martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

კვიპრელი ეპისკოპოსის, წმიდა ეპიფანეს ბავშვობა

ხსენება 12 მაისს (ახ. სტ. 25 მაისს)

 

კვიპრელი ეპისკოპოსის, წმიდა ეპიფანეს ბავშვობის ამბავი ნათლად გვიჩვენებს ადამიანზე ღვთის განგების ძალას და იმ საოცარ გზებს, რომლითაც უფალს თავისი შვილები ცხონებისკენ მიჰყავს.

ნეტარი ეპიფანე დაიბადა ახლანდელ სირიაში, ქათქათა თოვლით დაფარული ლიბანის ქედის მიდამოებში. წარმოშობით იგი ებრაელი იყო. მამამისს ორი შვილი ჰყავდა: ვაჟი – ეპიფანე და ასული – კალიოპე. ბიჭი ათი წლისა იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. დედა დიდ გასაჭირში ჩავარდა, იგი თავისი შრომით ძლივს ახერხებდა შვილების გამოკვებას. მათ ერთი ურჩი ზნის ვირი ჰყავდათ. უფულობის გამო დედამ შვილს დაავალა, ვირი ბაზარში წაეყვანა და გაეყიდა.

ამ დავალების შესასრულებლად ბიჭი უხალისოდ მიდიოდა, მას ერიდებოდა მყიდველისთვის ავი ზნის ვირის მიჩეჩება და როდესაც ბაზარში მასთან ვიღაც ებრაელი მივიდა, ბიჭმა გულახდილად უთხრა, რომ ვირი გაუხედნავი და ავი ზნისა იყო, რომ ის დედის დავალებას ასრულებდა, რათა აღებული ფულით საჭმელი ეყიდა. ეპიფანეს კეთილსინდისიერებით გულაჩუყებულმა მყიდველმა პურის საყიდლად მას სამი მონეტა მისცა. ბიჭი თავის ვირთან ერთად სახლში წავიდა.

გზაში მას ქრისტიანი, სახელად კლეობი შეხვდა. მან ვირის ფასი ჰკითხა ბიჭს, მაგრამ ეპიფანე იმავე მიზეზის გამო არ თანხმდებოდა ვირის გაყიდვაზე. მათი საუბრისას ვირი ხმამაღლა აყროყინდა, განზე გაიწია, ეპიფანე ძირს გადმოაგდო და გაიქცა. ბიჭი ძლიერ დაშავდა, მხარი ისე იტკინა, რომ ადგომა არ შეეძლო. მიწაზე იწვა და ტიროდა. მაშინ ქრისტიანი კლეობი მასთან მივიდა, მტკივნეული ადგილი გაუსინჯა, სამჯერ გადასახა ჯვარი და მიწიდან სრულიად ჯანმრთელი წამოაყენა. შემდეგ ვირისკენ მიტრიალდა და თქვა: "ჯვარცმული იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გაჩერდი, და რადგან აქ შენი პატრონის მოკვლა გინდოდა, ნურც მოშორებიხარ ამ ადგილს!" – და მაშინვე ვირი მკვდარი დაეცა.

ადვილი წარმოსადგენია მგრძნობიარე ბიჭის გაოცება! მან მაშინვე იკითხა: – მითხარი, ვინ არის ჯვარცმული იესო, რომლის სახელითაც ასეთი სასწაული ხდება?

იესო არის ძე ღვთისა, რომელიც ებრაელებმა ჯვარს აცვეს. – უთხრა კლეობიმ. ეპიფანეს შეეშინდა და უთხრა, რომ ისიც ებრაელია.

ბიჭი მარტო დაბრუნდა შინ. იგი უცნობ ქრისტეზე ფიქრობდა და სურდა ერწმუნა მისი.

მალე დედამ თავისი ყანა გაყიდა და რადგან საჭმელი არაფერი ჰქონდათ, ეპიფანეს ქალაქში წასვლა უბრძანა, რათა იქ რაიმე ხელობით დაკავებულიყო მათ გამოსაკვებად.

ბიჭის მონაცემებს ყურადღება მიაქცია ერთმა ებრაელმა, ტრიფონმა, რომელმაც აღსაზრდელად აიყვანა იგი. აღმზრ­დელს ძალიან შეუყვარდა ეპიფანე. მან გადაწყვიტა თავისი ქალიშვილი მისთვის მიეთხოვებინა, მაგრამ გოგონა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. მალე გარდაიცვალნენ ეპიფანეს დედაც და აღმზრდელიც. ეპიფანე დარჩა მარტო თავის დასთან ერთად და მემკვიდრეობით მიიღო ტრიფონის მდიდრული მამული.

ერთხელ ეპიფანე ქრისტიან ლეონტის შეხვდა, რომელსაც მათხოვარი მოწყალებას სთხოვდა. ლეონტი ღარიბი კაცი იყო, მას არ ჰქონდა მათხოვრისთვის მისაცემი ფული, ამიტომ ტანსაცმელი გაიხადა, მისცა მათხოვარს და უთხრა: "ეს გაყიდე და პური იყიდეო". ეპიფანე აღფრთოვანებული უყურებდა მისთვის უჩვეულო სანახაობას. ამ დროს მან სასწაული ნიშანი დაინახა: ზეციდან თეთრი, ნათელი ტანსაცმელი დაეშვა და ლეონტი შემოსა. ყმაწვილს თავზარი დაეცა. ცხენიდან გადმოხტა, ლეონტის წინ მუხლებზე დაემხო და ევედრებოდა, ეთქვა, ვინ იყო იგი. ამის შემდეგ ყმაწვილი დაუახლოვდა ქრისტიანს და სახლში წაიყვანა. მისგან შეიტყო ყველაფერი ქრისტეს შესახებ, რომლის ძალამ იგი ბავშვობაში გააკვირვა, ვისზეც ოცნებობდა ისე, რომ არც კი იცნობდა მას.

ეპიფანე დასთან ერთად მოინათლა. ნათლობის დროს მისი სახე გაბრწყინდა და მის თავზე გვირგვინი დაეშვა – მომავალი მოღვაწეობის ნიშნად.

ეპიფანემ გაყიდა მამული და ფული ღატაკებს დაურიგა. თავისთვის მხოლოდ წმიდა წიგნების საყიდელი ფული დაიტოვა და ლეონტისთან ერთად ქალაქიდან წავიდა. ლეონტის მონასტერი ჰქონდა, იქ ათი ბერი ერთად ცხოვრობდა, ისინი დაკავებულნი იყვნენ წიგნების გადაწერით, რომლებსაც ჰყიდდნენ და ამით იკვებებოდნენ.

ეპიფანე ბერად აღიკვეცა. თავისი წმიდა ცხოვრებით მან დიდი სულიერი ნიჭები მოიხვეჭა. შემდგომში იგი ეპისკოპოსი გახდა. ეპიფანე კვიპრელი ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წმინდანია.

 

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა