martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის

თავი 4

ზიარება

2. როგორ უნდა მოვემზადოთ ზიარებისთვის?

ზიარებისთვის ვემზადებით ცოდვების გაანალიზებით და სინანულით, ლოცვით, მარხვით (ღამის 12 საათიდან ზიარებამდე არაფერს ვჭამთ და არაფერს ვსვამთ; ეს არ ეხება მცირეწლოვან ბავშვებს, ასევე მძიმედ სნეულებს, რომელთა სიცოცხლე საფრთხეშია – იხ. ნიკიფორე აღმსარებლის კან. 9), ზოგადად თავშეკავებით ყველაფრისგან, რასაც სულში ცოდვილი აზრები და გრძნობები შემოაქვს. ასევე ეკლესია განაწესებს ცოლ-ქმარს შორის თავშეკავებას ზიარების დღეს და ზიარების წინა დღით (ტიმოთე ალექს. კან. 5, 13). ზიარება არ შეიძლება ქალებისთვის დედათა წესის დროს (ტიმოთე ალექს. კან. 7), ხოლო მამაკაცებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ბილწი სიზმრის შედეგად ძილში დაცემა შეემთხვათ (წმ. დიონისე ალექს. კან. 4, წმ. იოანე მმარხველი კან. 8). ზიარების წინ (წინა დღით ან იმავე დილით) ვკითხულობთ ზიარების ლოცვებს; შენდობას ვთხოვთ ვისაც ვაწყენინეთ და მივუტევებთ მათ, ვინც გვაწყენინა. თუ ადამიანს რაიმე მძიმე ცოდვა აქვს ჩადენილი, მან ზიარებამდე აუცილებლად უნდა აღიაროს ეს ცოდვა აღსარების საიდუმლოში.

წმ. დიმიტრი როსტოველი განგვიმარტავს პავლე მოციქულის სიტყვებს ზიარების შესახებ: „გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ“ – ამბობს მოციქული (1 კორ. 11,28). კითხვა: როგორ უნდა გამოსცადოს კაცმა თავი? პასუხი: დაე, როცა აღსარებაზე მივა, გონებაში ამგვარი აზრი ჰქონდეს (ანუ დაუფიქრდეს – მთარგმნ. შენ.): თუ აღიარებს თავის ცოდვებს სრულად, რაიმეს დაუფარავად? თუ წუხს ცოდვების გამო, ტირის, ნანობს? თუ აქვს მტკიცე გადაწყვეტილება და მოუშლელი სურვილი, რომ აღარ დაუბრუნდეს ცოდვას, არამედ იფხიზლოს და თავი დაიცვას ყოველგვარი შეცოდებისგან? ხომ არა აქვს მტრობა ვინმეს მიმართ? თუ შეამზადა თავი მარხვითა და ლოცვით? აი ამგვარად გამოსცადოს კაცმა თავი და ასე „პურისა მისგან ჭამოს და სასუმელისა მისგან სვას“. მოციქული კიდევ ამბობს შემდეგს: „ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თვისისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ხორცნი უფლისანი“ (1კორ. 11,29). კითხვა: როგორ უნდა „გამოიკითხო ხორცნი უფლისანი“? პასუხი: არ გამოიკითხავს ის, ვინც ეზიარება თავის გამოუცდელად, როგორც ზემოთაა ნათქვამი. არ გამოიკითხავს ის, ვინც არ ემზადება მარხვითა და ლოცვით, არ ურიგდება თავის ძმას. არ გამოიკითხავს ის, ვინც ისე მიეახლება, როგორც უბრალო პურსა და ღვინოს, და არა როგორც ღმერთს. ასეთი კაცი „დასაშჯელად თავისა თვისისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ხორცნი უფლისანი“. არ გამოიკითხავს ისიც, ვინც მიეახლება შიშის გარეშე, უგრძნობლად, სიმდაბლის გარეშე, რწმენისა და ცხონების იმედის გარეშე, სიყვარულის გარეშე“.[1]

 

[1] Святитель Димитрий Ростовский, "О причащении Святых Таин".

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა