martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 56

კარლოს დიდის მეფობა. ცვლილება სიმბოლოში.

 

რომის იმპერატორად კარლოს დიდის გამოცხადების შემდეგ ქრისტიანული სამყარო ორ, დასავლეთ და აღმოსავლეთ, იმპერიად დაიშალა, რომლებშიც სამოქალაქო და საეკლესიო ცხოვრება სრულიად განსხვავებული გზებით წარიმართა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის არსებული ღრმა შინაგანი უთანხმოება საბოლოოდ და თვალსაჩინოდ გამოიკვეთა.

ახლა დასავლეთის ანუ რომის იმპერატორს გადაეცა უფლება, თავისი თანხმობით დაედასტურებინა პაპის არჩევა; მის ხელთ აღმოჩნდა რომი და იტალია, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ბიზანტიის იმპერატორს ეკუთვნოდნენ. რა მოიგეს ამით პაპებმა? თავიდან არაფერი; პირიქით, ადრე არსებული მათი პრივილეგიები უფრო მტკიცე ხელში გადავიდა. ამიტომაც არაერთხელ ინანეს ბიზანტიის იმპერატორებისადმი თავიანთი ქვეშევრდომობის გაცვლა დასავლეთის იმპერატორთან ასეთივე ურთიერთობაზე. თანაც ეს უკანასკნელი უფრო მეტ მორჩილებას ითხოვდა მათგან.

რომის ეპისკოპოსებს პატივისა და ძალაუფლების მოპოვების მოლოდინი არ დაუკარგავთ, თუმცა სრული დიდება უცებ და იოლად არ მიუღიათ – სხვადასხვა გარემოებათა გამო ამის შესაძლებლობა ხან იზრდებოდა, ხანაც მცირდებოდა. პიპინისა და კარლოს დიდის ძღვენი ერთგვარი მარცვალი იყო, საიდანაც პაპის ძალაუფლება თანდათანობით უნდა აღმოცენებულიყო.

კარლოს დიდის დროს რომის მღვდელთმთავრის ძლიერება უმნიშვნელო იყო; თუმცა მეფე პაპს დიდად მფარველობდა და უხვად ასაჩუქრებდა, ძალაუფლებას მაინც თავისთვის იტოვებდა. საჩუქრები და მფარველობა კი პაპს იმდენად სჭირდებოდა, რომ იძულებული იყო, ეამებინა მეფისთვის, ან უკიდურეს შემთხვევაში, ძალიან არ შეწინააღმდეგებოდა მაშინაც კი, როცა იმპერატორი აშკარად ხელყოფდა მის აღიარებულ უფლებებს. ამ მიმართებით კარლოსი არაფერს ერიდებოდა. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ მისი წინამორბედებიც საკმაოდ თვითნებურად განაგებდნენ ეკლესიის საქმეებს, მაგრამ მეფეთა ამგვარი დამოკიდებულება ყველაზე მწვავედ კარლოს დიდის დროს წარმოჩინდა: ის ერეოდა ყველა საღვთისმეტყველო საკითხში, წყვეტდა მათ თვითნებურად, ყურადღებას არ აქცევდა პაპის თვალსაზრისსა და წინააღმდეგობას. მაგალითად, პაპი სრულად დაეთანხმა VII მსოფლიო კრების განჩინებებს, რომელიც ხატთმბრძოლობის ერესს გმობდა. მაგრამ როდესაც ეს დადგენილებები კარლოსს გააცნო, მან სამეფო კარის სასულიერო პირებს თავისი, როგორც ხელისუფალის, სახელით დააწერინა კრების ზემოხსენებულ განჩინებათა საწინააღმდეგო თხზულება. ამ ნაშრომში (Lიბრი ჩაროლინი) დაგმობილია ხატთა თაყვანისცემა, რაც კერპთაყვანისმცემლობად იწოდება. კარლოსმა ეს თხზულება მიართვა პაპ ადრიანეს, რითაც გამოხატა თავისი წინააღმდეგობა ნიკეის VII მსოფლიო კრების დადგენილებათა მიმართ. პაპი საკმაოდ უსუსურად იცავდა ეკლესიის განჩინებებს, მაგრამ კარლოსმა მას საერთოდ არ ათხოვა ყური და 792 წელს ფრანკფურტში მოიწვია კრება, რომელზეც უარყო რომისა და აღმოსავლეთის მიერ მსოფლიო კრებად აღიარებული VII კრება, აკრძალა ხატთა თაყვანისცემა და ნება დართო, ისინი მხოლოდ ტაძართა მოსართავად გამოეყენებინათ.

ეს მოხდა კარლოსის საზეიმო კორონაციამდე, ხოლო როდესაც იგი იმპერატორი გახდა, პაპის ძალაუფლება უფრო შეიზღუდა. კარლოსი თავისთავს მთელი დასავლეთ საქრისტიანოს ღვთივდადგინებულ მთავრად თვლიდა. სწამდა, რომ მის უფლებებსა და მოვალეობებში შედიოდა როგორც სახელმწიფოზე, ისე ეკლესიაზე ზრუნვა; რომ იყო ეკლესიის პირველი მსახური, ერთგული შვილი და ამასთან მისი უმაღლესი მფარველი, მტერთაგან დამცველი და სწავლების სიწმინდის ქომაგი. კარლოსის მიერ გამოცემული კანონები ეხებოდა საეკლესიო ღვთისმსახურებას, საღვთისმეტყველო დავათა გადაწყვეტას; მეფე სჯიდა და დევნიდა ერეტიკოსებს, ერთი სიტყვით, თავის დიდ იმპერიაში განაგებდა ყველა საეკლესიო საქმეს.

რაც შეეხება პაპს, კარლოსმა მას თავად აუხსნა, თუ რა როლი ეკისრებოდა. აი, რას სწერდა იგი ლეონ III: „მე მმართებს, ღვთის შეწევნითა და იარაღის ძალით გარედან დავიცვა წმინდა ეკლესია წარმართთა შემოტევისა და ურწმუნოთა დარბევებისგან, შიგნიდან კი განვამტკიცო იგი კათოლიკე სარწმუნოების აღიარებით. თქვენ, წმინდა მამაო, გმართებთ, მოსესავით ზეცისკენ ხელებაპყრობილმა ილოცოთ და ამით გააძლიეროთ ჩემი, როგორც მეომრის, მსახურება“. კარლოს დიდი თოთხმეტი წელი იჯდა სამეფო ტახტზე. ამ პერიოდმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დასავლეთის ეკლესიის ისტორიაში – მაშინ გამოიკვეთა ცხადად მისი სული და მიმართულება. ამიტომ, აუცილებელია, ყურადღება შევაჩეროთ ამ ეპოქაზე.

მართალია თავად იმპერატორი გაუნათლებელი კაცი იყო და მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ისწავლა წერა, მაგრამ პატივს სცემდა ცოდნას და ცდილობდა სამეფო კარზე განათლებული ხალხის მიზიდვას. იმხანად სწავლის ისეთი დაბალი დონე არსად იყო, როგორც საფრანგეთში. იტალიას ჯერ კიდევ ჰქონდა ურთიერთობა განათლებულ საბერძნეთთან, მეცნიერებებს ეუფლებოდნენ პავიაში, აკვილეაში, რომსა და სხვა ქალაქებში. ბრიტანეთის კუნძულები თავიანთი სკოლებით იყო სახელგანთქმული. გერმანიაში ბრიტანელი მახარებლებისა და ბონიფაციუსის ღვაწლით დაარსდა სასწავლებლები. საფრანგეთში კი საშინელი უმეცრება სუფევდა. სხვაგვარად როგორ იქნებოდა, როდესაც ეპარქიებსა და მონასტრებს უწიგნურ მეომრებს ურიგებდნენ და საეკლესიო მსახურებებსაც ასევე უვიცი დაქირავებული მღვდელმსახურები ასრულებდნენ. ერს თითქმის არაფერი ესმოდა ქრისტიანული რჯულის შესახებ და ბრიყვულ ცრურწმენას მისდევდა; დიდგვაროვანთა ფენამ წერა-კითხვა თითქმის არ იცოდა, ხოლო სასულიერო პირთაგან ცოტა ვინმეს თუ შეეძლო სწორად წერა.

კარლოსმა თავისი მეფობის პირველივე წლებიდან დაიწყო ცოდნის გავრცელებაზე ზრუნვა. იტალიიდან მიიწვია სწავლული ბერძნები და იტალიელები, ინგლისიდან – იქაური ცნობილი სასწავლებლების აღზრდილები და ყოველმხრივ ხელს უწყობდა მათს საქმიანობას. ამ საქმეში მას მხარში ამოუდგნენ და თავდაუზოგავად შრომობდნენ დიაკონი პავლე ვარნერფრიდი, პაულინუს აკვილეელი, თეოდულფი, შემდგომში ორლეანის ეპისკოპოსი და სახელგანთქმული ინგლისელი ფლაკუს ალბინუს ალკუინი. ეს უკანასკნელი იყო კარლოსის ყველა სასიკეთო წამოწყების განმახორციელებელი.

ალკუინი ჯერ იორკის სასწავლებლის მოწაფე, შემდეგ კი მისი უფროსი, თავისი დროის ერთ-ერთ უგანათლებულეს პიროვნებად ითვლებოდა. მისი შრომით შესწორდა წმინდა წერილის ლათინური ტექსტი, დაარსდა ბევრი სკოლა, საფუძველი ჩაეყარა პარიზისა და პავიის უნივერსიტეტებს. საიმპერატორო კარზე გაიხსნა უმაღლეს მეცნიერებათა სასწავლებელი, სადაც ალკუინის მეთვალყურეობით იზრდებოდნენ ყმაწვილები უწარჩინებულესი ოჯახებიდან. თვითონ იმპერატორი სწავლობდა მასთან და პირადი მაგალითით განათლების შეძენის უდიდესი სურვილი აღუძრა თავის ახლობლებსა და კარისკაცებს. მოგვიანებით ალკუინმა, სუსტი ჯანმრთელობის გამო, მიატოვა სამეფო კარი, წავიდა ტურში და წმინდა მარტინის სავანის იღუმენი გახდა, იქვე დააარსა სასწავლებელი, სადაც დაუღალავად იღვწოდა.

ალკუინის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი წმინდა წერილის გავრცელება იყო. თავის მიერ შესწორებული წმინდა წიგნების ნუსხა მან კარლოს დიდს მიართვა მისი კორონაციის შემდეგ, როგორც ყველა ძღვენზე უძვირფასესი. ალკუინი მუდამ ამტკიცებდა, რომ აუცილებელი იყო საღვთო წერილის ცოდნა და მისი სწორად გაგება. ერთ ეპისკოპოსს იგი სწერდა: „წმინდა წერილის გარეშე ღმერთს ვერ შევიცნობთ. უბედურება არ აგვცდება, თუკი ბრმა ბრმას წაუძღვება – ორივენი ორმოში ჩაცვივიან. შეეცადეთ, არასდროს განეშოროთ საღვთო წერილს, რათა არ დაიშრიტოს თქვენში წყარო ჭეშმარიტებისა“.

როდესაც საქსების მოქცევას ძალის გამოყენებით შეეცადნენ, ალკუინმა ყველაფერი გააკეთა ამგვარი ქმედების შესაჩერებლად. კარლოსისა და ლაშქრის თანმხლები სასულიერო პირებისადმი მიწერილ წერილებში იგი ევედრებოდა მათ, იარაღად მხოლოდ ღვთის სიტყვა და ლოცვის ძალა გამოეყენებინათ. მაგრამ მიუხედავად მისდამი პატივისცემისა და მეგობრული დამოკიდებულებისა, კარლოსი ალკუინის რჩევებს ყოველთვის არ იღებდა ყურად.

ალკუინის დაჟინებული თხოვნით, კარლოსმა სკოლების გახსნა ბრძანა მონასტრებთან და საკათედრო ტაძრებთან; მღვდლებს დაევალათ, ყოველი ღვთისმსახურების შემდეგ ხალხისთვის განემარტათ საღვთო რჯული. მაგრამ, რადგანაც სასულიერო პირთა შორის ეს ცოტა ვინმეს თუ შეეძლო, კარლოსმა პავლე დიაკონს უბრძანა, შეეკრიბა ეკლესიის ძველი მამების სადღესასწაულო ქადაგებები და შეგონებები. ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად მეცასა და სუასონში საეკლესიო გალობის სკოლები დააარსა, რისთვისაც იტალიიდან მოიწვია გამოცდილი მგალობლები. ერთხელ ნათლისღების დღესასწაულზე კარლოს დიდმა საბერძნეთის საელჩოს ტაძარში მოუსმინა ბერძნულ ღვთისმსახურებას და ბრძანა, ლათინურად გადაეთარგმნათ ბერძნული ანტიფონები. ვარაუდობენ, რომ მანვე ჩართო მსახურებაში დამასკელის ოქტოიხი (რვა ხმათა). ზოგი მოსაზრებით ამ პერიოდში დაიწყო დასავლეთის ეკლესიამ ორღანის გამოყენება. პირველი ორღანი კონსტანტინე კოპრონიმოსმა აჩუქა პიპინს. შემდეგ ასევე საბერძნეთის იმპერატორმა მიქაელმა მიართვა კარლოს დიდს ეს საკრავი, რომელიც ააქენის ტაძარში დაიდგა და ღვთისმსახურების დროს გამოიყენებოდა.

კარლოს დიდი საეკლესიო და სახელმწიფო საქმეებს არჩევდა სეიმებზე, რომელთაც ხშირად იწვევდა სხვადასხვა ქალაქში, სახელმწიფოს ყველა წარჩინებულის მონაწილეობით. ყველა საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მეფე იღებდა. მანვე შეზღუდა და განსაზღვრა დღესასწაულების რაოდენობა გალიურ ეკლესიაში, გააუქმა ზოგიერთი ცრურწმენითი ტრადიცია, გამოსცა დადგენილებები ეკლესიის მოწყობის შესახებ და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაგმო ხატთა თაყვანისცემა.

იმხანად საფრანგეთში შეაღწია ესპანეთში აღმოცენებულმა ადოპციანელების ცრუსწავლებამ და კარლოსმაც ინტერესით მიიღო მონაწილეობა აღნიშნული ერესის განხილვასა და ერეტკოსთა დევნაში. ამ საკითხს კვლავ რომ არ მივუბრუნდეთ, აქვე დავძენთ, რომ ეს ცრუსწავლება გაავრცელეს ეპისკოპოსებმა: ფელიქს ურგელელმა და ელიპანდ ტოლედოელმა; ისინი ქადაგებდნენ, რომ იესო ქრისტეს მხოლოდ კაცობრივი ბუნება ჰქონდა და ღმერთმა იშვილა, ამიტომაც ეწოდა ძე ღვთისა. პაპმა დაგმო ეს ერესი, როგორც ნესტორიანელობის გამოძახილი, ხოლო კარლოსმა ფელიქსი რეგენსბურგის კრებაზე იხმო, სადაც იგი განუდგა ეკლესიის მიერ დაგმობილ თავის თვალსაზრისს. ფელიქსი მაინც ჩაამწყვდიეს რომის საპყრობილეში, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს. კიდევ დიდხანს გრძელდებოდა ზეპირი და წერილობითი პაექრობა ფელიქსსა და კარლოსის სამეფო კარის ღვთისმეტყველებს შორის. ერესს იხილავდნენ ფრანკფურტისა და ააქენის კრებებზე. მთელ ამ პროცესში იმპერატორი ხალისით იღებდა მონაწილეობას.

კარლოს დიდს საკმარისი საღვთისმეტყველო ცოდნა არ ჰქონდა, ამიტომაც მის მონაწილეობას ხშირად გაუთვალისწინებელი შედეგები მოსდევდა. ზოგჯერ იგი პოლიტიკური გათვლების გათვალისწინებით წყვეტდა საეკლესიო საკითხებს, როგორც ეს მოხდა სარწმუნოების სიმბოლოსთან დაკავშირებით.

უკვე გიამბეთ, რომ VI საუკუნის დასასრულს ესპანეთის სასულიერო დასმა, თვითნებურად და დანარჩენი ეკლესიისგან დაუკითხავად, შეცვალა მსოფლიო კრების მიერ შედგენილი და მთელი ეკლესიისგან აღიარებული სარწმუნოების სიმბოლო. სიტყვებს, „სულიწმიდა... რომელი მამისაგან გამოვალს“ ესპანელმა ეპისკოპოსებმა მიამატეს „და ძისაგან“ (“მამისაგან და ძისაგან გამოვალს“).

საფრანგეთსა და გერმანიაში მანამდე სარწმუნოების სიმბოლო ლიტურგიაზე არ წარმოითქმებოდა, მაგრამ 809 წლის ააქენის კრების დადგენილებით, მისი წარმოთქმა წირვის დროს სავალდებულო გახდა. ოღონდ, კარლოსის სურვილის მიხედვით, სიმბოლოში ცვლილება შეიტანეს და ისე ჩართეს მსახურებაში.

ალკუინმა და ზოგიერთმა ღვთისმეტყველმა არ მოიწონეს სიმბოლოში ცვლილების შეტანა, თუმცა მის შინაარსს მხარი დაუჭირეს. ეს საკითხი რამდენჯერმე იქნა განხილული. ახალ ტრადიციას გარკვეულ ხანს უჭირდა დამკვიდრება, მაგრამ კარლოსი უკან არ იხევდა. იგი ამ გზით აპირებდა ადოპციანიზმის ერესის მხილებას და ასევე ესპანეთის სასულიერო დასის მხარდაჭერის მოპოვებას, რაც გაუადვილებდა ესპანეთის დაპყრობას. მოგვიანებით, როდესაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის იმპერიებს შორის ერთგვარი მეტოქეობა გაჩაღდა, კარლოს დიდს შესაძლოა სურდა, დასავლეთის ეკლესიის დამოუკიდებლობაც გამოეცხადებინა, რითაც კიდევ უფრო გაემიჯნებოდა აღმოსავლეთს. რა თქმა უნდა, იმხანად მეფე ვერ აცნობიერებდა გადადგმული ნაბიჯის მთელ სერიოზულობას.

ამრიგად, მიუხედავად საფრანგეთის განსწავლულ ღვთისმეტყველთა აზრისა, შეცვლილი სიმბოლოს გამოყენება ესპანეთის მსგავსად საფრანგეთისა და გერმანიის ეკლესიებშიც დაიწყეს. პაპისთვის საერთოდ არაფერი უკითხავთ და რამდენიმე წლის განმავლობაში მან ამის შესახებ არაფერი იცოდა, სანამ თავად კარლოსმა არ შეიგნო ამ საქციელის მთელი სერიოზულობა. მან მხოლოდ ამის შემდგომ მიმართა რომის ეპისკოპოსს ლოცვა-კურთხევისთვის. აღმოჩნდა, რომ ცნობა მრწამსში ცვლილების შეტანის შესახებ პაპმა ცოტა ხნის წინ სხვა გზით შეიტყო: იერუსალიმის ერთ-ერთ მონასტერში ლათინმა მონაზვნებმა შეცვლილი სიმბოლოს გალობა დაიწყეს. როდესაც ისინი ბერძენმა ბერებმა გაკიცხეს, მათ პაპ ლეონ III მიმართეს და თავის გასამრთლებლად ფრანკთა ეკლესიაში არსებული ტრადიცია მოიშველიეს. პაპმა ბრძანა: კარლოსისთვის გადაეცათ, რომ ნებას არ რთავდა, რაიმე ცვლილება შეეტანა სიმბოლოში, რადგანაც ამგვარი ჩარევა ტექსტში ეფესოს მსოფლიო კრებამ აკრძალა. მეტიც, მან მოითხოვა დროებით საერთოდ შეეწყვიტათ სიმბოლოს გალობა საფრანგეთისა და გერმანიის ეკლესიებში; ლეონ III იმედოვნებდა, რომ ამ სიახლეს მიივიწყებდნენ და შემდგომ შესაძლებელი გახდებოდა ტექსტის პირვანდელი სახით აღდგენა.

კარლოსმა პაპს ყური არ ათხოვა. ლეონ III, თავისი მართლმორწმუნეობის დასადასტურებლად და ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს ტექსტის მთლიანობის სამარადისოდ დასაცავად, ბრძანა: იგი ლათინურ და ბერძნულ ენებზე ამოეტვიფრათ ვერცხლის დაფებზე და ეს დაფები წმინდა პეტრეს ტაძარში დაედგათ. მიუხედავად ამისა, ახალი სიმბოლო მაინც დამკვიდრდა საფრანგეთსა და გერმანიაში, მოგვიანებით იტალიაშიც შეაღწია. ლეონ III უშუალო მემკვიდრეები კი პაპისგან უარყოფილ ახალ სიმბოლოს აღმოსავლელი ღვთისმეტყველების წინაშე იცავდნენ.

კარლოს დიდი გარდაიცვალა 814 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე კი მეფის გვირგვინი დაადგა თავის ძეს ლუდოვიკოს. მან მემკვიდრეს დაუტოვა უზარმაზარი იმპერია, რომელშიც შედიოდა საფრანგეთი, გერმანია სლავურ მიწებამდე, ესპანეთის რამდენიმე ოლქი და იტალიის უდიდესი ნაწილი.

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა