martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

 

თესალონიკის მთავარეპისკოპოსის, წმ. საკვირველთმოქმედი მღვდელმთავრის – გრიგოლ პალამას ცხოვრებიდან

 

იმის შესახებ, რომ მოუკლებელი ლოცვა ყოველ ქრისტიანს მართებს

  

 

დაე, ნურავინ იფიქრებს, ქრისტესმიერ ძმანო, თითქოს მოუკლებელად და მარადჟამ ლოცვა მხოლოდ სასულიერო პირებსა და ბერებს ევალებოდეთ და არა ერისკაცებსაც. არა და არა! ყოველი ქრისტიანი გამუდმებით უნდა ლოცულობდეს. დაუკვირდით, რას წერს კონსტანტინეპოლის პატრიარქი უწმინდესი ფილოთეოსი წმ. გრიგოლ თესალონიკელის ცხოვრებაში: მღვდელმთავარს საყვარელი მეგობარი ჰყავდა, სახელად იობი, უბრალო, მაგრამ მრავალი სათნოებით გამორჩეული ადამიანი. ერთხელ, მეუფეს მასთან საუბარში უთქვამს, დაუდუმებელი ლოცვის ღვაწლს შედგომა და მოუწყინებელი ლოცვა განურჩევლად ყოველ ქრისტიანს მართებსო, თან საღმრთო წერილიც დაუმოწმებია – პავლე მოციქული საერთოდ ყველა ქრისტიანს ამცნებს: „მოუკლებლად ილოცვიდეთო“ /1 თეს. 5,17/, დავით წინასწარმეტყველი კი, თუმცა მეფე იყო და მთელი სამეფოს საზრუნავი აწვა, საკუთარ თავზე ამბობს: „წინაჲსწარ ვხედვედ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადისო“ /ფს. 15,8/ – ე.ი. გონებით მუდამ ჩემს წინაშე ვმზერ ლოცვაში უფალსო. გრიგოლ ღმრთისმეტყველიც ყველა ქრისტიანს იმას გვასწავლის და იმას გვიქადაგებს, რომ ღმერთის სახელს უფრო ხშირად უნდა მოვუხმობდეთ ლოცვით, ვიდრე ვსუნთქავთო.

 

კიდევ ბევრი მსგავსი რამ უთხრა მღვდელმთავარმა თავისი მეგობარ იობს, ბოლოს კი დააყოლა: მოვალენი ვართ დავემორჩილოთ წმინდანთა ნაანდერძევს და არა მხოლოდ ჩვენ ვილოცოთ გამუდმებით, არამედ სხვებსაც იგივე ვასწავლოთო, ვასწავლოთ განურჩევლად ყველას, ბერსა და ერისკაცს, ბრძენსა და უბირს, კაცსაც ქალსაც და ბავშვსაც და შევაგულიანოთ ისინი, რათა „მოუკლებლად ილოცვიდნენო“.

 

გამოცდილ მოძღვარს ეს სიტყვები სიახლედ მოეჩვენა და მღვდელმთავარს კამათი დაუწყო, მოუკლებელი ლოცვა მხოლოდ ასკეტებისა და ბერების საქმეა, მათი, ვინც ამა სოფელს და მის ამაოებას გასცლია და არა ერისკაცებისა, რომელთაც უამრავი საზრუნავი და საქმე აქვთო. მღვდელმთავარმა თავისი ნათქვამი ჭეშმარიტების დასადასტურებლად ახალი მოწმობები და უცილობელი მტკიცებულებები მოიტანა, მაგრამ ბერი იობი ვერ დაარწმუნა. მაშინ წმ. გრიგოლი მრავლისმეტყველებასა და კამათს განერიდა და დადუმდა. მერე კი ორივე თავ-თავის სენაკს დაუბრუნდა.

 

შემდეგ, როცა იობი თავის სენაკში განმარტოებით ლოცულობდა, ანგელოზი გამოეცხადა, მოვლენილი ღმრთისაგან, „რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“ (1 ტიმ. 2,4) და უსაყვედურა – რად ედავება წმ. გრიგოლსო, რად ეწინააღმდეგები იმას, რაც აშკარაა და რაზეც ჰკიდია ქრისტიანთა ცხონებაო. ანგელოზმა ღმრთის პირისაგან აუწყა ბერს, რომ მომავალში საკუთარ თავს მოჰკრძალებოდა და გაფრთხილებულიყო, რათა ამ სულისმაცხოვნებელი საქმის საწინააღმდეგო აღარაფერი ეთქვა და ღმრთის ნებას არ აღდგომოდა წინ. ურჩია, გონებიდანაც კი განეგდო აზრი, თითქოს მოუკლებელი ლოცვა მხოლოდ ბერ-მონაზვნების საქმე ყოფილიყოს. ურჩია, აღარასოდეს მიეცა თავისთვის უფლება, ბრძნობა დაეწყო და იმისგან განსხვავებული რამ ეფიქრა, რაც წმ. გრიგოლმა უთხრა. უბრალოებით გამორჩეულმა ბერმა იობმა მაშინვე წმ. მღვდელმთავარს მიაშურა, ფეხებში ჩაუვარდა, შეპასუხებისა და კამათის ცოდვისათვის შენდობა სთხოვა და გამოუცხადა ყოველივე, რაც უფლის ანგელოზმა აუწყა.

 

ახლა ხომ ხედავთ, ძმებო, რომ განურჩევლად ყოველი ქრისტიანის, დიდის თუ პატარის ვალია, დაუდუმებლად ლოცულობდეს გონებით, ლოცულობდეს სულიერი ლოცვით: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“! ისე, რომ ამ წმინდა სიტყვების განუწყვეტელი ღაღადისი ჩვევად ექცეს გულსა და გონებას. მაშ ირწმუნეთ, რომ უაღრესად სათნოა ღმრთისათვის მოუკლებელი ლოცვა და რომ დიდი სიკეთის მომტანია იგი. ამის გამოსაცხადებლად უფალმა ხომ, თავისი უსაზღვრო კაცთმოყვარეობით, ყოველგვარი ეჭვის განსაქარვებლად, ზეციური ანგელოზი მოავლინა.

 

მაგრამ რას ამბობენ ერისკაცები? – ჩვენ ყოფითი საქმეებისა და საზრუნავის უღელი გვადგას, გამუდმებით როგორღა უნდა ვილოცოთო?

 

ამათ ვუპასუხებთ, რომ ღმერთს შეუძლებელი არაფერი მოუცია ჩვენთვის მცნებად. მხოლოდ ის დაგვავალა, რისი გაკეთებაც ხელგვეწიფებოდა. ამიტომ მოუკლებელი ლოცვის მცნების შესრულებაც ყველას შეუძლია, ვინც ისწრაფვის და ეძიებს თავისი სულის ცხონებას. გამუდმებული ლოცვა რომ შეუძლებელი ყოფილიყო, შეუძლებელი იქნებოდა საერთოდ ყველა ერისკაცისთვის. მაშინ ხომ აღარ იქნებოდნენ ამდენნი, ვინც ამა სოფლის საზრუნავს შორის თავის წესსა და რიგზე წარმართავს მოუკლებელი ლოცვის ღვაწლი. მათგან, მრავალთა შორის, ერთს დავასახელებთ – მამას წმინდა გრიგოლ თესალონიკელისა, საკვირველ კონსტანტინეს. ეს კონსტანტინე, მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კარის ცხოვრებაში იყო ჩაბმული, მეფე ანდრონიკეს მამად და მასწავლებლად იწოდებოდა, ყოველდღიური სახელმწიფო საქმეებით იყო დაკავებული და არც საოჯახო საზრუნავი აკლდა დიდძალი ქონების, მრავალი მონისა და ცოლ-შვილის პატრონს – მიუხედავად ყოველივე ამისა, არ განეშორებოდა ღმერთს და იმდენად იყო მიჯაჭვული მოუწყინებელ სულიერ ლოცვას, რომ ხშირად ავიწყდებოდა კიდეც. მეფე და მისი კარისკაცები სახელმწიფო საქმეებზე რას ეუბნებოდნენ. ამიტომ ორ-სამჯერ და უფრო მეტჯერაც იკითხავდა ხოლმე ერთსა და იმავეს. შეცბუნებული დიდებულები, რომლებიც ამგვარი ქცევის მიზეზს ვერ ხვდებოდნენ, საყვედურს ამბობდნენ: „კონსტანტინეს მალე ავიწყდება საქმე და შეკითხვების გამეორებით მეფეს აწუხებსო“. მაგრამ მეფე, რომელმაც ეს მიზეზი იცოდა, იცავდა და ამბობდა: „კონსტანტინეს თავისი საფიქრალი აქვს, რომელიც ზოგჯერ საშუალებას არ აძლევს, მთელი ყურადღებით მოეკიდოს ჩვენს საქმეებსო“.

 

სხვაც მრავალი, კონსტანტინეს მსგავსი, როგორც ამას ისტორიული ჩანაწერები მოწმობენ, ერში ცხოვრების მიუხედავად მთლიანად იყვნენ მიცემულნი სულიერ ლოცვას. ასე რომ, ჩემო ქრისტიანო ძმებო, მეც, წმინდა ოქროპირთან ერთად გევედრებით, თქვენი სულის ცხონებისთვის, ნუ გამოიჩენთ უდებებას ლოცვის ღვაწლში! მიბაძეთ მათ ახლა გიამბობდით და შეძლებისდაგვარად შეუდექით მათ კვალს! თავდაპირველად, შესაძლოა, გამუდმებული ლოცვა ძალზე ძნელად მოგეჩვენოთ, მაგრამ ირწმუნეთ, როგორც ყოვლისმპყრობელი ღმრთის პირისაგან განცხადებული, რომ თავად სახელიც უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, დაუცადებლად მოხმობილი თქვენს მიერ, ყველა წინააღმდეგობის დაძლევაში დაგეხმარებათ, ხოლო დროთა განმავლობაში მოუკლებელი ლოცვა ჩვევად გექცევათ და უფლის სახელის სიტკბოებასაც იგემებთ. მაშინ გამოცდილებით შეიცნობთ, რომ ეს საქმე შეუძლებელი და რთული კი არა, შესაძლებელი და ადვილია. ამიტომაც იყო, რომ წმ. პავლემ, რომელმაც ჩვენზე უკეთ იცოდა, რა დიდი სიკეთის მომტანია მარადჟამ ლოცვა, მცნებად დაგვიდო – „მოუკლებლად ილოცვიდეთო“. მოუკლებელი ლოცვა რომ უკიდურესად ძნელი და შეუძლებელი ყოფილიყო, მოციქული მას თავს არ მოგვახვევდა, რადგან წინასწარ იცოდა, მისგან ნამცნების შესრულების საშუალება არ გვექნებოდა. მაშინ კი აუცილებლად აღმოვჩნდებოდით ურჩები და მოციქულის მცნების გარდამხდომები, რისთვისაც განკითხვისა და სასჯელის ღირსნი შევიქნებოდით. მაგრამ ეს ვერ იქნებოდა მოციქულის მიზანი.

 

ამასთან, გაითვალისწინეთ ისიც, თუ როგორ მიდის ლოცვა, გაითვალისწინეთ ლოცვის პირობაც – ის, რომ მოუკლებელი ლოცვა გონებით აღესრულება. ამას კი, თუ მოვისურვებთ, ყოველთვის შევძლებთ, რადგანაც, ხელსაქმეს მივუსხდებით, დავდივართ, ვჭამთ თუ ვსვამთ, ყოველთვის შეგვიძლია გონებით ვილოცოთ და ვქმნათ ღმრთისათვის სათნო სულიერი ლოცვა, ჭეშმარიტი ლოცვა. სხეულმა იშრომოს – სულმა კი ილოცოს! დაე, ჩვენმა გარეგანმა კაცმა თავისი ხორციელი საქმეები აკეთოს, შინაგანმა კი სრულიად უძღვნას თავი ღმრთის სამსახურს და ნურასოდეს დააგდებს სულიერ საქმეს გონებით ლოცვისას, როგორც ამას ღმერთკაცი იესოც გვამცნებს წმინდა სახარებაში: „ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად“ (მათე, 6,6). „საუნჯე“ სულისა არის სხეული, „კარი ჩვენი“ – ხუთი ხორციელი გრძნობა. სული მაშინ შედის თავის „საუნჯეში“, როცა გონება აქეთ-იქით კი არ გაგვირბის, ამა სოფლის სამეებსა და საგნებზე კი არ მიმოიბნევა, არამედ გულის სიღრმეში იმყოფება. ჩვენი გრძნობები იხშვებიან და დახშულნი რჩებიან, თუკი მათ გარეგან, გრძნობით საგნებზე მიჯაჭვის საშუალებას არ ვაძლევთ და ჩვენი გონებაც, ამგვარად გათავისუფლებული ყოველგვარი ამქვეყნიური ვნებისაგან, დაფარული სულიერი ლოცვით უერთდება ღმერთს – მამას მისას.

 

„და მამაჲ შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ – აგრძელებს უფალი. ღმერთი, რომელმაც ყოველივე საიდუმლო უწყის, ხედავს გონებით ლოცვას, სულიერ ლოცვას და მის წილ უდიდეს აშკარა ნიჭებს მომადლებს კაცს, რამეთუ ეს ლოცვაც ჭეშმარიტი და სრულყოფილი ლოცვაა, რომელიც სულს საღმრთო მადლითა და სულიერი ნიჭებით აღავსებს. რაც უფრო კარგად დავუცობთ თავს ჭურჭელს, მით უფრო სურნელოვანს ხდის მას მირონი. ლოცვაც ასეა – რაც უფრო ჩავკეტავთ მას გულში, მით უფრო უხვად მოაქვს საღმრთო მადლი.

 

ნეტარ არს, ვისთვისაც ეს ზეციური საქმე ჩვევად ქცეულა – მისი შემწეობით ძლევს იგი ბოროტ ეშმაკთა ყოველ განსაცდელს, როგორც დავითმა სძლია ამავ გოლიათს, ლოცვით აცხრობს ხორცის უხამს წადილს, როგორც სამმა ყრმამ დააცხრო სახმილის ალი. სულიერი ლოცვით აოკებს იგი ვნებებს, როგორც დანიელმა მოთოკა ველური მხეცები, მისით გარდამოჰყავს სული წმიდის ცვარი საკუთარ გულში, როგორც ილიამ გარდამოავლინა წვიმა კარმილის მთაზე. სულიერი ლოცვა თავად ღმერთის საყდრამდე აღწევს და, ოქროს ფიალებში დაგროვებული, სასაკმევლის დარად აფრქვევს კეთილსურნელებას ღმერთის წინაშე. ისე, როგორც იოანე ღმრთისმეტყველმა იხილა გამოცხადებით: „... ოც და ოთხნი მღდელნი დავარდეს წინაშე კრავისა მის. და აქუნდა ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი საკუმეველითა, რომელ არიან ლოცვანი წმიდათანი“ /გამოცხ. 5,8/, სულიერი ლოცვა ნათელია, კაცის სულის განმანათლებელი. იგია, გულს ღმერთის სიყვარულით რომ აღანთებს. ეს ის ჯაჭვია, რომელზეც ჰკიდია ერთობა ღმრთისა ადამიანთან და ადამიანისა ღმერთთან. ო, ეს შეუდარებელი მადლი სულიერი ლოცვისა! მას მოჰყავს ადამიანი ღმერთთან გამუდმებული საუბრის მდგომარეობაში. ო, ღვაწლო, ჭეშმარიტად საკვირველო და საკვირველთ საკვირველო – ხორციელად კაცთა შორის მიმოიქცევი, გონებით კი ღმერთთან საუბრობ!

 

ანგელოზებს გრძნობითი ხმა არა აქვთ, მაგრამ გონებით უძღვნიან ღმერთს დაუდუმებელ დიდებისმეტყველებას. ეს არის მთელი მათი საქმიანობა, ეს არის მთელი მათი ცხოვრება. და შენც, ძმაო, როდესაც შენს საუნჯეში შედიხარ და კარს დახშავ, ანუ, როდესაც შენი გონება აქეთ-იქით კი არ მიმორბის, არამედ გულის სიღრმეში შედის, გრძნობებიც ჩაკეტილი და ამა სოფლის საგანთაგან დაცულია და, ამგვარად, სულ ლოცვაში ხარ. წმინდა ანგელოზებს ემსგავსები და მამა შენი, მხედველი დაფარული ლოცვისა, რომელსაც მას აღუვლენ შენი გულის საიდუმლო სიღრმეებიდან, განცხადებულად მოგაგებს უდიდეს სულიერ ნიჭებს.

 

თუმცა კი რაღა უნდა ისურვო ამ საქმისაგან მეტი, როცა, როგორც ვთქვი, მოუკლებელი ლოცვისას გონებით ყოველთვის ღმრთის პირის წინაშე დგახარ და გამუდმებით მას ესაუბრები – ესაუბრები ღმერთს, ვის გარეშეც ვერასოდეს ვერც ერთი ადამიანი მიაღწევს ნეტარებას – ვერც აქ და ვერც იმქვეყნად.

 

და ბოლოს, ძმაო, ვინც არ უნდა იყო შენ, როდესაც ამ წიგნს (ლაპარაკია „ფილოკალიაზე“) აიღებ ხელში და წაკითხვის შემდეგ მოისურვებ საქმით გამოცადო ის სარგებელი სულისა, რომელიც სულიერ ლოცვას მოაქვს, მხურვალედ გევედრები, ლოცვისას ერთი ღაღადისით: „უფალო შეგვიწყალენ“ აღუვლინო ღმერთს სათხოვარი ცოდვათა მიტევებისა მათთვის, ვინც ამ წიგნის შესადგენად გაისარჯა, ვინც მისი დაბეჭდვისა და გამოცემის ხარჯი გაიღო, რამეთუ დიდად შეეწევა მათ შენი ლოცვა. დაე, მოიგონ ღმრთის მოწყალება მათმა სულებმა და შენმაც. იყავნ! იყავნ!

 

წიგნიდან „ფილოკალია“

 

რუსული „ფილოკალიის“ V ტომის ბოლოსიტყვაობა

 

მთარგმნელის შენიშვნა:

 

სამწუხაროდ, სიტყვა „გონებას“დღეისათვის დაკარგული აქვს თავისი რელიგიური სემანტიკა და ძირითადად „რაციოს“ განსჯითი გონების მნიშვნელობით იხმარება. ძველი ქრისტიანები კი გონებით ლოცვაში განწმენდილი გონებით ლოცვას, სულიერ ლოცვას გულისხმობდნენ. ასეთი ლოცვას არა მხოლოდ ბერ-მონაზვნები იხვეჭდნენ, არამედ ერისკაცნიც, რადგან მაშინ ეს უკანასკნელნიც თავიანთი მოშურნებით ჩვენთვის უჩვეულო სულიერ სიმაღლეებს აღწევდნენ.

 

თარგმნა ნანა წერეთელმა (მონაზონი ნინო †)

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა