martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ტიპიკონი (ბერძ. "ნიმუში", "ფორმულა", "დაფუძნება") ჰქვია საეკლესიო წიგნს, რომელიც განსაზღვრავს წლის ყოველი დღის ღმრთისმსახურების შემადგენლობას, რიგსა და წესს. აგრეთვე, მასში მითითებულია დღესასწაულები, მარხვები, მსგეფსები მთელი წელიწადისათვის და ამათ გარდა, რამდენიმე წესი მონაზვნური ცხოვრებისა. თუმცა, ყველა ღმრთისმსახურებას არ განსაზღვრავს წიგნი, რომელსაც "ტიპიკონი" ეწოდება, არამედ ზოგიერთი ღმრთისმსახურების განგება სხვადასხვა საღმრთისმსახურო წიგნებში უნდა ვეძიოთ: ლიტურგიის განგება და წესი (მისი სამი სახესხვაობით) გადმოცემულია კონდაკში; შუაღამიანის, ჟამნებისა და სერობების – ჟამნში; საიდუმლოთა შესრულების, მიცვალებულის დამარხვის, წყლის კურთხევის, ტაძართა კურთხევის, მონაზვნად აღკვეცის – კურთხევანში. ტიპიკონის მთავარი დანიშნულება კი მდგომარეობს შემდეგში: შეაერთოს თვენი პარაკლიტონთან, ან თვენი ტრიოდიონთან მწუხრისა და ცისკრის ღმრთისმსახურებებზე. სხვა მსახურებებს ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხება, როდესაც დღესასწაულისა თუ მარხვის მოთხოვნით ამ მსახურებათა წესი რომელიმე ნაწილში იცვლება.

ტროპარი, ფართო მნიშვნელობით, არის საერთო სახელწოდება ყველანაირი საეკლესიო საგალობლისა, თუნდაც მას სხვა, განსხვავებული სახელწოდება ჰქონდეს. მაგალითად, ყველა დასდებელი არსობრივად არის ტროპარი, წარდგომები (მეორე მნიშვნელობით – იხ. წარდგომა) ტროპარებია, იპაკო ტროპარია, კანონის ყველა საგალობელი ტროპარია (ე.ი. ძლისპირი და მუხლები, რომლებიც მასთან ერთად კანონის თითოეულ გალობას შეადგენენ) და სხვა. ვიწრო მნიშვნელობით, ტროპარი არის საგალობელი, რომელიც შედგენილია დღესასწაულისა თუ წმინდანის საპატივცემულოდ – საგალობელი, რომელშიც მოკლედაა გამოხატული დღესასწაულის შინაარსი ან წმინდანის ცხოვრების სახე. რაც შეეხება სიტყვა "ტროპარის" წარმომავლობას, ჩვენ ყველა საფუძველი გვაქვს ამ საკითხში მივენდოთ წმ. მარკოზ ეფესელის ავტორიტეტს. იგი ამბობს: "ტროპარს ასე ვუწოდებთ სიტყვა "τρέπω" (მივმართავ)-დან, რადგან ისინი (ე.ი. ტროპარები) ყოველთვის იქმნება ცნობილი ნიმუშის მიხედვით და იგალობება ცნობილი საგალობლების მიხედვით და ცნობილი ხერხით. მათვე ზოგჯერ დასდებლებს (ბერძ. "სტიხიროს") ვუწოდებთ, რადგან მათ წინ რამე მუხლი (ბერძ. "სტიხოს") იგალობება, რომელიც დავითის ფსალმუნებიდანაა აღებული ან სხვა წიგნიდან" (ქართულად: ტროპარი "ედება" ჩასართავს ფსალმუნნიდან ანუ ხდება "დასადებელი", "დასდებელი"). აქედან ჩანს, რომ ტროპარი, თავისი სიტყვაშედგენილობით, ისეთი საგალობელია, რომელიც იქმნება და იგალობება ცნობილი ნიმუშის მიხედვით, რომელსაც უნდა "მივმართოთ" ყოველთვის, როდესაც უნდა შესრულდეს ეს საგალობელი (შეად. მსგავსი, ძლისპირი).
კანონის თითოეული გალობის საგალობლებს (ძლისპირისა და კატავასიის გარდა) აგრეთვე ტროპარები ეწოდება.
ნიმუშები: (1) პასექის (აღდგომის) ტროპარი: "ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".
წმ. გიორგის ტროპარია: "ტყვეთა განმანთავისუფლებელო..."
(2) ტროპარი კანონში: ზიარების წინა კანონში – "პურ ცხორებისა საუკუნოჲსა...", "სისხლსა მას შენსა პატიოსანსა..." – ტროპარებია.

ტრიოდიონი ბერძნულად "სამსაგალობელს" ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელი "ტრიოდიონი" აღნიშნავს არა თვითონ კანონს, რომელსაც სამსაგალობელი ეწოდება, არამედ წიგნს, რომელიც შეიცავს მთელ რიგ საეკლესიო მსახურებებს, მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკის ჩათვლით. სხვანაირად რომ ვთქვათ – აღდგომის წინა მე-9-ე კვირიდან აღდგომის შემდეგ მე-9-ე კვირის ჩათვლით. ტრიოდიონი ორ ნაწილადაა დაყოფილი: (1) მარხვანი. იგალობება მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკიდან აღდგომამდე, და (2) ზატიკი. აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკის ჩათვლით.
მარხვანი ჩვენი თვალთახედვის წინაშე წარმოაჩენს ჩვენი დაცემის უფსკრულს, განგვაწყობს სინანულისა და ლმობიერებისადმი, გვთავაზობს მაცხოვნებელ საშუალებებს მარხვის, ლოცვის, სიმდაბლისა და მოწყალების სახით. ბოლოს კი, გვახსენებს ჩვენი რწმენისა და იმედის საფუძველს (და გვირგვინს) იესო ქრისტეს ტანჯვასა და სიკვდილს ჩვენი ცხოვრებისათვის. ზატიკი (ძვ. ქართულად – "დღესასწაული") უგალობს ქრისტეს აღდგომას, მის ზეცად ამაღლებას, სული წმიდის გარდამოსვლას და ბოლოს, მოციქულთა მსოფლიო ქადაგების საქმეს.

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა