martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის

თავი 8

სხვა საეკლესიო საკითხები

6. როგორ დავეხმაროთ მომაკვდავს?

თუ მომაკვდავი მონათლულია მართლმადიდებლურად და სწამს ღმერთი, უნდა ვუთხრათ, რომ საჭიროა აღსარება და ზიარება; თუ მოძღვარი ჰყავს, უნდა შევატყობინოთ მოძღვარს მისი მდგომარეობის შესახებ. მომაკვდავისთვის აუცილებელია სინანული და ლოცვა. კარგია, თუ მისი ახლობლებიც ილოცებენ მისთვის. თუ მომაკვდავი ადამიანი მოუნათლავია ანდა მწვალებლურადაა მონათლული, მაგრამ ღმერთი სწამს და აღიარებს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, როგორც ჭეშმარიტებას, საჭიროა მისი სასწრაფოდ მონათვლა (ცხადია მისი თანხმობით). თუ მღვდლის მოყვანა არ ხერხდება რაიმე მიზეზის გამო და არსებობს საშიშროება, რომ ადამიანი სასულიერო პირის მოსვლამდე გარდაიცვლება, სასწრაფოდ უნდა მონათლოს მართლმადიდებელმა ერისკაცმა (ეკლესიის ნებისმიერმა წევრმა). თუ მღვდელმა ცოცხალს მიუსწრო, აღასრულებს იმ მღვდელმოქმედებას, რასაც ერისკაცი ვერ აღასრულებდა, აგრეთვე – მირონცხების საიდუმლოს. როდესაც ახლოვდება სნეული ადამიანის ამქვეყნიდან გასვლის ჟამი, ბოროტი სულები დიდი ძალისხმევით ცდილობენ რაიმე ცოდვაში ჩააგდონ იგი, თუნდაც მხოლოდ აზრით. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის ლოცვა ამ მძიმე ჟამს, მის სახელზე მოწყალების გაღება, თუ შესაძლებელია წირვაში მოხსენიება და პარაკლისის გადახდა.

წმ. მამათა სწავლებით ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, ხშირად იფიქროს სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე, ამაში მას სნეულთა და მომაკვდავთა მონახულებაც ეხმარება. წმ. იოანე სინელი წერს: „როგორც პურია ყველა საკვებზე მეტად საჭირო, ასევე სიკვდილის ხსოვნა ყოველგვარ გულისსიტყვასა და წვრთნაზე აღმატებულია“.[1] წმ. გრიგოლ პალამა კი ამგვარად ამბობს: „დიახ, სასტიკია სიკვდილი – მის მოსვლაშიც და მოლოდინშიც, მაგრამ ბევრად უფრო საშინელია, არ მოვიქცეთ ჩვენი ცოდვებისაგან; აი, სწორედ ამის გამო იზრდება სასჯელი, ხოლო შემდეგ მივეცემით დაუსრულებელ სატანჯველს, რომელიც, დაე, ჩვენგან არავინ შეიცნოს გამოცდილებით! რამეთუ, თუკი აქაური გაჭირვებები აუტანლად გვეჩვენება, თუმცა ისინი წარმავალია და მხოლოდ სხეულს სწყლავს, როგორიღა იქნება ის ტანჯვა, რომელიც სხეულთან ერთად სულსაც ტანჯავს და რომლისგანაც არასოდეს მოველით გათავისუფლებას?! არამედ ვინანიოთ, ძმებო, და მოვიქცეთ, საქმით და სიტყვით გამოვხატოთ სინანული, და შეუვრდეთ ღმერთს შემუსვრილი გულით, ვუთხრათ: „უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“ (ფსალმ. 6,2); არამედ – „ყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა“ (ფსალმ. 118,124). ის ახლოსაა მის მვედრებლებთან, თუკი ისინი არა მხოლოდ ბაგეებით, არამედ გულითაც ღაღადებენ, საქმეებით და ცხოვრების წესით ღვთისკენ მიქცეულები. – „მოიქეცით ჩემდამო, და მე მოვიქცე თქუენდა“, – ამბობს უფალი, – „და უშჯულოებანი შენნი და ცოდვანი შენნი არა მოვიხსენნე“ (შდრ. ზაქ. 1,3; ეს. 43,25)“.[2]

 

[1] წმ. იოანე სინელი, კიბე, თ.6, მუხ.5, რუს. თარმ. მუხ.4.

[2] Святитель Григорий Палама, Увещание к посту, Омилия 39, "Произнесенная на молебном пении...".

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა