martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 20

მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელი.

 

თითქმის იუსტინეს თანადროულად, სულ ერთი წლის შემდეგ, მცირე აზიაში აწამეს მეორე წმინდა მამა, მთელ ქრისტიანულ სამყაროში სახელგანთქმული – პოლიკარპე, სმირნის ეპისკოპოსი.

წმინდა პოლიკარპეს სახელი უკვე ცნობილია ჩვენი მკითხველისთვის. გზად მასთან გაჩერდა რომში მიმავალი ეგნატე ღმერთშემოსილი და თავის ეპისტოლეებშიც უდიდესი პატივისცემით მოიხსენია. მას შემდეგ სამოცი წელი გავიდა, პოლიკარპემ ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწია და ყველაზე პატივდებულ ეპისკოპოსად ითვლებოდა მცირე აზიაში; სიყმაწვილის ასაკში უსმენდა მოციქულებს და იყო წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ერთ-ერთი საყვარელი მოწაფე. მოციქულთა გადაწყვეტილებით, იგი სამღვდელო ხარისხში აიყვანა სმირნის ეპისკოპოსმა, წმინდა ვუკოლემ. პოლიკარპეს კურთხევის დროს სასწაულებრივმა ხილვამ ანიშნა ერს, რომ ის ღვთის რჩეული იყო. გადმოცემა გვაუწყებს, რომ მას უცებ მოეფინა უჩვეულო სინათლე, მის ზემოთ კი თეთრი მტრედი დაფარფატებდა; რომ მრავალმა მართალმა იხილა იგი დიდებით გაბრწყინებული, სხვებმა კი მეომრულად აღჭურვილი, თითქოს საბრძოლველად გამზადებული დაინახეს.

ამ წმინდა მამამ უმძიმეს შრომასა და საშიშროებას გაუძლო თავისი მრავალწლიანი მსახურების განმავლობაში. დომიციანეს, ტრაიანეს, ადრიანესა და ანტონინეს დროინდელი დევნის პერიოდში იყო ეკლესიის მტკიცე და უშიშარი მწყემსი და ქრისტესთვის თავდადებული მოღვაწე. მაგრამ დევნა ჩაცხრა და ღვთის წყალობით იგი დიდხანს დარჩა მორწმუნეთათვის ქრისტიანული სათნოებების ცოცხალ მაგალითად. პოლიკარპე უშიშრად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, ამხელდა ერეტიკოსებს, გულმოდგინედ იღვწოდა სახარების გასავრცელებლად თავის სამწყსოშიც და შორეულ ქვეყნებშიც. მან თავისი რამდენიმე მოწაფე გააგზავნა საქადაგებლად გალიაში (ახლანდელი საფრანგეთი). უკვე ღრმად მოხუცმა იმოგზაურა რომში იქაურ ეპისკოპოს ანიკიტესთან მოსათათბირებლად აღდგომის დღესასწაულის დროის დადგენის შესახებ. სმირნისა და მცირე აზიის ზოგიერთი ეკლესია აღდგომას აღნიშნავდა გაზაფხულის ბუნიაობის შემდგომი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს. რომის ეკლესიაც ამავე თვეში დღესასწაულობდა, ოღონდ მთვარის აღვსებიდან პირველ კვირადღეს. თითოეული ეკლესია თავის ტრადიციას ასაბუთებდა მოციქულთა გადმოცემებზე დაყრდნობით. თათბირზე დავა ჭეშმარიტად ქრისტიანულად – სიყვარულისა და მშვიდობის სულით გადაწყდა. რამდენადაც ეს არ იყო დოგმატური საკითხი, არამედ ადგილობრივ ტრადიციას ეხებოდა, დაადგინეს, თითოეულ ეკლესიას შეენარჩუნებინა თავისი ჩვეულება და ამ მიზეზით არ დარღვეულიყო მშვიდობა.

რომში ყოფნის დროს პოლიკარპე უდიდესი ძალისხმევით განაქიქებდა ერეტიკოსთა, განსაკუთრებით მარკიონეს, ცრუსწავლებებს და გულმოდგინედ ცდილობდა, მორწმუნენი დაეცვა ცდომილებათაგან.

სმირნაში მისი დაბრუნებიდან მალევე განახლდა დევნა. ამ მოვლენის შესახებ სარწმუნო დეტალები შემოინახა იმდროინდელი სმირნის ეკლესიის მიერ ფილომელეის ეკლესიისადმი მიწერილმა ეპისტოლემ, რომელსაც ევსები იმოწმებს თავის „ეკლესიის ისტორიაში“. ჩვენ ვიგებთ, რომ დევნა დაუნდობელი იყო. სმირნაში უამრავი იუდეველი ცხოვრობდა, რომლებმაც დიდად შეუწყვეს ხელი თავიანთთვის საძულველი ქრისტიანების განადგურებას. მრავალი მორწმუნე აწამეს, ზოგი ცემით მოკლეს, ზოგი ტანჯვა-წამების შემდგომ მხეცებს მიუგდეს... სწორედ ასეთი სიკვდილი ერგო მოწამეს, სახელად გერმანეს. ეს ასე მოხდა: დასასჯელად მიყვანილი ჭაბუკი გუბერნატორს შეებრალა და დაუწყო დარწმუნება, განდგომოდა ქრისტეს. გერმანემ ღიმილით მიუგო, რომ ურჩევნია ათასჯერ მოკვდეს, ვიდრე ქრისტეს შეაქციოს ზურგი და ამით იხსნას სიცოცხლე. ამის შემდგომ თავისი ნებით მივიდა ლომთან, რომელმაც თვალის დახამხამებაში დაგლიჯა იგი. ერთი ქრისტიანი, სახელად კვინტუსი, არ დაუბარებიათ სასამართლოზე – მან თავად გასცა თავი; მაგრამ როდესაც მხეცები დაინახა, შეშინდა და რწმენას განუდგა, რითაც დაადასტურა, რომ წინდაუხედავად და უგუნურად ძიება საფრთხისა არ არის ღვთისთვის სათნო. ქრისტიანთა ტანჯვა-წამების ყურება ართობდა წარმართებსა და იუდეველებს, ისინი ყოველდღე ელოდნენ ახალ-ახალ მსხვერპლს, ბოლოს კი ცირკში ხმამაღლა მოითხოვეს პოლიკარპეს დასჯაც.

წმინდა ეპისკოპოსი ქალაქში არ იმყოფებოდა. მას არ ეშინოდა მოწამებრივი სიკვდილისა, პირიქით, ბედნიერებად თვლიდა ქრისტესთვის სიცოცხლის შეწირვას, მაგრამ მეგობრებმა დაარწმუნეს, დროებით გასცლოდა ქალაქს. პოლიკარპემაც თავის მოვალეობად მიიჩნია, განგებ არ ჩაეგდო თავი საფრთხეში და შეეფარა ქალაქგარეთ მდებარე სახლს, სადაც დღედაღამ ევედრებოდა უფალს ეკლესიის მშვიდობისთვის. ერთხელ, ლოცვის დროს, იხილა, რომ მისი სასთუმალი ცეცხლის ალში გიზგიზებდა; მიხვდა, რომ მარტვილობის ჟამი ახლოს იყო და მშვიდად უთხრა იქ მყოფთ: „მე დამწვავენ უფალ იესოსთვის“. ასეც მოხდა.

 მტრებმა მეომრები დაგზავნეს მის მოსაძებნად. მეგობრებმა იგი სხვა სოფელში დამალეს, მაგრამ მდევრები იქაც მივიდნენ. პოლიკარპეს შეეძლო, არ გამოსულიყო სახლიდან, მაგრამ თქვა: „იყავნ ნება უფლისა!“ და თავისი ნებით გაეშურა მძებნელთა შესახვედრად, რომლებიც განაცვიფრა მოხუცის დიდებულმა და მშვიდმა იერმა. პოლიკარპემ ბრძანა, დაეპურებინათ მეომრები, რომელთაც სთხოვა, ერთი საათი მიეცათ ლოცვისთვის. სანამ მდევნელები საჭმელს შეექცეოდნენ, ეპისკოპოსი შეევედრა ღმერთს, მიენიჭებინა მისთვის ძალა, ბოლომდე აღესრულებინა უფლის ნება და მშვიდობა მიემადლებინა მთელ მსოფლიოში დევნული ეკლესიისთვის. შემდგომად ამისა მეომრებმა პოლიკარპე სახედარზე შესვეს და სმირნაში წაიყვანეს.

გზად მიმავალთ წამოეწია ორი სმირნელი დიდებული. მართალია, ისინი წარმართები იყვნენ, მაგრამ ეპისკოპოსს პატივს სცემდნენ და მისი გადარჩენა სურდათ. მათ პოლიკარპე გადასვეს თავიანთ ეტლში, დაუწყეს დარწმუნება, დასთანხმებოდა მსაჯულთა მოთხოვნებს და ამით ეხსნა სიცოცხლე. როგორც ცნობილია, დაკითხვის დროს ქრისტიანს აიძულებდნენ ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვას ან იმპერატორის გენიუსისადმი ფიცის წარმოთქმას. „რა დაშავდება, რომ კეისრის გენიუსს შეჰფიცო?!“ – ეკითხებოდნენ თანამგზავრები. მას შემდეგ, რაც მისგან ცივი უარი მიიღეს, გაბრაზებულებმა ხელი ჰკრეს და ეტლიდან გადმოაგდეს. პოლიკარპემ დაცემისას ფეხი იღრძო, მაგრამ მაინც მხნედ განაგრძო გზა.

როდესაც პოლიკარპე მიიყვანეს მოედანზე, სადაც სისხლიანი სანახაობები იმართებოდა, მას და იქ მდგომ ზოგიერთ ქრისტიანს, ზეციდან მოესმათ სიტყვები: „მხნედ დეგ, პოლიკარპე!“ ცირკში მყოფმა იუდეველებმა და წარმართებმა ეპისკოპოსის დანახვაზე საშინელი ხმაური და ყიჟინა ატეხეს: „შეიპყრეს უღმერთო პოლიკარპე!“

სამსჯავროს წინაშე წარმდგარმა პოლიკარპემ მტკიცედ აღიარა, რომ ქრისტიანია. პროკონსულმა, ჩვეულებისამებრ, მოსთხოვა, ფიცი მიეცა იმპერატორის გენიუსისთვის, თავი დამნაშავედ ეცნო და სიტყვიერად დაეგმო ქრისტე.

– მე ოთხმოცი წელიწადია (ანუ ნათლობის დღიდან) ვემსახურები ქრისტეს, მას ჩემთვის არასდროს უქმნია ბოროტება. როგორ შემიძლია, დავგმო ჩემი მეუფე და მაცხოვარი?! – უპასუხა პოლიკარპემ.

– თუ გონს არ მოეგები, შენ თავს მხეცებს მივუგდებ, – დაემუქრა პროკონსული.

– ნება შენია! მე კი უკეთესს უარესზე მაინც არ გავცვლი. მხოლოდ ბოროტების სიკეთით შეცვლაა კარგი.

– არ გეშინია მხეცებისა? მაშინ ცეცხლში ჩაგბუგავ, თუ არ დამემორჩილები...

– შენ მემუქრები ცეცხლით, რომლის ჩაქრობაც შეიძლება, მაგრამ არაფერი იცი სამომავლო სამსჯავროს ცეცხლზე, რომელიც უღმერთოებს გელოდებათ. თუმცა, რაღას აყოვნებ?! ჰქმენ, რაც გსურს!..

პოლიკარპე მშვიდად საუბრობდა და სახე არაამქვეყნიური სიხარულით უბრწყინავდა. ამ მძიმე წუთებში უფალმა თავისი ძალითა და მადლმოსილებით მხნეობა შთაბერა ერთგულ მსახურს. როდესაც პროკონსულს ყოველგვარი იმედი გადაეწურა პოლიკარპეს დაყოლიებისა, ბრძანა – ხმამაღლა გამოეცხადებინათ, რომ ეპისკოპოსი ქრისტიანობას არ განუდგა. ამას მოჰყვა მაყურებელთა ბრბოს გაავებული შეძახილები: „ეგ ქრისტიანთა მამაა! აზიის მასწავლებელია და ჩვენი ღმერთების გამანადგურებელი! მან შთააგონა მრავალთ, არ შეეწირათ მსხვერპლი და არ ეცათ თაყვანი ღმერთებისთვის!“ მთელი ხალხი მიაწყდა აზიარქ ფილიპეს[1] და მოსთხოვა – ლომი მიეშვათ პოლიკარპეზე; აზიარქმა ეს უკანონობად მიიჩნია, რადგან გასართობი თამაშები დასრულებული იყო. მაშინ მაყურებელმა ერთხმად მორთო ღრიალი: „ცოცხლად დაიწვას პოლიკარპე!.“. ამას კი დაეთანხმა პროკონსული.

ხალხმა დაუყოვნებლივ იწყო შეშისა და ფიცრების გამოტანა ახლო-მახლო აბანოებიდან და ფარდულებიდან, თვალის დახამხამებაში ყველაფერი მზად იყო კოცონის დასანთებად. ყველაზე მონდომებით იუდეველები ირჯებოდნენ. გადაწყდა, ეპისკოპოსი ჯაჭვებით მიებათ ძელზე და ისე დაეწვათ, მაგრამ წამების წინ პოლიკარპემ, თავადვე გაიხადა რა ზედა სამოსი, სთხოვა აგზნებულ ბრბოს: „არ არის საჭირო; მან, ვინც ინება, მისთვის მეტანჯა, კოცონზე გაუნძრევლად დგომის ძალასაც მომცემს“. მოხუცს სურვილი შეუსრულეს – მხოლოდ ზურგს უკან შეუკრეს ხელები. ის თავად ავიდა კოცონზე, ახედა ზეცას და ხმამაღლა შესძახა: „მამაო, საყვარელისა და კურთხეულისა ძისა შენისა, იესო ქრისტესი, რომლის მიერაც გამოგვეცხადე, გმადლობ, რამეთუ შემრაცხე შენთვის მარტვილად და ღირს-მყავ, შემესვა შენი ქრისტეს წამების თასი!.. დაე, მასთან ერთად თანავეზიარო მარადიულ ცხოვრებას. აწ მიმიღე, როგორც ღვთისსათნო მსხვერპლი. გმადლობ და გაკურთხებ ყოველივესთვის!..“

ეს სიტყვები წარმოთქვა თუ არა, კოცონი დაანთეს. მაგრამ მოხდა გამაოგნებელი სასწაული – ალი გარს ერტყმოდა მოხუცს, თაღივით გადადიოდა მის თავზე, სხეულს კი არ ეხებოდა – ის კი იდგა უვნებლად და კეთილსურნელებას აფრქვევდა. მაშინ მთავრებმა ბრძანეს, გრძელი შუბით განეგმირათ იგი; როცა ეს აღასრულეს, ჭრილობიდან იმდენი სისხლი გადმოდინდა, რომ კოცონი ჩააქრო – წარმართთა გაოცება უსაზღვრო იყო...

იუდეველებმა შენიშნეს, რომ ქრისტიანებს სურდათ პოლიკარპეს ცხედრის წასვენება, ამიტომ პროკონსული დაითანხმეს, წმინდანის სხეულის დაწვის ბრძანება გაეცა, რადგან, მათი აზრით, მოსალოდნელი იყო, რომ ქრისტიანებს პოლიკარპე მეორე ქრისტედ ეღიარებინათ და მისთვის თაყვანი ეცათ.

მოწამის ვნებათა თვითმხილველები თავიანთ ეპისტოლეს ასე ასრულებენ:

“მათ (იუდეველებმა) არ უწყიან, რომ ჩვენ არ ძალგვიძს, განვუდგეთ ქრისტეს, რომელიც ეწამა ყველას გადასარჩენად, და თაყვანი ვცეთ სხვას. ჩვენ მუხლს ვიდრეკთ მის, როგორც ღვთის ძის, წინაშე. ხოლო მარტვილნი სამართლიანად გვიყვარს, როგორც უფლის მოწაფეები და მისი მიმბაძველნი. გვიყვარს მათი უცვალებელი ერთგულებისთვის თავისი მეუფისა და მასწავლებლისადმი. დაე, ღირს-ვიქმნათ მათი თანამოაზრეობისა და თანამოწაფეობისა!

იუდეველთა დაჟინებული მოთხოვნით ასისთავმა ცხედარი ცეცხლში ჩააგდო. შემდეგ ჩვენ შევაგროვეთ მისი დამწვარი ძვლები – ბაჯაღლო ოქროსა და პატიოსან თვლებზე უძვირფასესი საუნჯე – და დავასვენეთ, სადაც ეგებოდა. როგორც კი შევძლებთ, იქ შევიკრიბებით სიხარულით. უფალი ნებას დაგვრთავს, ზეიმით აღვნიშნოთ მისი მოწამეობაში შობის დღე; ამით გავიხსენებთ ყველას, ვინც უკვე აღასრულა თავისი ღვაწლი, რაც წაადგება მომავალ მოსაგრეთა განსწავლასა და განმტკიცებას. ამას გიგზავნით ძმა მარკოზის ხელით. წაკითხვის შემდეგ გადაეცით ეს ეპისტოლე დანარჩენ ძმებსაც, რათა მათაც განადიდონ ღმერთი, რომელმაც წარმოგვიჩინა ასეთი ერთგული რჩეული და რომელსაც ხელეწიფება, ჩვენც აღგვავსოს თავისი მადლით და დაგვამკვიდროს მარადიულ სასუფეველში თავის ძესთან, მხოლოდშობილ იესო ქრისტესთან, რომელსა შვენის პატივი, სუფევა და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“

II საუკუნიდან დამკვიდრდა მოწამეთა დაკითხვისა და მათი აღსასრულის ზედმიწევნით ჩაწერის ტრადიცია. ამ მონათხრობებს ეკლესიები ურთიერთს უზიარებდნენ და ყველგან აღნიშნავდნენ მარტვილის ხსოვნას.

მოწამის აღსასრულის წლისთავზე, ანუ როგორც ქრისტიანები ამბობდნენ – მარადიულ ცხოვრებაში მისი შობის დღეს, ყველა მორწმუნე იკრიბებოდა იმ ადგილას, სადაც ნეშტი ესვენა და ზეიმით იხსენიებდნენ მას. ღვთისმსახურების აღსრულებისას იკითხებოდა გადმოცემა მოწამის აღსასრულის შესახებ. ყველა იქ მყოფი სიხარულით ჰმადლობდა უფალს, რომელმაც გარდაცვლილ მოძმეს ღვაწლის აღსრულების ძალა მიანიჭა. ღვთისმსახურება მთავრდებოდა საზოგადო ტრაპეზით, რომელსაც აღაპე ანუ სიყვარულის სერობა ეწოდებოდა. მოწამეთა საფლავებზე ღვთისმსახურების აღსრულების ჩვეულებამ შემდგომ მათი დასაფლავების ადგილებზე ტაძრების აგების ტრადიცია დანერგა. მოგვიანებით დამკვიდრდა ოდიკში წმინდა ნაწილების ჩაკერების წესიც, რაც ეფუძნებოდა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებას, როდესაც მან საკურთხევლის ქვეშ სარწმუნოებისთვის მომწყდართა სულები იხილა.

ქრისტიანთა ყველა ჩვეულება მკვეთრად განსხვავდებოდა წარმართული და იუდეური ტრადიციებისგან. წარმართები მიცვალებულთა ცხედრებს წვავდნენ, იუდეველები გვამს ვერ ეკარებოდნენ, რათა არ შებილწულიყვნენ; ქრისტიანები კი კრძალვით, ლოცვით, ფსალმუნთა და სასულიერო ჰიმნთა გალობით აბარებდნენ მიწას გარდაცვლილი მოძმეების ცხედრებს. რამდენადაც დასაფლავება უმეტესწილად ღამით ხდებოდა, მორწმუნეებს ხელთ ანთებული სანთლები ან ჩირაღდნები ეჭირათ. აქედან მოდის ჩვეულება მიცვალებულის გაცილებისა სანთლებით ხელში. დაკრძალვის ადგილს ქრისტიანები უწოდებდნენ „განსასვენებელს“. ქრისტიანთა საფლავებზე შესრულებული წარწერები და ნახატები ასახავდა საიქიო ცხოვრებისადმი მტკიცე სასოებას და ქრისტესთან აღდგომის იმედს.

მოწამეთა გაუტეხელობამ და ქრისტიანთა სათნო ცხოვრებამ მაინც ვერ დაარწმუნა მარკუს ავრელიუსი მათი სარწმუნოების ჭეშმარიტებაში და ვერც მის ერთგულთა სასარგებლოდ მოულბო გული, მაგრამ ერთმა სასწაულებრივმა მოვლენამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რაც, თუმც მცირე დროით, ქრისტიანთა წინააღმდეგ სასტიკი ზომების შეწყვეტის ბრძანების მიზეზი გახდა. 174 წელს მარკუს ავრელიუსს ომი ჰქონდა გერმანულ ტომებთან – მარკომანებსა და კვადებთან. ბოჰემიის მთებში მისი ლაშქარი სრულ ალყაში მოაქცია მტერმა, რომაელი მეომრები სიცხისა და წყურვილისგან იტანჯებოდნენ... მდგომარეობა უიმედო იყო!

რომის არმიის ერთი ლეგიონი მთლიანად ქრისტიანებისგან შედგებოდა. მათ მუხლი მოიყარეს და ღმერთს შემწეობა შესთხოვეს თუ არა, უმალ ცა ღრუბლებმა დაფარა და წამოვიდა შხაპუნა წვიმა, მეომრები გამოცოცხლდნენ... იმავდროულად საშინელი გრიგალი, ელვითა და ჭექა-ქუხილით, დაატყდა მტრის ლაშქარს, რომელიც აქეთ-იქით გაიფანტა. ყველამ ერთსულოვნად ირწმუნა მომხდარის ზებუნებრიობა. ზოგიერთმა წარმართმა იგი მაინც თავიანთ ღმერთებს მიაწერა, მაგრამ თავად მარკუს ავრელიუსმა აღიარა: რომაელთა ჯარის გადარჩენას უნდა ვუმადლოდეთ ქრისტიანთა ლოცვებსო, და დევნის შეწყვეტის განკარგულება გასცა.

ქრისტიანთა ცხოვრებასაც შეეძლო დაერწმუნებინა მარკუს ავრელიუსი, თუ რაოდენ უპირატესია მათი სწავლება სხვა მოძღვრებებთან შედარებით. იტალიის რამდენიმე ოლქში და თვით რომში გაჩნდა სახადი! სნეულება, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ დაავადებულებთან შეხებისაც კი ეშინოდათ[2]. მარტოოდენ ქრისტიანებმა გამოიჩინეს თავგანწირვა: უშიშრად ნახულობდნენ და უვლიდნენ ავადმყოფებს, ასაფლავებდნენ გარდაცვლილებს, ერთნაირად ეხმარებოდნენ წარმართებსაც და ერთმორწმუნეებსაც... ასეთი შეუპოვრობა შეეძლო შთაენერგა მხოლოდ ქრისტიანულ სარწმუნოებას, რომელიც ქადაგებდა მოყვასისადმი სიყვარულს და ადამიანთა ხანმოკლე, მიწიერ ყოფას სამარადისო ცხოვრების ამაღლებული იმედებითა და მისწრაფებებით აღავსებდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ქრისტიანთა ამგვარმა ქცევამ დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა მარკუს ავრელიუსზე, რადგან მან მალევე განაახლა დევნა. ზოგიერთმა ქრისტიანმა მას აპოლოგია მიართვა თანამორწმუნეთა დასაცავად. მათგან ყველაზე ცნობილია სარდისის ეპისკოპოსის – მელიტონის, აპოლინარიუს იერაპოლელის (იგი თავის თხზულებაში ახსენებს „ქუხილის ლეგიონს“ – ასე უწოდებდნენ ქრისტიანებისგან შედგენილ ლეგიონს, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ) და სწავლული ფილოსოფოსის, წარმართობიდან ქრისტიანობაზე მოქცეული ათინაგორას აპოლოგიები. მაგრამ მიკერძოებული შეხედულებები საშუალებას არ აძლევდა იმპერატორს, ამ საკითხს კეთილსინდისიერად მისდგომოდა, თუმცა წარმართები მას რომის ერთ-ერთ საუკეთესო და ლმობიერ მმართველად თვლიდნენ. მარკუს ავრელიუსი თავის თხზულებებში აყალიბებდა ზნეობისა და სათნოებათა წესებს, თუმც ჯიუტად არ სურდა, დაენახა, რომ ფილოსოფოსთა ნაქადაგები ვერ შეედრებოდა ქრისტიანობის წმინდა სწავლებას. მისი მმართველობის დროს რომის უზარმაზარი იმპერიის ყველა ოლქში მძვინვარებდა დევნა, რამაც უამრავი ქრისტიანი შეიწირა.

 

[1] აზიარქებად (ასიარქებად) იწოდებოდნენ აზიის ოლქების სათათბირო საკრებულოს წარმომადგენლები. მათ ევალებოდათ სახალხო სანახაობების ზედამხედველობა.

[2] ეს სნეულება იტალიაში შეიტანა ლუციუს ვერას, მარკუს ავრელიუსის თანამმართველის, პართელებთან ომიდან დაბრუნებულმა ლაშქარმა.

 

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა