martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 4

სავლეს მოქცევა.

 

იერუსალიმში მორწმუნეთა გააფთრებული დევნა არ წყდებოდა. განსაკუთრებული შემართებით მოქმედებდა ახალგაზრდა სავლე. იგი ეკუთვნოდა ფარისეველთა სექტას, რომლებსაც სხვებზე მეტად სძულდათ ქრისტეს სწავლება და მაცხოვარს მოსეს რჯულის დამარღვეველად მიიჩნევდნენ. სავლეს გულწრფელად სჯეროდა, რომ მისი მოვალეობა იყო, იესო ნაზარეველს მთელი არსებით აღდგომოდა წინ. იგი დაჯილდოებული იყო გონიერებით, ურყევი ნებისყოფით, მგზნებარე და შეუპოვარი სულით. მან ყველა ეს ნიჭი ქრისტეს სწავლების წინააღმდეგ გამოიყენა და მისი ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ მდევნელად მოგვევლინა. სავლე იჭრებოდა სახლებში, ატყვევებდა მორწმუნეებს, ასამართლებდა და საპყრობილეში ამწყვდევდა, აწამებდა მათ და აიძულებდა, დაეგმოთ ქრისტე. სამსჯავროზე ხმას აძლევდა მორწმუნეების დახოცვას.

სავლემ არ იკმარა მორწმუნეთა დევნა იერუსალიმში და მღვდელთმოძღვარს სთხოვა, მიეწერა დამასკოსა და სირიის სინაგოგებისთვის, რათა იქაც ჰქონოდა მორწმუნეთა შეპყრობისა და იერუსალიმში მათი ჩამოყვანის უფლება. მღვდელთმოძღვარი სრულად ენდობოდა სავლეს და მისცა მისთვის სასურველი წერილი. და აი, ქრისტეს მიმდევრებისადმი სიძულვილითა და ბოღმით ანთებული სავლე გზას გაუდგა, მაგრამ დამასკომდე მისვლაც ვერ მოასწრო, რომ ღვთის წყალობით მასში სასწაულებრივი გარდაქმნა მოხდა.

შუადღე იდგა. იგი დამასკოს უახლოვდებოდა, როცა ანაზდად ზეციურმა ნათელმა მოიცვა ისიც და მასთან მყოფნიც. ყველა შიშით პირქვე დაემხო. შემდეგ ზეციდან ხმა მოისმა: „– საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“

– „შენ ვინ ხარ, უფალო?“ – შეეკითხა გაოგნებული სავლე.

– „მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი. არამედ აღდეგ და შევედ ქალაქად, და მუნ გეთხრას შენ, რაჲ-იგი ღირდეს შენდა საქმედ“ – მიუგო უფალმა (იხ. საქმე 9,4-6).

ყველა გაშეშებული იდგა და ვერ გაეგო, რა ხდებოდა. სავლე წამოდგა, მაგრამ ნათლის ბრწყინვალემ დააბრმავა და ხელჩაკიდებული მიიყვანეს დამასკოში, სადაც სამი დღე და ღამე ლოცულობდა და არაფერს ჭამდა.

დამასკოში ცხოვრობდა ერთი ქრისტიანი, სახელად ანანია; უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: „აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქვიან მართალი, და მოიძიე ტაძართა მათ იუდაჲსთა სავლე სახელით, ტარსელი, რამეთუ აჰა ეგერა ილოცავს მუნ. და იხილა მან ჩუენებით კაცი სახელით ანანია, რომელი შევიდა და დაასხნა ხელნი მას ზედა, რაჲთა აღიხილნეს“.

“– უფალო, მასმიეს მრავალთაგან მის კაცისათვის, რაოდენი ძვირი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალემს შინა. და აქაცა მოუღებიეს ხელმწიფებაჲ მღდელთმოძღუართაგან შეკრვად ყოველთა, რომელნი ხადიან სახელსა შენსა“ – მიუგო ანანიამ.

“– მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაჲთა ზე აქუნდეს სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა, და მეფეთა და მთავართა, ძეთა ისრაელისათა. და მე უჩუენო მას რავდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათვის“ – უთხრა უფალმა (იხ. საქმე 9, 11-16).

მაშინ ანანია წავიდა, იპოვა სავლე, ხელნი დაასხა და უთხრა: „საულ ძმაო, უფალმან მომავლინა მე, იესუ, რომელი გეჩვენა შენ გზასა მას, რომელსა მოხვიდოდე, რაჲთა აღიხილნე თუალნი შენნი და აღივსო სულითა წმიდითა“ (საქმე 9,17).

ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სავლეს თვალებს თითქოს ქერცლი გადაეცალა; მან ნათელ-იღო და სინაგოგებში იწყო ქადაგება, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, რაც ყველას აოცებდა – ის ხომ ქრისტეს სწავლების ყველაზე გულმოდგინე მდევნელი იყო! რამდენიმე ხნის შემდეგ განრისხებულმა იუდეველებმა მისი მოკვლა განიზრახეს, მაგრამ ეს შეიტყვეს მორწმუნეებმა, ღამით თავისი სახლიდან გოდრით ჩაუშვეს და დამასკოდან გააპარეს.

 სავლემ რამდენიმე ხანი დაჰყო არაბეთში და თავისი მოქცევიდან სამი წლის შემდეგ იერუსალიმში ჩავიდა. მან მოწაფეებთან ერთად ყოფნა მოისურვა, მაგრამ ისინი გაურბოდნენ, რადგან ახსოვდათ, თუ როგორ დევნიდა ქრისტეს ეკლესიას. ბოლოს ერთმა მათგანმა, ბარნაბამ, რომელიც დიდი ხანია იცნობდა სავლეს და, როგორც ვარაუდობენ, მასთან ერთად სწავლობდა გამალიელთან, ყველას უამბო სავლეს სასწაულებრივი მოქცევის შესახებ და ისიც ამცნო, თუ როგორ ქადაგებდა იგი დამასკოში, რის შემდეგაც მოწაფეებმა სიყვარულით მიიღეს იგი. იუდეველები კი მიხვდნენ, რომ მისი სახით ძლიერი და თავგამოდებული მოკავშირე დაკარგეს. ამიტომაც შეიძულეს და სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ მოწაფეებმა იგი ტარსოსში წაიყვანეს. იერუსალიმიდან წასვლა სავლეს თავად უფალმა უბრძანა; გამოეცხადა მას და უთხრა, რომ აქაური მცხოვრებლები მის მოწმობას არ შეიწყნარებდნენ. „წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ“. – უბრძანა მას.

იმ დროს მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში არსებულ ეკლესიებში მშვიდობა სუფევდა. ისინი შენდებოდნენ, ღვთისმოშიშებით ვიდოდნენ და სულიწმიდით ნუგეშცემულნი მრავლდებოდნენ.

სასწაულებრივი გამოცხადების შემდგომ სავლე სრულიად შეიცვალა: ყველაზე თავგამოდებული მდევნელი ქრისტეს ეკლესიისა მისი ყველაზე გულმოდგინე მსახური შეიქნა. პავლე მოციქულმა, როგორც მას შემდგომ ეწოდა, ღვთის სახელი შორეულ ქვეყნებს გააცნო. მან ყველა სხვა მოციქულზე მეტად იღვაწა და იტანჯა; თავის ღვთივშთაგონებულ ეპისტოლეებში ჩამოგვიყალიბა ქრისტიანული ცხოვრების წესები. პავლე მოციქული ჩვენთვის მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თითოეული ქრისტიანი: როდესაც მან შეიცნო უფალი იესო ქრისტე და მისი ნება, მთლიანად მიენდო მას, მიუძღვნა გული, გონება, მხურვალე სული, დრო და შრომა, იგი უკვე მთელი არსებით ეკუთვნოდა მაცხოვარს, რომელმაც გამოისყიდა და შეიწყნარა; ემსახურებოდა უფალს, როგორც საყვარელი შვილი, ერთგული ქვეშევრდომი და არა როგორც დაქირავებული, რომელიც გულგრილად და დუნედ, მხოლოდ სასჯელის შიშით ან ჯილდოს მიღების სურვილით შრომობს. ვინც ღმერთს სიწრფელით შეუდგება, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები არ არსებობს. ყოველივეს, რასაც დაისახავს, ღვთისგან კურთხევის გამოთხოვის შემდგომ იწყებს და შრომობს გულმოდგინედ, თავდადებითა და სიხარულით, იღვწის ღვთისთვის და არა ადამიანებისთვის. პავლე მოციქულმა სრულად მიუძღვნა თავი მსახურებას, მოთმინებით იტანდა ჯაფასა და დევნას, მუხლჩაუხრელად, მთელი სულითა და გულით შრომობდა.

დაე, დიდი მოციქულის ცხოვრების მაგალითმა გვასწავლოს, რომ თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, ემსახუროს ღმერთსა და მოყვასს უფლის მიერ ბოძებულ შესაძლებლობათა შესაბამისად. და თუ სიწრფელით შევუდგებით გზას, უფალი – კეთილი მეუფე ჩვენი – აკურთხებს ყოველ ჩვენს ძალისხმევას და მოწყალედ შეიწირავს ჩვენს შრომას.

 

       

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა