martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ღირსი ამბროსი ოპტინელი

საიქიოდან მობრუნებული ქალის ამბავი

 

ორმოციანი წლების დასაწყისში (XIX ს.) რუსეთის ერთ-ერთ სამხრეთის გუბერნიაში, არ მახსოვს, ხარკოვისა თუ ვორონეჟისა, მოხდა შემდეგი შესანიშნავი ამბავი, რომლის შესახებ ერთმა სანდო პიროვნებამ მაშინვე მისწერა ოპტინის უდაბნოს აწ განსვენებულ მოძღვარს (სტარეცს) მამა მაკარის.

ცხოვრობდა იქ (იმ გუბერნიაში) ერთი ქვრივი ქალი, წარჩინებული საზოგადოების წარმომადგენელი, რომელიც სხვადასხვა გარემოებათა შედეგად ყველაზე გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ისე რომ თავის ორ ახალგაზრდა ქალიშვილთან ერთად დიდ ხელმოკლეობას და მწუხარებას იტანდა, და თავის გამოუვალ მდგომარეობაში ვერსაიდან შეწევნა რომ ვერ დაინახა, დრტვინვა დაიწყო – ჯერ ადამიანებზე, შემდეგ ღმერთზეც. ასეთ სულიერ განწყობაში მყოფი დაავადდა და გარდაიცვალა. დედის გარდაცვალების შემდეგ ორი ობოლი დის მდგომარეობა უფრო აუტანელი გახდა. უფროსმა მათგანმაც ვერ შეიკავა თავი დრტვინვისგან, ისიც დაავადდა და გარდაიცვალა. დარჩენილი უმცროსი ქალიშვილი მეტისმეტად მწუხარებდა, როგორც დედისა და დის გარდაცვალებისა და თავისი მარტოობის, ასევე უკიდურესად უმწეო მდგომარეობის გამო, და ბოლოს ისიც მძიმედ დაავადდა. მისი ნაცნობები, ვინც გულშემატკივრობდა, ხედავდნენ ქალიშვილის აღსასრულის მოახლოებას და შესთავაზეს აღსარება ეთქვა და ზიარებულიყო. მან აღასრულა, რაც უთხრეს. შემდეგ დაიბარა და ყველას სთხოვა, რომ თუ მოკვდებოდა, არ დაემარხათ, ვიდრე მისთვის საყვარელი სულიერი მოძღვარი არ დაბრუნდებოდა, რომელიც იმ დროს გარკვეული მიზეზის გამო იქ არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ ქალიშვილი მალე გარდაიცვალა, მაგრამ, მისი თხოვნის შესასრულებლად, არ ჩქარობდნენ მის დაკრძალვას, ზემოთ ხსენებული მღვდლის დაბრუნებას ელოდნენ. დღეები გადიოდა, მიცვალებულის მოძღვარი, რაღაც საქმეების გამო შეფერხებული, არ ბრუნდებოდა; ამავდროულად, ყველას გასაკვირად, გარდაცვლილის სხეული საერთოდ არ იხრწნებოდა, მართალია გაციებული და უსუნთქველი იყო, უფრო მძინარეს გავდა, ვიდრე მკვდარს. ბოლოს, ქალიშვილის გარდაცვალებიდან მერვე დღეს, მისი მოძღვარი ჩამოვიდა, მოემზადა მსახურების აღსასრულებლად და სურდა მიცვალებული მეორე დღეს დაეკრძალა, გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს. წესის აგების დროს მოულოდნელად, მგონი პეტერბურგიდან, რომელიღაც ნათესავი ჩამოვიდა; მან ყურადღებით შეხედა კუბოში მწოლიარის სახეს და გადაწყვეტილად თქვა: „თუ გსურთ აუგეთ წესი, მაგრამ დასაფლავების უფლებას არავითარ შემთხვევაში არ მოგცემთ, რადგან მას სიკვდილის არანაირი ნიშანი არ ეტყობა“. მართლაც, კუბოში მწოლარემ იმავე დღეს გამოიღვიძა; როდესაც დაუსვეს კითხვები, თუ რა დაემართა, ის პასუხობდა, რომ მართლა მოკვდა, და იხილა სამოთხის ენით უთქმელი მშვენიერების და სიხარულის სამკვიდრებელნი. შემდეგ იხილა ტანჯვის საშინელი ადგილები, და იქ, ტანჯულთა შორის,  ნახა თავისი დედა და და. შემდეგ ხმა ესმა: „მე მათ საცხოვნებლად მიწიერ ცხოვრებაში გაჭირვებებს ვუგზავნიდი; ყველაფერი მოთმინებით, სიმდაბლითა და მადლიერებით რომ გადაეტანათ, ხანმოკლე სივიწროვისა და გაჭირვების სანაცვლოდ მარადიული სიხარულის ღირსნი გახდებოდნენ, შენს მიერ ნანახ ნეტარ სამკვიდრებლებში. მაგრამ თავიანთი დრტვინვით ყველაფერი გააფუჭეს; ამისათვის იტანჯებიან ახლა. თუ მათთან გინდა ყოფნა, წადი და შენც იდრტვინე“. ამ სიტყვებთან ერთად მიცვალებული გაცოცხლდა.

წერილები ერისკაცთა მიმართ, წერ.92.

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა