martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ცოდვა და სასჯელი (ნაწ. 2)

 

5. ჯადოქრობა

წმიდა წერილი

და მწამლველთა (გრძნეულთა) და კერპთ-მსახურთა და ყოველთა მტყუვართა... ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუბითა მოტყინარესა, რომელ არს სიკუდილი იგი მეორე“ (გამოცხ. 21,8).

ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძვირესისა მიმართ, აცთუნებდენ და სცთებოდიან. ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი, ვისგან გისწავიეს“ (2 ტიმ. 3,13-14).

და მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა“ (საქმე 19,19).

დიდი სჯულისკანონი

ვინც თავისი გრძნეულობა ან მომწამვლელობა აღიაროს, კაცის მკვლელის სასჯელი მოიხადოს (ბასილი დიდის კან. 65).

ის ვინც გაჰყვება საწარმართო ჩვეულებას და სახლში შეიყვანს ბოროტად გრძნეულებს წამლობისა და მისნობისათვის, განკანონებულ უნდა იყოს ექვსი წლით (ბასილი დიდის კან. 83).

ვინც მიენდობა მისნებს ან ასისთავად წოდებულებს (ასე ეწოდებოდათ უხუცეს მოგვებს), ან სხვა ამგვართ, რათა მათგან სწავლით რაიმე გამოეცხადოს მათ, ექვსი წლით უზიარებლობით განკანონება მიესაჯოს მათ მამათა მიერ განწესებული დადგენილებისამებრ. ამავე კანონით საჭირო არის იმათი განკანონება, ვინც დაატარებს დათვს და სხვა ცხოველს მარტივი, უბრალო ადამიანების გასართობად და სავნებლად, ვინც (მკითხაობს) სვე-ბედისა და შობის დღის შესახებ და ამნაირ სიტყვებს ერის საცდუნებლად ამბობს, ვისაც ეწოდებათ ღრუბელთმდევნელნი, მსახვრალნი (თილისმის მკეთებელნი), გრძნეულნი. თუ ისინი განაგრძობენ მისწრაფებას სულის მომსპობი და წარმართული (ელინური) ჩვეულებებისადმი, დავადგენთ მათ გაძევებას ეკლესიიდან, როგორც ამბობენ საღვთო კანონები, რადგანრა აქვს საერთო სინათლეს სიბნელესთან“ (2 კორ. 6, 14), როგორც ამბობს მოციქული, „როგორ შეესატყვისება ღვთის ტაძარი კერპებს? რა თანამონაწილეობა აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა თანხმობაა ქრისტესა და ბელიარს შორის?“ (2 კორ. 6, 15-16) (VI კრების კან. 61).

ზოგიერთები თვის დასაწყისში სავაჭროს, ან თავიანთი სახლის წინ ანთებენ ცეცხლს, რომელსაც ახტებიან გიჟებივით ძველი ჩვეულებისამებრ. ამიერიდან ამის ქმნას ვკრძალავთ და ამის შემდეგ ვინც ასეთი რამ გაბედოს, თუ სასულიერო პირი იყოსგანიკვეთოს, თუ ერისკაცი იყოსუზიარებელ იქნეს. მეფეთა მეოთხე წიგნში (რომელიც აგრეთვე კრძალავს ამგვარ საქციელს) წერია: „აუშენა მანასემ ცის ყველა ძალას საკურთხეველი უფლის სახლის ორ ეზოში და გაატარა თავისი შვილები ცეცხლში. მისნობდა იგი, მოიხმო მკითხავები და გრძნეულნი განამრავლა უფლის წინაშე ბოროტის საქმნელად და მის განსარისხებლად“ (4 მეფეთა 21, 5-6) (VI კრების კან. 65).

 

6. სიძვა-მრუშობა

წმიდა წერილი

მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტერობა არს ღმრთისაჲ? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების“ (იაკობ. 4,4).

პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან“ (ებრ.13,4).

გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო. ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა“ (მათ. 5, 27-28).

არცა მეძავთა... არცა მემრუშეთა... სასუფეველი ღმრთისჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6,9).

დიდი სჯულისკანონი

ვინც ისიძვოს, შვიდი წელი სიწმინდეთა უზიარებელი იყოს (ბასილი დიდის კან. 59).

ვინც იმრუშოს, თხუთმეტ წელიწადს იყოს სიწმინდეთა ზიარების გარეშე (ბასილი დიდის კან. 58).

ვინც მამათა აღრევის უშვერება ჩაიდინოს, მრუშობისათვის დაწესებული სასჯელი მოიხადოს იმავე სახით (ბასილი დიდის კან. 62).

ქრისტე ღმერთმა თავის სახარებაში დააწესა ცოდვათა დასაბამის აღმოფხვრა, ვინაიდან ისჯება არა მხოლოდ მრუშობა, არამედ მრუშობისკენ მიმართული აზრის მოძრაობაც. მისი სიტყვით, „ვინც დედაკაცს გულისთქმით შეხედავს, უკვე იმრუშა თავის გულში“ (მათე 5, 28). ეს გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა გავწმინდოთ ჩვენი ზრახვები, ვინაიდან თუმცაყოველივე ნებადართულია ჩვენთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (I კორ. 10. 23), როგორც გვამცნობს მოციქულის ხმა (VII კრების კან. 22).

მართლად ხედავდნენ შენი თვალები“ (იგავ. 4, 25) და ,,ყოვლითა დაცვითა დაიცავი გული შენი“ (იგავ. 4, 23). სიბრძნე გიბრძანებს შენ, რომ ხორცის გრძნობადი ბუნება ადვილად შეიტანს სულში თავის ნაგრძნობს. ამიტომ ფიცარზე ან სხვა საგანზე გამოსახული და მოხატული, რომელიც თვალით აღიქმება, გონებას გახრწნის და ბილწი გემოს ძლიერი სურვილით აღატყინებს, ვბრძანებთ ამიერიდან არ გამოსახონ და არც დახატონ არსად. თუ ვინმემ ამის ქმნას ხელი მიჰყო, უზიარებელ იქნეს (VI კრების კან. 100).

 

7. ქურდობა, ავაზაკობა

წმიდა წერილი

არცა მპარავთა... არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6,10).

დიდი სჯულისკანონი

თუ ქურდმა თვითონ მოინანიოს და თავი თვითონ გაამჟღავნოს, მხოლოდ ერთი წელი აეკრძალოს მას სიწმინდეთა ზიარება. თუ სხვამ ამხილოს, ორ წელიწადს არ უნდა ეზიაროს (ბასილი დიდის კან. 61).

ნურვინ იცდუნებს თავს იმით, რომ იპოვა უცხო რაიმე, რადგან არც ნაპოვნი არ უნდა გახდეს ანგარების წყარო. მეორე სჯულისაში ნათქვამია: „თუ იპოვნი შენი ძმის გზააბნეულ ხბოსა და ცხვარს, გაიდენე ისინი წინ და დაუბრუნე შენს ძმას. თუ ახლოს არ არის შენი ძმა და არც არა იცის რა მან, თავი მოუყარე მათ, მიიყვანე შენთან, სანამ არ მოსძებნის მათ შენი ძმა და მიეცი ისინი მას. ასე მოექეცი მის ვირსაც, მის სამოსელსაც, ასევე უყავ ყველაფერს დაკარგულს შენი ძმისას, რაც მან დაკარგა და შენ იპოვნე“ (მეორე სჯ. 22,1-3). ამას ამბობს მეორე სჯულისა, ხოლო გამოსლვათა წიგნში ნათქვამია: არა ხოლო თუ ძმის რაიმე ვინმემ იპოვოს, არამედ მტრისაც, ისიც უნდა დააბრუნოს მათი პატრონის სახლში (გამოსლ. 23,4). თუ არ შეიძლება, რომ მშვიდობიან დროში ვინმე ნეტარებას ეძლეოდეს, ზარმაცობდეს, თავისას არად აგდებდეს და ძმისას და მტრისას იხვეჭდეს, რამდენად უფრო დაუშვებელი და უჯეროა ამის ქმნა ძნელბედობის, მომხვდური მტრისაგან ლტოლვის, გაჭირვების გამო საკუთარი ქონების მიტოვების ჟამს (წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედის კანონიკური ეპისტოლედან).

ხოლო ვინც ფარულად მოიხვეჭს სხვის ქონებას და ამის შემდეგ თავს გაამხელს ცოდვის აღიარების დროს მღვდლის წინაშე, მონდომებით აღუდგება წინ ვნებას და განკურნავს დაავადებას, ასეთმა თავისი ქონება უნდა გაუყოს გლახაკებს, რომ იმისი დაფანტვით, რაც აქვს, ცხადად გამოჩნდეს მისი განწმენდა ანგარების სენისაგან. თუ არაფერი ჰქონდეს, გარდა სხეულისა, მოციქული უბრძანებს, რომ ხორციელი შრომით უნდა განიკურნოს მისი ვნება. მოციქული გვეუბნება: „მპარავი ნუღარ იპარავს, არამედ მეტი იშრომოს და ქნას სიკეთე, რომ ჰქონდეს მისაცემელი მისთვის, ვისაც სჭირდება“ (ეფეს. 4,28) (წმ. გრიგოლ ნოსელის კან. 6).

 

8. ანგარება, მევახშეობა, შური

წმიდა წერილი

არცა ანგაჰრთა... სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6,9-10).

რამეთუ სადა არს შური და ხდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე“ (იაკობ. 3,16).

განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძვირის სიტყუაჲ “ (1 პეტრ. 2,1).

რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი“ (მათ. 5,42).

ხოლო აწ მივწერე თქუენდა: ნუ თანა-აღერევით, უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთ-მსახურ, გინა მაგინებელ, გინა მომთრვალე, ანუ მტაცებელ; ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად“ (1 კორ. 5,11).

და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთ-მსახური, არა აქუს მკვიდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა“ (ეფეს. 5,5).

დიდი სჯულისკანონი

ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა, რომელიც იღებს ვახშს და აღნადგინებს (პროცენტს), უნდა შეწყვიტოს ეს მოქმედება, ან განიკვეთოს (6 კრების კან. 10).

საღვთო წერილის მიერ უარყოფილია ქონების სიყვარული, ვახში, აღნადგინები, ძალადობით თავის ქონებაზე სხვისის დამატება, თუნდაც ამას ვაჭრობის, შეთანხმების სახე ჰქონდეს (წმ. გრიგოლ ნოსელის კან. 6).

 

9. ცილისწამება, განკითხვა, სიცრუე

წმიდა წერილი

ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“ (მათ. 7,1-2).

ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ?“ (1 კორ. 6,9).

გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი. ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ხელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა“ (მათ. 15, 19-20).

დიდი სჯულისკანონი

ვინც ცრუდ დაიფიცოს, ათი წელი უზიარებელი იყოს (წმ. ბასილი დიდის კან. 64).

 

დიდი სჯულისკანონის ციტატები გადმობეჭდილია 1987 წლის საქართველოს ეკლესიის კალენდრიდან მცირედი შესწორებით.

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა