martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის

თავი 4

ზიარება

4. რამდენ ხანში ერთხელ უნდა ვეზიაროთ?

წმიდა მამათა სწავლებით მორწმუნე რაც უფრო ხშირად ეზიარება, მით უკეთესია მისი სულისთვის (თუ არ ადევს ეპიტიმია – ზიარებისგან განშორების სასჯელი). თუ არ არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორი, უნდა ვეზიაროთ ყოველ კვირა დღეს და დიდ დღესასწაულებზე; ვისაც აქვს ლოცვა-კურთხევა, უფრო ხშირად ეზიარება. წმ. კასიანე რომაელი ამბობს; „ზიარებას არ უნდა განვეშოროთ იმიტომ, რომ თავს ცოდვილად მივიჩნევთ. უფრო მეტი და მეტი წყურვილით უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ სულის განკურნებისა და განწმედისათვის... უფრო სწორი იქნება, ყოველ უფლის დღეს (კვირას) ვეზიაროთ ჩვენი სალმობების საკურნებლად გულის იმ სიმდაბლით, რომლითაც გვწამს და ვაღიარებთ, რომ ვერასოდეს შევძლებთ ღირსეულად შევეხოთ წმიდა საიდუმლოებს, ვიდრე გულის ამაო დარწმუნებით აღზვავებულებს გვწამდეს, რომ წელიწადში ერთხელ ზიარების ღირსნი ვხდებით“;[1] წმ. სერაფიმე საროველი დეკანოზ ვასილ სადოვსკის არიგებდა: „რაც უფრო ხშირად ეზიარება ადამიანი ქრისტეს წმიდა და ცხოველსმყოფელ საიდუმლოს, მით უკეთესია... რამეთუ ძალზე დიდია ზიარებით მონიჭებული მადლი“;[2] წმ. თეოფანე დაყუდებული კი ასე გვმოძღვრავს: „აღმოსავლეთში ქრისტიანები ხშირად ეზიარებიან, – არა მარტო დიდ მარხვებში. თავდაპირველად ქრისტეს ეკლესიაში ყოველ წირვაზე ყველანი ეზიარებოდნენ. ბასილი დიდს ჰკითხეს: შეიძლება თუ არა ხშირად ზიარება და როგორი სიხშირით? მან უპასუხა, რომ არა მარტო შეიძლება, არამედ აუცილებელია. ხოლო იმის შესახებ, თუ როგორი სიხშირით უნდა ეზიარონ, უპასუხა: ჩვენ კვირაში ოთხჯერ ვეზიარებით – ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას. ჩვენ – იგულისხმება ყველა კესარიელი. კითხვა ეხებოდა არა მღვდელმსახურებს, არამედ ერისკაცებს... ყოველ წირვაზე მღვდელი მოუწოდებს: „შიშითა ღმრთისაჲთა და სარწმუნოებით მოვედით“. აქედან გამომდინარე, ყოველ წირვაზე შეიძლება ზიარება... მხოლოდ ეცადეთ ყოველმხრივ მოემზადოთ როგორც საჭიროა და შიშით, ძრწოლით, სარწმუნოებით, შემუსვრილებითა და სინანულის გრძნობით ეზიაროთ“.[3] სარდიკიის კრების მეთერთმეტე კანონში ვკითხულობთ: „გახსოვთ თქვენ, რაც ჩვენმა მამებმა დაადგინეს ადრე, რომ თუ ვინმე ერისკაცი ქალაქში იტრიალებს სამი კვირის განმავლობაში და არ ეზიარება, ზიარებისგან განყენებულ იქნეს“ (დიდი სჯულისკანონი). როდესაც წმიდა მაკარი დიდმა მასთან უდაბნოში მიყვანილი მოჯადოებული ქალი განკურნა, ასე დაარიგა: „არასოდეს მიატოვო ეკლესიაში სიარული, არასოდეს განეშორო ქრისტეს საიდუმლოთა ზიარებას; განსაცდელი იმიტომ დაგემართა, რომ უკვე ხუთი კვირაა ჩვენი მაცხოვრის უწმიდეს საიდუმლოებს არ ზიარებულხარ“.[4] წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი გვასწავლის: „როდესაც ჩვილი იბადება, იგი ტირის და მთელი გულმოდგინებით ითხოვს რძეს; ხოლო თუ მადა არა აქვს და არ ჭამს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ავადაა და სიკვდილის საშიშროების წინაშე დგას. ასეთივე გულმოდგინებით უნდა გვინდოდეს ჩვენც სულიერი საზრდელის – წმიდა ზიარების მიღება, რათა განვცხოველდეთ; ხოლო თუკი არ გვინდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიერი სიკვდილის საშიშროების წინაშე ვდგავართ“.[5]

 

[1] Преподобный Иоанн Кассиан римлянин, Писания, собеседование 23, "О желании добра и делании зла", гл.21. стр.605, М.1892.

[2] Летопись Серафимо-Дивеевского монастиря. стр.463.

[3] Еп. Феофан, Письма о разных предметах веры и жизни. письмо 69.

[4] ლავსაიკონი. თხრობა მაკარი დიდის შესახებ.

[5] ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი, წმ. მღვდელმთავარი მაკარი კორინთელი, „სწავლანი იმის შესხებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს“, თ.1, გვ.23, თბ. 2003.

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა