ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 4
ზიარება
9. როგორ შეიძლება გამოასწოროს მდგომარეობა მორწმუნემ, როცა ღვთისმსახურებას ესწრება, მაგრამ თითქმის არ ესმის გალობისა და წაკითხული ლოცვების ან წმიდა წერილის შინაარსი?
თუ ადამიანი კითხულობს ძველ ქართულ ენაზე დაწერილ ლოცვებს (დილა-საღამოს და ზიარების), ფსალმუნებს, სახარებას, ღვთისმსახურებაზე ყურადღებით დგას, ძალიან მალე მისთვის ღვთისმსახურების ძირითადი შინაარსი გასაგები გახდება. როდესაც ის შეიგრძნობს ძველი ენის ძალას, სიმდიდრესა და მშვენიერებას, თავად დარწმუნდება, რომ ახალი ქართული ენა სულიერი თვალსაზრისით მას ბევრად ჩამოუვარდება. თუკი ტაძარში ცუდად კითხულობენ ან ცუდად გალობენ, მორწმუნეს შეუძლია იესოს ლოცვით ილოცოს საკუთარ გულში და მსახურებაზე დგომა დამღლელი აღარ მოეჩვენება.
შემდეგი
სარჩევი
|