martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმ. იოანე ოქროპირის სწავლება

ცოდვილთა მარადიული ტანჯვის შესახებ

 

 „უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკთა პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ-რაჲ იყოს, ცეცხლმან გამოცადოს. რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს. რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან“ (1 კორ. 3,12-15).

აქ ჩვენ წარმოგვიდგება მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან საგანს ეხება, რომელსაც ყველა ადამიანი იძიებს: ექნება თუ არა დასასრული გეენიის ცეცხლს? ქრისტემ გამოგვიცხადა ჩვენ, რომ ამ ცეცხლს არა აქვს დასასრული: „მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების (მარკ. 9,46). ვხედავ, რომ ძრწით ამის გამგონე; მაგრამ რა ვქნათ? ღმერთი ბრძანებს, გამუდმებით ვაუწყებდეთ ამას: ამბობს: „მიუთხრენ ერსა ჩემსა“ (ეს. 58,1). ჩვენ დადგენილი ვართ სიტყვით მსახურებაზე, ამიტომ საჭიროა მსმენელებს უსიამოვნოც ვუთხრათ; თუნდაც სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ საჭიროა. თუმცა, თუკი გსურთ, ეს თქვენთვის უსიამოვნო არ იქნება. თუკი სიკეთეს იქმ, ამბობს (მოციქული), ნუ გეშინია (რომ. 13,3). აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ ამის მოსმენა არა მხოლოდ უშიშრად, არამედ გულსავსებითაც. ამრიგად, ქრისტემ გამოგვიცხადა, რომ გეენიის ცეცხლს არა აქვს დასასრული; და პავლეც ამტკიცებს, რომ ტანჯვა დაუსრულებელი იქნება, როდესაც ამბობს: ცოდვილებს „საშჯელი მოეხადოს, მომსრველი საუკუნოჲ“ (2 თესალ. 1,9); და კიდევ: „ნუ სცთებით: არცა მეძავთა... არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა... სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6,9-10). და ებრაელთა მიმართაც ამბობს: „მშვიდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რომლისა თვინიერ ვერვინ იხილოს უფალი“ (ებრ. 12,14). ასევე ქრისტე სიტყვებზე: „სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით“, უპასუხებს: „არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (მათე 7,22-23). და ქალწულებს, რომელთათვისაც კარი დაიხურა, უკვე აღარ შეეძლოთ შესვლა; და მათ შესახებ, ვინც მას (უფალს) არ მისცეს საჭმელი, ის ამბობს: „წარვიდეს სატანჯველსა საუკუნესა“ (მათე 25,46).

ნუ მეტყვი: სადღაა სამართალი, თუკი ტანჯვას დასასრული არ ექნება? როდესაც ღმერთი რაიმეს აღასრულებს, დაემორჩილე მის განწესებებს და ნუ ცდილობ ისინი ადამიანურ მსჯელობებს დაუმორჩილო.

... რამდენადაც დიდია ღვთის კაცთმოყვარება, იმდენადვე – მისი სასჯელი. ამასთანავე, ღმერთს რაიმე ძნელი და შეუძლებელი რომ ემცნო, შეიძლება ვინმეს მისი მცნებების სიძნელეზე მიეთითებინა; ხოლო თუ მან ძალიან იოლი რამ გვამცნო, მაშ რაღა შეგვიძლია ვთქვათ, თუკი ამაზედაც არ ვზრუნავთ? ნუთუ არ შეგიძლია იმარხულო და ქალწულება დაიცვა? შეძლებ, თუკი მოინდომებ, რაშიაც გვამხილებენ ისინი, ვინც ეს აღასრულა; მაგრამ ღმერთმა ჩვენს მიმართ მთელი სიმკაცრე არ გამოიყენა, ეს არ გვიბრძანა და არ გვამცნო, არამედ მსმენელის ნებას დაუთმო; შენ შეგიძლია უბიწო იყო ქორწინებაშიც, შეგიძლია თავი შეიკავო მემთვრალეობისაგან. ნუთუ არ შეგიძლია მთელი ქონების გაცემა? შეგიძლია, როგორც გვიჩვენებენ ამის გამკეთებლები; მაგრამ ღმერთმა არც ეს გვამცნო, არამედ გვიბრძანა, არ მოვიტაცოთ სხვისი და ჩვენი ქონებიდან გავუნაწილოთ გაჭირვებულებს. თუკი ვინმე იტყვის, რომ არ შეუძლია ერთი ცოლით დაკმაყოფილდეს, ის საკუთარ თავს აცდუნებს და ატყუებს, რაშიაც მას ამხელენ ისინი, ვინც უბიწოებას ცოლის გარეშეც იცავს. ნუთუ არ შეგიძლია, არ წარმოთქვა ავი სიტყვები, არ დაიფიცო? პირიქით, ამის გაკეთება უფრო ძნელია, ვიდრე არგაკეთება. რა გამართლება გვაქვს, როდესაც ასეთ მსუბუქსა და ადვილს არ ვასრულებთ? ვერაფერს წარმოვადგენთ გასამართლებელს. ყოველივე ზემოთქმულიდან ცხადია, რომ ტანჯვა მარადიული იქნება. მაგრამ ზოგიერთს ეჩვენება, რომ პავლეს გამონათქვამი ეწინააღმდეგება ამას; ამიტომ შევუდგეთ მის განმარტებას. როდესაც თქვა: „რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს. რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს“, დაუმატა: „ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან“. რა ვთქვათ ამის შესახებ?

... ეს სიტყვები ნიშნავს შემდეგს: ის თვითონ არ დაიღუპება ისევე, როგორც საქმეები, არ იქცევა არარაობად, არამედ ცეცხლში დარჩება. ამას უწოდებს მოციქული „განრომას“; ამიტომაც უბრალოდ კი არ თქვა: „განერეს“, არამედ მიუმატა: „ვითარცა ცეცხლისაგან“. ჩვენც ამგვარადვე ვამბობთ: ცეცხლში ინახებიან – ისეთ საგნებზე, რომლებიც არ იწვებიან და უცბად არ იქცევიან ფერფლად. ამიტომაც, ცეცხლის შესახებ რომ გესმის, არ იფიქრო, რომ ვინც იწვიან, არარაობად იქცევიან. არც ის გაგიკვირდეს, რომ მოციქულმა ამგვარ ტანჯვას „განრომა“ უწოდა; ის ხშირად უსიამოვნო საგნებს კარგი გამოთქმებით მოიხსენიებს, ხოლო სასიმოვნო საგნებს – ცუდი გამოთქმებით. მაგალითად, სიტყვა ტყვეობა უსიამოვნო საგანს აღნიშნავს, მაგრამ პავლე მას დადებითად იყენებს, როდესაც ამბობს: „წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა“ (2 კორ. 10,5). ასევე, ცუდზე საუბრისას, კარგ გამოთქმას იყენებს შემდეგი სიტყვებით: „სუფევდა ცოდვაჲ“ (რომ. 5,21), იმ დროს, როცა სიტყვა „სუფევა“ კარგად ჟღერს. ასევე აქაც, როცა თქვა: „განერეს“, ის გამოთქვამს სასჯელის გაგრძელებას, და შემდეგი მნიშვნელობით ამბობს: თვითონ კი განუწყვეტლად დაიტანჯება. (წმ. იოანე ოქროპირის განმარტებიდან: 1 კორ., საუბარი 9.)

 

 

თუკი ვიტყვი, რომ „მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების“ (მარკ. 9,44); თუ ვიტყვი, რომ წავლენ მარადიულ ცეცხლში; თუკი მივუთითებ მდიდარზე, რომელიც უკვე დაისაჯა, – თქვენ იტყვით, რომ ეს მხოლოდ მუქარაა. რითი დაგაჯეროთ? ჭეშმარიტად, ეს სატანური აზრია, რომელიც ამაო ალერსით უზრუნველობაში აგდებს! ... წარღვნამდელი ადამიანებიც მრავალ ამისთანას ამბობდნენ, და ასი წლის განმავლობაში, როცა კიდობანი შენდებოდა, ხეები იკვრებოდა და მართალი (ნოე) ქადაგებდა, არავინ მოიძებნა ისეთი, ვინც ირწმუნებდა. მაგრამ რადგან მათ არ დაიჯერეს სიტყვიერი მუქარა, – საქმით განიცადეს სასჯელი. ასევე დაგვემართება ჩვენც, თუკი არ ვირწმუნებთ. ამიტომაც ადარებს უფალი თავის (მეორედ) მოსვლას ნოეს დღეებს: იმის მსგავსად, როგორც იმ წარღვნისა არ სჯეროდათ ზოგიერთებს, დღესაც მრავალს არ სჯერა გეენიის წარღვნისა. (წმ. იოანე ოქროპირის განმარტებიდან: 1 თესალ., საუბარი 8)

 

მსგავსი წერილი:

საუკუნო ტანჯვისა და საუკუნო ნეტარების შესახებ

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა