martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმ. იოანე კრონშტადტელი

 

რას დაგვმართებ, უფალო?

ჩანაწერები დღიურიდან „ჩემი ცხოვრება ქრისტეში“

 

საკვირველი მოვლენაა ბუნებაში: როდესაც მცენარეს დიდ, განიერ ქოთანში ან კასრში ჩარგავ, ის ძლიერად იზრდება ფესვში, ფესვი მსხვილდება, ბევრი განტოტება ჩნდება, მცენარის ზედა ნაწილი კი ცუდად იზრდება, მცირეოდენი და პატარა ზომის ფოთლები და ყვავილები გამოაქვს. ხოლო როდესაც მცენარე პატარა ქოთანში ირგვება, მაშინ ფესვი პატარაა ხოლმე, ზედა ნაწილი კი სწრაფად იზრდება, კარგი ფოთლები და ყვავილები გამოაქვს (თუ მცენარე ყვავილოვანია). ასე არ ხდება ადამიანთანაც? როდესაც ის ლაღად და სიუხვით ცხოვრობს, მაშინ იზრდება მუცელში და არ იზრდება სულით ზემოთ, არ გამოაქვს ნაყოფი: კეთილი საქმეები, ხოლო როცა სივიწროვით, სიგლახაკით, სნეულებებით, უსიამოვნებებით, მწუხარებებით ცხოვრობს – ერთი სიტყვით, როდესაც მისი სასიცოცხლო მხარე დათრგუნულია, მაშინ იზრდება სულიერად, გამოაქვს სიკეთის ყვავილები, მწიფდება და მდიდარ ნაყოფს იძლევა. ამიტომაცაა ღვთისმოყვარეთა გზა ვიწრო.

 

სნეულებით ჩვენს ხორციელ აგებულებას რომ განგმირავს, უფალი მუსრავს ძველ, ცოდვიან, ხორციელ კაცს, რათა ძალა მიანიჭოს ახალ კაცს, რომელიც ჩვენ ხორციელი საქმეებით დავაუძლურეთ: ნაყროვანებით, უქმობით, გართობით, მრავალფეროვანი ვნებებით. „რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები“ (2 კორ. 12,10). სნეულება მადლიერებით უნდა მივიღოთ.

 

ღვთისმიერი ბრძნული წესრიგის მიხედვით ამქვეყნად ერთი წინ უძღვის მეორეს და ერთი მეორით იცვლება: უპატიობა და პატივი, სიღარიბე და სიმდიდრე, სიჯანსაღე და სნეულება. სიმდიდრის მინიჭებამდე უფალი ხშირად ძლიერი სიღარიბით გამოსცდის, მდიდრებს კი ყველაფერს ართმევს. პატივის წინ უპატიობით სცდის, ხოლო პატივით ამაღლებულებს – დამდაბლებით, რათა ჩვენ ღვთის ნიჭთა დაფასება ვისწავლოთ და ბედნიერებისას არ ვიამაყოთ, ვიცოდეთ, რომ ის უფლის საჩუქარია, რომელიც არ დაგვიმსახურებია.

 

როდესაც უფალი ძლიერი გასაჭირით განგგმირავს, ან სნეულებით, ან უბედურებით, მაშინ დაიმედებული იყავი, რომ ის სიხარულსაც მოგივლენს და შენი ტანჯვის შესაბამისად მოგმადლებს მშვიდობის, სიძლიერის და სიხარულის მადლს. „შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდადმოწყალე. არა სრულიად განრისხნეს... არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ“ (ფსალმ. 102,8-10).

 

როგორც ტრაპეზის დროს, მაგალითად ვახშმობისას, ჭამა-სმით სიამოვნება გადის სწრაფად, ასევე სწრაფად გადის და გაივლის აწინდელი ცხოვრება მთელი თავისი სიამოვნებებით, სიხარულებით, გაჭირვებებით და სნეულებებით. ის დილის ცვარივითაა, მზისგან რომ ქრება. ამიტომაც ქრისტიანმა, ზეციურ სამშობლოში მოწოდებულმა, ქვეყნად მწირმა და უცხომ, მიწიერს არაფერს უნდა შეაუღლოს გული, არამედ მხოლოდ ღმერთს უნდა მიემსჭვალოს, სიცოცხლის წყაროს, ჩვენს აღდგომასა და საუკუნო ცხოვრებას.

 

ძმებო ქრისტიანებო, არსებობს ჭეშმარიტი, ნამდვილი ცხოვრება, და არსებობს მოჩვენებითი, ყალბი ცხოვრება. ცხოვრება იმისთვის, რომ დალიო, შეჭამო, ჩაიცვა, ისეირნო, გამდიდრდე, ზოგადად ცხოვრება მიწიერი სიამოვნებებისა და ზრუნვისათვის, ასევე წამოწყება ინტრიგებისა, ხრიკებისა, სხვების შესახებ ლაყბობა – არის ყალბი ცხოვრება. ცხოვრება იმისთვის, რომ სათნოეყო ღმერთსა და მოყვასთ, ილოცო მოყვასთა ცხონებისათვის და ყოველნაირად შეეწიო მათ ცხონებას, არის ჭეშმარიტი ცხოვრება. პირველი ცხოვრება არის განუწყვეტელი სულიერი სიკვდილი, მეორე კი – სულის განუწყვეტელი სიცოცხლე.

 

ღმერთო მართალო! მწყემსნიც და სამწყსოც უსიტყვონი არიან შენს წინაშე. „ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთადმდე“ (ფსალმ.13,3; რომ. 3,12). რა იქნება ბოლო-ბოლო, როცა ჩვენს ცხოვრებაში ასეთი უწესრიგობაა. დედამიწაზე უსჯულოების წყალდიდობაა; მტრის სამეფო იზრდება, შენი სამეფო მცირდება, ცოტანი არიან რჩეულნი, ვის გულებშიც შენ განისვენებ; ბევრნი არიან ეშმაკის მონები, რომელთა გულებშიც, ვითარცა მპარავი, წამომჯდარა ძველისძველი კაცისმკვლელი. რას დაგვმართებ, უფალო? შენი აღთქმის სისხლი მიწიდან ღაღადებს, მაგრამ შენი სახარებისეული ხმა ვერ აღწევს ქრისტიანთა გულებში. შენი მცნებები უგულებელყოფილია, საეკლესიო წეს-განგება დათრგუნულია – რას დაგვმართებ, უფალო?

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა