martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

 

დღესასწაულობა წმიდა ცეცხლის გამოჩენისა 

  

დიდს შაბათს, დილითგან ადრე, იკრიბებიან წმ. საფლავის ტაძარში მომეტებული ნაწილი მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა ადგილობრივ მცხოვრებთა და ყოველნი მლოცავნი, რომელნიც მოსრულნი არიან ყოველთა კიდეთაგან ქვეყანისათა ფერად ფერადთა ეროვნებათა, გარდა ლათინებისა, და დალაგდებიან ტაძრის სხვა და სხვა კუთხეებში, სადაც ვინ ჰპოვებს უმჯობესად. ყოველნი ლამპარნი და სანთელნი, რომელნიც მოიპოვებიან ტაძარში, დაიშრიტებიან. მრავალრიცხოვანი ჯარიც ოსმალთა დალაგდება გარეშემო წმ. საფლავის სამლოცველოსი და საშუალ ადგილებზედ ტაძრისა ასაშორებელად და დასამშვიდებელად უწესოებისა, რომელიც შესაძლებელია მოჰხდეს ტაძარში შეჯახების დროს ამ დღეს ამოდენთა ერთა და ხალხთა შორის.

 

დიდ-შაბათის ცისკრის დაწყების წინად, არაბნი მართლმადიდებელის სარწმუნოებისა შეასრულებენ ძველის დროიდან ნება დართულის სულთანის ფირმანით ჩვეულებასა სიხარულის გამოცხადებისათვის წმ. ცეცხლის გამოჩენის მიზეზისა გამო: ხმა-მაღალის გროვით იგინი შემოურბენენ სამგზის გარეშემო კუვუკლიასა, სცემენ ტაშსა და მაღლა ხმით ღაღადებენ: „უფალო, შეგვიწყალენ“ და „არა არს სხვა სარწმუნოება, გარდა მართლმადიდებელის სარწმუნოებისა!“ შესავალი კუვუკლიისა ანუ წმ. საფლავის სამლოცველოსი დაიხშვება და მიიბეჭდება განსაკუთრებითის ბეჭდითა მაჰმადიან მეკარეთაგან წმ. საფლავის ტაძრისათა. საკრებულო ტაძრის საკურთხეველში შეიკრიბებიან: ბერძენთა პატრიარქი და მის იქ არ ყოფნაში ერთი მღუდელ-მთავართაგანი იერუსალიმის საყდრისა (ტახტისა), ჩვეულებრივ მიტროპოლიტი პეტრის ქალაქის, სრულის მართლმადიდებელის სამღვდელოების თანადასწრებითა, შემდეგ სომეხთა სამღვდელოება და მოდასენი სხვათა ქრისტეანეთა ეროვნებათა. ხოლო ოდეს იგი მოიწევა დანიშნული ჟამი, სამეუფო კარნი გაიღებიან და სამოსელ-გახდილი პატრიარქი ანუ მიტროპოლიტი ერთს მხოლოდ თეთრს ბისონში, გროვა სანთლებით ხელთა შინა, რომელნიც არიან დანიშნულ მისაღებად წმ. ცეცხლისა, წინამძღომელობითა მთელის სამღვდელოებისათა, შემოსილითა სრულის ბრწყინვალე შესამოსელითა, წარემართება წმ. საფლავის სამლოცველოსაკენ გალობითა: „აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა და ჩვენცა ქვეყანასა ზედა ღირს-მყვენ წმიდითა გულითა დიდებად შენდა“.

 

საღმრთო კრება სამგზის შემოუვლის წმ. კუვუკლიას, ლიტანიის შემდეგ ბეჭედი კარებიდან აიხსნება და მართლმადიდებელი ბერძნის პატრიარქი ზოგად სომხების პატრიარქისათანა შევალს წმ. საფლავის ქვაბსა. მხოლოდ საფლავსა შესვლის უწინარეს ოსმალნი უშინჯავენ ჯიბეთა და თითქმის წვერსაც, რომ დაფარული არა ჰქონდეს წუმწუმა. ამ დღესასწაულობითს წამს დამშვიდდება ეკკლესიაში აღელვება: ყოველივე აღივსება მოლოდებითა და ღრმა დუმილი სუფევს ყოველსა კუთხესა ვრცელის და მრავალ-ეროვნულის მორწმუნეთა კრებისა. ერთბაშად მოისმის ქუხილის მსგავსი ყვირილი სხვა და სხვა ენაზედ 30 ათასის კრებისა, რომელიც შეაძრწუნებს ძარღუებსა, და მაღალი თაღებიც ტაძრისა აორკეცებენ ამ ხმიანობასა. წმ. ცეცხლი აღმობრწყინდება თვით ქრისტე მაცხოვრის საფლავიდამ, და იქიდამ აღანთებს სანთელთა პატრიარქი. ამ წმ. ცეცხლს მოლურჯო ნათელი აქვს და არც სწვავს. ზოგნი პირისახეზედაც შემოივლებენ ანთებულს სანთელსა და არა სწვავსო, ვითარცა გადმომცეს იქ დამსწრეთ წმ. ცეცხლის გამოჩენის დროსა. ამ დროს თითოეულს იქ დამსწრეს, დიდსა და პატარას, უნდა ეპყრას ხელთა შინა ოცდა ათცამეტი სანთელი, სახსოვრად ქრისტე მაცხოვრის ქვეყნიერად ცხოვრებისა 33 წელთა. წმ. ცეცხლი გარდაეცემა მარჯვენით რგვალის სარკმელით ანგელოზის სამხრედამ მართლმადიდებელის პატრიარქისა მიერ, ხოლო მარცხენით კერძო – სომეხთა პატრიარქისაგან.

 

მარჯვენის სარკმელიდამ წმ. ცეცხლს მიიღებს ჩვეულებრივ რომელიმე გამოჩენილი პატივცემული სახლობა ადგილობრივთა მართლმადიდებელთაგანი და გარდაიტანს მას საკრებულოს ტაძრის საკურთხეველში, სადაცა კანდელაკი წმ. საფლავისა დაურიგებს ყოველთა ტაძარში მყოფთა. ხოლო სომეხნი, კოპტები და სირიელნი მიიღებენ წმ. ცეცხლსა სომხების პატრიარქისაგან მარცხენა სარკმელიდან (ფანჯრიდან), გარდაიტანენ თავის სამლოცველოებში და დაურიგებენ თვისთა; ზარების რეკითა, რკინის სარაკუნებელის ტყებითა, სასიხარულო ხმითა დედაკაცთა და ტაძრის განათებითა 30 ათასის ცეცხლითა პატრიარქს გარდაიყვანენ არაბნი ხელითა უკანვე საკრებულო ტაძრის საკურთხეველში, სადაც დაუყოვნებლივ დაიწყება დიდშაბათის ცისკარი. ამ წამიდან იერუსალიმის ეკკლესიებში და გარემო სოფლებში აღეგზნება ცეცხლები. ხოლო ტაძარში მყოფნი თითოეული ამ ჟამად მხოლოდ ხუთ წამს აღანთებს 30-ს სანთელს და შემდეგ ერთბაშად მოასვენებს განგებ მომზადებულის შავის შალის ანუ მაუდის ქუდითა, ერთბაშად დახურავს და ჩააქრობს, რომ სანთლის კორიანტელმა ანუ კვამლმა არ შეაწუხოს იქ მდგომარენი...

 

ქრისტეს აღდგომის ტაძრის კარების გარეთ, მარცხნივ, საშუალო სვეტზედ არის ქართული წარწერა ასომთავრული, რომლიდგანაც ამოვიკითხე მხოლოდ შემდეგი: „ქრისტე მაცხოვარ, შეიწყალე ჯარვარ...“ გაგრძელება ამოფხვრილია, რადგანაც ეს ადგილი სვეტისა გაპობილია. სვეტის განსქდომის მიზეზად აი რას მოუთხრობენ გარდმოცემით: 1549 წელსა, დიდს შაბათს, არ მიუციათ ნება ძალმომრეობით მართლ-მადიდებელთა ბერძენთა პატრიარქისათვის, რათა შესულიყო და მიეღო ქრისტე მაცხოვრის საფლავიდგან საღმრთო ცეცხლი, რომელიც სასწაულებრივ ყოველს დიდს შაბათს აღმობრწყინდება ცხოველ-მყოფელ საფლავიდგან. ეს უფლება ანუ უპირატესობა ქრთამისა გამო ოსმალთა ფაშას გარდაეცა სომეხთა პატრიარქისათვის. თუმცაღა შესულა სომეხთა პატრიარქი ქრისტეს საფლავის წინაშე, მაგრამ სასწაულებრივ არ ანთებულა სანთელი მის ხელში, არამედ საღმრთო ცეცხლი აღმობრწყინვებულა ქრისტეს საფლავიდგან და გამოვარდნილა გარეთ კედელში ამ ზემოხსენებულის სვეტით, და იქიდგან აღუნთიათ სანთელი მართლმადიდებელთა, მდგომარეთა თვისის სამღვდელოებით ეკკლესიის გარეთ კარებთან.

 

წმიდა ანუ მადლიანი ცეცხლი აღმობრწყინდება ქრისტეს მაცხოვრის საფლავიდამ ყოველს წელს დიდს შაბათს.

 

დეკანოზი პეტრე (კონჭოშვილი) 1899 წ.

 

იბეჭდება მცირედი შემოკლებით

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა