martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ყრმა ნიფონტის მოქცევა

  

(ხსენება 23 დეკემბერს)

 

  

ყმაწვილი ნიფონტის საშინელი უსჯულოებებიდან ქრისტესაკენ მოქცევა, ერთ-ერთი ყველაზე მეტად ჭკუის სასწავლებელი ამბავია წმინდანთა ცხოვრებებს შორის.

 

მსგავსად მრავალცოდვილი მარიამ ეგვიპტელისა, რომელმაც ზნეობის ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ ანგელოზებსაც კი უკვირდათ. მსგავსად ავაზაკი მოსე შავისა, რომელიც ბრწყინავს წმინდანთა შორის, ნიფონტის ამბავი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ არ არსებობს ცოდვის დაცემის სიღრმე, რომლისგანაც ადამიანი ვერ ამოვა და ვერ მიაღწევს გასხივოსნებულ სიწმინდეს. ამასთან, ნიფონტის ამბავი საოცარი ნიმუშია იმ ზრუნვისა, რომელსაც იჩენს ჩვენი საერთო დედა, კურთხეული ქალწული მარიამი ადამიანების სულიერი გადარჩენისთვის.

 

ჩრდილო აზიის მკვიდრი ნიფონტი იყო ცნობილი დიდებულის შვილი და ახალგაზრდა ასაკში განათლების მისაღებად იგი კონსტანტინოპოლში გაგზავნეს. აქ იგი დაასახლეს ერთი მხედართმთავრის სახლში, მასწავლებლად კი ამავე სახლში მცხოვრები მღვდელი მიუჩინეს.

 

ნიფონტი ბუნებით კეთილი და თავმდაბალი ბიჭი იყო, უყვარდა ეკლესიაში სიარული. ყველაფერი, რაც რწმენას ეხებოდა, ახარებდა და გულს უჩუყებდა. უყვარდა ხატებისა და მათ წინ დანთებული კანდელების ყურება, ახარებდა გალობის მოსმენა. ის მთელი გულით გრძნობდა, რომ სამყარო არ მთავრდება იმით, რასაც იგი ხედავს, რომ ადამიანის არსებობის მთავარი მიზანი იქ, შორს, ხილული სამყაროს მიღმაა.

 

ნიფონტი უწესო ბავშვებს დაუმეგობრდა. ცუდი წრე, რომელშიც ნიფონტი ტრიალებდა, ნელ-ნელა ცვლიდა მის ზნეს. მართალია, მან არ უარყო ეკლესია, არ განუდგა თავის რწმენას, მაგრამ ბიწიერმა ცხოვრებამ ისე შეიპყრო იგი, რომ მას აღარ რჩებოდა დრო ლოცვისთვის და ეკლესიაში სიარულისთვის. ნელ-ნელა ის პირჯვრის გადაწერასაც გადაეჩვია. მისი ცხოვრება უქმი და უდარდელი გახდა. ღამეებს მეგობართა წრეში, ურცხვ ღრეობასა და ხორციელ ცოდვებში ატარებდა, შემდეგ სახლში მხოლოდ ნაშუადღევს იღვიძებდა, მდიდარ და უსაქმურ ადამიანებთან ერთად მოედანზე დაეხეტებოდა, მასხარების წარმოდგენებს ესწრებოდა^ ეს ყველაფერი გულსა და გონებას უკლავდა და დიდ ხარჯებსაც მოითხოვდა.

 

რამდენჯერმე, როდესაც ფული არ ჰყოფნიდა, ნიფონტმა მოიპარა კიდეც. უწესო ცხოვრებამ ნერვული სისტემაც დაუზიანა, ადვილად ღიზიანდებოდა, სულ მცირე საბაბიც საკმარისი იყო, რომ ჩხუბი და დავიდარაბა აეტეხა. ამასთან სხვებზეც ცუდ გავლენას ახდენდა, ასე რომ კონსტანტინოპოლის ახალგაზრდებისათვის ცდუნების წყაროდ გადაიქცა.

 

ნიფონტის ერთმა ნაცნობმა, სათნო ადამიანმა, რომელიც შიშით ადევნებდა თვალს მის ცხოვრებას, უთხრა მას:

 

– ნიფონტ, რა გემართება? როგორ ცხოვრობ? ცოცხალია მხოლოდ შენი სხეული, შენი სული კი მკვდარია.

 

– ნუ მსაყვედურობ, გულდაწყვეტით უპასუხა ნიფონტმა. მე სამუდამოდ დაღუპული ვარ – აღარაფერი მეშველება, მაშ ნუღარ მიშლი ხელს, მშვიდად დავტკბე ამქვეყნიური სიამოვნებებით.

 

ნიფონტისთვის ადრე ნაცნობი იყო მგზნებარე ლოცვის სიხარული. ახლა კი ლოცვა აღარ შეეძლო, თითქოს ქვა ედო გულზე. ქალი, რომლის სახლშიც ნიფონტი ცხოვრობდა, ხშირად ტიროდა ამ ყმაწვილის გამო. ის ცდილობდა, დაერწმუნებინა ყმაწვილი, ასეთი ცხოვრებისათვის თავი დაენებებინა, ეჩხუბებოდა, სცემდა კიდეც, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ნიფონტი მართლაც სამუდამოდ დაღუპული იყო, რომ იგი ვეღარასოდეს დააღწევდა თავს იმ უსჯულოების წყვდიადს, რომელშიაც ჩაეფლო.

 

ნიფონტს, დაცემის მიუხედავად, მაინც შემორჩა ძველი კარგი მეგობრები. ერთხელ ის მივიდა ერთ-ერთ ასეთ მეგობართან, ნიკოდიმესთან. როდესაც ნიკოდიმემ სტუმარს შეხედა, შეძრწუნებისაგან ხმა ვერ ამოიღო.

 

– რა მოგივიდა, რატომ სდუმხარ? – ჰკითხა ნიფონტმა.

 

– არასოდეს მინახიხარ ასეთი: სახე ეთიოპელივით სულ მთლად შავი გაქვს.

 

 მეგობრის ამ შენიშვნამ და მის სახეზე გამოხატულმა საშინელებამ ღრმად შეძრა ნიფონტი. მას შერცხვა და შეეშინდა. სახე ხელებით დაიფარა, ეგონა, რომ ყველა ხედავდა მის სიშავეს და დადარდიანებული შინ წავიდა. "ვაი ჩემს თავს, – ფიქრობდა იგი. – თუ ისეთი შავი ვარ, რომ ხალხს ვაშინებ, როგორღა წარვსდგები უფლის სამსჯავროზე? რაღა ვქნა ახლა! ნუთუ შევძლებ მონანიებას, ნუთუ შესაძლებელია ჩემი გადარჩენა? როგორ შემიძლია, ღმერთს ვუთხრა "შემიწყალე", როდესაც სულ მთლად სიბილწეში ვარ ჩაფლული!"

 

ასეთი ფიქრებით მივიდა ნიფონტი სახლში. მასში დიდი ბრძოლა მიდიოდა ღამით, როდესაც ყველაფერი ჩაჩუმდა. კეთილი ზრახვა მას შთააგონებდა: "მთელი სულით მიენდე ღმერთს, იგი შენთვის ევნო, ის არ უკუგაგდებს შენ, იმედი გქონდეს მისი მოწყალების და უფალი მოგაგებს შენი რწმენისამებრ".

 

ამ კეთილ ზრახვას ბოროტი ზრახვა ეწინააღმდეგებოდა, რომელიც ნიფონტს შთააგონებდა: "თუ ლოცვას დაიწყებ, გაგიჟდები და დამახინჯდები და ყველა დაგცინებს".

 

ნიფონტს ეყო ძალა თავი ასე დაემშვიდებინა: თუ მაშინ არაფერი დამემართა, როდესაც ბიწიერებაში ვცხოვრობდი, ნუთუ ახლა მომივა რაიმე ცუდი, როცა ლოცვას დავიწყებ?

 

– გამშორდი, სატანავ – დამღუპველი აზრების შთამაგონებელო.

 

ნიფონტმა მოიკრიბა ძალა და ღამით სალოცავად დადგა. მკერდში იცემდა, უფალს შეწევნას და შეწყალებას ევედრებოდა. თავის გასასამართლებლად არაფერი ჰქონდა სათქმელი. იცოდა, რომ მთლიანად წყლულებსა და ცოდვებში იყო ჩაფლული. მისი დაიარებული, ღმერთს მონატრებული სული შეჰღაღადებდა მას, პატიებას ევედრებოდა. როგორც ოდესღაც მეძავი ქალი, მისი სულიც მაცხოვარ ქრისტეს ფეხებში ჩაუვარდა. ლოცვისას მან მოულოდნელად აღმოსავლეთიდან მასზე მომავალი საშინელი წყვდიადი დაინახა. ნიფონტი შეშინებული დაწვა. მას ეჩვენებოდა, რომ წყვდიადი მისი დაღუპვის მომასწავებელი იყო. დილით მან თავს ძალა დაატანა ეკლესიაში წასასვლელად. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისთვის იოლი არ აღმოჩნდა, ეკლესიის ზღრუბლთან მისული კინაღამ უკან გაიქცა, მაგრამ უფალი შეეწია მას.

 

ტაძარი ჯერ ცარიელი იყო, მსახურები საკურთხეველს ალაგებდნენ. ნიფონტს ხელს არავინ უშლიდა. იგი მივიდა ღვთისმშობლის ხატთან, რადგან იგი ყოველთვის პატივს მიაგებდა ქრისტიანთა დედასა და მეოხს.

 

– შემეწიე, – შეჰღაღადა მან ღვთისმშობელს, – დამეხმარე შენი დიდი წყალობით, ყოვლადწმიდაო, მიშველე! შენ ხარ მონანულთა ნუგეში და იმედი!

 

 და მოხდა სასწაული. ღვთისმშობლის ხატი გაბრწყინდა. ნიფონტი თითქოს გარდაიქმნა, იგი მიხვდა, რომ ღვთისმშობელმა შეიბრალა იგი და მზადაა დაეხმაროს. მან ხელები ხატისკენ გაიწვდინა და წარმოთქვა:

 

– უფალო, შენ დასახმარებლად შენი ყოვლადწმიდა დედა გამოგვიგზავნე! შენ იგი ჩვენთვის მლოცველად დაადგინე!

 

მის გულში სიმშვიდემ დაისადგურა, იმედით ემთხვია იგი წმიდა ხატს. სახლში დაბრუნებული თავისთავს ეუბნებოდა: "შეხედე, წყეულო სულო, შეხედე, როგორ შეგვიყვარა ჩვენ უფალმა, როგორ მოდის ჩვენსკენ, ჩვენ კი უარვყოფთ მას".

 

ამის შემდეგ ნიფონტი დროს ლოცვაში, სინანულსა და მკაცრ მოღვაწეობაში ატარებდა, შემდეგ ბერად შედგა. ნიფონტი დიდი სასწაულთმოქმედი გახდა. მას საკვირველი ხილვები ჰქონდა, წინასწარჭვრეტის ნიჭიც, რითაც ადამიანებს ეხმარებოდა სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვაში.

 

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა