martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

 

მალე იკურნება თუ არა სული

 

ამრიგად, ნათელია, რომ ის, რაზეც დამოკიდებულია ცხონების საქმის მთელი მდინარება, არის საკუთარი დაცემის გაცნობიერება, სიმდაბლე და მაღალ სულიერ ნიჭთა მისაღებად საკუთარი თავის უღირსების აღიარება; საჭიროა, მოთმინებით ვიტვირთოთ სინანულის ღვაწლი და აუჩქარებლად დაველოდოთ განკურნების ნიშნებს. ძალზე მნიშვნელოვანია აუჩქარებლობა! დღეს ეს მრავალს აბრკოლებს. ჩვენ ძალზე ვჩქარობთ – შრომის ნაყოფის უმალ ხილვა გვსურს; მცირე სინანულისთვის მაშინვე მოველით უდიდეს წყალობას, ერთხელ წამოვიტირებთ საკუთარ თავზე და გვგონია, რომ უკვე განვიწმიდეთ და განვსპეტაკდით; მოველით ანგელოზების ხილვასა და ჩვენდამი განსაკუთრებული საღმრთო კეთილნებობის ნიშნებს, თითქოს უკვე ღირს-ვიქმენით სულიწმიდის მრავალი ნიჭისა. აქედან იბადება ხშირი ცდუნება.

სულ სხვა რამეს გვასწავლის მართლმადიდებელ მოღვაწეთა გამოცდილება. პატერიკიდან კარგად ჩანს, რა რთული, ხანგრძლივი, შრომატევადია კეთროვანი სულის განწმედა მონასტრებსა და უდაბნოებშიც კი, სადაც განკურნებისთვის ყველაზე შესაფერისი პირობებია. უდაბური მთები და ხევები, უღრანი ტყეები, სადაც მოღვაწეობდა ბევრი მამა, ამა სოფელთან და ხშირად ადამიანებთანაც ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტა, უმკაცრესი მარხვა, მოუკლებელი ლოცვა ღრმა რწმენითა და ღმრთისადმი სრული სასოებით, მუდმივი გლოვა საკუთარ თავზე და წმიდა მოსაგრეთა სხვა უმაღლესი ღვაწლნი – განა არ არის უძლიერესი იარაღი ღრმად ფესვგამდგარი ყველა ცოდვის ამოსაძირკვად? ასეთი წესით მცხოვრები კაცი თითქოს უმოკლეს დროში სრულიად უნდა განიწმიდოს ყველა ვნებისაგან, საერთოდაც კი დაივიწყოს ცოდვის არსებობა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ ხდება. წმიდანები დიდ დროს – ათწლეულებს – ატარებდნენ დაძაბულ ბრძოლაში გულში ჩაბუდებული ვნებების გველებთან, სანამ მიაღწევდნენ ამ ვნებათაგან განთავისუფლებას, მათ აკვდინებდნენ და სულიერ სიმშვიდეს პოვებდნენ.

"ვნებები ადამიანში მის აღსასრულამდე ინარჩუნებენ გამოღვიძების უნარს და კაცისთვის უცნობია, როდის და რომელი ვნება გამოიღვიძებს მასში, ამიტომ სანამ სულდგმულობს იგი, მუდამ ფხიზლად უნდა აკვირდებოდეს საკუთარ გულს; ჰმართებს, განუწყვეტლივ ღაღადებდეს ღმრთისადმი, ევედრებოდეს მას შემწეობასა და შეწყალებას", – ამბობდა აბბა ესაია (6, გვ. 145).

იორდანეს უდაბნოში სინანულის გამო წასულმა მარიამ ეგვიპტელმა იქ ორმოცი წელი იცხოვრა საზრდოსა და სამოსის გარეშე – მხოლოდ მცენარეთა ფესვებით იკვებებოდა და კაცთაგან არავის შეხვედრია. აქედან ჩვიდმეტი წელი ებრძოდა იგი თავის გულისსიტყვებს, როგორც მძვინვარე მხეცებს. მწირ საკვებს იგემებდა თუ არა, მყის ეძალებოდა გულისსიტყვები ხორცსა და თევზზე, მოსწყურდებოდა ღვინო, მოენატრებოდა უხამსი სიმღერები – ისინი ჩაესმოდნენ მას და უშფოთებდნენ სმენასა და გულს. მარიამი გოდებდა, მწუხარებით შეჰღაღადებდა ზეცას, ღმერთისგან შეწევნას ითხოვდა. გულში გაჩაღებული ვნებითი ცეცხლი სიძვის წადილს უღვივებდა და მთლიანად წვავდა მას. იგი პირქვე ემხობოდა მიწაზე და ასე იწვა დღე და ღამე, სანამ სინანულის ნაყოფს არ გამოიღებდა და ღმრთის წყალობა არ ჩაუქრობდა ბოროტ ამბოხს. ბნელი ბნელს, უბედურება უბედურებას ცვლიდა ჩვიდმეტი წელიწადი და მხოლოდ ამის შემდგომ გამოეცხადა შემწედ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, დაიწყო მისი დამოძღვრა და განდევნა მარიამის სულიდან ყოველგვარი ცოდვითი აღძვრა[1].

ღირსი იოანე მრავალვნებული მოღვაწეობდა კიევ-პეჩორის ლავრაში და ბევრი იტანჯა სიძვის გულისთქმისგან, ვერაფრით მოიშორა იგი – ვერც წყურვილით, ვერც შიმშილით, ვერც მძიმე ჯაჭვებით. მაშინ იგი დაეყუდა მღვიმეში, სადაც დაიწყო ვნებასთან უსასტიკესად ბრძოლა. წმიდანი იქამდეც მიდიოდა, რომ მხრებამდე მიწაში იმარხებოდა, მაგრამ სიძვის გულისთქმის მხურვალება მას არ უნელდებოდა. დროდადრო ეშმაკი უზარმაზარი გველის სახით თავს ესხმოდა მოღვაწეს, აუძლურებდა და ტანჯავდა. ბოლოს – მღვიმეში მისი დაყუდებიდან ოცდაათი წლის შემდეგ, ამდენი გაჭირვების მერე – უფალმა იხსნა თავისი მონა. მხოლოდ მაშინ დაიხია უკან ვნებამ და საღმრთო ნათელი მოეფინა მოღვაწეს[2].

აბბა ამონმა თქვა: "მე თოთხმეტი წელი გავატარე სკიტეში, ღმერთს დღე-ღამ ვევედრებოდი, რომ ჩემთვის მოემადლა მრისხანების დაძლევის უნარი" (6, გვ. 63).

ერთი მეუდაბნოე ძმა, რომელსაც ძალზე აშფოთებდა სიძვის წადილი, დამოძღვრისა და ლოცვითი შეწევნისთვის ბერებთან წავიდა, მოძებნა მოღვაწეობასა და განსჯაში დიდად გამოცდილი აბბა პამბო და თავისი შინაგანი ბრძოლის ამბავი გაანდო. მან ანუგეშა, დამოძღვრა და თავის თავზეც უამბო: "შენ მხედავ, რა მოხუცი ვარ, სამოცდაათი წელია ვცხოვრობ ამ სენაკში და საკუთარი ცხონებისათვის ვზრუნავ. ასეთ სიბერეში ახლაც ვითმენ განსაცდელებსა და თავდასხმებს. დამიჯერე, შვილო, რომ თორმეტი წლის განმავლობაში არ მივუტოვებივარ სიძვის ეშმაკს არც დღისით, არც ღამით, შეუჩერებლივ მესხმოდა თავს ბილწი გულისსიტყვებითა და ოცნებებით". შემდეგ ბერმა მოუთხრო, როგორი მძიმე და შეუპოვარი ბრძოლა ჰქონდა სიძვის ეშმაკთან, თუ როგორ მისულა ბევრჯერ უკიდურეს მწუხარებამდე და სასოწარკვეთილებამდე, როგორ გაათავისუფლა უფალმა მრავალი წლის შემდეგ იგი, ასწავლა შეცნობა თავისი უძლურებისა, სასოება ღმრთის შემწეობისა და არა საკუთარი ძალებისა" (6, გვ. 452).

"არაფერია ცოდვით ჩვევაზე უარესი. ცოდვითი ჩვევით დასნეულებულს მისგან განსათავისუფლებლად ხანგრძლივი დრო და დიდი შრომა სჭირდება", – თქვა ერთმა ეგვიპტელმა ბერმა (6, გვ. 375).

ამრიგად, როგორც ვხედავთ, ვნებები სწრაფად არ აღმოიფხვრება. მაგრამ მნიშვნელოვანია შევნიშნოთ ისიც, რომ ხშირად ჩვენთვის არც არის სასარგებლო, მალე განვთავისუფლდეთ მათგან. რა თქმა უნდა, უფალს ხელეწიფება მყისიერად განგვწმიდოს ყველა ჩვენი უძლურებისაგან, მაგრამ მისთვის სათნოა ჩვენი სიმდაბლე, სინანულით ლოცვა. ხოლო სნეულებათაგან სწრაფი განკურნება გაგვიჩენდა ამპარტავნულ, თვითკმაყოფილ, უმოქმედო სულიერ განწყობას. წმიდა მამები ამას ნათლად ხედავდნენ. მაგალითად ამმა სარრა, ვისაც ცამეტი წლის განმავლობაში ებრძოდა სიძვის ეშმაკი, არასდროს ლოცულობდა მის განსადევნად – ღმერთს მხოლოდ იმას ევედრებოდა, რომ მასთან საბრძოლველად მოემადლა სიმამაცე და მოთმინება (6, გვ. 357). იოანე კოლოვი შეევედრა ღმერთს და განეშორა კიდეც ვნებითი წადილი და შეიგრძნო დაურღვეველი სიმშვიდე. მაშინ მივიდა ერთ მამასთან და უთხრა: "ვხედავ, რომ მშვიდად ვარ, საერთოდ არ მაქვს ბრძოლა". ბერმა მიუგო: "წადი და ღმერთს სთხოვე, განგიახლდეს ბრძოლა, ამასთან დაგიბრუნდეს გულშემუსვრილებაც და სიმდაბლეც, რაც ადრე გქონდა. ბრძოლა ხელს უწყობს სულის წარმატებას". იოანემ გამოითხოვა ღმრთისგან, განახლებოდა ბრძოლა და როდესაც ეს მოხდა, ამის შემდეგ უკვე აღარ შევედრებია ღმერთს მათგან განსათავისუფლებლად, არამედ ამბობდა: "უფალო, მომანიჭე მოთმინება ბრძოლაში" (6, გვ. 288).

აი, მართლმადიდებლური სწავლება! არ უნდა ეძებო მოსვენება, არც მსწრაფლ თავის დაღწევა ყოველივე სამწუხაროსა და მტანჯველისაგან, საკუთარ ვნებათაგან მალე განთავისუფლებაც კი არ უნდა გწადდეს – ისურვე მხოლოდ გული შემუსვრილი და დამდაბლებული – მას ღმერთი არ შეურაცხყოფს (შდრ. ფს. 50, 19). მარტო ეს არის სათნო ღმერთისთვის, რომლის სიწმიდის წინაშეც მთელი ჩვენი "სისპეტაკე" არის ჭუჭყი და სიბილწე. ღმრთის წინაშე თავად ცაც არ არის სუფთა.

როგორ ეწინააღმდეგება ამ სულს მრავალი თანამედროვე რელიგიური სწავლება და განწყობილება; როგორ არის ახლა გავრცელებული სულიერ ნუგეშთა – რაღაც ტკბობითი, უზრუნველი, უდარდელი განწყობის, თითქოსდა უკვე "სამოთხისეული" ნეტარების – ძიება, ოღონდ აქ, ამქვეყნადვე, საკუთარი ცოდვითი წყლულებისგან განწმედის, განბანვის გზის გაუვლელად[3]. ამგვარი რელიგიური სწავლებანი უბიძგებენ კაცს, თვალი დახუჭოს საკუთარ სნეულებებზე; ეგონოს, თითქოს ჯანმრთელია; აქეზებენ, უხაროდეს და ტკბებოდეს თავისი ცრუ სიჯანსაღითა და გამოგონილი სრულყოფილებით; აჩვევენ მზაკვრული სიმშვიდით უყუროს თავის სამომავლო ხვედრს, დაეწაფოს მოჩვენებით ბედნიერებასა და ჰარმონიას, სინამდვილეში კი საკუთარ თავში ატაროს უდიდესი მწუხარების თესლი, საშინელი ტანჯვის დასაბამი, რაც მაშინ გაცხადდება, როდესაც ასეთ შეცდენილ ადამიანს სიცოცხლესთან ერთად წაერთმევა ჭეშმარიტი ვითარების შემბურველი სიცრუის საფარველიც.

და რაოდენ ბრძნული, რაოდენ ნუგეშისმცემელია ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება! დაე, მწუხარენი ვიყოთ აქ, ამქვეყნად: ეშმაკთაგან, კაცთაგან, საკუთარ ხორციელ და სულიერ უძლურებათაგან; ვტიროდეთ და ვგოდებდეთ მიწიერი, წარმავალი ცხოვრების ბოლომდე, სამაგიეროდ – ყოველივე ტკბილი და მანუგეშებელი გველოდეს მარადისობაში! დროებით, ცვალებად ყოფაში არც არის საიმედო, რაიმე ფასეული გვქონდეს.

სულიერ სნეულებებს ასე არ უყურებენ ცდუნებულნი; ის, ვინც არ იწყნარებს ჩვენი წმიდა ეკლესიის და წმიდა მამათა მიერ ნაქადაგებ სინანულს, არ ენდობა მართლმადიდებლურ სწავლებას და თამამად ეკიდება ყველა სირთულის გადაწყვეტას – მისთვის ყველაფერი ერთობ მარტივია. ერთხელ მოვისმინე, ორმოცდაათიანელი როგორ ესაუბრებოდა მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საყვედურობდა, რომ არიან ფარისეველნი, გულცივნი და არ უყვართ ღმერთი. მართლმადიდებელთა აღიარებას, რომ არიან სულიერად უძლურნი, ვნებებით აღსავსენი, ორმოცდაათიანელი ხსნიდა მათი დაუდევრობით და იმით, რომ არ უნდათ, სრულიად მიენდონ "მადლის" მოქმედებას. მისი აზრით, მიზეზი თავად მართლმადიდებლებშია – მათ რომ უნდოდეთ, მყისვე განთავისუფლდებოდნენ ყველა ვნებისგან, ამისთვის კი საკმარისია მხოლოდ მტკიცე გადაწყვეტილების მიღება და სინანულის ძლიერი სულიერი განცდა – და მთელი მათი ცოდვილობა მყისვე აორთქლდება, "მადლი" მაშინვე პირწმიდად გაათავისუფლებს მონანულს ნებისმიერი ცოდვითი მიდრეკილებისგანაც კი. ასეთი სინანული უმალ ამოშანთავს ყველა ცოდვას სულიდან და ისიც მყისვე შეიძენს განჭვრეტის უნარს და განათლდება. ასე რომ, მისი აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია არჩევანზე, მტკიცე გადაწყვეტილებაზე და ა. შ. თავად მან თურმე მაშინვე, პირველივე მხურვალე "სინანულის" აქტის დროს, შეიგრძნო ეს თავისუფლება და შეიძინა "სულიწმიდის მადლი", რის შემდგომ სრულიად შეცვალა თავისი ცხოვრება, მუდამ გრძნობს უჩვეულო სიყვარულს ყველას მიმართ, მუდამ მზად არის, თავი გაწიროს ღმრთისთვის; ის "ნათლითაა" გაბრწყინებული და საოცრად ბედნიერი. და მართლაც, ის რაღაც შინაგანი მხურვალე აღფრთოვანებით იყო ანთებული. მან თანამოსაუბრეებს მოუთხრო იმ სასწაულებზე, რაც ამ განცდის შემდგომ განუწყვეტლივ აღესრულებოდა მასზე და მისი ოჯახის წევრებზე (ისინიც თურმე ასევე სასწაულებრივად გარდაქმნა ორმოცდაათიანელებთან "ნათლისღებამ").

მართლმადიდებლების ყოველი სიტყვისგება და რჩევა, სიფრთხილით მოჰკიდებოდა ამგვარ საოცრებებს, რამდენიმე მცდელობაც – ცდუნებულისთვის გაეცნოთ სწავლება საკუთარი თავის მიმართ უნდობლობისა და კაცის სულის ღრმა დასნეულების შესახებ, ორმოცდაათიანელისათვის თავისი სიმართლის ახალი დადასტურების ტოლფასი იყო და მოსმენილმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა იგი, რომ მართლმადიდებლებმა თავიანთი დაუდევრობის, მცირედმორწმუნეობისა და გაუბედაობის, "უსიცოცხლო კანონებზე" მიჯაჭვის, "ფარისევლობის" გამო დაკარგეს ღმერთთან ყოველგვარი კავშირი. მას ეს შეხედულება არც შეუცვლია.

აღსანიშნავია, რომ ასეთ ადამიანებს ახასიათებთ გარეგნული მხნეობა, სიცოცხლის ხალისი, სიფიცხე, მოჩვენებითი წმიდა მოშურნეობა, თავის უარყოფა, მზაობა ნებისმიერი ღვაწლის აღსასრულებლად და სხვა გარეგნულად გამოკვეთილი ნიშნები. ისინი მათი საშუალებით ახდენენ დამატყვევებელ შთაბეჭდილებას, რის გამოც ბევრი მათ ანიჭებს უპირატესობას თავმდაბალ მართლმადიდებელ ქრისტიანთან შედარებით, რომელიც მძიმედ წუხს, კარგს არაფერს ფიქრობს საკუთარ თავზე და ამიტომაც არის თავშეკავებული, ზოგჯერ დათრგუნულიც კი ჩანს.

 

წიგნიდან: არქიმანდრიტი ლაზარე, “სულის ფარული სნეულებანი“

 

 

[1] იხ. ღირსი მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება, 1 აპრილი, ძვ. სტ.

 

[2] იხ. ღირსი იოანე მრავალვნებულის ცხოვრება, 18 ივლისი, ძვ. სტ.

 

[3] XX საუკუნის ამგვარ ცრუ სულიერ განწყობათა განხილვას ეძღვნება მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წიგნი "მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია".

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა