martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

პროფესორ ალექსი ოსიპოვის საღვთისმეტყველო ცდომილებათა შესახებ

 

რუსულ და ქართულ პერიოდულ საეკლესიო გამოცემებში ხშირად ფიგურირებს ცნობილი ღვთისმეტყველის პროფ. ა.ი. ოსიპოვის გვარი. არსებობს რიგი საღვთისმეტყველო საკითხებისა, სადაც ბატონი პროფესორის აზრები არ ემთხვევა მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ სწავლებას, რის გამოც მკითხველი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ზემოხსენებული ავტორის წიგნებსა და სტატიებს.

ამ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ მოსკოვის სასულიერო აკადემიის პედაგოგს, დიაკონ გიორგი მაქსიმოვს, რომლის პასუხსაც ქვემოთ გთავაზობთ.

 

† არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)

ტიმოთესუბნის მამათა მონასტრის წინამძღვარი

 

 

თქვენო მაღალღირსებავ,

ქრისტეს მიერ საყვარელო მამა იერომიელ!

 

ჩემს სახელზე გამოგზავნილ მომართვაში თქვენ მთხოვთ წარმოვაჩინო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე დამოკიდებულება პროფესორ ოსიპოვის შრომებსა და სწავლებებთან დაკავშირებით.

ალექსი ილიას ძე ოსიპოვი წარმოადგენს რუსეთში ფართოდ ცნობილ ფიგურას. იგი უდავოდ გამორჩეული ავტორი და ლექტორია, რომელიც მრავალი წელია აქტიურად მოღვაწეობს ეკლესიაში. დიდად სამწუხაროა, რომ თავის გამოსვლებსა და წიგნებში იგი უშვებს განდგომილებას და პირდაპირ ეწინააღმდეგება წმიდა მამათა სწავლებებს მთელ რიგ პუნქტებში.

მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მისი აზრი სულის ცხონების შესაძლებლობაზე მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმაც, აპოკატასტასისის შესახებ ცრუსწავლების რეაბილიტაციის მცდელობა, სწავლება მასზედ, რომ ევქარისტიაში არ ხდება პურისა და ღვინის გარდაქმნა ანუ შეცვლა ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად (მაგრამ მორწმუნენი თითქოსდა ეზიარებიან ქრისტეს ჰიპოსტასს), აზრი მაცხოვრის მიერ პირველცოდვის მიღების შესახებ, ღვთის სამართლიანობის უარყოფა (იმ მოტივაციით, რომ „ღმერთი არის მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული და არ შეუძლია არავის დასჯა“) და სხვა.

პროფ. ოსიპოვის ცრუსწავლებები ბოლო წლების განმავლობაში იწვევს უდიდეს დაბრკოლებას და აღშფოთებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის დიდ ნაწილში. ეს აღშფოთება მიდის იქამდე, რომ მაგალითად, ამასწინათ ერთ-ერთი რუსული მონასტრის საძმომ მოაწყო ა.ი. ოსიპოვის რამოდენიმე ათასი წიგნის დაწვა სწორედ მათში არსებული ცრუსწავლებების მიზეზით.

მრავალი ღვთისმეტყველი და ავტორიტეტული მღვდელმსახური საჯაროდ აკრიტიკებდა ოსიპოვის შეხედულებებს და მათი მამხილებელი ნაშრომებიც დაწერეს. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ვახსენოთ არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), დეკანოზი ვალენტინ ასმუსი[1], დეკანოზი ვადიმ ლეონოვი[2], დეკანოზი პეტრე ანდრიევსკი[3], მღვდელი დანიელ სისოევი[4], აგრეთვე მღვდლები პავლე ოსტროვსკი, დიმიტრი პაშკოვი, ტიმოთე კუჩუკი, ალექსი შლიაპინი და სხვა.[5]

ა.ი. ოსიპოვის შეხედულებები შფოთს იწვევს მოსკოვის სასულიერო აკადემიის სტუდენტებშიც, მათ არ იზიარებენ სხვა პედაგოგებიც. რამოდენიმე წლის წინ მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ჩატარდა დახურული სემინარი, რომელზეც პედაგოგთა მთელმა რიგმა პროფ. ოსიპოვის წინაშე გამოხატა თავისი უთანხმოება.

უფრო მეტიც, ა.ი. ოსიპოვის ზოგიერთ შეხედულებაზე რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკვე ოფიციალურად გამოთქვა თავისი აზრი, როგორც მართლმადიდებლურთან შეუთავსებელზე.

თავს უფლებას მივცემ უფრო დაწვრილებით გავაშუქო ეს საკითხი. 2006 წლის 2-9 ნოემბერს ბრატისლავაში (სლოვაკეთი) შედგა ერთობლივი მართლმადიდებლურ-ლუთერანული საღვთისმეტყველო დიალოგის კომისიის მე-13 პლენარული სხდომა, თემაზე „ეკლესიის საიდუმლო: წმიდა ევქარისტია ეკლესიის ცხოვრებაში“. შემაჯამებელ „ერთობლივ განცხადებაში“ ამ კომისიისა, რომელშიც პროფ. ა.ი. ოსიპოვი ოცდახუთ წელზე მეტია მონაწილეობდა, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, მოულოდნელად მისი შეხედულებები ევქარისტიაზე აღმოჩნდა წარმოდგენილი, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური სწავლება.

წმიდა სინოდის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით (ჟურნალი #133) სინოდალურ საღვთისმეტყველო კომისიას დაევალა განეხილა „ერთობლივი განცხადება“, ხოლო წმიდა სინოდის შემდეგ სხდომაზე (2007 წლის 27 მარტი), მას შემდეგ, რაც მოსმენილ იქნა „სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტ კირილეს (ამჟამად რუსეთის პატრიარქი) მოხსენება... ერთობლივ მართლამდიდებლურ-ლუთერანულ კომისიაში საღვთისმეტყველო დიალოგზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის ჩანაცვლების აუცილებლობის შესახებ“, ა.ი. ოსიპოვი გაათავისუფლეს ამ კომისიის წევრობიდან (ჟურნალი #24).

სინოდალურმა საღვთისმეტყველო კომისიამ მოამზადა დოკუმენტი, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა ა.ი. ოსიპოვის შეხედულებები (თუმცა მის სახელთან კავშირის გარეშე). კერძოდ, იქ აღნიშნულია:

„პროტესტანტიზმთან პოლემიკის პერიოდში მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ერთობლივად მიღებული იქნა ტერმინ „გარდაქმნის“ («пресуществление») გამოყენება. ეს მოხდა იერუსალიმის კრებაზე 1672 წ. და კონსტანტინეპოლის კრებაზე 1691 წ. კერძოდ, ბოლო კრება ტერმინ „გარდაქმნის“ («пресуществление») მოწინააღმდეგეთ უმკაცრეს კანონიკურ აკრძალვას უყენებს; კრებათა განჩინებანი მიღებულ იქნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ და ჩართული იქნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ადრიანეს დოგმატურ ხასიათის ეპისტოლეში“.

„მრავალი წლის განმავლობაში დიალოგის მართლმადიდებლური მხარე ზედმიწევნით ხაზს უსვამდა თავის მტკიცე მიმდევრობას ევქარისტიული ძღვენის ქრისტეს ხორცად და სისხლად არსობრივი გარდაქმნის რწმენისადმი. განსახილველ დოკუმენტში კი მართლმადიდებლურმა მხარემ მოულოდნელად და ამ ნაბიჯისადმი ყოველგვარი სათანადო არგუმენტაციის გარეშე შეცვალა თავისი აზრი“.[6]

საღვთისმეტყველო კომისიის მოხსენების გაცნობის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2007 წლის 27 დეკემბრის სხდომაზე განაჩინა: „აუცილებლად მიეწოდოს მოცემული დასკვნა საღვთისმეტყველო დიალოგის მართლმადიდებლურ-ლუთერანული კომისიის წევრებს“ (ჟურნალი #138).

აღსანიშნავია, რომ თავისი შეხედულებების გავრცელების მრავალი წლის განმავლობაში პროფ. ოსიპოვმა არაერთი მომხრე შემოიკრიბა. მათსა და მართლმადიდებლებს შორის, რომელნიც კრიტიკულად არიან განწყობილნი მისი სწავლებებისადმი, ხშირად წარმოიქმნება ცხარე კამათი. ეს წარმოადგენს იმის მოწმობას, რომ ა.ი. ოსიპოვის სწავლებას შემოაქვს ცდუნება და განწვალება მართლმადიდებელ ქრისტიანთა შორის. რამდენადაც მე შემიძლია განვსაჯო, უმეტესწილად იმისათვის, რათა არ გაღრმავდეს ეს დაყოფა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები არ აძლევენ ოფიციალურ შეფასებას მის ცდომილებებს.

 

გამოვითხოვ თქვენს წმიდა ლოცვებს,

 

დიაკონი გიორგი მაქსიმოვი

ღვთისმეტყველების კანდიდატი

მოსკოვის სასულიერო აკადემიის პედაგოგი

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის

სინოდალური კრებათაშორისი დასწრების წევრი

 

23 ივნისი 2012 წ.

 

დიაკონ გიორგი მაქსიმოვის ელექტრონული ფოსტის მისამართია: yurij.maximov@gmail.com

 

[1] http://www.mpda.ru/uploaded/doc/Asmus.new.orthogr.pdf

[2] http://www.pravoslavie.ru/put/050526112738

[3] http://rusk.ru/st.php?idar=112323

[4] http://azbyka.ru/tserkov/duhovnaya_zhizn/sem_tserkovnyh_tainstv/kreschenie/sysoev_mogut_li_spastis_never uyuschie-all.shtml

[5] მათი ნაშრომების ნახვა შესაძლებელია საიტზე: http://uchenie-osipova.ru

[6] მთლიანად ამ დოკუმენტის გაცნობა შესაძლებელია სინოდალური საღვთისმეტყველო კომისიის ოფიციალურ საიტზე: http://theolcom.ru/doc/071225/zbr.pdf

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 
martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა
    Georgian orthodox church calendar.