martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

სწრაფვა სიამოვნებებისკენ

 

ხუთ გრძნობას სიამოვნება მიანიჭო – სასიამოვნო და ამავდროულად მტანჯველი ლტოლვაა, რასაც ადამიანი საკუთარ გულში განიცდის. თუმცაღა ვერცერთი საუკეთესო ორატორი ვერასოდეს შეძლებს სრულად აღწეროს ის ბოროტება და ზიანი, რაც სიამოვნებებს შეაქვთ სულში. თუკი ეშმაკი შხამს შემოგვთავაზებს, ნუ შევსვამთ მას, თუნდაც რომ სიამოვნებების თაფლში იყოს იგი შერეული (როდესაც სიამოვნებებზე ვსაუბრობ, მათში ვგულისხმობ ხორციელი გულისთქმების – სიძვის, მრუშობის და სხვა მსგავსი ვნებების დაკმაყოფილებას).

თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ სიამოვნებების უწმინდურობა და ურცხვობა აბრმავებს გონებას და ჩვენს გულს ამასოფლის წარმავალ საქმეთა სიყვარულს უნერგავს. ამის შემდეგ ჭეშმარიტებად მოგვეჩვენება ერთი სათნო კაცის ნათქვამი, რომ ჩვილების გარდა მცირედნი ცხონდებიან. სიამოვნებები იკვებებიან ხანგრძლივი ძილით, რბილი ლოგინით და საერთოდ იმ ყველაფრით, რაც ჩვენს სხეულს განუსვენებს.

სიამოვნების მოყვარულნი ისწრაფიან ნადიმებისკენ, გართობებისკენ, ურცხვი სიმღერებისკენ, ცუდი ამხანაგობებისკენ, კომედიებისკენ, დღესასწაულებისკენ და არ ტოვებენ სიამოვნების მომტან ერთ შემთხვევასაც კი. მათი ცხოვრება სავსეა სიამოვნებებით, სიძვით, გართობითა და ყოველგვარი ცოდვით. თუკი ვინმე დაძრახავს მათ ამგვარი ცხოვრებისათვის, ისინი, თავი რომ გაიმართლონ, მას დაარქმევენ გაუთლელ სოფლელს, რომელსაც სურს, ქალაქები უდაბნოებად აქციოს, ხოლო ერისკაცები – მეუდაბნოეებად. სიამოვნების მოყვარულნი მხოლოდ ერთ რამეს თვლიან სიკეთედ – დრო გართობაში გაატარონ: საწოლიდან მაგიდისკენ გადაინაცვლებენ, მაგიდიდან – გართობისკენ, და ასე გადის მთელი ცხოვრება – შეუსვენებლად მირბიან ერთი ცოდვიდან მეორისკენ; და ჯოჯოხეთი აღებს თავის ხახას, რომ გადაყლაპოს ყველა – ვინც თავს იგდებს წარსაწყმედელში. თვით უფალმა წინასწარმეტყველ ამოსის ბაგეებით გვითხრა, თუ რა შორს არიან ბედნიერებისგან არისტოკრატები და თავადები, რომლებსაც სძინავთ რბილ სარეცელზე, მიირთმევენ საუკეთესო საჭმელს და ერთობიან ყველა შესაძლო საშუალებით. ვაი თქვენდა, მდიდარნო, რომლებიც განისვენებთ ამ ცხოვრებაში! ვაი თქვენდა, ვინც ყოველგვარი სიამოვნებით განძღებით! ვაი თქვენდა, ვინც ამ ჟამს სიცილში ატარებთ! ვაი თქვენდა, როცა ხალხი ქება-დიდებით აღგავსებთ!

იტყვის ვინმე, რომ გართობა და სიამოვნება ბოროტება არაა მანამ, სანამ ცოდვაში არ გადავა. მაგრამ იესო ქრისტე ამბობს, რომ ცხოვრების ამგვარი წესი არის საკუთარი თავის მომზადება ტანჯვისთვის. ვაი მათ, ვინც წუთიერი სიამოვნებისთვის სამარადისოდ დაიტანჯება. უფალმა გაგვაფრთხილა, რომ სიამოვნებების გზა ძალიან საშიშია. იფიქრე იმაზე, თუ როგორ მოაოხრებენ სიამოვნებები შენს სულს.

სიამოვნებები ყველაზე მტკიცესაც კი აუძლურებენ. სწორედ მათ გამოა ზოგიერთი ქრისტიანი იმდენად დაუძლურებული, რომ სიამოვნებისა და საცდურის მხოლოდ აჩრდილის დანახვაც კმარა და უმალ მზად არის მიუბრუნდეს [ცოდვას] და უბრძოლველად ჩაბარდეს. ქრისტიანის მოწოდება – ეს მეომრის მოწოდებაა. როგორი მაცდუნებელიც უნდა იყოს სიამოვნებები, მათ ვერ უნდა დაამარცხონ ქრისტიანი-მეომარი. მაგრამ არსებობენ სუსტი მეომრებიც – მართალია ისინი აღიარებენ თავიანთ უძლურებას, რაც მათში ხორციელი ცოდვების შედეგად გაჩნდა, მაგრამ შემდეგ ისევ ცვივიან ამ ცოდვებში.

იკითხავ: ნუთუ ცოდვაა – მშვიდი ძილი, კარგი ჭამა-სმა, დღესასწაულებსა და გასართობებზე სიარული? ამ შეკითხვით მხოლოდ თავის გამართლება გსურს, რადგან ეს ყველაფერი, შესაძლოა, არც არის ცოდვა, მაგრამ ამით შენ თავს ცოდვისთვის ამზადებ. ეს ყოველივე ხელს გიშლის, ოდესმე განიცადო ღვთისმიერი სულიერი სიკეთეები. და შენ დაზარალდები სიამოვნებებისგან ისევე, როგორც დაზარალდა ოდესღაც სოლომონი, რომელმაც არ გამოიჩინა სიფრთხილე სიამოვნებებთან მიმართებით და მათ გამო ჩავარდა კერპთმსახურებაში; ანდა როგორც დაზარალდნენ სოდომის მცხოვრებნი, რომლებიც თავიანთი გაუმაძღრობით, ლოთობითა და გართობის სიყვარულით მივიდნენ საშინელ და საძაგელ მდგომარეობამდე – ისინი ჩავარდნენ გარყვნილებასა და არაბუნებრივ ცოდვებში. ტერტულიანე ძალიან ხშირად ამბობდა, რომ ქრისტიანებმა უნდა განაგდონ სიამოვნებები იმიტომ, რომ ისინი ანაზებენ ადამიანს და ამის გამო მისი სათნოება უძლურდება.

მოდუნება და უძლურება, რომლებიც სულში სიამოვნებებისგან ჩნდება, საწინააღმდეგოა ქრისტიანის მოვალეობისა. ჩვენი მიზანია, მივემსგავსოთ იესო ქრისტეს, რომელიც წინასწარ განჩინებულთა თავია, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის: "რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნნა, წინაჲსწარცა განაჩინნა, თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თვისისა" (რომ. 8,29). იმისთვის, რომ თავისი დიდებული საქმე აღესრულებინა, ქრისტემ ცხოვრება განვლო სიგლახაკეში, გაჭირვებასა და შეურაცხყოფაში; ტკბობისმოყვარეებს კი ეშინიათ ცხოვრების ამგვარი წესისა და სწორედ ამის გამო არ სურთ სინანული. ნუთუ მათ სხვა სახარება იპოვეს ან სხვა ქრისტე მივიდა მათთან, რომელმაც აღუთქვა მათ, უგუნურებს, მშვენიერი სამოსი, ტკბილი საჭმელი, განსვენება, გართობა და ხალხისგან განდიდება? მათ დაივიწყეს, რომ "იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა" (მათ. 7,13).

ერთი საგულისხმო ამბავიც მოისმინე. ერთმა კეთილშობილმა და მდიდარმა დიდებულმა, სიამოვნებების მოყვარემ, შეიტყო ერთი ადამიანის სათნო ცხოვრების შესახებ და რჩევის საკითხავად მივიდა მასთან. და აი, ის სულიერად განბრძნობილი კაცი ეუბნება დიდებულს: "ქრისტე ღარიბი იყო, შენ კი მდიდარი ხარ; ქრისტე მარხულობდა, შენ კი გაძღომამდე ჭამ; ქრისტეს არ ჰქონდა საკმარისი სამოსი, შენ კი ზედმეტი გაქვს; ქრისტე ითმენდა გაჭირვებასა და ტანჯვას, შენ კი გემრიელად მიირთმევ, განისვენებ და გძინავს რბილ ლოგინში". ეს რომ მოისმინა, დიდებული აღელდა, შეინანა და იმ დღიდან განუწყვეტლივ ცრემლით სთხოვდა უფალს შენდობას თავისი წარსული ცხოვრების გამო. შენც ისწავლე აქედან, რომ უმჯობესია ამ ცხოვრებაში დავითმინოთ მწუხარებები, ვიდრე იმ ცხოვრებაში სამუდამოდ ვიტანჯოთ. ამის შესახებ ამბობს წმიდა ათანასე დიდიც: "ვინც ამქვეყნად განსვენებაშია, დაე ნუ ექნება მარადიული განსვენების იმედი, რადგან ცათა სასუფეველი ეკუთვნის არა იმათ, ვინც აქ განისვენებს, არამედ იმათ, ვინც მწუხარებებსა და გაჭირვებაში ატარებს ამ ცხოვრებას" (სიტყვა ქალწულებაზე). მოითმინე ამ ცხოვრებაში, რომ არ მოისმინო ქრისტესგან საშინელი სიტყვები: "შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა" (ლუკ. 16,25). და ბოლოს შეიგნე, რომ ცათა სასუფეველს ჰპოვებენ არა ისინი, ვინც უსაქმურობასა და განსვენებაში იმყოფება, არამედ ისინი, ვინც თავს აიძულებს, როგორც უფალმა ბრძანა: "სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათ. 11,12).

ამგვარად, ნუღარ იტყვი, რომ სიამოვნებები ცოდვა არაა, და მიიქეც ღვთისკენ სინანულით, რათა ჭეშმარიტი ბედნიერება ჰპოვო.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა