martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

დაუჯდომელი ისეთი სახის სადიდებელ-საქებარ საგალობელს ჰქვია, რომლის დროსაც არ არის დაშვებული ჯდომა. პირველად ასეთი საგალობელი VII საუკუნეში კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ტაძარში უგალობეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, რომელმაც ბიზანტიის დედაქალაქი მტრებისაგან იხსნა. საგალობელი იწყება სიტყვებით: "ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა". დაუჯდომელი შედგება 13 კონდაკისა და 12 იკოსისაგან და თავისი კითხვის წესი აქვს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დაუჯდომლის მიხედვითაა მოგვიანებით შექმნილი სხვა დაუჯდომლები: იესო ქრისტესი, წმ. ნიკოლოზისა, წმ. გიორგისა და სხვა. საეკლესიო ტიპიკონით ღმრთისმშობლის დაუჯდომლის გალობა (ან წაკითხვა) დაწესებულია დიდმარხვის მეხუთე შვიდეულის შაბათს. ამ დღის ცისკრის ლოცვაზე დაუჯდომელი მთლიანად იკითხება, იმის მოსაგონრად, თუ როგორ სასწაულებრივად გადაურჩა კონსტანტინეპოლი მტრების თავდასხმას.

დასდებელი (ფსალმუნის რომელიმე მუხლზე "დასადები" ტროპარი) ჰქვია საგალობელს, რომელიც ეძღვნება აღსანიშნ დღესასწაულს ან მოხსენებულ წმინდანს. ეს საგალობლები უმეტეს შემთხვევაში (ლიტიის დასდებლების გარდა) იგალობება ფსალმუნის მუხლებთან ერთად. დასდებლები განსაზღვრული სიდიდისაა და კონკრეტული კილოსთვისაა განკუთვნილი (იხ. მსგავსი). დასდებლები ყველა ღმრთისმსახურებაზე არ სრულდება – მხოლოდ მწუხრსა და ცისკარზე; ამასთან ერთად, თითოეულზე 2-ნაირი სახის. ჯამში ყოველდღიურ ღმრთისმსახურებაში დასდებლები 4-ჯერ იგალობება. ერთმანეთისაგან გასარჩევად თითოეულ დასდებლის სახეს თავისი სახელწოდება აქვს: (1) დასდებელნი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა; იგალობება მწუხრზე, საგალობლის "უფალო, ღაღად-ვყავის" მუხლებს შორის; (2) სტიქარონსა ზედა დასდებელნი; იგალობება მწუხრის ბოლოს, "აწ განუტევე..."-ს წინ, მაგრამ არა ერთიდაიგივე მუხლებით (ჩასართავებით). ეს უკანასკნელები დღესასწაულის (ან დღის) მიხედვით იცვლება; (3) დასდებელნი აქებდითსა ზედა (დიდებამაღალიანის წინ); (4) აღვივსენითსა ზედა დასდებელნი; იგალობება ცისკრის ბოლოს, თხოვნითი კვერექსის შემდეგ, როდესაც არ არის დღესასწაული. მისი ჩასართავებიც იცვლება (დღესასწაულის წინა და შემდგომ პერიოდში, შაბათ დღეს), მაგრამ ძირითადად ჩაერთვის 89-ე ფსალმუნიდან აღებული 2 ვრცელი მუხლი, რომელიც იწყება სიტყვებით: "აღვივსენით ჩვენ..." (აქედანაა სახელწოდება). დღესასწაულებზე, როგორც ითქვა, "აღვივსენითსა ზედა" დასდებლები არ იგალობება; (5) დასდებელნი ლიტიასა ზედა (იხ. ლიტია); ამ დასდებლებს ჩასართავები არ აქვთ, იგალობება ზოგიერთ დიდ მწუხრზე, თხოვნითი კვერექსის შემდეგ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დასდებლებს შორის უკანასკნელი ყოველთვის ღმრთისმშობლისადმია მიძღვნილი. ღმრთისმშობლისები არ იგალობება ფსალმუნნის მუხლებით, არამედ – ჩასართავით "აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ".
კვირა დღეებში "აქებდითსა ზედა" ღმრთისმშობლის დასდებლის წინ იგალობება სახარების დასდებელი (ე.წ. "გერი"), ჩასართავით: "დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა"; მას ეწოდება "სახარებისა", რადგან მისი შინაარსი აღებულია საკვირაო ცისკრის სახარებიდან. სახარების დასდებლები ისევე, როგორც საკვირაო საცისკრო სახარებები, თერთმეტია.

დასაწყისი ანუ პირველდაწყებითი ფსალმუნი ეწოდება მწუხრის პირველ – 103-ე ფსალმუნს: "აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად..." მას ეწოდება "დასაწყისი", რადგან იგი იკითხება (დიდ დღესასწაულებში განსაკუთრებული წესით იგალობება) მწუხრის დასაწყისში და აგრეთვე იმიტომ, რომ მისითვე იწყება დღე-ღამის ღმრთისმსახურებათა ციკლი (მწუხრი ამ ციკლის პირველი ლოცვაა). ფსალმუნის მთავარი აზრი არის ღმერთის სიბრძნის განდიდება, რომელიც განსაკუთრებულად სამყაროს შექმნაში გამობრწყინდა. ფსალმუნში იდიდება, აგრეთვე, ღმერთის სახიერება, რომელიც მის მიერ ყველა ქმნილებაზე ზრუნვაში მჟღავნდება. ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში დასაწყის ფსალმუნს "აკურთხევსი"-ც ეწოდება ("აკურთხევს სული ჩემი...").

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა