martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ხატები, წმინდანები, მიცვალებულთა მოხსენიება პირველ საუკუნეებში

კლიმენტი ალექსანდრიელი (2-3 საუკუნეები)

როდესაც ის (ქრისტიანი) მზერას შეაჩერებს ნატიფ გამოსახულებებზე, ის აზრებით მიისწრაფვის იმ მრავალთა მიმართ, ვინც მასზე უწინ მიაღწია სრულყოფილებას – პატრიარქებისკენ, მრავალი წინასწარმეტყველისკენ, ურიცხვი ანგელოზისკენ და თვით ყოველთა უფლისაკენ, რომელმაც გვასწავლა, რომ ჩვენც შეიძლება ვიცხოვროთ ამ მაღალი მაგალითების შესაბამისად.

წმ. მღვდელმოწამე მეთოდე პატარელი (3 საუკუნე)

მისი (ღმერთის) ანგელოზების, ხელმწიფებათა და მთავრობათა ხატებს, ოქროსგან დამზადებულთ, ჩვენ ვაკეთებთ ღმერთის პატივად და სადიდებლად.

წმ. ათანასე დიდი (3-4 საუკუნეები)

ამრიგად, როგორც იაკობმა სიკვდილის წინ თაყვანი სცა “წვერსა ზედა კვერთხისა” იოსებისა, ასევე ჩვენც, მორწმუნენი მხოლოდ იმიტომ ვეამბორებით ხატებს, რა მიზეზითაც ვეამბორებით ჩვენს შვილებსა და მამებს, ანუ რათა გამოვხატოთ ჩვენი სულის სიყვარული. ასევე იუდეველი თაყვანს რომ სცემდა სჯულის ფიცრებს და ქერუბიმების ორ ოქროს ქანდაკებას, პატივს მიაგებდა არა ქვისა და ოქროს ბუნებას, არამედ უფალს, რომელმაც ამის გაკეთება ბრძანა.

სმირნის ეკლესიის ეპისტოლე წმ. მღვდელმოწამე პოლიკარპეს შესახებ (მოციქულთა მოწაფე, სმირნის ეპისკოპოსი, აღესრულა მეორე საუკუნეში):

ჩვენ შევაგროვეთ მისი ძვლები, – განძი, ძვირფას ქვებზე უფრო ძვირფასი, ოქროზე უფრო წმინდა, – და დავასვენეთ იქ, სადაც ჯერ იყო. იქ, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, ჩვენ შევიკრიბებით სიხარულითა და მხიარულებით, – და უფლის ნებით ვიდღესასწაულებთ მისი მოწამებრივი შობის დღეს, როგორც ღვაწლის აღმასრულებელთა მოსაგონრად, ასევე განსასწავლად და დასამტკიცებლად მომავალი მოღვაწეებისთვის.

 

200 წელს წამებულ სიცილიელ მოწამეთა აღსასრულის აღწერა, დაწერილი თვითმხილველის მიერ, მთავრდება ასეთი სიტყვებით: “აღესრულნენ ქრისტეს მოწამეები ივლისის თვის ჩვიდმეტში და მეოხ არიან ჩვენთვის უფალ იესო ქრისტეს წინაშე”.

წმ. კვიპრიანე კართაგენელი (3 საუკუნე)

თუკი რომელიმე ჩვენთაგანი ღვთის ნებით სხვებზე ადრე წავა იქ (ზეცაში), დაე გაგრძელდეს უფლის წინაშე ჩვენი ურთიერთსიყვარული, და დაე ნუ შეწყდება მამის მოწყალების წინაშე ლოცვა ჩვენი ძმებისთვის.

ევსევი კესარიელი (3-4 საუკუნეები)

ჩვენ წესად გვაქვს წმინდანების საფლავებზე მისვლა, იქ ლოცვა და მათი ნეტარი სულებისთვის პატივის მიგება.

წმ. ბასილი დიდი (4 საუკუნე)

ორმოც მოწამესთან (სებასტიელი მოწამეები) მიისწრაფიან შეჭირვებულიც და მხიარულიც, ერთი იმისთვის, რომ ჰპოვოს გათავისუფლება რთული მდგომარეობიდან, მეორე კი – რათა დაიცვას თავისი კეთილდღეობა... დაე თქვენი სათხოვარი მოწამეთა შესაფერისი იყოს. ახალგაზრდებმა მიბაძონ მათ, როგორც თანატოლებს; მამებმა ილოცონ, რომ ამგვარი შვილების მშობლები გახდნენ... წმინდა დასი! წმინდა საძმო! შეურყეველი ლაშქარი! კაცთა მოდგმის საერთო მფარველნი!...

წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი (4 საუკუნე)

მამის დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვიდან

მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ახლა ლოცვებით უფრო მეტს გააკეთებს, ვიდრე მანამდე სწავლებით აკეთებდა; რამეთუ ახლა უფრო ახლოსაა ღმერთთან, განიშორა ხორციელი ხუნდები, გათავისუფლდა ხრწნილებისაგან, რომელიც გონებას ბინდავს...

 

წმ. მოწამეები ... განდევნიან დემონებს, კურნავენ სნეულებებს, ეცხადებიან, წინასწარმეტყველებენ; თვით მათი სხეულები, როდესაც მათ ეხებიან და პატივს მიაგებენ, ისევე მოქმედებენ, როგორც მათი წმინდა სულები; სისხლის წვეთებიც კი და ყველაფერი, რაც მათი წამების კვალს ატარებს, ისევე მოქმედებენ, როგორც მათი სხეულები.

წმ. ეფრემ ასური (4 საუკუნე)

მოწამეები სიკვდილის შემდეგაც ისევე მოქმედებენ, როგორც ცოცხლები, კურნავენ სნეულებს, განდევნიან ეშმაკებს, და უფლის ძალით განაქარვებენ მათ მტანჯველ ბატონობას. რამეთუ წმინდა ნაწილებთან ყოველთვის მყოფობს სასწაულთმოქმედი მადლი სულისა წმიდისა.

წმ. იოანე ოქროპირი (4 საუკუნე)

წმინდანების ლოცვებს ძალიან დიდი ძალა აქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ თვითონ ვინანიებთ ცოდვებს და გამოსწორებას ვცდილობთ...

მიცვალებულთა მოხსენიება.

მაკაბელთა წიგნიდან (2 მაკ. 12,39-42) ვიგებთ (ეს წიგნები კანონიკურ წიგნთა რიცხვში არ შედის, მაგრამ ეკლესიაში პირველი საუკუნეებიდან იხსენიება და წმინდა მამებს მოჰყავთ ადგილები ამ წიგნებიდან), რომ მიცვალებულების მოხსენიება ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოდის და, ცხადია, ეკლესიაშიც თავიდანვე არსებობდა, რასაც უძველესი ლიტურგიების ტექსტებიც ადასტურებს.

ტერტულიანე (2 საუკუნე)

შესაწირავს მიცვალებულთათვის ჩვენ აღვასრულებთ ყოველწლიურად მათი გარდაცვალების დღეს.

წმ. ათანასე დიდი (3-4 საუკუნეები)

საღვთოდ მეტყველმა მოციქულებმა, განწმენდილმა მოძღვრებმა და სულიერმა მამებმა... დააწესეს ლიტურგიები, ლოცვები, ფსალმუნთა გალობები და მიცვალებულთა ყოველწლიური მოხსენიება.

 

წმ. გრიგოლ ნოსელი (4 საუკუნე)

ქრიტეს მქადაგებლებისა და მოწაფეებისგან არაფერი გადმოგვცემია განუსჯელად, არაფერი უსარგებლო; და ამგვარი არაფერი მიუღია ღვთის საყოველთაო ეკლესიას; არამედ ეს არის ღვთის სათნო და სასარგებლო საქმე – ღვთაებრივი და ყოვლადდიდებული საიდუმლოს დროს მართალი სარწმუნოებით აღსრულებულთა მოხსენიება.

წმ. იოანე ოქროპირი

ამაოდ არ დაუწესებიათ მოციქულებს საშინელი საიდუმლოს წინაშე მიცვალებულთა მოხსენიება: მათ იცოდნენ, რომ ამისგან დიდი სარგებელია მიცვალებულთათვის, დიდი სიკეთე.

 

ამაო არაა შესაწირავი მიცვალებულთათვის, ამაო არაა ლოცვები, ამაო არაა მოწყალებანი: ეს ყოველივე სული წმიდამ დააწესა, იმისთვის, რომ ჩვენ ერთიმეორის საშუალებით სარგებელი მიგვეღო.

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა