martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ყმაწვილი რომანოზ ტკბილადმგალობელი

ხსენება 1 ოქტომბერს (ახ. სტ. 14 ოქტომბერს)

 

წარმოშობით რომანოზი სირიიდან იყო და ბავშვობიდანვე ღვთისთვის სათნოდ იქცეოდა. მას არანაირი განათლება არ მიუღია, თავს არიდებდა უქმ საუბრებს, არ უყვარდა თამაში და გართობა.

რომანოზისთვის ტაძარში მსახურებაზე სასურველი არაფერი იყო. მაგრამ რადგან არ იცოდა კითხვა, არ ჰქონდა არც ხმა და არც სმენა, თითქოს ტაძარში სამსახურისთვის ვერ გამოდგებოდა. საჭირო იყო სხვა რაიმე სამუშაო ეძებნა, მაგრამ ტაძარს ვერ შორდებოდა. სხვების მსგავსად ტაძარში მხოლოდ დღესასწაულებზე მისვლა მისთვის თავისუფლების აღკვეთის ტოლფასი იყო. რომანოზი სხვადასხვა ეკლესიებში მსახურობდა – თავდაპირველად ერთ დიდ ქალაქში, შემდეგ კონსტანტინოპოლის გარეუბანში მდებარე ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში.

სიმშვიდით, თავშეკავებული ქცევითა და ღვთისმოსაობით რომანოზმა პატრიარქ ექვთიმეს ყურადღება მიიპყრო. ის ხედავდა, როგორი გულმოდგინებით იცავდა ყმაწვილი ეკლესიის სისუფთავეს, აფასებდა მის კეთილ ცხოვრებას და მგალობლებისა და მედავითნეების ტოლი ანაზღაურება დაუნიშნა. ამან მათი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან რომანოზმა არც კითხვა იცოდა და არც გალობა.

მგალობლებმაც და მედავითნეებმაც შეიძულეს რომანოზი და ცდილობდნენ შეძლებისდაგვარად ევნოთ მისთვის. ერთხელ ქრისტეშობის დღესასწაულზე ტაძარში იმპერატორი მოვიდა. ამ დროს რომანოზი ტაძარში ლამპრებს ანთებდა. უცებ ტაძრის მსახურებმა იგი ამბიონზე გამოიყვანეს და უთხრეს: "შენ ჩვენნაირად იღებ ანაზღაურებას, ჰოდა, ახლაც ჩვენთან ერთად იგალობე საშობაო საგალობლები". მათ იცოდნენ, რომ რომანოზს არც კითხვა შეეძლო და არც გალობა.

ძალიან გაუჭირდა რომანოზს ასეთი შეურაცხყოფის ატანა მეფისა და ხალხის წინაშე და თანაც ასეთ დღესასწაულზე. იგი მწარედ ატირდა.

როდესაც წირვა დამთავრდა და ხალხი ტაძრიდან გავიდა, რომანოზი ღვთისმშობლის ხატის წინ პირქვე დაემხო, მწარედ ტიროდა და ლოცულობდა.

ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ რომანოზი სახლში წავიდა. შინაგანი ტკივილის გამო არაფერი უჭამია, ისე დაწვა. როცა ჩასთვლიმა, უფალმა საოცარი ხილვა მოუვლინა.

მის წინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იდგა. მას ხელში ეკავა გრაგნილი. წმიდა ქალწულმა რომანოზს ჩუმი ხმით უთხრა: "გააღე პირი". როდესაც მან პირი გააღო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გრაგნილი პირში ჩაუდო და უთხრა: "შეჭამე". ყმაწვილმა ქარტია შეჭამა და გამოეღვიძა. მასთან არავინ იყო.

რომანოზმა იგრძნო, რომ წმიდა წერილი იცოდა. ღვთისმშობელმა მას გონება გაუხსნა ღვთაებრივი სიტყვის შესამეცნებლად. ყმაწვილის გული დიდი სიბრძნით აივსო. იგი ცრემლებით მადლობდა თავის საოცარ მასწავლებელს, რომელმაც მოკლე ხანში შეასწავლა იმდენი, რამდენსაც სხვები წლების განმავლობაში ვერ სწავლობდნენ.

დადგა მწუხრის ლოცვის დრო. ღვთისმშობლის მიერ მომადლებული ნიჭით გახარებული რომანოზი ტაძარში მივიდა. როდესაც საშობაო კონდაკის გალობის დრო დადგა, რომელსაც მხოლოდ ერთი მგალობელი ასრულებდა ხოლმე, თავისი ამხანაგებისათვის მოულოდნელად, რომანოზი ამბიონზე გამოვიდა.

მის სულში დუღდა წმიდა შთაგონება. მისი ბაგეებიდან  ხალხმა გაიგონა ის საოცარი გალობა, რომელიც დღემდე ტკბილად არხევს კაცის გულის სიმებს. პატრიარქმა თავისთან იხმო რომანოზი და გამოჰკითხა, თუ საიდან მიიღო მან ასეთი სიბრძნე. ყმაწვილმა გულახდილად უამბო ხილვის შესახებ, უამბო, თუ როგორ მიიღო ყოვლადწმიდა ქალწულისაგან საოცარი მადლი, მას შემდეგ, რაც საკუთარი დარდი გაუმჟღავნა. რომანოზმა აღიარა მასზე აღსრულებული ღვთისმშობლის სასწაული და ადიდა ზეციური მასწავლებელი.

მთელმა ქალაქმა გაიგო ეს საკვირველი ამბავი. მგალობლები მის ფეხებთან იჩოქებოდნენ და პატიებას სთხოვდნენ.

მალე პატრიარქმა რომანოზი დიაკვნად აკურთხა. მისი ბაგეებიდან წყალუხვი მდინარის მსგავსად მოსჩქეფდნენ წმიდა საგალობლები. ისინი კი, ვინც ადრე რომანოზის უმეცრებას დასცინოდნენ, ახლა მისგან სწავლობდნენ.

წმიდა რომანოზ ტკბილადმგალობელმა საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულებისთვის მრავალი კონდაკი დაწერა. მას ეკუთვნის მრავალი წმინდანთა საგალობელი. იგი ყველასაგან პატივსაცემი და საყვარელი ადამიანი იყო. წმინდანი ღვთის სათნოდ ცხოვრობდა და უფრთხილდებოდა ზეციდან მასზე გადმოსულ ნიჭს.

 

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა