martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმიდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი

ცრუმოძღვრებათა შემცველი წიგნების კითხვისაგან განშორებისათვის

 

კვლავ მოგმართავ წრფელი, კეთილი რჩევით, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილო. არ არის ეს სიტყვა ჩემი, იგია სიტყვა წმიდა მამებისა.

დაიცავი გონება და გული ცრუსწავლათაგან. ნუ ისაუბრებ ქრისტიანობის შესახებ მასთან, ვინც ცრუ აზრებით არის მოწამლული. ნუ წაიკითხავ ცრუმოძღვართა მიერ ქრისტიანობის შესახებ დაწერილ წიგნებს.

ჭეშმარიტებაში სულიწმიდა მკვიდრობს – სული ჭეშმარიტებისა, ხოლო სიცრუეში დემონის სული მოქმედებს, იგია სიცრუე და მამა სიცრუისა; და ვინც ცრუმოძღვართა წიგნებს კითხულობს, იგი უცილობლად ხდება თანაზიარი სიცრუის ბოროტი, ბნელი სულისა. ნუ მოგეჩვენებათ ეს უცნაურად და დაუჯერებლად. ამგვარია სწავლება ეკლესიის მნათობთა – წმიდა მამათა.[1]

თუკი ჯერ კიდევ დაუწერელია შენი გონება და გული – დაე, ჭეშმარიტებამ და სულიწმიდამ დაწერონ მასზე მცნებანი და სულიერი სწავლანი.

თუკი შენ დაუშვი შენი სულის ფიცრებზე სხვადასხვაგვარი შეხედულებებისა და შთაბეჭდილებების დაწერა, ისე, რომ კეთილგონიერებითა და სიფრთხილით არ განგირჩევია, ვინ წერს და რას წერს, – მაშ ამოშალე უცხო მწერალთა მიერ დაწერილი, ამოშალე სინანულითა და ყოველგვარი ღვთისსაწინააღმდეგოს უარყოფით.

დაე, მხოლოდ და მხოლოდ უფლის ხელით იყოს აღბეჭდილი შენი სულის ფიცარნი.

მაშ, განამზადე მისთვის უბიწო ცხოვრებით განწმედილი გონება და ღვთისმოსავი გული. მაშინ შენი სულის ფიცარზე ლოცვითა და წმიდა კითხვით შეუმჩნევლად და საიდუმლოდ აღიბეჭდება ღვთის სჯული.

მხოლოდ და მხოლოდ იმ წიგნთა კითხვა არის შენთვის ნებადართული, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა მიერ არის დაწერილი. ამას ითხოვს ეკლესია თავის შვილთაგან.[2]

ხოლო თუკი სხვაგვარია შენი მსჯელობა, თუკი უფრო მცირედმნიშვნელოვნად მიიჩნევ ნებას ეკლესიისას, ვიდრე საკუთარს, მაშ აღარ ყოფილხარ შვილი ეკლესიისა, არამედ მსაჯული ყოფილხარ მისი.

შესაძლოა ამის გამო ცალმხრივი მიწოდო, არასაკმარისად განათლებული, მაგრამ დაე ვითვლებოდე ასეთად, სხვა ნაკლიც მომეწეროს, მიჯობს ვიყო ნაკლით აღსავსე და ვიყო მორჩილი მართლმადიდებელი ეკლესიისა, ვიდრე ყოველგვარი მოჩვენებითი სრულყოფილებით ეკლესიაზე გონიერად მიმიჩნიონ.

სათნოეყოფათ ჩემი სიტყვა ჭეშმარიტ მართლმადიდებელთ. მათ უწყიან, რომ ვისაც სწადია ზეციური სიბრძნის მიღება, უნდა დატოვოს საკუთარი, მიწიური სიბრძნე, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს იგი, უნდა განუდგეს მას და სიშლეგედ უნდა მიიჩნიოს იგი (1 კორ. 3,19). მიწიერი სიბრძნე ღვთის წინააღდგომაა. მას არ ძალუძს ღვთის რჯულის მორჩილება (რომ. 8,7). დასაწყისიდანვე ასეთია მისი თვისება; ასეთადვე დარჩება თავის დასასრულამდე, – როცა „ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი“ და მათთან ერთად მიწიერი სიბრძნე „დაიწუნენ“ (2 პეტ. 3,10).

წმიდა ეკლესია იმ შვილთ აძლევთ ცრუმოძღვართა წიგნების კითხვის უფლებას, რომელთა აზრი და გრძნობა სულიწმიდის მიერაა განკურნებული და განათლებული, რომელთაც ძალუძთ ჭეშმარიტი სიკეთისა და ბოროტების გარჩევა, ბოროტებისა, რომელიც სიკეთის საფარველითაა შემოსილი.

ღვთის უდიდეს სათნომყოფელთ, რომელთაც შეიცნეს უძლურება ყოველთა კაცთა, ძლიერ ეშინოდათ ერესისა და სიცრუისა. ამის გამო ისინი ცდილობდნენ თავი აერიდებინათ ცრუსწავლებებით მოწამლულ ადამიანებთან საუბრებისათვის და ერეტიკულ წიგნთა კითხვისათვის,[3] რადგან მათ თვალწინ ჰქონდათ მაგალითი ყოვლადგანსწავლული ორიგენისა, კამათის დიდოსტატ არიოზისა, მჭევრმეტყველებით სახელგანთქმული ნესტორისა და სხვა ამა სოფლის სიბრძნით გაწაფული ადამიანებისა, რომელნიც თავდაჯერებამ და საკუთარ თავზე სასოებამ დაღუპა. წმიდა მამები ცხონებას ეძიებდნენ და ჰპოვეს იგი ცრუსწავლებათაგან განრიდებითა და ეკლესიისადმი სრული მორჩილებით.

ღმერთშემოსილი წმიდა მოძღვარნი და ეკლესიის მასწავლებელნი კითხულობდნენ ერეტიკოსთა ღვთისმგმობ ნაწერებს, რადგან ამას საჭიროებდა მთელი ქრისტიანული საზოგადოება. ისინი ძლიერი სულიერი სიტყვით ამხელდნენ მათ ცდომილებებს, აუწყებდნენ ეკლესიის შვილებს ერეტიკულ წიგნებში დაფარული საფრთხის შესახებ, რომელიც სიწმიდისა და კეთილმსახურების ბრწყინვალე სახელდებებით იყო დაფარული.

ხოლო მე და შენ უნდა განვერიდოთ იმ წიგნთა კითხვას, რომლებიც ცრუმოძღვართა მიერ არის დაწერილი. ყოველ კაცს, რომელიც წერს ქრისტეზე, ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ზნეობაზე, და არ ეკუთვნის აღმოსავლეთის ეკლესიას, ერთ, წმიდა ეკლესიას, ცრუმოძღვარი უნდა ეწოდოს.

მითხარი, როგორ უნდა დაგრთო ნება ყოველგვარი წიგნის კითხვისა, როდესაც შენს მიერ წაკითხული ყოველი წიგნი საითაც უნდა იქით წარგმართავს – იგი გარწმუნებს, რათა დაგითანხმოს ყველაფერში, რაშიც სურს შენი თანხმობა და უარი გათქმევინოს იმაზე, რისი უარყოფაც თავად სურს.

გამოცდილება გვიჩვენებს თუ რაოდენ დამღუპველია ამგვარი განურჩეველი კითხვის შედეგი; რაოდენ ხშირად შეხვდებით მართლმადიდებელი ეკლესიის შვილთა შორის არასწორ, ეკლესიის საწინააღმდეგო აზრებს, რომლებიც ერეტიკული წიგნების კითხვით არის განპირობებული.

ნუ მიიღებ შეურაცხყოფად ჩემს გაფრთხილებას, რომელსაც შენდამი კეთილი სურვილები მკარნახობს. განა მამა, დედა, კეთილი აღმზრდელი არ შეშფოთდება უდანაშაულო, გამოუცდელი ყრმის გამო, როდესაც იგი მოიწადინებს შესვლას ოთახში, სადაც საკვებთან ერთად დიდი რაოდენობის შხამიც ინახება? სულის სიკვდილი უფრო შემზარავია, ვიდრე ხორცისა. გარდაცვლილი აღსდგება და ხშირად ხორცის სიკვდილი სულის სიცოცხლის მიზეზი ხდება, და პირიქით, ცოდვისგან მოკვდინებული სული მარადიული სიკვდილის მსხვერპლია. სული შეიძლება ერთი აზრითაც მოიკლას, აზრით, რომელიც ღვთის გმობის რომელიმე სახეს მოიცავს, რომელსაც ვერ ამჩნევენ უცოდინარნი.

მოვაო ჟამი, წინასწარ იუწყებოდა მოციქული, „ოდეს სიცოცხლისა ამას მოძღურებასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თვისისა შეიკრებდენ მოძღუართა ქავილითა ყურთაჲთა. და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარე-მიიქცინენ და ზღაპრებასა მიექცნენ“ (2 ტიმ. 4,3-4).

ნუ მოიხიბლები წიგნის ხმამაღალი სათაურით, რომელიც ქრისტიანულ სრულყოფილებას ჰპირდება მათ, ვისაც ჯერ კიდევ ყრმის საკვები სჭირდება. ნუ მოიხიბლები ნურც ბრწყინვალე გამოცემით, ნურც ფერწერულობით, სიტყვის ძალითა და მშვენიერებით, ნურც იმით, რომ ავტორი თითქოს წმინდანია და თითქოს თავისი სიწმიდე მრავალრიცხოვანი სასწაულებით დაამტკიცა. ცრუმოძღვრება არაფერზე ამბობს უარს, ყოველგვარ სიცრუეს მიმართავს, რათა თავის ზღაპრებს ჭეშმარიტების სახე მისცეს და უფრო მოხერხებულად მოწამლოს მათი საშუალებით ადამიანის სული.

ცრუმოძღვრება თავისთავადაა ტყუილი. მისით მკითხველზე ადრე მწერალია მოტყუებული.[4]

ჭეშმარიტად სულის სასარგებლო წიგნის ნიშანია – მისი დამწერი – წმიდა ადამიანი, წევრი მართლმადიდებელი ეკლესიისა, შეწყნარებული წმიდა ეკლესიის მიერ.

 

 

[1] არავინ წაიკითხოს, – ამბობს მღვდელმოწამე პეტრე დამასკელი, – ის, რაც ღვთის სათნოყოფას არ ემსახურება. თუკი ოდესმე უმეცრებით ამგვარ რამეს წაიკითხავს, იღვაწოს, რომ სასწრაფოდ ამოშალოს წაკითხული მეხსიერებიდან, საღვთო წერილთა კითხვის საშუალებით; სახელდობრ იმ საკითხავთა კითხვით, რომლებიც უმეტესად შეეწევიან მისი სულის ცხონებას, იმ მდგომარეობის შესაბამისად, რომლისთვისაც მიუღწევია... ამ (წმიდა საკითხავთა) საწინააღმდეგო წიგნები არასგზით არ იკითხოს. რისთვის არის საჭირო სული წმიდის მაგიერ უწმინდური სულის მიღება? ვინც რომელ სიტყვაში განისწავლება, იმ სიტყვის თვისებას იძენს, თუმც ამას ვერ ხედავენ გამოუცდელნი, ხედავენ ისინი, ვისაც აქვს სულიერი გამოცდილება.

[2] აღსარების საიდუმლოს დროს მომნანიებელს უნდა დაესვას კითხავა – ხომ არ კითხულობს მწვალებლურ წიგნებს. – კურთხევანი.

[3] იხ. წმ. პახუმი დიდის ცხოვრება.

[4] 2 ტიმ. 3,13.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა