martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

თომას კვირა. კვირაცხოვლობა

აღდგომის მომდევნო კვირიაკე

 

აღდგომა

ტროპარი

დაბეჭდულით საფლავით ცხოვრებაჲ აღმობრწყინდი, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ, ყოველთა აღდგომაჲ, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ დიდითა შენითა წყალობითა.

კონდაკი

გამომეძიებელითა მარჯუენითა გუერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო, შე-რაჲ-ხვედ კართა დახშულთა, და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა-ყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი, დიდებაჲ და ქებაჲ აღდგომასა შენსა, ყოვლადძლიერო.

 

"აღდგა, ვითარცა თქუა". ვითარ გამოგითარგმანო აღდგომაჲ უფლისაჲ? რამეთუ საიდუმლოჲ არს ჯუარ-ცუმაჲ მისი, საიდუმლოჲ არს დაფლვაჲ მისი, საიდუმლოჲ არს აღდგომაჲ მისი. ყოველივე საქმე მისი საიდუმლოჲ არს. ვითარცა იშვა დაბეჭდულთაგან ბჭეთა ქალწულებისათა, ეგერთვე აღდგა დაბეჭდულისაგან საფლავისა და იქმნა პირმშო შესუენებულთაჲ მეუფე ქრისტე. ვითარცა იშვა რაჲ, არა დაჰხსნა ქალწულებაჲ დედისაჲ, ეგრეთვე აღდგა რაჲ, არა შეძრნა ბეჭედნი საფლავისანი. ვერცა შობისა მისისა ძალ-მიც სიტყვით გამოთქუმად, ვერცა შჯულსა ამას და წესსა აღდგომისასა მივწუთები თქუმად.

წმ. იოანე ოქროპირი, თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ

 

ქრისტეს აღდგომიდან 50 წლის შემდეგ ქრისტიანები ისე მრავალრიცხოვანნი იყვნენ, რომ რომის იმპერატორ ტრაიანეს აღმოსავლეთის არმიაში 11 000 ქრისტიანი მსახურობდა. მან უკლებლივ ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯა... რომის იმპერატორები – მსოფლიოს მბრძანებლები, სიძულვილითა და უმოწყალობით ამხედრდნენ ქრისტიანობის წინააღმდეგ. არც კელტებს, არც მარკომანებს, არც ატილას და არც გენსერიკს არ გაუჟლეტიათ იმ რაოდენობის მოსახლეობა რომის იმპერიაში, რამდენიც რომის იმპერატორებმა – ქრისტიანთა მდევნელებმა გაჟლიტეს. სამი საუკუნე გრძელდებოდა სისხლიანი ბრძოლა მგლებსა და კრავებს შორის. ერთნი მოქმედებდნენ მახვილით, ცეცხლით, მხეცებით, დახუთული საპყრობილეებით, შიმშილითა და წყურვილით, წამებისა და მკვლელობის ყველანაირი საშუალებით; მეორენი იბრძოდნენ სულიერი ძალით, რწმენის ძალით, ღვთის ძალით, ითმენდნენ უსაშინლეს ტანჯვას, დიდსულოვნად კვდებოდნენ სარწმუნოებისთვის. სამ საუკუნოვანი ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა... უწიგნურ მეთევზეთა მოძღვრების წინაშე ქედი მოიდრიკეს ამა ქვეყნის ძლიერებმაც და სწავლულებმაც; ყველა ერმა მოიდრიკა ქედი. ჯვარი, რომელიც მანამდე საძაგელი სასჯელის ნიშანი იყო, უმაღლესი პატივის ნიშანი გახდა: მას თავზე და მკერდზე ატარებენ მეფენი და მღვდელმთავარნი; ის აგვირგვინებს ჭეშმარიტი ღმერთის ტაძრებს; ის თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ნიშანია, მისი სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის ნიშანი. ვინ არ აღიარებს ქრისტიანობის დამკვიდრებაში ღვთის ნებას, ღვთის ძალას, ღვთის მოქმედებას, რომელიც აღემატება ადამიანურ ძალასა და გონებას? აღსრულდა შეუძლებელი, ზებუნებრივი, აღსრულდა საქმე ღვთისა. ასეთად წარმოდგება ქრისტიანობა ზოგადად. ქრისტიანობის უფრო დაწვრილებით შესწავლას მივყავართ მისი ღვთაებრიობის უფრო გარკვეულ რწმუნებამდე. ყველაზე ძლიერი დარწმუნება ჩნდება სახარებისეული მცნებების მიხედვით ცხოვრებისაგან, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „მცნებათა შენთაგან გულისხმა-ვყავ“ (ფსალმ. 118,104). მცნებების აღსრულების შედეგად წარმოშობილი დარწმუნება ადამიანის სულში მოქმედებს – ის ყველა გარეგან დარწმუნებაზე ძლიერია. სახარებისეული მცნებები ამშვიდებენ, აცოცხლებენ, ამტკიცებენ სულს. ის, ვინც იგრძნობს სულში მათ მოქმედებას, მოიპოვებს უფალ იესო ქრისტეს ცოცხალ რწმენას და გამოხატავს უფლის წინაშე გულის საწინდარს გადაწყვეტილი და მტკიცე აღიარებით: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ. და ჩუენ გურწმენა და გვიცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“ (იოან. 6,68-69). „მოყვენ თითნი შენნი“ – ეუბნება მაცხოვარი რწმენაში მერყევ მოწაფეს, მოწაფეს, რომელიც საგონებელშია ჩავარდნილი ღვთის საქმეთა დიდებულების წინაშე – „მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ“ (იოან. 20,27). „ხელი შემახეთ მე და იხილეთ“ (ლუკა 24,39) – დაიწყეთ მოქმედება ჩემი მცნებების მიხედვით, ხელი შემახეთ ცხოვრებით, რომელიც თანხმობაშია ჩემს ნებასთან, – და მიხილავთ მე, უხილავს, მიხილავთ თქვენი სულის სულიერი შეგრძნებით; ყოველი, ვინც ამგვარად შემეხება, დარწმუნდება ჩემში და ჩემი შეცნობით აღფრთოვანებული შესძახებს ჩემს საყვარელ მოციქულთან ერთად: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ ამინ.

წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

სარწმუნოება, ძმანო, ორნაირი არის: ერთი ცხოველი, მეორე მკვდარი. ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედებს კაცის გულში, დაიმორჩილებს კაცის ნებას და ხასიათსა, გაანათლებს და გააცოცხლებს მისსა გულსა და სულსა, ცოდვას მოაძულებს და კეთილს საქმეს შეაყვარებს. მკვდარი სარწმუნოება ის არის, რომელიც გულში არ მუშაობს, ვერცა ერთსა კეთილსა საქმესა ვერ შეაგონებს და ვერ აქმნევინებს; ერთი სიტყვით, საქმით არ გამოსჩნდება. ზოგიერთს ქრისტიანე კაცს რომ შეხედავ, ვერაფრით ვერ შეატყობ, აქვს თუ არა სარწმუნოება. საყდარშიც დადის, პირჯვარსაც იწერს, მაგრამ საქმე და ყოფა-ქცევა მისი არ აცხადებს მისსა სარწმუნოებასა; გული ცივი აქვს, ცოდვას არ ერიდება, ღვთის ნებაზედ არ დადის, არამედ თავის ბოროტს სურვილებს ასრულებს; ზოგიერთი მოუნათლავი თათარიც კი სჯობია მას ყოფა-ქცევით. არა ესრედ იქცევა ის კაცი, რომელს აქვს გულში ცხოველი სარწმუნოება! გული მისი არის მხურვალე ყოველს კეთილს საქმეზე; ფრთხილად გაარჩევს ცოდვასა და მადლსა და სხვა კაცშიაც რომ ნახავს რომელსამე კეთილს საქმეს, უხარია; არავის არ ატყუებს, არავის არ აჭირვებს, არამედ არის ყოველს კაცთან ლმობიერი და მოწყალე. ვევედროთ, ძმანო ღმერთსა, რომ მან გააცოცხლოს ჩვენს გულში სასოება და სარწმუნოება. ამინ.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე

 

"და ღვინოჲ ახარებს გულსა კაცისასა" (ფს. 103,15). ღვინო სამკურნალოა და ერთგვარ ნუგეშსაც გვაძლევს იმ შემთხვევაში, თუკი მას ზომიერად ვსვამთ, სხეულის საჭიროების შესაბამისად; ხოლო საჭიროების გარეშე მიღებულს, მას შეიძლება ეწოდოს მრუში, უძღები და შემაგინებელი, რამეთუ "უძღებ არს ღვინო და შემაგინებელ სიმთრვალე" (იგავ. 20,1). ასე რომ, თუ ზღვარს გადახვალ და ზომაზე მეტს დალევ, ღვინო შხამად გადაგექცევა.

წმ. ისიდორე პელუსიელი

 

ჰოი უსაზღვრო ძალა სიყვარულისა! არც ცაში და არც მიწაზე არაფერია სიყვარულზე უფრო ძვირფასი. ის თავია სათნოებათა. სიყვარული – ყველა სიკეთის მიზეზია, სიყვარული – სათნოებების მარილია, სიყვარული – სჯულის აღსასრულია. მან გარდამოიყვანა ზეციდან ჩვენთან ძე ღვთისა. სიყვარულით მოგვევლინა ყველა სიკეთე: შემუსვრილია სიკვდილი, დატყვევებულია ჯოჯოხეთი, აღმოწოდებულია ადამი. სიყვარულითაა შეკრებილი ერთი სამწყსო ანგელოზთაგან და კაცთაგან. სიყვარულითაა განღებული სამოთხის კარნი და აღთქმულია ჩვენთვის ცათა სასუფეველი. მან განაბრძნო მეთევზენი, მან განამტკიცა მოწამენი, მან გარდასცვალა უდაბნონი მონასტრებად, ფსალმუნთგალობით აღავსო მთანი და ქვაბულნი, მამებს და დედებს ვიწრო გზით სვლა ასწავლა. ჰოი ნეტარი სიყვარული, ყველა სიკეთის მომნიჭებელი.

წმ. ეფრემ ასური

 

ეს საუკუნე სინანულის საუკუნეა, ხოლო ის – მიგებისა; ეს – კეთებისა, ის – გადახდისა; ეს – მოთმინებისა, ის – ნუგეშისცემისა. აწ ღმერთი დამხმარეა მათი, ვინც ბოროტი გზიდან მოიქცევა, ხოლო მაშინ – საშინელი და მიუკერძოებელი გამომეძიებელი კაცთა საქმეებისა, სიტყვებისა და გულისსიტყვებისა. აწ ვსარგებლობთ სულგრძელებით, მაშინ შევიცნობთ მართლმსაჯულებას, როცა აღვდგებით – ერთნი მარადიული სასჯელისათვის, ხოლო სხვები მარადიული ცხოვრებისათვის, და ყველა მიიღებს საქმეების მიხედვით.

წმ. ბასილი დიდი

  

სიახლეები

10 მარტი. 2017 წ.

პატერიკები: წმ. მაკარი ალექსანდრიელი და დასჯილი მღვდელი

 

2 მარტი. 2017 წ.

მოღვაწეობა: წმიდა ისიხი იერუსალიმელი – სწავლებები

 

20 ნოემბერი. 2016 წ.

მრწამსი: „რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა...“

 

5 ნოემბერი. 2016 წ.

საცდურები: სქემმღვდელმონაზონი დიმიტრი ზოგრაფელი – არიან თუ არა რომის კათოლიკეები მწვალებლები

 

16 ოქტომბერი. 2016 წ.

ცხოვრება: მოციქულებრივ მამათა სწავლანი

 

28 სექტემბერი. 2016 წ.

საცდურები: მღვდელი ალექსი იანგი – სწრაფვა ერთობისაკენ

 

20 სექტემბერი. 2016 წ.

ცხოვრება: ქრისტიანობის მაგალითები

 

13 სექტემბერი. 2016 წ.

ცხოვრება: როგორ მზადდება ნამდვილი პური (ბუნებრივ საფუარზე) და კარგი ღვინო

 

18 აგვისტო. 2016 წ.

მოღვაწეობა: დეკანოზი ვიაჩესლავ ტულუპოვი – ღვთაების შესამოსელი

 

24 ივლისი. 2016 წ.

ცხოვრება: განსაცდელებისა და სტიქიური უბედურებების შესახებ

 

8 ივლისი. 2016 წ.

მეუფე სტეფანეს მიერ კრეტის კრების დოკუმენტის შეფასება

 

5 ივლისი. 2016 წ.

კრეტის კრების კრიტიკული შეფასებები

 

24 ივნისი. 2016 წ.

საცდურები: როგორ მრავლდებიან ეკუმენისტები. ყოფილი სემინარიელის ღია წერილი

 

18 ივნისი. 2016 წ.

მოღვაწეობა: გერონდა დანიელ კატუნაკელი – როგორ შეიძლება გახდე ჭეშმარიტი ღვთისმეტყველი

 

11 მაისი. 2016 წ.

მრწამსი: არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე – წერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და წმიდა სინოდს

კანონი – მშობლებისთვის ბავშვების წართმევის შესახებ

 

1 მაისი, 2016 წ.

ცხოვრება: იერუსალიმის პატრიარქი დიოდოროს I († 2000 წ.) აღდგომის ცეცხლის შესახებ

 

19 აპრილი, 2016 წ.

მრწამსი: მსოფლიო კრებების, „ავაზაკთა“ კრებებისა და საერთომართლმადიდებლური კრების შესახებ

 

18 აპრილი, 2016 წ.

პატერიკები: ანგელოზი, რომელიც არ იყო ანგელოზი

 

16 აპრილი, 2016 წ.

მრწამსი: არქიმანდრიტი კირილე კოსტოპულოსი – პასუხი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეკრების განცხადებაზე

 

9 აპრილი, 2016 წ.

მიტროპოლიტი ანდრიას პასუხი პროტოპრესვიტერ გიორგი ცეცისს

 

25 მარტი, 2016 წ.

ცხოვრება: აკადემიკოსი ა. ჩერნოუსოვი – სწორი კვებისა და მარხვის შესახებ

 

4 თებერვალი, 2016 წ.

საცდურები: „ქურდული“ იდეოლოგია ქრისტიანული თვალთახედვით

 

22 იანვარი, 2016 წ.

სამღვდელოება ბავშვების ზნეობის დასაცავად

 

1 ნოემბერი, 2015 წ.

ცხოვრება: ეპისკოპოსი პიტირიმი – ეკლესიაში არ არის ბოროტება

 

27 აგვისტო, 2015 წ.

ცხოვრება: ნიკოლოზ პესტოვი – ბავშვების აღზრდა მართლმადიდებლურად

 

14 ივლისი, 2015 წ.

ისტორია: წმ. იოანე ოქროპირი და ამიანე მარცელინუსი იერუსალიმის იუდეველთა ტაძრის აღდგენის მცდელობის შესახებ

 

4 ივნისი, 2015 წ.

საცდურები: არტემ გრიგორიანის სულიერი ძიების გზა – რატომ მიიღო მართლმადიდებლობა „იეჰოვას მოწმეების“ სექტის ელიტის წევრმა

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა