martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმ. იოანე კრონშტადტელი (†1908)

გამოკრებილი სწავლებები

 

ჭეშმარიტ ქრისტიანს სძაგს ყოველგვარი ცოდვა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, აზრით, გრძნობით, მოგონებით, წარმოსახვით, და ისინი რომ სძაგს, მთელი გულით უყვარს ღმერთი და სათნოება. დაე ყოველთვის ასე იყოს შენთან, მონავ ღვთისა.

 

ამასოფელს და ყველაფერს, რაც მასშია, უყურე, როგორც წარმავალ აჩრდილს, ნურაფერს მიეჯაჭვები. არსებითია სულიერი, წარუვალი სამყარო და მისი შემოქმედი უფალი ღმერთი, მას მიემსჭვალე მთელი სულით.

 

ვისაც დიდხანს სძინავს, მისთვის სულიერი ინტერესები უცხო ხდება, ლოცვა – ძნელი, გარეგანი და უგულო, ხოლო ხორციელი ინტერესები პირველ რიგში დგება – საჭმელ-სასმელი, შემოსავალი, თამაშები, სხვადასხვა მხიარულობები. ზედმეტი ძილი საზიანოა, ადუნებს სულს და სხეულს.

 

ეკრძალე შენს თავს და დაუკვირდი, საით იხედება შენი შინაგანი თვალი – ღვთისკენ, ზეცისკენ, უხრწნელი სამშობლოსაკენ, წმინდანებისკენ და იმ ზეციური დიდებისკენ, რომელიც მათ მიიღეს თავისი შრომისა და ბრძოლისთვის, უფლისადმი მტკიცე ერთგულებისა და მოუკლებელი სიყვარულისთვის, თუ – მიწისკენ, მიწიერი სიამოვნებებისკენ, ამ ტყვეობისკენ, ამ გაქრობადი სიზმრებისაკენ..

 

პირველი, წარღვნამდელი ქვეყნიერების ადამიანებს სინანულისთვის 120 წელი მიეცათ და ისინი გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ ცოდვების გამო ღვთისგან მოვლენილი იქნებოდა საერთო სასჯელი – წარღვნა. დრო გადიოდა, ხალხი ირყვნებოდა და სინანულზე არ ფიქრობდა, არ სჯეროდათ სინანულის მქადაგებლის – მართალი ნოესი, – და ღვთის სიტყვა ზუსტად აღსრულდა. ებრაელები არ უჯერებდნენ წინასწარმეტყველებს, რომ მათ ბაბილონის მეფე დაატყვევებდა, აგრძელებდნენ კერპთმსახურებას – და წავიდნენ ტყვეობაში, იერუსალიმი აოხრდა, მთელი სიმდიდრე ბაბილონში გადავიდა. იესო ქრისტეს თანამედროვე იუდეველებმა არ ირწმუნეს, რომ ქრისტე იყო მესია, ჯვარცმით მოკლეს იგი, და ქრისტეს წინასწარმეტყველება იერუსალიმის დაცემის შესახებ მალე აღსრულდა – რომაელებმა იუდეველები დაუნდობლად ამოწყვიტეს. აწინდელ დროშიც შეიშალა ხალხი, ყურს არ უგდებენ წმიდა ეკლესიის ღაღადებას, ამბობენ – ეს ზღაპრებია, მღვდლები თავისი შემოსავლისთვის გვატყუებენო. ჰოი ბრმებო, ჰოი ქედფიცხელნო და წინადაუცვეთელნო გულით, განა თქვენს თვალწინ არაა სახარებაში ნაწინასწარმეტყველები მოვლენები, ახლა რომ აღესრულება? აი, გამანადგურებელი ომი, შიმშილობა, ეპიდემიები. ნუთუ ახლაც არ გჯერათ ღმერთის მართლმსაჯულების? მაგრამ იცოდეთ, სამსჯავრო კართანაა, და უფალი მალე მოვა დიდებით განსჯად ცოცხალთა და მკვდართა (შდრ. 2 ტიმ. 4,1).

 

აღსასრულის შემდეგ რამდენი იტირებს უნუგეშოდ იმის გამო, რომ ამაოდ დაკარგეს დრო, რომელიც მოცემული იყო ასეთი დიდი მიზნისთვის – სულის ცხონებისთვის, ღმერთთან ზიარებისთვის, სინანულისთვის, ყოველი ცოდვისგან განშორებისთვის, ყოველი კეთილი საქმის აღსრულებისთვის! სანამ დრო გვაქვს, გამოვიღვიძოთ ჩვენი ცოდვიანი და დამღუპველი ძილისგან, ჩვენი ცოდვიანი მეოცნებეობისგან. „აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა, და ნეტარ არს მონა იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ...“.

 

რამდენი სხვადასხვაგვარი ცოდვა და ვნება ბუდობს შენს სულში, როცა უფალი აგიხელს გულის თვალებს მათ დასანახად. უფალო, „საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე, და უცხოთაგან იცევ მონაჲ შენი“ (ფსალმ. 18,13).

 

მთავარი სნეულება მდიდარი ჭაბუკისა, რომელზეც სახარებაშია საუბარი, ის იყო, რომ იგი ანგარებას, ვერცხლისმოყვარებას იყო დამონებული – თავიდან ფეხებამდე, და მისი გული არ იყო მოწყალე, არამედ სასტიკი, გლახაკების მიმართ ართანამლმობი, და მან იცრუა გულთამხილველი უფლის წინაშე, სიყრმიდან ყველა მცნებას ვასრულებო; მას არც ღმერთი უყვარდა, არც მოყვასი, მხოლოდ საკუთარი თავი უყვარდა, უყვარდა დაგროვება და არა გლახაკთათვის მიცემა. დაინახა მშიერი – არ გამოკვება, შიშველი – არ ჩააცვა; საერთოდ, რაიმე საჭიროების მქონეს არ ეხმარებოდა. ხედავ, ენანება დაგროვებული, ენანება გაცემა. ლოცვას დაიწყებს – ფულზე ფიქრობს, და არა ღმერთზე; საერთოდ, მხოლოდ მიწიერზე ზრახავს, და არა იმაზე, როგორ უყვარდეს მხურვალედ ღმერთი და მოყვასი, როგორ იქმოდეს სიკეთეს მონდომებით; ხოლო მცნებებს მხოლოდ გარეგნულად ასრულებს, თითქოსდა სხვების დასანახად. ჰოი, ჩემო უბადრუკო სულო, გაექეცი ასეთ თვალთმაქცობასა და ორგულობას.

 

გაიხსენე ილია წინასწარმეტყველის ერთადერთი სიმდიდრე – ხალენი, რომელიც წინასწარმეტყველის ამაღლებისას დაშვებულ იქნა ელისეზე. ჰოი, როგორ უყვარდა ილიას ღმერთ, როგორი განშორებული იყო ყოველგვარი სოფლიური ვნებული სიყვარულისგან! მთლიანად ღმერთთან იყო და ზეცაში აღტაცებამდე გულით ზეცაში ცხოვრობდა, ღმერთთან. „ცხოველ არს უფალი ძალთა, რომლისა ვდეგ წინაშე მისა“, ამბობდა იგი (3 მეფ. 18,15).

 

ადამიანი საშინლად მერყევი და ცვალებადია – პირველი დაზიანების შედეგად, სამოთხეში; ზეციური ჭვრეტის სიმაღლიდან და საღვთო ზრახვიდან ის შეიძლება ელვისებურად დაეცეს ბილწი, ბოროტი, სიძვისა და გმობის, ავი და შურიანი აზრებისა და გრძნობების სისაძაგლეში, ისე რომ მაღალი სულიერი სიხარულის შემდეგ უწევს ფარულად იტიროს თავის უბადრუკებაზე. ნეტარია, ვინც ღვთის მადლით შეურყევლად განმტკიცდა საღმრთოში და გაექცა ღვთისმგმობელი ბელიარის ხრიკებს.

 

საგნებისადმი ვნებიან სიყვარულს მაშინვე მოსდევს ღვთისა და საკუთარი ცხონების მიმართ გაციება, გაციება მოყვასის მიმართ, ანდა სიძულვილი და შური, თუკი მასზეა დამოკიდებული რაიმე საგნების მოცემა და არ გვაძლევს, ანდა თუ ჩვენ ვართ ვალდებულნი მას მივცეთ რაიმე. ამიტომ კარგია – საგნების მიმართ სრული გულგრილობა, რომ არ გაგვაჩნდეს მიზეზი მოყვასის მიმართ მტრობისა, რაც დიდი ცოდვაა. იყავი ამ ხრწნადი, ამაო და მსწრაფლწარმავალი სოფლის ვნებიან მიჯაჭვულობებზე მაღლა; გულით ზეცაში იცხოვრე და იქაური უხრწნელი სიკეთეები შეიყვარე, რომლებიც განმზადებულია ღვთისა და მოყვასის მოყვარულთათვის.

 

საბოლოო, საყოველთაო, საშინელი სამსჯავროს მოახლოებას აჩქარებს ქვეყანაზე ბოროტების განვითარება. ამჟამად ყოველგვარი უსამართლობა ზღვასავით ფარავს ქვეყნიერებას. ადამიანთა თავნებობას ბოლო არა აქვს, ყველანაირი გზააბნეულობისა და ბიწიერებისთვის კარი ფართოდაა გაღებული.

 

სცოდავდნენ ჩვენი წინაპრები, მაგრამ ცოდვას ცოდვად მოიხსენებდნენ, ხოლო დღევანდელი ლიბერალები სცოდავენ და ცდილობენ ცოდვის გამართლებას, თითქოს ის კანონიერი საქმე იყოს. აიღეთ ხორციელი გულისთქმის ცოდვები, – მათი სწავლებით ეს ყველაფერი ადამიანური ბუნების უბრალო სისუსტეები და ბუნების კანონებია, მისი მოთხოვნილება. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც აღმერთებენ ხორციელ ვნებას, როგორც ძველად აფროდიტეს თაყვანისმცემლები. და მთელი ეს სისაძაგლე იბეჭდება და მას კითხულობენ, მასზე მსჯელობენ ზიზღის გარეშე, თითქოსდა რაღაც ყურადღების ღირსზე! ესაა თავისუფლება? არა, ეს არაა თავისუფლება, ეს საშინელი მონობაა ცოდვისა და ვნებებისა, რომელსაც შედეგად მოსდევს ღვთის საშინელი სასჯელი, მოდგმის განადგურება და მარადიული ტანჯვა.  „რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ. და მონამან არა დაიმკვიდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან (ჭეშმარიტი თავისუფლებისა) დაიმკვიდროს უკუნისამდე (იოან, 8,34-35). ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა უნდა ჯვარს-აცვან და ამოძირკვონ ვნებები. „ხოლო ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის-თქუმით“ (გალატ. 5,24).

 

ბევრისგან გვესმის, რომ ყოველ სარწმუნოებაში შეიძლება სათნო-ეყო ღმერთს, ანუ თითქოს ყველა სარწმუნოება სათნოა ღვთისთვის, და თითქოს სიცრუე და ჭეშმარიტება, სიმართლე და უმართლობა ღვთისთვის სულერთია. აი სადამდე მივიდა ზოგიერთისთვის თავისი სარწმუნოების უმეცრება, თავისი ეკლესიის სულისა და ისტორიის უცოდინრობა, ეკლესიის ცხოვრებისა და ღვთისმსახურებისგან დაშორება, სადამდე დაბნელდა წარმოდგენა მართლმადიდებლობის, არამართლმადიდებლობის და სხვაგვარადმორწმუნეობის შესახებ.

 

რას ნიშნავს გიყვარდეს მოყვასი, ანუ ყოველი ადამიანი, როგორც საკუთარი თავი? ეს ნიშნავს, პატივს სცემდე სხვას ისე, როგორც გსურს, რომ შენ პატივს გცემდნენ, არავინ ჩათვალო უცხოდ, არამედ შენიანად, შენ ძმად, შენ ნაწილად, ხოლო ქრისტიანი – ქრისტეს ნაწილადაც; მისი სიკეთე, მისი გადარჩენა – ჩათვალო შენ სიკეთედ, შენ გადარჩენად; გიხაროდეს მისი კეთილდღეობა, როგორც საკუთარი, წუხდე მის უბედურებაზე, როგორც საკუთარზე; ცდილობდე მის გამოხსნას განსაცდელისგან, ხიფათისგან, სიგლახაკისგან, ცოდვისგან – ისევე, როგორც ეცდებოდი საკუთარი თავის გამოხსნას.

 

შენ გსურს სწრაფად დაასრულო ლოცვის კანონი, რომ დაღლილ სხეულს განსვენება მიანიჭო? გულით ილოცე, და მშვიდი, ჯანსაღი ძილით დაიძინებ. ნუ აჩქარდები და უგულოდ ნუ ილოცებ: ნახევარი საათი (ზედმეტი) ლოცვით სამი საათის ჯანსაღ ძილს მოიგებ. ჩქარობ მსახურებაზე ან სამუშაოზე? ადრე ადექი, ნუ დაიძინებ დიდხანს – ილოცე გულმოდგინედ – ჰპოვებ სიმშვიდეს, ენერგიას და საქმეებში წარმატებას – მთელი დღის განმავლობაში. გული სოფლიური ამაოების საქმეებისკენ მიისწრაფის? გარდატეხე იგი, დაე მისი საუნჯე იყოს ღმერთი და არა მიწიერი ამაოება; ასწავლე შენს გულს, უფრო მეტად მიემსჭვალოს ღმერთს ლოცვით, და არა სოფლის ამაოებას, რომ არ გაწბილდე სნეულების დღეებში და შენი სიკვდილის ჟამს, როგორც მდიდარი სოფლიური ამაოებით და ღარიბი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით – თუკი ამგვარად (ანუ გულმოდგინედ) არ ილოცებ.

ნუ დაუჯერებ შენს სხეულს, რომელიც ლოცვისას სისუსტით გაშინებს, – ცრუობს. ილოცებ და დაინახავ, რომ სხეული შენი მორჩილი მონა გახდება. ლოცვა მასაც გამოაცოცხლებს. ყოველთვის გახსოვდეს, რომ სხეული მატყუარაა.

იმათ, ვინც ცოტას ლოცულობს, სუსტი გული აქვთ; და როცა ისინი ლოცვას მოინდომებენ, მათი გული სუსტდება, ასუსტებს ხელებს, სხეულს, აზრებს, და უჭირთ ლოცვა. საჭიროა თავის დაძლევა – უნდა ეცადო, მთელი გულით ილოცო, რადგან კარგია, იოლია მთელი გულით ლოცვა.

 

საჭიროა, რომ ყველა გონიერი არსება უფლის ერთგული იყოს; მაგრამ იმისთვის, რომ უფლის ერთგული იყო, უნდა მიატოვო სიყვარული საკუთარი ვნებიანი სხეულისა და მემრუშე და ცოდვილი სოფლისა, რომელიც წუთიერი სიამოვნებებით გვაცდუნებს. უნდა შეწყვიტო მონობა მუცლისა, თეატრისა, ბანქოსი, ცირკისა, ნაირგვარი ქეიფებისა, თამბაქოს საწამლავისა, ოქრო-ვერცხლისა და უცნაური მოდებისა.

 

ამგვარად, მოემზადეთ სამსჯავროსათვის, – საშინელი, სამართლიანი, ერთადერთი და საბოლოო სამსჯავროსათვის, რომლის შემდეგაც იქნება ან მარადიული ნეტარება, ან დაუსრულებელი ტანჯვა. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ასე გადაწყვეტით ვამბობ – ჩვენ ხომ ძალიან ახლოს ვართ მარადიულ ცეცხლთან, ხოლო ბევრს, შესაძლოა „ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან“ (ლუკ. 12,20); და შენ – ჯოჯოხეთში ხარ, ტანჯვაში... ცეცხლის ალში. ასე რომ, მოემზადეთ დღეიდან სამსჯავროსათვის: აკეთეთ კეთილი საქმეები „ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფების საქმედ“ (იოან. 9,4). საკმარისად ვემსახურეთ ამაოებას. დროა ჩვენ საწყალ სულს გამომცდელი თვალით შევხედოთ.

 

„რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უარ-ყავნ თავი თვისი“, ანუ უარყოს თავისი ვნებები – თავისმოყვარება, მზაკვრობა, სიამაყე, განკითხვა, შური, სიძვა, თავშეუკავებლობა, მემთვრალეობა, ანგარება, პატივმოყვარეობა, ორგულება, უმოწყალობა. უარყოფა ყოველივე მიწიერის, უწმინდურისა და ცოდვიანის, განდგომა ამსოფლიური მიჯაჭვულობებისგან – არაა იოლი ამოცანა, მაგრამ ჯილდო იქნება დიდი, ზეციური, მარადიული ჯილდო...

 

აწინდელი საშინელი დაცემა რწმენისა და ზნეობისა დიდადაა დამოკიდებული მრავალი იერარქის და საერთოდ სამღვდელოთა გულგრილობაზე თავისი სამწყსოს მიმართ. უეჭველია, მღვდელმთავრები და მღვდლები აღასრულებენ თავის წმიდა საქმეს, მაგრამ იმგვარად კი, როგორც ოქროპირი, გრიგოლი, ბასილი, ნიკოლოზი, მიტროფანე, ტიხონი და სხვები? ცხადია, მხოლოდ სამღვდელოება არაა დამნაშავე ხალხის ურწმუნოებასა და ბიწიერებაში; რწმენისა და ზნეობის დაცემაში უმთავრესად დამნაშავენი არიან გამრყვნელი მწერლები, განსაკუთრებით ჟურნალისტები, უზნეო მასწავლებლები, სასწავლო დაწესებულებების პროფესორები... 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა