martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ღირსი ათანასე ათონელის სიჭაბუკე

ხსენება 5 ივლისს (ახ. სტ. 18 ივლისს)

 

ღირსი ათანასე ათონელის სამშობლოა კავკასიასთან ახლოს მდებარე ქალაქი ტრაპეზუნტი (ტრაპიზონი). მამა მის დაბადებამდე გარდაიცვალა. დედამ მოასწრო შვილის მონათვლა და ისიც გარდაიცვალა.

ობოლი, რომელსაც ნათლობისას აბრაამი დაარქვეს, აღსაზრდელად ერთმა ენკრატისმა (ქალი მონაზონი) აიყვანა. იგი ჯერ კიდევ ყრმობის წლებში ისეთ თვისებებს ამჟღავნებდა, რაც მასში მომავალ დიდ მოღვაწეზე მიუთითებდა. ბავშვობიდანვე ძალიან გონიერი იყო. თანატოლებთან თამაშისას არასოდეს ყოფილა მეფე ან მხედართმთავარი, ყოველთვის იღუმენი იყო. ამიტომაც ბავშვობიდანვე ეჩვეოდა მონაზვნურ ცხოვრებას. გატაცებული თავისი აღმზრდელის მაგალითით, რომელიც მუდმივ ლოცვასა და მარხვაში იყო, ჭაბუკი ცდილობდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო მის ასაკში, მიებაძა მისთვის – ელოცა და ემარხულა.

სწავლაში ყველა თანატოლს სჯობდა, ტანით და გონებით სწრაფად იზრდებოდა. ყრმობის წლებმა გაიარა. ამ დროს გარდაიცვალა მონაზონი, რომელმაც მას დედის მაგივრობა გაუწია. მეორედ დაობლებულმა, მწარედ დაიტირა იგი. ჭაბუკს დიდი სურვილი ჰქონდა სწავლა ბიზანტიაში გაეგრძელებინა, რაშიც ღმერთი დაეხმარა. იმპერატორ რომანოზის ერთ-ერთმა დიდებულმა, რომელიც ტრაპეზუნტში სახელმწიფო საქმეების გამო იყო მივლინებული, ნახა აბრაამი, მოიხიბლა მისი კეთილზნეობით და სათნო გარეგნობით, თან წაიყვანა ბიზანტიაში, მიაბარა ერთ-ერთ საუკეთესო მასწავლებელს – ათანასეს. მალე მოსწავლე ცოდნით მასწავლებელს გაუტოლდა.

ბიზანტიაში აბრაამს ნაცნობობა ჰქონდა ცნობილ მხედართმთავართან, რომლის ვაჟი მის ნათესავზე დაქორწინდა. მხედართმთავარმა შესთავაზა აბრაამს, გადასულიყო მასთან საცხოვრებლად.

აბრაამი მდიდრულ სახლში ცხოვრობდა, სადაც პატრონებისთვის უხვი და დახვეწილი სუფრა იშლებოდა, მაგრამ ყმაწვილი არ თმობდა მარხვას და თავშეკავებას, რომელსაც მისმა აღმზრდელმა მონაზონმა მიაჩვია. მას არ სურდა მაგიდასთან დაჯდომა, შიმშილს ბალახებითა და ბოსტნეულით იკმაყოფილებდა, ცოტა ეძინა, საერთოდ ყოველნაირად ითრგუნავდა თავს, რათა ხორცი სულისთვის დაემორჩილებინა.

მისი კეთილზნეობისა და გონიერების გამო იგი ყველას უყვარდა. მეფემაც კი შეიტყო მის შესახებ და დააყენა იგი ახალგაზრდების მოძღვრად, მისი მასწავლებლის – ათანასეს თანასწორად. და რადგან აბრაამი უფრო ნიჭიერი იყო თავის მასწავლებელზე, მალე გაითქვა სახელი და მასთან უფრო მეტი მოსწავლე მიდიოდა ვიდრე, ათანასესთან. ამან ყოფილ მასწავლებელს გულში შური აღუძრა. თავისი მასწავლებლისათვის გული რომ არ დაეწყვიტა, აბრაამმა მასწავლებლობაზე უარი თქვა და თავის სახლში გააგრძელა სულიერი მოღვაწეობის საქმეები.

ერთხელ აბრაამი მეფის ბრძანებით აღმოსავლეთში მივლინებულ დიდებულს თან ახლდა. გზად მათ ათონის მთა მოინახულეს. ამ მონაზონთა სავანემ ჭაბუკზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. აქ მიხვდა ის თავის მოწოდებას და სახლში რომ დაბრუნდა, ათონზე და მონაზვნობაზე ფიქრობდა. ღვთის განგება აახლოვებდა მას თავის ოცნებასთან.

კონსტანტინოპოლში ჩავიდა ცნობილი მოღვაწე მიქაელ მალეინი. იგი ათონის მახლობლად ცხოვრობდა. მასთან საუბარში აბრაამმა კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი მისწრაფება.

მას შემდეგ აბრაამი დიდხანს არ დარჩენილა ერში, რომელიც არასოდეს იზიდავდა, დატოვა იგი, წავიდა მიქაელ მალეინთან და მაშინვე შეუდგა წლების მანძილზე დაგროვილი გულმოდგინებით დიდ ღვაწლს.

ათანასეს სახელით აბრაამი გახდა მართლმადიდებლური მონაზვნობის უდიდესი მოღვაწე. ის ცხოვრობდა ანგელოზებრივი ცხოვრებით. გადმოცემები ამ ცხოვრებისა და იმ სასწაულების შესახებ, რომელთაც ათანასე აღასრულებდა, მონაზვნური ცხოვრების ისტორიის მიმზიდველ ფურცლებს მიეკუთვნება.

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა