martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი

სწავლანი

ვინ არის ქრისტიანი ამ ქვეყანაზე

ჭეშმარიტი ქრისტიანები ამ ქვეყანაზე მგზავრებივით, მწირებივით და უცხოებივით ცხოვრობენ; სულიერი თვალით, რწმენით ყოველთვის ზეციური სამშობლოსაკენ იმზირებიან და მისკენ ისწრაფვიან. შენც გახდი ამქვეყნად მწირი და უცხო, მუდმივად შენი ზეციური მამისკენ იმზირე და ისწრაფე. და სოფელი თავისი ყველა ხიბლითა და საცდურით შეგძულდება. ვინც მარადიულ ნეტარებას ეძიებს და მისი მოპოვებისთვის ისწრაფვის, ის ყველაფერ წარმავალს უგულებელყოფს, რათა დროებითის ძებნაში მარადიული არ დაკარგოს.

 

ამ ცხოვრებაში აუცილებელია მხოლოდ კეთილმსახურება (უფლის მცნებებით ცხოვრება)

შეადარე დრო მარადისობას, აწმყო მომავალს, ცოცხალი ადამიანები მიცვალებულებს და გაგინათდება გონება; თავად მიხვდები და აღიარებ, რომ ცუდად იქცევა ის, ვინც "იუნჯებს თავისა თვისისა და არა ღმრთისა მიერ განმდიდრდებოდის" (ლუკ. 12,21). ყველამ, ვინც მოკვდა, დატოვა ეს სოფელი, შენც იგივე მოგელის, თუნდაც მთელი ქვეყანა შენ გემორჩილებოდეს; მხოლოდ კეთილმსახურება გაგვყვება იმქვეყნად. ბოლომდე კეთილმსახური იყავი და მხოლოდ ეს მიიჩნიე ჭეშმარიტ განძად.

 

ერიდე ფუფუნებას

ფუფუნებას მომაკვდინებელი სენივით ერიდე. ის ძლიერ ასუსტებს ქრისტიანის სულს; გვასწავლის სხვისი საკუთრების მიტაცებას, ხალხის დაჩაგვრას და მოწყალების გაცემისაგან (რაც ქრისტიანს ევალება) თავის შეკავებას. ფუფუნება, როგორც გაუმაძღარი სტომაქი, როგორც უფსკრული, მთელ დოვლათს ნთქავს, მას ყველაფერი ეცოტავება და უფრო მეტი უნდა. ცუდი სახლი მაქვს, თითქოს, ახალი უნდა ავაშენო; უვარგისი ტანსაცმელი მაქვს, უკეთესი უნდა შევიკერო; მრცხვენია უბრალო ეტლით სიარული, ინგლისური კარეტა უნდა შევიძინო; ამის ჭამა მომბეზრდა, უკეთესი უნდა მოვხარშო; უბრალო ღვინის სმა არ შემიძლია, ძვირფასი არაყი უნდა ვიყიდო; არ შემეფერება, ჩემი მსახურები ასეთ კაბებში რომ არიან გამოწყობილნი, უკეთესად უნდა ჩავაცვა; და ა.შ. ასე შთანთქავს ფუფუნება ყველაფერს და აუძლურებს გონებას. უფრთხილდი მას. ბუნება მცირედით კმაყოფილდება, გულისთქმა და ფუფუნება კი ბევრს ითხოვენ.

სხეულს თავმოსაწონი სამოსით ნუ შეიმკობ ზოგიერთივით, არამედ შენი წოდების შესაფერისად შეიმოსე. ქრისტიანული სამოსი სულიერი სამოსია, მან სული უნდა შეამკოს და არა სხეული. სულის სილამაზე ღვთის ხატებაა, როგორადაც ვართ შექმნილი; ასეთი სილამაზისკენ ისწრაფე და მასზე იზრუნე.

 

არასოდეს მიაყენო ადამიანს შეურაცხყოფა

მეტისმეტად ერიდე ნებისმიერი ადამიანის შეურაცხყოფას სიტყვით ან საქმით, რადგან ეს მძიმე ცოდვაა. როცა შეურაცხყოფენ ადამიანს, შეურაცხყოფენ ღმერთსაც, რომელსაც უყვარს ადამიანი; ადამიანის შეურაცხყოფა ვერ იქნება ღვთის შეურაცხყოფის გარეშე. ვინც ადამიანის წინააღმდეგ სცოდავს, ის ღვთის წინააღმდეგაც სცოდავს; მძიმეა ეს, როგორც ხედავ. ამიტომ, როგორც კი შეურაცხყოფას მიაყენებ შენს მოყვასს, მაშინვე დამდაბლდი მის წინაშე, სიმდაბლით სთხოვე შენდობა და აღარ დაისჯები ღვთის სამართლიანი მსჯავრით.

 

გულწრფელი ურთიერთობის შესახებ

ნებისმიერ ადამიანს მოეპყარი არა პირფერობით, არამედ უბრალოდ, როგორც საკუთარ თავს. როგორიც გარეგნულად ხარ მის წინაშე, ისეთივე უნდა იყო შინაგანადაც, და რასაც ეუბნები, ის უნდა გქონდეს გულშიც. პირფერობა და მზაკვრობა წარმწყმედელთა საქმეა, რომელთა გულებში ეშმაკი ცხოვრობს და ასწავლის მათ პირფერობასა და მზაკვრობას ჩვენს საცდუნებლად. გაფრთხილდი, არ მოექცე მოყვასს ცბიერად და მზაკვრულად, არ დაუტოვო ეშმაკს შენს გულში ადგილი, რათა არ დაგეუფლოს და არ დაგატყვეოს.

 

ნუ გამოიძიებ ხალხის საქმეებს

ერიდე ხალხის საქმეების გამოძიებას, რადგან ეს იძლევა საბაბს ცილისწამებისთვის, განკითხვისთვის და სხვა მძიმე ცოდვებისთვის. რა გესაქმება ხალხთან? საკუთარი თავი უნდა იცოდე და ის გამოიკვლიე: გაიხსენე ძველი ცოდვები და სინანულითა და გულშემუსვრილებით იფიქრე მათზე, ხოლო იმას ნუ უმზერ, ხალხი რას აკეთებს. ხშირად ჩაიხედე შენს გულში და გამოიძიე, ხომ არ იმალება მასში დამღუპველი ბოროტება – საკმარისად გექნება გამოსაკვლევი. ვერასოდეს შევძლებთ ჩვენი გულის სრულად შესწავლას, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ მასში ყოველგვარი ბოროტებაა დაბუდებული. ამის გამოძიებაა შენთვის სასარგებლო. ასე იშვება სიმდაბლე და შიში (ღვთისა), საკუთარ თავზე ზრუნვა, სულთქმა, ლოცვა-ვედრება; ხოლო სხვების ცოდვების გამოძიება და განკითხვა დასაწყისია ყოველგვარი უსჯულოებისა. ეს ცნობისმოყვარეობა საძაგელია ღმერთისთვის და კაცთათვის. უფრთხილდი ამას.

 

როგორ უნდა ვილოცოთ

ლოცვა მარტო ის არ არის, რომ იდგე და ღვთის წინაშე სხეულით მეტანიებს აღასრულებდე ან დაწერილ ლოცვებს კითხულობდე. უამისოდაც შეგიძლია ნებისმიერ დროსა და ადგილას გონებითა და სულით ილოცო. სიარულისას, ჭამის დროს, სარეცელზე მოსვენებისას, მგზავრობისას, სატრაპეზოდ ჯდომისას, საქმის კეთებისას, ხალხში ყოფნისას და განმარტოებისას მუდამ შეგიძლია გონება და გული ღვთისკენ მიმართო და მისგან წყალობა და შეწევნა ითხოვო. ღმერთი ყველგანაა, ყოველ ადგილას, და მისკენ კარი მუდამ ღიაა, მასთან მისვლა იოლია, ისე არაა, როგორც კაცთან მიახლება. ყველგან და ყოველთვის ის თავისი კაცთმოყვარებით მზადაა ჩვენს მოსასმენად და დასახმარებლად. ყველგან და ყოველთვის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გასაჭირსა და ვითარებაში შეგვიძლია მივეახლოთ მას რწმენითა და ლოცვით, შეგვიძლია ყველგან ვუთხრათ მას გონებით: "უფალო შემიწყალე, უფალო შემეწიე" და სხვ.

 

მდიდართა მოვალეობის შესახებ

პირველი. სიმდიდრე ღვთის საჩუქარია კაცთათვის მიცემული: „უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა“. (ფსალმ. 23,1). ქრისტიანო, სიმდიდრე მხოლოდ შენთვის არ გეძლევა, არამედ გლახაკთათვისაც. ზომიერად დაკმაყოფილდი სიმდიდრით, ღმერთს ჰმადლობდე და გლახაკთა საჭიროება დააკმაყოფილე; ეს არის სიმდიდრის სწორი გამოყენება. გახსოვდეს, რომ სიმდიდრის გამგებელი ხარ და არა პატრონი, რომ ყოველივესთვის მოგიწევს სიტყვისგება.

მეორე. ღვთის წმიდა სიტყვა აქებს და სანატრელ-ყოფს მათ, ვინც მოწყალენი და ხელგაშლილნი არიან გლახაკთა მიმართ: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (მათ.5,7), „ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ყოს გლახაკისა და დავრდომილისაჲ” (ფსალმ. 40,1). მოწყალების საქმეებს წმიდა წერილის სხვა ადგილებშიც განადიდებს მთელი მსოფლიოს წინაშე მართალი მსაჯული – ქრისტე. ქრისტიანო, თუკი გსურს ამ ნეტარების მონაწილე გახდე, იყავ მოწყალე და ხელგაშლილი გლახაკთა მიმართ. ბევრი გაქვს, ბევრი გაეცი; ცოტა გაქვს, ცოტა გაეცი – მაგრამ გულით გაეცი. მოწყალება ფასდება არა გაცემულის რაოდენობით, არამედ გამცემლის გულმოდგინებით, „რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა” (2 კორ. 9,7). ახლა გლახაკთა და გაჭირვებულთა ხელთ დადებ, მაგრამ ქრისტეს ხელიდან ასმაგად მიიღებ. გაეცი, ნუ გეშინია, არ დაგეკარგება გაცემული!

მესამე. მრავალი ქრისტიანი, იმის მიუხედავად, რომ მოწყალება ასე დიდად ჯილდოვდება, ან მცველივით ყარაულობს თავის ქონებას, ანდა ახირებასა და ფუფუნებაში ფლანგავს. შენახული ქონება სხვებს დარჩებათ, ხშირად მტრის ხელთაც ვარდება. ახირებასა და ფუფუნებაში დახარჯული დაიკარგება, როგორც თავადაც ხედავ, ადამიანო. ამგვარი შემნახველებიცა და გამფლანგველებიც არა მარტო ნეტარებას მოაკლდებიან, არამედ უფლის მიერ სასჯელსაც მიიღებენ, როგორც ბოროტი მონები. უფრთხილდი ამას, ქრისტიანო! სიმდიდრე კაცს ან ვნებს, ან ეხმარება: გეხმარება, როდესაც ღვთის ნების მიხედვით დახარჯავ; გვნებს, როდესაც ისე არ მოიხმარ, როგორც საჭიროა. ადამიანო, იყავი უფლის ქონების ერთგული გამგებელი და ჭეშმარიტად გამდიდრდები.

 

ღარიბთა მოვალეობის შესახებ

ღარიბები, მოწყალების მიმღებნი, მადლიერნი უნდა იყვნენ ღმერთისა, რომელიც მათ თავის წყალობას ადამიანის საშუალებით უგზავნის, და იმისიც, ვინც ეხმარება მათ გაჭირვებაში – უნდა უყვარდეთ იგი, როგორც კეთილისმყოფელი, პატივს სცემდნენ და ლოცვებში იხსენიებდნენ. მდიდრის მოვალეობა გაცემაა, გლახაკისა – მადლიერებით მიღება და მომცემისთვის მხურვალე ლოცვების აღვლენა. მოწყალების მიმღებელნი რომც არ ლოცულობდნენ მოწყალების გამცემზე, კეთილი გულით მიცემული მოწყალება თავად ლოცულობს ყველა ადამიანზე აღმატებულად და განუწყვეტლივ შუამდგომლობს ღმერთის წინაშე, უხმოდ ითხოვს მისგან წყალობას მოწყალისათვის.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა