martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ღვთის რჩეულის, ღირსი ექვთიმე ათონელის ცხოვრება

 (ხსენება 13 მაისს)

 

  

ათონის მთა რჩეული ადგილია და მას სამართლიანად უწოდებენ ღვთისმშობლის წილხვდომილს.

 

როგორც წმიდა გადმოცემა მოგვითხრობს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გემით კუნძულ კვიპროსისაკენ მიემგზავრებოდა, რათა მოენახულებინა ქრისტეს მეგობარი ლაზარე, რომელიც იესო ქრისტემ მკვდრეთით აღადგინა. მაგრამ ტალღებმა იგი ათონის მთასთან მიიყვანა. ღვთისმშობელი გემიდან გადმოვიდა, კუნძულზე ფეხი შედგა, აკურთხა იგი და იწინასწარმეტყველა, რომ აქ დასახლდებოდნენ ადამიანები, რომლებიც განადიდებდნენ მის სახელს, და ათონმა მრავალი წმიდა მონასტრით გაითქვა სახელი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ივერთა მონასტერი, რომელიც ივერიიდან ანუ საქართველოდან ჩასულმა მორწმუნეებმა დააარსეს.

 

იშვიათია ხალხი, რომელსაც ისეთი თავგანწირვით დაემტკიცებინოს ქრისტესადმი ერთგულება, როგორც ქართველებს.

 

ივერიელმა ხალხმა მრავალ უბედურებას, თავდასხმას და ტყვეობას გაუძლო; ამაოდ ცდილობდნენ წარმართი დამპყრობლები ჩაეკლათ მათში მართლმადიდებლობა. ქართველი ხალხი იმ წმიდა სარწმუნოების ერთგული დარჩა, რომელიც მას მოციქულთასწორმა განმანათლებელმა ნინომ მოუტანა.

 

მეათე საუკუნის დასასრულისა და მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში ივერიის სავანეში რამდენიმე დიდმა ქართველმა წმინდანმა გაიბრწყინა. მათ შორისაა ივერონის პირველი იღუმენი იოანე და მისი შვილი ექვთიმე. ისინი კეთილშობილი გვარის წარმომადგენლები იყვნენ. იოანე მამაცობითა და სიბრძნით გამოირჩეოდა... ის ივერიის მეფის, დავით კურაპალატის მრჩეველი და მხედართმთავარი იყო. ამქვეყნიურმა დიდებამ დაქანცა მისი დიდსულოვანი გული, მან ქრისტეს სიყვარულით მიატოვა წუთისოფელი და სულიერი ღვაწლისთვის მონასტერში წავიდა. იოანეს მოღვაწეობის ამბავი რომ განცხადდა, იგი კვლავ განეშორა კაცთა მიერ დიდებას და საბერძნეთში წავიდა, ულუმბოს მთაზე.

 

ამასობაში იოანეს შვილი – პატარა ექვთიმე, სხვა უფლისწულებთან ერთად საბერძნეთის მეფეს მძევლად მიჰგვარეს. იოანემ ეს რომ შეიტყო, ჩავიდა კონსტანტინოპოლში და ექვთიმე თავისთან წაიყვანა მონასტერში. მალე იგი შვილთან და რამოდენიმე მოწაფესთან ერთად ათონზე ჩავიდა, ათანასე დიდის ლავრაში.

 

იოანეს სურდა შვილისთვის საფუძვლიანი განათლების მიცემა და ამიტომ ქართულიცა და ბერძნულიც სრულყოფილად შეასწავლა. მან იცოდა, რომ განათლებული ადამიანისთვის უფრო ადვილია ქრისტიანული რწმენის გავრცელება. ექვთიმეზე სიყრმიდანვე გადმოვიდა მადლი სიბრძნისა და მიეცა გულისხმისყოფა წმიდა წიგნებისა.

 

ბავშვობაში ექვთიმეს მძიმე სენი შეეყარა. იოანეს შვილის გამოჯანმრთელების ყოველგვარი იმედი ეწურებოდა, ბიჭს უკვე მეტყველებაც წაერთვა. იოანე ღვთისმშობლის ტაძარში შევიდა, იქ ყოვლადწმიდა ქალწულის ხატთან დაიჩოქა, თვ­­ალცრემლიანი ლოცულობდა და ღვთისმშობელს ექვთიმეს შეწევნას სთხოვდა. იოანემ მღვდლის მოსაყვანად კაცი გაგზავნა, რათა სნეული შვილი ეზიარებინა. როდესაც იოანე ექვთიმეს სენაკში დაბრუნდა, კეთილსურნელება შეიგრძნო, რომელიც ირგვლივ იფრქვეოდა, მისი შვილი კი მხნედ და მხიარულად იჯდა საწოლზე. მან უამბო მამას საოცარი ხილვის შესახებ – მის წინაშე წარსდგა ნათლით შემოსილი დედოფალი, ხელი გაუწოდა და ტკბილად უთხრა: "არაფერი გჭირს, ადექი, ნუ გეშინია, და ქართულად დაუბრკოლებლად იმეტყველე". ამ ხილვის შემდეგ ბავშვი განიკურნა და უზადოდ ამეტყველდა ქართულად.

 

მამის კურთხევით ექვთიმემ ქართულ ენაზე თარგმნა საღმრთო წერილი, წმიდა მამათა სწავლებები და ცხოვრებები, საღმრთისმსახურო საკითხავები, ლოცვები.

 

წმიდა ექვთიმე იყო უდიდესი საკვირველთმოქმედი.

 

ერთხელ ათონის მთაზე დიდი გვალვა იყო. ექვთიმემ მამის კურთხევით წმიდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარში წირვა აღასრულა და ზიარების დროს კოკისპირული წვიმა წამოვიდა.

 

ხანდაზმული წმიდა ექვთიმე ჯორზე ამხედრებული კონსტანტინოპოლის ქუჩაში მიდიოდა. ამ დროს მათხოვარი მოწყალების სათხოვნელად მიუახლოვდა. ჯორს შეეშინდა და ბერი გადმოაგდო. ამის შემდეგ ღირსი მამა მონასტერში წაიყვანეს, სადაც მალე აღესრულა ლოცვაში და ღვთის მადლობაში.

 

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა