martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის

თავი 3

აღსარება

8. აღსარება საჭიროა მხოლოდ მძიმე ცოდვების, თუ სხვა ცოდვებისაც?

პირველ რიგში საჭიროა მძიმე ცოდვების აღსარება, თუმცა უნდა ვაღიაროთ სხვა ცოდვებიც, რადგან ისინიც ბილწავენ ჩვენ სულს. საჭიროა აგრეთვე იმ ცოდვილი აზრების აღსარება, რომლებიც ხშირად გვესხმიან თავს. წმ. კასიანე რომაელი ამბობს: „როგორც ბნელი სოროდან სინათლეზე ამოყვანილი გველი ცდილობს გაქცევას და მიმალვას, ასევე ბოროტი აზრები, როცა გამჟღავნდებიან გულახდილი აღსარებით, ცდილობენ ადამიანისგან გაქცევას“.[1] წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი გვასწავლის: „ცოდვილი აზრებისა და გრძნობების გაძლიერებული და გახშირებული თავდასხმების წინააღმდეგ... ახალდამწყებისთვის ყველაზე საუკეთესო იარაღია აღსარება“.[2]

 ქრისტიანები ხშირად სცოდავენ განკითხვით, ცილისწამებით, დაცინვით, სიცრუით, უქმად მეტყველებით, სულიერი და ხორციელი სიზარმაცით, ზედმეტი ძილით, ულოცველობით და უგულოდ ლოცვით, ნაყროვანებითა და სიმთვრალით, გემოთმოყვარებით, ფუფუნებისადმი ლტოლვით, ვნებიანი სანახაობის ცქერით, ქრისტიანისთვის შეუფერებელი, გამომწვევი ჩაცმულობით, საპირისპირო სქესის ვნებიანი ცქერით, ამაო და სულის საზიანო საკითხავებით, მრისხანებით, გულში წყენის დამარხვით, ცრურწმენებისადმი დაჯერებით, გაჭირვებულის დაუხმარებლობით, სიძუნწით, მზვაობრობითა და ტრაბახით, სხვების დასანახად „სიკეთის“ აღსრულებით (შეგნებულად სხვების დასანახად), ცოდვიანი ოცნებებით და ა.შ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნებისმიერი ცოდვა, თუ ადამიანი მას არ ებრძვის და არ ინანიებს, უფრო მეტად და მეტად იდგამს სულში ფესვებს, ძლიერდება და სხვა ცოდვების მიზეზიც ხდება, შედეგად კი სულიერი სიკვდილი მოაქვს.

წმიდა წერილი ცხადად წარმოაჩენს, თუ რა დამღუპველია ის ცოდვები, რომლებსაც ხშირად ჩვევის გამო ჯეროვან ყურადღებას არც უთმობენ:

განკითხვის შესახებ – „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ“ (მათ. 7,1); „ერთ არს შჯულის მდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად, შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მოყუასსა?“ (იაკობ. 4,12).

მრისხანების, ლანძღვა-გინების, შეურაცხყოფის შესახებ – „რომელი განურისხდეს ძმასა თვისსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა რაკა, თანამდებ არს იგი კრებულსაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა ცოფ, თანამდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა“ (მათ. 5,22); „არცა მაგინებელთა... სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1კორ. 6,10); „რამეთუ მოსე თქუა: პატივ-ეც მანასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან ბოროტი თქუას მამისათვის გინა დედისათვის, სიკუდილით მოკუედინ“ (მარკ. 7,10);

სიძულვილის, გულღვარძლიანობის შესახებ – „რომელსა სძულდეს ძმაჲ თვისი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი“ (1იოან. 2,11); „ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაჲ თვისი, იგი კაცის-მკლველი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მის თანა დადგრომილად“ (1იოან. 3,15); „უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“ (მათ. 6,15);

სიცრუის შესახებ – „წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა“ (ფსალმ. 5,7); „ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1კორ. 6,9); „გარე იყვნენ... ყოველი მოყუარე და მოქმედი ტყუვილისაჲ“ (გამოცხ. 22, 15); „ახოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაჲ დიდადმეტყუელი“ (ფსალმ. 11,3);

გრძნობის ორგანოების, განსაკუთრებით თვალების დაუცველობის შესახებ – „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა“ (მათ, 5,28);

ანგარების, სიმდიდრისა და საგნებისადმი მიჯაჭვულობის, უმოწყალობის შესახებ – „ვაჲ თქუენდა მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი“ (ლუკ. 6,24); „არცა ანგაჰრთა... სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1კორ. 6,10); „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის, რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა“ (მათ, 25,41-43); „ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“ (მათ. 6,24); „სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ყონ წყალობაჲ“ (იაკობ. 2,13).

 

[1] Преподобный Иоанн Кассиан римлянин, Писания, собеседование 2, "О разсуждении", гл.10. стр.194, М.1892.

[2] Святитель Игнатий Брянчанинов, Приношение современному монашеству, Т.5, гл. 32.

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა