martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ღირსი იოანე დამასკელი

 

ხს. 4 დეკემბერს

 

 

წმინდა იოანეს სამშობლო იყო ქალაქი დამასკო სირიაში. მამამისს დამასკოს მმართველთან მაღალი თანამდებობა ეკავა და დიდ კეთილდღეობას მიაღწია. ცოლთან ერთად ის კეთილმსახურებით და ქრისტიანული რწმენის ერთგულებით გამოირჩეოდა.

 

იოანე რომ წამოიზარდა, მამამ ძალა და საშუალება არ დაზოგა, რომ მისთვის საუკეთესო განათლება მიეცა. ამაში მას თვით უფალი დაეხმარა: გაუგზავნა ბრძენი და მრავლისმცოდნე ბერი, სახელად კოსმა.

 

ამ მონაზონმა ბერძენ ბრძენთა – არისტოტელეს და პლატონის ფილოსოფია იცოდა, გეომეტრია და ასტრონომია შეისწავლა, მუსიკის ხელოვნებას დაეუფლა, ძლიერი იყო დიალექტიკაში, ქრისტიანული ღვთისმეტყველება ზედმიწევნით იცოდა. კოსმასთან იოანემ რამდენიმე წელი გაატარა; ყველაფერი შეისწავლა, ყველა მეცნიერებას ისეთი წარმატებით ჩასწვდა, რომ ერთხელ ბერმა კოსმამ იოანეს მამას უთხრა:

 

– სურვილი აგისრულდა: შენმა შვილმა განსწავლულობით მე გადამაჭარბა და მასწავლებელი მეტად აღარ სჭირდება. გთხოვ მონასტერში გამიშვა, რათა სიკვდილის წინ სულის საცხოვნებლად თავად შევისწავლო უმაღლესი სულიერი სიბრძნე.

 

ბერის წასვლის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. იოანეს მამა გარდაიცვალა. დამასკოს მმართველმა იოანე იხმო და იმაზე მაღალ თანამდებობაზე დანიშნა, ვიდრე მამამისს ეკავა.

 

ამ დროს სამეუფო ქალაქში (კონსტანტინოპოლში) წმინდა ხატების დევნა დაიწყო. მეფე ლეონ ისავრიელის ბრძანებით ყველას, ვინც წმინდა ხატებს თაყვანს სცემდა, აწამებდნენ, საპყრობილეში სვამდნენ და ასახლებდნენ. ბრძანეს ხატები ტაძრებიდან გაეტანათ და გაენადგურებინათ. მეფის ჯარისკაცები კარდაკარ დადიოდნენ, ხატებს აგროვებდნენ და სახალხოდ წვავდნენ. მთელ იმპერიაში კვნესა და მოთქმა ისმოდა. მართლაცდა როგორ არ ეტირათ, როცა მაცხოვრისა და ღვთის დედის წმინდა სახეებს, რომელთა წინაშე ჩვეულებრივ ლოცვად დგებოდნენ, ცეცხლში ყრიდნენ?!

 

წმინდა ხატების დევნის შესახებ მალე იოანესთვისაც გახდა ცნობილი. მან მათ დასაცავად რამდენიმე მხურვალე და შთაგონებული წერილი დაწერა. ამ წერილებმა ძლიერ გაამხნევეს და ანუგეშეს კეთილმსახური ადამიანები, მაგრამ ამავე დროს ძლიერ გააღიზიანეს ერეტიკოსი-ხატმბრძოლები და, პირველ რიგში, მეფე ლეონი (შეგახსენებთ, რომ დამასკო არაბი ხალიფების ხელში იყო და არა – ბიზანტიის მეფეებისა).

 

მეფე ლეონი იოანეზე განრისხდა და მისი დაღუპვა ყველაზე მდაბალი საშუალებით გადაწყვიტა. მან ოსტატ მწერალს იოანეს ხელწერის ათვისება და ვითომდა მისი ხელით მისდამი წერილის დაწერა დაავალა. ეს ყალბი წერილი შემდეგნაირად იყო შედგენილი:

 

– გატყობინებ შენ, დიადი ქრისტიანული სახელმწიფოს მეფესა და ყველა ქრისტიანის დამცველს, რომ ჩვენი ქალაქი ცუდად არის დაცული. თუკი შენ, მეფე, ჯარს გამოგზავნი, ის იოლად დაიპყრობს დამასკოს. მე ყველანაირად დაგეხმარები, რადგან აქ ყველაფერი ჩემი მეთვალყურეობის ქვეშაა.

 

მეორე წერილში მეფე თავისი სახელით დამასკოში არაბეთის ხალიფას სწერდა:

 

– შენს ქალაქში მცხოვრები ვინმე ქრისტიანი შენთან საომრად მაქეზებს და მოღალატურად მთავაზობს თავის დახმარებას. ჩემს სიტყვებში რომ არ დაეჭვდე, ამიტომ მის ერთ-ერთ წერილს გიგზავნი. მოძებნე ის და მოიქეცი, როგორც გენებოს.

 

ეს წერილები დამასკოში ხალიფას რომ ჩაუტანეს, მან იოანეს ხელწერა იცნო. მაშინვე მის მოსაყვანად კაცი გაგზავნა და არაფერი უთხრა, ისე აჩვენა ყალბი წერილი. იოანემ თქვა: "ხელწერა ჩემია, მაგრამ ეს მე არ დამიწერია. უნამუსო უნდა იყო, რომ საკუთარი მეფის ღალატი გაბედო". ხალიფამ იოანეს არ დაუჯერა და მისთვის მარჯვენა ხელის მოკვეთა ბრძანა.

 

მოკვეთილი ხელი მოედანზე გამოკიდეს იმათ დასაშინებლად, ვინც მსგავსი რამის გაკეთებას გაბედავდა. ტკივილისაგან გათანგული იოანე სახლში წაიყვანეს. იმ იმედით, რომ ხალიფას მრისხანება დაცხრა, საღამოხანს იოანემ მოკვეთილი ხელის სათხოვნელად მსახური გაგზავნა. როცა ხელი მოუტანეს, იგი საძინებელში შევიდა, ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლებზე დაეცა და მოკვეთილი ხელი მკლავზე მიიკრა. იოანე მხურვალედ ლოცულობდა და ხელის გამრთელებას ითხოვდა. ღამით ხილვა ჰქონდა: დედა ღვთისა გამოეცხადა, რომელიც მოწყალე თვალით უმზერდა და იოანემ გაიგონა სიტყვები: "აჰა, განკურნებულია შენი ხელი!"

 

გამოღვიძებული იოანე დარწმუნდა, რომ მოჭრილი ხელის მტევანი მართლაც შეუხორცდა. იოანეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მთელი მისი სახლი სიხარულით  აივსო, ყველანი ღმერთს უგალობდნენ. სასწაულის შესახებ ხალიფამაც შეიტყო. ინანა, რომ ასე ნაჩქარევად და დაუფიქრებლად მოიქცა და გადაწყვიტა დაეჯილდოებინა იოანე, პირველ მრჩევლად დაენიშნა. მაგრამ იოანეს სხვა აზრი გაუჩნდა: მიეტოვებინა ამაოებითა და განსაცდელებით სავსე ქვეყანა და მონასტერში წასულიყო. ხალიფა როგორ არ არწმუნებდა, რომ ეს არ გაეკეთებინა, მაგრამ იოანე შეუდრეკელი დარჩა. სახლში რომ მივიდა, მაშინვე ნათესავებს უხმო და თავისი გადაწყვეტილება გამოუცხადა. თავისი სიმდიდრე მათ დაუტოვა, მონების გათავისუფლება და იმდენი ფულის მიცემა უბრძანა, რომ მათ ახალი ცხოვრების დაწყება შეძლებოდათ.

 

იოანემ ყველაზე უბრალო კაბა გადაიცვა, ჩანთაში რამდენიმე ხმელი კვერი ჩაიდო, კვერთხი აიღო, დილაადრიანად მოგზაურივით გამოვიდა და იერუსალიმისაკენ გზას დაადგა. წმინდა ადგილების თაყვანისცემის შემდეგ იორდანეს გადაღმა, უდაბნოს მიაშურა, სადაც წმინდა საბას ლავრაში ბერები მოღვაწეობდნენ. წინამძღვარმა მაშინვე იცნო იოანე და გაიხარა, რომ ასეთი ადამიანი თავმდაბლურად ითხოვდა მათ ძმობაში შესვლას.

 

ვინ გაბედავდა სახელგანთქმული იოანეს დამრიგებელი ყოფილიყო? ყველანი უარზე იყვნენ. ბოლოს მოიძებნა ვინმე ბერი, უბრალო, მაგრამ ბრძენი, რომელიც იოანეს მორჩილებაში აყვანას დათანხმდა.

 

ბერის პირველი მცნება იყო: არაფერი ეკეთებინა საკუთარი ნებით, ღვთის მიმართ ხანგრძლივად ელოცა და თავისი ცოდვების გამო განუწყვეტლივ ეგლოვა. ბერთან იოანე დიდხანს ცხოვრობდა, მის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებდა. ბერს უხაროდა, როცა ხედავდა, როგორი სისწრაფით ადიოდა იოანე სულ უფრო მაღალი სრულყოფილებისკენ.

 

ერთხელ ბერმა იოანეს მორჩილებისა და თავმდაბლობის გამოცდა მოისურვა. მოაგროვა მრავალი კალათი, რომლებსაც ისინი ერთად წნავდნენ და იოანეს გასაყიდად დამასკოში გაატანა. "იცოდე იმაზე ნაკლებ ფასად არავის მიჰყიდო, რომელსაც მე გეტყვი", თქვა მან და იმაზე ბევრად დიდი ფასი დაადო, ვიდრე ისინი ღირდა.

 

წავიდა იოანე, ბერისთვის არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ფასი მეტისმეტად მაღალი იყო, რომ შორია გზა, რომ გაცილებით ნაკლებ ფასად მათი გაყიდვა იერუსალიმშიც შეიძლებოდა, რომ ბოლოს და ბოლოს რცხვენია ზურგზე კალათებმოკიდებულს იმ ქალაქში სიარული, სადაც მას ადრე მდიდარი ცხოვრებით იცნობდნენ. მხოლოდ თქვა: "მაკურთხე, მამაო!" – კალათები აიღო და წავიდა.

 

ღარიბულად ჩაცმული იოანე დამასკოს ქუჩებსა და მოედნებზე დადიოდა, კალათებს სთავაზობდა მყიდველებს, მაგრამ როცა ფასს იგებდნენ, არავინ ყიდულობდა. დასცინოდნენ კიდეც და ამბობდნენ: "ჭკუაზე თუ ხარ, ამდენ ფულს რომ ითხოვ?" რა თქმა უნდა, ვერავინ იცნო ამ გარუჯულ, დამტვერილ და გამხდარ მონაზონში ხალიფას მრჩეველი იოანე. მხოლოდ ერთი კაცი, იოანეს ყოფილი მსახური დააკვირდა და მიხვდა, ვინ იყო იგი. ტკივილით გული შეეკუმშა, როცა თავისი ყოფილი ბატონი ასეთ გასაჭირში დაინახა. ვითომ არაფერი იცოდა, იოანესთან მივიდა და ყველა კალათი იყიდა იმ ფასად, რასაც იოანე ითხოვდა.

 

იოანე გახარებული დაბრუნდა სავანეში, მაგრამ როგორც საამო და თბილ ზაფხულს ნესტიანი შემოდგომა მოსდევს, შემოდგომას კი – მკაცრი ზამთარი, როგორც სიცილსა და სიხარულს ცრემლები ცვლის, როგორც წარმატებას წარუმატებლობა ენაცვლება, – ასევე დამასკოში კარგად შესრულებული დავალების შემდეგ იოანეს მძიმე განსაცდელის გადატანა მოუხდა.

 

იმ ლავრის მონაზვნებს შორის, სადაც იოანე მოღვაწეობდა, ორი ღვიძლი ძმა იყო, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ერთი მათგანი გარდაიცვალა. ცოცხლად დარჩენილი ძმა უნუგეშოდ ტიროდა. იოანე ანუგეშებდა, მაგრამ მისი წუხილი იმდენად დიდი იყო, რომ იოანეს სიტყვები მას ვერ ამშვიდებდა. მგლოვიარე მონაზონმა სთხოვა იოანეს, ისეთი სამგლოვიარო გალობა დაეწერა, რომელიც მის სულს დაამშვიდებდა. იოანეს ახსოვდა თავისი მოძღვრის სიტყვები – თვითნებურად არაფერი ეკეთებინა და უარს ამბობდა, მაგრამ მონაზონი ისეთი დაჟინებით, ისეთი ცრემლით ევედრებოდა, რომ იოანე მის ნებას დაჰყვა. ისეთი დიდი იყო გარდაცვლილი ძმის გამო წუხილი, რომ ის იოანესაც გადაედო და საოცარი გალობა დაწერა, რომელსაც დაკრძალვის დროს ეკლესიაში დღესაც გალობენ: "რომელი შუება სოფლისა დაადგრების თვინიერ მწუხარებისა, რომელი დიდება ჰგიეს ქუეყანასა ზედა შეუცვალებელად? ყოველივე აჩრდილისა უუძლურეს არს, ყოველივე სიზმრისა უმაცთურეს არს. ერთი წამი და ამას ყოველსა სიკუდილი უჩინო-ჰყოფს. არამედ ნათელსა პირისა შენისასა, ქრისტე, და სიტკბოებასა შენისა შუენიერებისასა, რომელი გამოირჩიე, განუსვენე, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე ხარ".

 

ბერი ამ დროს სენაკში არ იყო; რომ დაბრუნდა, იოანეს ხმა გაიგონა და შემოსულმა მკაცრად დატუქსა: "რა ჩქარა დაგავიწყდა შენი აღთქმა; ტირილის ნაცვლად გალობა მესმის..." იოანე შეეცადა მოძღვრისთვის გალობის მიზეზი აეხსნა და თავის დაწერილ ტროპარს უჩვენებდა, ბოლოს ფეხებში ჩაუვარდა და პატიება სთხოვა, მაგრამ ბერს არაფრის გაგონება არ სურდა და იოანე გააგდო. მან მთელი დღე მოძღვრის სენაკთან ტირილში გაატარა და მიტევებას სთხოვდა. ბერი შეუბრალებელი იყო. სხვა ბერები, რომლებსაც იოანე თავმდაბლობისა და თვინიერებისათვის უყვარდათ, შუამდგომლობდნენ და ეუბნებოდნენ ბერს:

 

– ეპიტიმია დაადე, მაგრამ შენთან ურთიერთობას ნუ აღუკვეთ, ნუ გააგდებ!

 

ბერმა ამაზე უპასუხა: – თუკი იოანეს მიტევება უნდა, ლავრის მთელი სიბინძურე საკუთარი ხელით გაწმინდოსო.

 

იოანემ ეს რომ გაიგონა, არათუ დამწუხრდა, სიხარულით შეუდგა დაკისრებულ საქმეს. ჰოი, საოცარი თავმდაბლობა ჭეშმარიტი მორჩილისა!

 

როცა ბერმა იოანეს თავმდაბლობისა და მორჩილების სიღრმე დაინახა, გული მოულბა, მასთან მიირბინა, მოეხვია, იმ ხელებს უკოცნიდა, რომლითაც იოანე ის-ის იყო სიბინძურეს ეხებოდა და სიხარულით იძახდა: "ოი, როგორი მორჩილი მომმადლა ქრისტემ!"

 

ცოტა ხნის შემდეგ ბერს ძილში თვით ყოვლადწმიდა დედოფალი გამოეცხადა და უბრძანა ნება დაერთო იოანესათვის, რომ მას ღვთისადმი ქება და ჰიმნები შეეთხზა. ამის შემდგომ იოანეს კალმიდან შთაგონებულმა საგალობლებმა იწყო დინება. საუკეთესო ჰიმნად შეიძლება პასექის კანონი ჩაითვალოს:

 

"აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო; პასქა უფლისა, პასქა, რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკუდილისაგან მიხსნნა და ქვეყანით ცად აღმიყვანნა სუფევად ძლევისა მგალობელნი დღეს" (I გალობის ძლისპირი).

 

ამ კანონში ჟღერს სულიერი აღტაცება, რომელსაც აღდგომის ღამეს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში განიცდიან მლოცველები. ამ აღტაცების მოწმე ხშირად ყოფილა თავისი მონასტრიდან წმინდა ქალაქში ჩამოსული იოანე. სწორედ ეს განწყობაა ასახული, მის გასაოცარ საგალობლებში, რომლითაც აღდგომის ბრწყინვალე ღამეს ვტკბებით.

 

წმინდა იოანემ 104 წელი იცოცხლა და უფალთან იმქვეყნად მიიცვალა, "სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქუმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი".

 

თარგმნა ნინო გულიაშვილმა

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა