martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 36

დონატისტების მღელვარება. სპარსეთის ქრისტიანთა ტანჯვა.

 

ეკლესიის მშვიდობას მარტო არიანელთაგან გამოწვეული უთანხმოება და შფოთი არ არღვევდა. ამას ემატებოდა აფრიკაში დონატისტების განხეთქილება. ისინი გააცოფა მათ წინააღმდეგ გამოყენებულმა ზოგიერთმა ღონისძიებამ. დონატისტებმა ყველას გასაგონად გამოაცხადეს თავი ერთადერთ სამოციქულო ეკლესიად და ანათემას გადასცეს მართლმადიდებლები. ცნობდნენ მხოლოდ თავიანთ ეპისკოპოსს და იარაღის ძალით ინარჩუნებდნენ საკუთარ პოზიციებს.

ამაოდ ცდილობდნენ კრებებზე დონატისტების გადარწმუნებას და ეკლესიაში მათ დაბრუნებას, ისინი ჯიუტად აცხადებდნენ უარს, სულ უფრო იყოფოდნენ სექტებად, ურთიერთს ემტერებოდნენ და არეულობებს აწყობდნენ. განხეთქილება იმდენად გაღრმავდა, რომ დაბებიც კი წაეკიდნენ ურთიერთს. გაავებულ გლეხთა ბრბოები, სახელად ცირკუმცელიონები („უსახლკარონი“), დაძრწოდნენ მთელ ქვეყანაში, მახვილითა და ცეცხლით ანადგურებდნენ, რაც გზად ხვდებოდათ, არ ემორჩილებოდნენ ხელისუფლებასა და დადგენილ წესებს; შმაგი ყიჟინით, ან ჰიმნების გალობით ჩადიოდნენ საშინელ სისასტიკეს, ზოგჯერ ველური ფანატიზმით აღტყინებულნი მტრის მახვილზე თვითონ ეგებოდნენ. მათ ეს მოწამებრივ სიკვდილად მიაჩნდათ და იმედოვნებდნენ – საწადელ ხვედრსა და დიდების გვირგვინს მოიგებდნენ. ცირკუმცელიონებისგან აღძრული მღელვარება დროებით დააცხრეს იარაღის ძალით, მაგრამ განხეთქილება აფრიკაში კიდევ მრავალ წელს გაგრძელდა.

ეკლესიამ სასტიკი დევნა გადაიტანა სპარსეთშიც, რომლის მეფე შაბურ II თავიდან გულგრილად უყურებდა იმპერიაში ახალი სარწმუნოების გავრცელებასა და ქრისტიანების რაოდენობის სწრაფ ზრდას. მაგრამ ისინი სძულდათ სპარს მოგვებსა და იუდეველებს და როდესაც 343 წელს ომი დაიწყო შაბურსა და კონსტანციუსს შორის, მათ მეფე დაარწმუნეს, რომ ქრისტიანები ჯაშუშობდნენ, მტერს ატყობინებდნენ ყველაფერს, რაც სპარსეთში ხდებოდა. შაბურმა ცილისწამება დაიჯერა და ულმობელი დევნა დაუწყო მათ, ვინც ქრისტიანობას არ განუდგებოდა.

ერთხელ შაბურმა თავისთან იხმო ქტეზიფონტის (ქალაქი ასურეთში, ტიგროსის ნაპირას) ეპისკოპოსი სვიმეონი და სცადა დაერწმუნებინა, განდგომოდა ქრისტეს და მზისა და ცეცხლისთვის ეცა თაყვანი. სვიმეონმა მეფეს უარით უპასუხა: „სანამ შემეძლო შენი ბრძანებების შესრულება ისე, რომ ღმერთისთვის არ მეღალატა, სრულად გმორჩილებდი. მაგრამ თუ ითხოვ, რომ მზეს ვცე თაყვანი, მირჩევნია სიკვდილი უფლის მცნების დარღვევას“.

შაბურმა ეპისკოპოსს სიკვდილი მიუსაჯა. სასახლიდან გასვლისას სვიმეონმა დაინახა მეფის ყოფილი აღმზრდელი უსთაზადე, რომელიც ოდესღაც ქრისტიანი იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ მეფის საამებლად რწმენა შეიცვალა და სასახლეში დიდი პატივიც მოიპოვა. იგი ეპისკოპოსის დანახვაზე წამოდგა და თაყვანი სცა. სვიმეონმა ზურგი აქცია და განდგომისთვის გაკიცხა. უსთაზადემ ცრემლმორეულმა გაიფიქრა: „თუ ჩემგან პირი იბრუნა სვიმეონმა, მაშინ როგორღა შემომხედავს ჩემი შემოქმედი, რომელსაც განვუდექი?“ მაშინვე მივიდა მეფესთან და უთხრა: „მე ორმაგად მიმიძღვის ბრალი: შენთან, რომელიც მოგატყუე თვალთმაქცური აღიარებით და შეშინებულმა განვაცხადე თანხმობა, მზისთვის თაყვანი მეცა; და ჩემი შემოქმედის წინაშე, რომელსაც განვუდექი. მე ამას ვნანობ და ამიერიდან მსურს, ვეთაყვანებოდე შემოქმედს და არა ხელთქმნილ რაიმე საგანს“.

განცვიფრებულმა შაბურმა მოხუცს დაუწყო ხვეწნა – არ წასულიყო უეჭველ სიკვდილზე, რითაც თავად მეფეს ძალიან დაამწუხრებდა, მაგრამ უსთაზადე არ შედრკა. მან განაჩენი მშვიდად მოისმინა, შეწყალება არ ითხოვა, მხოლოდ მოისურვა – სახალხოდ განეცხადებინათ, რომ იგი ქრისტიანობის აღიარებისთვის კვდებოდა. მეფე ხალისით დათანხმდა, რაკი ეგონა – ქრისტიანები შეშინდებოდნენ, როცა ნახავდნენ, რომ მან თავისი საყვარელი მასწავლებელიც კი არ დაინდო.

მოხდა პირიქით. როდესაც ქრისტიანებმა შეიტყვეს, რომ უფალმა ისევ თავისთან იხმო განდგომილი უსთაზადე, გაიხარეს. მოხუცის სასიკვდილო განაჩენმა მათ მხნეობა შეჰმატა და უშიშრად იწყეს მზადება სიკვდილისთვის. დიდ პარასკევს დასასჯელად გაიყვანეს ასამდე ქრისტიანი, ძირითადად სასულიერო პირები, მათ შორის სვიმეონიც, რომელიც ამხნევებდა და მარადიულ ცხოვრებას შეახსენებდა განწირულთ. მხოლოდ ერთი მხცოვანი პრესვიტერი რამდენადმე შეშინდა, მაგრამ მეფის იქ მყოფმა მოხელემ ასე გაამხნევა: „ცოტაც, მოხუცო, თვალები დახუჭე და გამაგრდი, მალე იხილავ ქრისტეს ნათელს!“ ამ სიტყვებით ყველა მიხვდა, რომ ეს მოხელეც ქრისტიანი იყო. მეფემ ბრძანა სხვებთან ერთად ეს ღირსეული კაცი და მისი ასულიც დაეხოცათ. ყველამ განადიდა ღმერთი და აღესრულა.

შემდგომ დევნა უფრო გამძაფრდა: ჯადოქრობა დააბრალეს და სიკვდილით დასაჯეს სვიმეონის ორი და. ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ ამოხოცეს ათასამდე ქრისტიანი, რომელთა შორის მეფესთან დაახლოებული აზატიც ერია. შემდეგ დევნა ოდნავ შენელდა, მაგრამ მოგვიანებით ისევ განახლდა. ისტორიკოსების ცნობით, შაბურის მრავალწლიანი მმართველობის დროს სიკვდილით დასაჯეს სამასამდე სასულიერო პირი და თექვსმეტი ათასამდე ქრისტიანი ერისკაცი.

ქრისტიანების შეუპოვრობა მარტო დევნის დროს არ გამოვლენილა. შაბური განაცვიფრა მათმა სიმამაცემ, როდესაც 348 წელს ალყა შემოარტყა სირიის ქალაქ ნიზიბიას; ამ უკანასკნელმა უკვე მერამდენედ გაუძლო მისი ლაშქრის შემოტევას. წმინდა იაკობი, ნიზიბიის ეპისკოპოსი, და მისი მოწაფე ეფრემი, ქალაქის გალავანზე შემართულნი, ლოცვით, გალობითა და შეგონებებით ამხნევებდნენ ალყაში მოქცეულებს. და ღმერთიც სასწაულებრივად შეეწია თავის ერთგულ მსახურებს:

უცებ მტრის ლაშქარს უთვალავი მწერი დაესია. დამფრთხალი ცხენები და სპილოები ბანაკში შეცვივდნენ, რამაც საშინლად დააბნია ყველა. სპარსელ მეომრებს მოეჩვენათ, თითქოს გალავანზე მებრძოლი იმპერატორი იდგა, რამაც სულიერად გატეხა ისინი. მხედართმთავრები იძულებულნი შეიქნენ, მოეხსნათ ალყა და ქალაქს გასცლოდნენ.

ქრისტიანებმა მძიმე დევნას გაუძლეს სომხეთშიც. ორ ძლიერ და მტრულ სახელმწიფოს – საბერძნეთსა და სპარსეთს – შუა მოქცეულ და თრდატის სიკვდილის შემდეგ შინაომების ასპარეზად ქცეულ ქვეყანას მფარველი დასახელებულ მეზობლებს შორის უნდა ეძებნა. როგორც კი ერთ-ერთისკენ გადაიხრებოდა, მაშინვე მას თავს ესხმოდა მეორე. განსაკუთრებით სპარსეთისგან ადგებოდა ზიანი, რომელიც ცეცხლთაყვანისმცემლობას აძალებდა.

340 წელს, როდესაც შაბურმა მორწმუნეთა სასტიკი დევნა მოაწყო, სომხეთში ცეცხლს მისცეს ქრისტიანული წიგნები. სპარსი ჯადოქრები სიკვდილის შიშს უღვივებდნენ ხალხს და აიძულებდნენ, განდგომოდნენ ქრისტიანობას. ამ ძნელბედობაში ერს ჭეშმარიტ მწყემსად მოევლინა სომხეთის კათოლიკოსი ნერსეს დიდი. მან ჩააწყნარა შინაომები, გაამხნევა სულიერად დაცემულნი, ასწავლა, დამოძღვრა ერი. ერთხელ თავისი შუამდგომლობით სომხეთის მეფე შეარიგა საბერძნეთის იმპერატორთან, რომელიც ის-ის იყო, სომხეთის დალაშქვრას აპირებდა. სხვა დროს მისი თხოვნით ხსენებულმა იმპერატორმა გაუბედურებული ქვეყნის დასახმარებლად შემწეობაც კი გაიღო. დიდი პატრიარქი, სომხეთის უღირსი მეფის, პაპის (369-374 წწ.) განაჩენით, საწამლავით მოკლეს 373 წელს.

აქვე შევეხოთ ერთ სასწაულებრივ ფაქტს, რაც იერუსალიმში მოხდა კონსტანციუსის მმართველობის დროს: 351 წლის 7 მაისს, დაახლოებით დღის სამ საათზე, გოლგოთაზე გამოჩნდა და ელეონის მთამდე გაბრწყინდა დიდი ჯვარი. მთელი ქრისტიანული მოსახლეობა ტაძრებს მიაწყდა ღვთის განსადიდებლად. ეპისკოპოსმა კირილემ მეფისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში აღწერა ეს საოცარი მოვლენა, რომელსაც ეკლესია, თავისი დადგენილების თანახმად, ყოველწლიურად ზეიმით იხსენიებს.

წმინდა კირილე იერუსალიმელი გარდაიცვალა 386 წელს და რამდენიმე ნაშრომი დატოვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი „განსასწავლი დარიგებანი“, რომელიც ეძღვნება სარწმუნოებრივი დოგმატების გადმოცემას, საიდუმლოთა განმარტებებს და დიდი მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ჩვენ ამ ნაშრომებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ აქამომდე შეუბღალავად დავიცავით ძველი ეკლესიის დადგენილებები და ტრადიციები.

 

 

    

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა