martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

სოლომონია და მისი შვიდი ვაჟი მაკაბელნი

 

(ხსენება 1 აგვისტოს)

  

დედა, რომელმაც შვილები რწმენაში აღზარდა და ჩაუნერგა მათ ცოცხალი სიყვარული უფლისადმი; დედა, რომელსაც შვილების ტანჯვა რწმენისათვის სიხარულს ანიჭებდა; დედა, რომელმაც იტანჯა თითოეულ შვილში, შვიდგზის შესწირა უფალს მსხვერპლი, შემდეგ კი თავის შვილებს აჰყვა ზეცაში, რომლებიც საკუთარი ხელით დააყენა მოწამებრივ გზაზე, – აი ძველი აღთქმის ამაღელვებელი ამბავი მაკაბელი ძმებისა და მათი დედის – სოლომონიას შესახებ.

 

იმ დროს სირიასა და პალესტინაში მეფობდა ანტიოქე ეპიფანე. მღვდელმთავარმა იასონმა წარმართი ეპიფანეს გულის მოსაგებად დაიწყო წარმართული უსჯულოების დანერგვა. ბევრმა მცირედმორწმუნე ებრაელმა დაივიწყა ღვთის სახლი და დროს სანახაობებზე ატარებდა. ღვთის სჯული ნელ-ნელა დავიწყებას ეძლეოდა, ზეიმობდა უსჯულოება.

 

ღვთის ერთგული ებრაელები ოცნებობდნენ ანტიოქეს უღლის გადაგდებაზე, მაგრამ მან ძალით აიღო იერუსალიმი და სამი დღის განმავლობაში ოთხმოცი ათასი კაცი ამოჟლიტეს, ორმოცი ათასი კი ტყვედ წაიყვანეს. იერუსალიმიდან წასვლის შემდეგ მან იქ სასტიკი ჯალათები დატოვა.

 

მალე ანტიოქემ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მის მიერ დაპყრობილ ხალხს კერპთაყვანისმცემლობა უნდა მიეღო.

 

შიშის გამო ბევრმა იუდეველმა კერპებს მსხვერპლი შესწირა. მეფემ იერუსალიმში საიმედო დიდებულები გამოგზავნა, რათა მათ ებრაელები აეძულებინათ, შეესრულებინათ წარმართული წესები, განსაკუთრებით კი – ეჭამათ ნაკერპავი ღორის ხორცი, რომლის ჭამას მათ მოსეს კანონი უკრძალავდა.

 

ამ დროს დედასთან ერთად შეიპყრეს შვიდი ძმა და ცნობილი წარმომავლობის გამო მეფეს მიჰგვარეს, რომელიც მათ ნაკერპავი ხორცის ჭამას აიძულებდა.

 

ეს ძმები იყვნენ იერუსალიმში მოწამებრივად აღსრულებული სჯულისმეცნიერის – ელეაზარის მოსწავლეები. მათ კარგად ახსოვდათ მოძღვრის დარიგებანი; ამიტომაც მტკიცედ იდგნენ თავიანთ სარწმუნოებაზე და არ სურდათ სჯულის დარღვევა. მეფე მათ შოლტითა და ხარის ძარღვებით აწამებდა, მაგრამ ისინი უშიშრად ამხელდნენ მტარვალს.

 

– რისი გაგება გსურს ჩვენგან? – უთხრა მეფეს უფროსმა ძმამ. – ჩვენ მზად ვართ მოვკვდეთ, ვიდრე მამა-პაპათა სჯული დავთმოთ.

 

გამძვინვარებულმა მეფემ ბრძანა, დედისა და ძმების თვალწინ უფროსი ძმისთვის მოეჭრათ ენა და სხეულის სხვა ნაწილები. ყმაწვილის სხეული კვლავ სუნთქავდა და მეფემ მისი გახურებულ ტაფაზე დაგდება ბრძანა. ამ დროს დედა და დანარჩენი ძმები ერთმანეთს ამხნევებდნენ. ღმერთი ხედავს ჩვენს ტანჯვას და შეგვიწყალებს, – ამბობდნენ ისინი.

 

პირველ ძმას მეორე მიჰყვა. მას თავიდან კანი თმიანად ააძრეს და შემდეგ ჰკითხეს, შეჭამდა თუ არა ნაკერპავ ხორცს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწილებად აქნიდნენ. მისი პასუხი იყო – "არა". მან თავი სატანჯველად გაწირა. სიკვდილის წინ მოწამემ წარმოსთქვა:

 

– მტანჯველო, შენ გვართმევ ამქვეყნიურ ცხოვრებას, მაგრამ ქვეყნის მეუფე მისი სჯულისთვის თავდადებულებს სამარადისო ცხოვრებისათვის აღგვადგენს...

 

მესამე ძმას უბრძანეს ენა გამოეყო და ხელები წინ გაეშვირა მოსაკვეთად. მან თამამად გაიშვირა ხელები და წამოიძახა: სხეულის ყოველი ნაწილი უფალმა მომცა, მისი სჯულისთვის არ დავინანებ მათ, იმ იმედით, რომ უფალივე დამიბრუნებს ყველაფერს უკან.

 

მეფე და მისი გარემოცვა გააკვირვა ყმაწვილის სიმამაცემ, რომელიც ტანჯვას არად აგდებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს მეოთხე ძმის წამება, რომელმაც სიკვდილის წინ თქვა:

 

– ჩვენ ადამიანი გვკლავს, მაგრამ უფალი აღგვადგენს, შენ კი ვერ აღდგები სიცოცხლისათვის.

 

გამოიყვანეს მეხუთე, რომელმაც უთხრა მეფეს:

 

შენ, მოკვდავს, გაქვს ხელისუფლება ადამიანებზე და აკეთებ, რაც გსურს, მაგრამ ნუ გგონია, რომ ჩვენს მოდგმას ღმერთი გაწირავს. მოიცადე და შენივე თვალით ნახავ, როგორ დაგტანჯავს ღმერთი შენც და შენს შთამომავლობას.

 

როდესაც მეექვსე ძმა წამებით კვდებოდა, მან თქვა:

 

ჩვენ ჩვენი ცოდვების გამო ვიტანჯებით, შენ კი სასჯელი არ აგცდება, რადგან ღმერთს ბრძოლა გამოუცხადე.

 

დედა გაქვავებული იდგა, ხედავდა, როგორ იღუპებოდნენ მისი შვილები ერთი მეორის მიყოლებით და თითოეულს ანუგეშებდა... მისი ნაზი, ქალური გული თითქოს კაცის გულად გადაიქცა. იგი შვილებს ეუბნებოდა:

 

– შემოქმედმა შექმნა ადამიანთა მოდგმა. იგი კვლავ დაგიბრუნებთ თქვენ სიცოცხლეს, რადგან მისი სჯულის დაცვისათვის თქვენ თავი გაწირეთ.

 

ანტიოქე თავს დამცირებულად გრძნობდა. მისმა მრისხანებამ მიზანს ვერ მიაღწია. ძმები კვდებოდნენ, მაგრამ მის ნებას არ ასრულებდნენ. რჩებოდა მაკაბელთა უკანასკნელი ძმა – პატარა ბიჭუნა. ანტიოქეს მისი დაყოლიების იმედი ჰქონდა. იგი ჰპირდებოდა, ეფიცებოდა ყმაწვილს, რომ მდიდარსა და ბედნიერს გახდიდა მას, გახდებოდა მისი მეგობარი და საქმეების გაძღოლასაც ანდობდა. ბიჭმა მისი სიტყვები არაფრად ჩააგდო.

 

მაშინ მეფემ დედა მოიხმო და სთხოვა, დაეყოლიებინა შვილი, რომ ბავშვს თავი გადაერჩინა. მაგრამ დედამ შვილს ასე მიმართა:

 

– მიმოიხედე ირგვლივ, შეხედე ცას და მიწას და გაიხსენე შენი შემოქმედი. ნუ შეგაშინებს ეს ჯალათი. იყავი შენი ძმებივით ღირსეული და შეეგებე სიკვდილს...

 

ქალს სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, როდესაც ყმაწვილმა მეფეს მიმართა: – ვის ელოდები, რატომ აყოვნებ ჩემს წამებას? მე ვემორჩილები მოსეს ხელით მოცემულ სჯულს და არა მტარვალის ბრძანებას. შენ ისეთი ბოროტება გამოაჩინე ჩვენს მიმართ, რომ ღვთის რისხვას ვერ გადაურჩები. მე კი, ჩემი ძმების მსგავსად, მამა-პაპათა სჯულის დასაცავად თავს გავწირავ. უფალს ვევედრები, ისრაელი შეიწყალოს, შენ კი სასჯელითა და ტანჯვით დაგარწმუნოს, რომ მხოლოდ ის არის ღმერთი.

 

მაკაბელთა უმცროსი ძმაც უფალს მსხვერპლად შეეწირა. მათი დედა ენით უთქმელი სიხარულით იყო აღვსილი იმის გამო, რომ შვილები უმანკონი გაგზავნა უფალთან. სოლომონია შვილების ნატანჯ სხეულებთან დადგა, ხელები ცისკენ აღმართა, სიხარულის ცრემლებით სავსემ ილოცა და უფალს მიაბარა სული. ასე აღესრულნენ სოლომონია და მისი ძენი. მათ ყოვლისმპყრობელი უფლის სჯულს შესწირეს თავი.

 

მაკაბელთა სისხლმა უფლის წყალობა მოუტანა ებრაელ ხალხს. მან მიუტევა მათ შეცოდება და მამაცი მხედარი – იუდა მაკაბელი მოუვლინა, რომელმაც დაამხო ანტიოქე, განდევნა მისი მხედართმთავრები და იერუსალიმის ტაძარი ბილწი კერპებისაგან განწმინდა. მეფე ანტიოქეს ღვთის სამართლიანი სასჯელი ეწია. იგი უკურნებელი წყლულით დაავადდა, სასტიკად იტანჯებოდა, მისი სხეული აუტანელ სიმყრალეს გამოსცემდა.

 

მაშინ მეფემ, უმცროსი მოწამის წინასწარმეტყველებისამებრ, აღიარა ისრაელის ღმერთი, რომელსაც ადრე გმობდა, და დაიწყო იმის ძებნა, ვისაც ადრე ებრძოდა. მაგრამ ვერ მოიპოვა ღვთის წყალობა და ნაძრახი სიკვდილით გარდაიცვალა.

 

წმიდა მოწამე ძმათა სახელებია: აბიმი, ანტონინე, გური, ელიაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელი.

 

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა