებით, არამედ მოთმინებით და დაჟინებით, როდესაც ველოდები გამძლეობით, ზრუნვითა და ყურადღებით.

უზომო სიბრალული (საკუთარი თავისა - მთარგმ.) მალავს ამპარტავნებას. ამიტომაც ის საზიანო და საშიშია და ხშირად კიდევ უფრო მეტად მწვავდება ეშმაკის მიერ, რომ შეაჩეროს მოღვაწის წინსვლა.

სრულყოფისაკენ მიმავალი გზა გრძელია. ევედრეთ ღმერთს, რომ მან განგამტკიცოთ. დაცემები მოთმინებით მიიღეთ და იმწამსვე წამოდექით, გააგრძელეთ სირბილი, ნუ გაჩერდებით ბავშვებივით იმ ადგილზე, სადაც დაეცით, უნუგეშოდ მტირალნი.

იღვიძეთ და ილოცეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში. სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, თუკი მუდმივად ვარდებით ძველ ცოდვებში. ბევრი მათგანი მტკიცეა თავისთავადაც და შეძენილი ჩვეულებითაც. თუმცა, დროის გასვლის შემდეგ და მონდომებით მარცხდებიან. დაე, ნურავინ დაგიკარგავთ იმედს.

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა