martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის

თავი 7

ლოცვა

6. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ყველა ადამიანის გულს ხედავს და ყველას ლოცვა ესმის, მაშ რატომ ვევედრებით ღვთისმშობელს, ანგელოზებს და წმინდანებს, რატომ გვჭირდება მათი შუამდგომლობა?

ღმერთმა ყველაფერი იცის და ყოვლისშემძლეა, მაგრამ მისი განგებულება ჩვენთვის მიუწვდომელია. იმის მიუხედავად, რომ მას ძალუძს ნებისმიერი სნეულის განკურნება, მისივე დაწესებულია ექიმები და წამლები. უფალმა ჩვენს ლოცვამდეც იცის რა გვჭირდება, მაგრამ ჩვენივე სარგებლობისთვის ლოცვა დაგვიწესა, თანაც გამუდმებით ლოცვა. მანვე დაგვიწესა, რომ ვილოცოთ ერთმანეთისთვის. წმიდა წერილში ვხედავთ, როგორ ახდენდა სასწაულებს წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ლოცვები. შვილმკვდარი ქვრივი შეევედრა ილია წინასწარმეტყველს და მისი ლოცვით უფალმა ყრმას სიცოცხლე დაუბრუნა; ნემან ასური შეევედრა ელისე წინასწარმეტყველს და მისი ლოცვით კეთრისაგან განიკურნა; უფალმა იობის მეგობრებს უთხრა: „ხოლო იობ, მსახურმან ჩემმან, ილოცოს თქუენთვის, რამეთუ პირსა მისსა თუალსა-ვაღებ“ (იობ. 42,8), (ანუ იობის ლოცვას ვისმენო); შესჩივლეს მორწმუნეებმა პეტრე მოციქულს და მისმა ლოცვამ გარდაცვლილი ტაბითა მკვდრეთით აღადგინა. მრავალი ამგვარი მაგალითია წმიდა წერილში, ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაშიც. და თუკი წმინდანები სიცოცხლეში შეეწეოდნენ მოყვასთ თავისი ლოცვით, მით უმეტეს შეეწევიან სიკვდილის შემდეგ, ღმერთთან უფრო მეტად დაახლოებულნი, რისი უამრავი მაგალითიც აღწერილია მათ ცხოვრებებში და ბევრ მორწმუნეს თავადაც გამოუცდია. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „წმინდანების ლოცვებს ძალიან დიდი ძალა აქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ თვითონ ვინანიებთ ცოდვებს და გამოსწორებას ვცდილობთ...“;[1] წმ. ბასილი დიდი – „ორმოც მოწამესთან (სებასტიელი მოწამეები) მიისწრაფიან შეჭირვებულიც და მხიარულიც, ერთი იმისთვის, რომ ჰპოვოს გათავისუფლება რთული მდგომარეობიდან, მეორე კი – რათა დაიცვას თავისი კეთილდღეობა... დაე თქვენი სათხოვარი მოწამეთა შესაფერისი იყოს. ახალგაზრდებმა მიბაძონ მათ, როგორც თანატოლებს; მამებმა ილოცონ, რომ ამგვარი შვილების მშობლები გახდნენ... წმინდა დასი! წმინდა საძმო! შეურყეველი ლაშქარი! კაცთა მოდგმის საერთო მფარველნი!...“.[2] წმ. გრიგოლ ნოსელი ასე მიმართავდა მოწამე თეოდორეს: „მართალია შენ სხვა სამყაროში ხარ, მაგრამ ყოველთვის უწყი ადამიანთა განსაცდელებისა და საჭიროებების შესახებ. გამოგვითხოვე მშვიდობა, რომ ჩვენი წმიდა შეკრებები არ შეწყდეს...“[3]

 

[1] Макарий, митр. Московский и Коломенский, Православно-догматическое богословие, Т.2, стр. 561. СПб. 1883.

[2] „ – “ стр. 560.

[3] „ – “ стр. 560.

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა