martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

რა გველოდება საშინელი სამსჯავროს შემდეგ

თავი მეორე

დ) არის თუ არა წინააღმდეგობა წმიდა წერილში?

პროფ. ა. ოსიპოვი, როგორც ზემოთ ვნახეთ, ამტკიცებს, რომ წმიდა წერილიცა და წმიდა მამებიც ხან ტანჯვის მარადიულობას ამტკიცებენ, ხან მის სასრულობას, საჭიროების მიხედვით. მსგავსი აზრი ეკლესიაში წმიდა მამათაგან არავის გამოუთქვამს, თუმცა მწვალებლებთან კი მოეძებნება პარალელები. წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი მის მიერ შედგენილ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოში („წინამძღვარი“) წერს: „თქუა წმიდამან ბასილი, ვითარმედ: „იტყვიან მბრძოლნი იგი ჩუენნი, რომელნი დღითი-დღე სცვალებენ სიტყუათა სარწმუნოებისათა, თუ ვითარცა მკურნალნი ხელოვანნი ვიხმარებთ სიტყუათა სარწმუნოებისათა და სხუებრ და სხუებრ, ვითარცა სახმარ იყოს, ჟამითი-ჟამად გამოჩინებულთა ვნებათათვის ვსცვალებთ... არქუთ უკუე მეტყუელსა მას ესევითარისა უშჯულოებისასა, ვითარმედ: უკუეთუ ჯერ-არს დღეს სხუებრ აღწერაჲ სარწმუნოებისაჲ და ხუალე სხუებრ და ცვალებასა თანა ჟამთასა ცვალებაჲ ქადაგებისაჲ, ამაო სამე არს ბრძანებაჲ იგი მოციქულისაჲ, რომელ იტყვის, ვითარმედ: ერთ არს უფალი და ერთ – სარწმუნოებაჲ და ერთ – ნათლისღებაჲ (ეფეს. 4,5). ხოლო ვინაჲთგან მისი სიტყუაჲ ჭეშმარიტ არს, თქუენ სადამე, რასა-ეგე იტყვით, ეშმაკისა მაგიერ იტყვით“. ესე ყოველი წინაწარმეტყუელებით თქუა წმიდამან ბასილი უწინარეს მრავლისა ჟამისა, რაჲთა არცხვინოს და პირი დაუყოს უშჯულოსა სებეროსს. ... საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არა სცვალებდეს მამანი ჟამთაებრ სარწმუნოებასა, არამედ მარადის ერთსა სარწმუნოებასა ქადაგებდეს სწავლისაებრ წმიდათა მოციქულთაჲსა, რამეთუ ესმა მათ ბრძანებაჲ ღმრთისაჲ, რომელსა იტყვის წინაწარმეტყუელისა მიერ: „იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ და არა ვიცვალები“ (მალაქია 3,6)“72

მაშ, რას ამბობენ წმიდა მამები „მოწყალეთა“ „არგუმენტებზე“, რატომ არ აცხოვნებს ღმერთი ყველას, როცა „მოწყალეთა“ მიერ თავისი ცდომილების დასამტკიცებლად მოხმობილ წმიდა წერილის ციტატებში ვკითხულობთ: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (იოან. 1,9); „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“ (იოან. 1,29); „არა მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ“ (იოან. 3,17); „იგი არს მომტევებელი ... ყოვლისა სოფლისაჲ“ (1 იოან. 2,2); „რაჲთა ყოველნი შეიწყალნეს“ (რომ. 11,32); „და ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ“ (1 კორ. 15,22)?

წმ. იოანე ოქროპირი

თუკი ის (ქრისტე) „განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (იოან. 1,9), რატომაა ამდენი განუნათლებელი ადამიანი? ცხადია იმიტომ, რომ ყველას არ შეუცვნია ქრისტეს სარწმუნოება. მაშ როგორღა „განანათლებს ყოველსა კაცსა“? – თითოეულის მიმღებლობის მიხედვით. თუკი ზოგიერთები საკუთარი ნებით ხუჭავენ გონების თვალებს და არ სურთ ამ ნათლის სხივების მიღება, მაშასადამე, მათი სიბნელე სინათლის ბუნებისგან კი არ მომდინარეობს, არამედ ამ ადამიანთა უკეთურებისგან, რომლებიც საკუთარი ნებით რჩებიან ნიჭის გარეშე. ...მაშინ, როდესაც კარი ყველასთვის ღიაა და არავინაა დამაბრკოლებელი, ზოგიერთი საკუთარი ნებით ისასტიკებს გულს და გარეთ რჩება, ასეთები მხოლოდ საკუთარი მანკიერების გამო იღუპებიან.73

 

ღმერთს, როგორც ვთქვი, არასოდეს არავინ მიჰყავს თავისკენ ძალდატანებით და იძულებით; არა, მას ყველას ცხონება სურს, მაგრამ არავის აიძულებს, როგორც პავლეც ამბობს: „ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“ (1 ტიმ. 2,4). მაშ, რატომ ვერ ცხონდება ყველა, თუკი ღმერთს ყველას ცხონება სურს? – იმიტომ, რომ ყველას ნება არ ეთანხმება მის ნებას, ხოლო ის არავის აიძულებს. ასე ეუბნება იერუსალიმსაც: „იერუსალემ, იერუსალემ! ...რაოდენგზის მინდა შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ... და არა ინებეთ! აჰა ესერა დაუტევნეთ თქუენ სახლნი თქუენნი ოხრად“ (ლუკ. 13,34,35). ხედავ, რომ როცა ღმერთს უნდა და ჩვენ არ მივყვებით, ვიღუპებით?74

წმ. ამბროსი მედიოლანელი

ის, როგორც საიდუმლო მზე სიმართლისა, ამოვიდა ყველასთვის, ყოველთათვის მოვიდა, ყველასთვის ევნო, ყოველთათვის აღდგა... თუკი ვინმეს არ სწამს ქრისტე, ის თვითონ აკლებს საკუთარ თავს საყოველთაო წყალობას.75

ნეტარი ავგუსტინე

„არა მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ“ (იოან. 3,17). ამგვარად, რაც მკურნალს შეეხება – ის მოვიდა სნეულის განსაკურნებლად; და საკუთარ თავს თვითონვე იღუპავს ის, ვისაც არ სურს მკურნალის ბრძანებების შესრულება. მოვიდა ქვეყნად მაცხოვარი: იმიტომ ეწოდება მაცხოვარი, რომ მისი მიზანია ქვეყნის ცხონება და არა დასჯა. არ გსურს მისგან კურნების მიღება? თავად იქნები საკუთარი თავის მსაჯული.76

 

... ზუსტად ასევე მოციქულის სიტყვებიც: „შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაჲთა ყოველნი შეიწყალნეს“ (რომ. 11,32), ნათქვამია არა იმ აზრით, რომ თითქოსდა იგი არავის დასჯის, არამედ იმ აზრით, რომელიც გამომდინარეობს მოციქულის წინა სიტყვებიდან. რამეთუ როდესაც იუდეველებზე თქვა, რომ მომავალში ირწმუნებენ, შემდეგ მოციქული მიმართავს სიტყვით უკვე მორწმუნე წარმართებს, რომელთაც სწერდა ეპისტოლეებს: „რამეთუ ვითარცა-იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა, ხოლო აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა, ეგრეთვე ესენი ურჩ ექმნნეს აწ თქუენისა შეწყალებისათვის, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ“ (რომ. 11, 30-31). ამის შემდეგ დაურთავს სიტყვებს, რომლებსაც ისინი ცრუდ განმარტავენ თავის სასარგებლოდ, და ამბობს (მოციქული): „შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაჲთა ყოველნი შეიწყალნეს“. ვინ „ყოველნი“, თუ არა ისინი, ვისზედაც მანამდე საუბრობდა მოციქული, და თითქოსდა ახლა ასე ამბობს: „თქვენც და ისინიც“. ამგვარად, წარმართებიცა და იუდეველებიც, „რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნნა, წინაჲსწარცა განაჩინნა თანამსგავსად ხატისა მის ძისა თვისისა“ (რომ. 8,29); ყველანი „შეაყენა ურჩებასა“, რათა სინანულის საშუალებით ეგრძნოთ თავისი ურჩობის სიმწარე და რწმენის საშუალებით ღვთის მოწყალების სიწმინდისკენ მიბრუნებულებს ფსალმუნის სიტყვებით ეღაღადათ: „ვითარ მრავალ არს წყალობაჲ სიტკბოებისა შენისაჲ, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათვის“ (ფსალმ. 30,19). ამგვარად, ღმერთი მოწყალეა ყველა „ჭურთა მათ ზედა წყალობისათა“ (რომ. 9,23). მაგრამ სახელდობრ ვინ ყველას მიმართ? იმათ მიმართ, რომლებიც მან წარმართთაგანაც და იუდეველთაგანაც „წინაჲსწარ განაჩინნა... უწოდა... განამართლნა... ადიდნა“ (რომ. 8,29); მხოლოდ ამ ყველასგან ის არ დასჯის არავის, და არა საერთოდ ყველა ადამიანთაგან.77

წმ. ნილოს სინელი

„რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა“ (1 კორ. 15, 28), ნათელი – ნათლის ღირსთათვის, ხოლო მტანჯველი ცეცხლი – მარადიული ტანჯვის ღირსთათვის.78

წმ. ანტონი დიდი

მან (უფალმა იესო ქრისტემ) „მისცა თავი თვისი ცოდვათა ჩუენთათვის“ (გალატ. 1,4)... და „წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით“ (ეს. 53,5)... დაე ეს სიტყვა ცხადი იყოს თქვენში, საყვარელნო: თუკი ვინმე არ განემზადება საკუთარი თავის გამოსასწორებლად და თავდაუზოგავად არ იშრომებს, დაე ასეთმა კაცმა იცოდეს, რომ მაცხოვრის მოსვლა მისთვის დასასჯელი იქნება. „რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდულად, და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად“ (2 კორ. 2,16). რამეთუ ის „დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის და სასწაულად სიტყვის-საგებელად“ (ლუკ. 2,34). გევედრებით, საყვარელნო, იესო ქრისტეს სახელით: ნუ უგულებელყოფთ თქვენს ცხონებას, არამედ დაე ყოველმა თქვენგანმა დაიპოს გული თვისი, და არა სამოსელი თვისი (შდრ. იოილ. 2,13), იმის შიშით, რომ ეს სამონაზვნო სამოსი ამაოდ არ გვეცვას და საკუთარ თავს სასჯელი არ განვუმზადოთ.79

წმ. კირილე იერუსალიმელი

ღვთის საქმეა გარდამოავლინოს მადლი, ხოლო შენი საქმეა მისი მიღება და დაცვა.80

წმ. ეფრემ ასური

ის (ღმერთი) გვეტყვის ჩვენ: „თქვენთვის განვკაცდი, თქვენთვის ხილულად მიმოვიდოდი ქვეყანაზე, თქვენთვის ვიგვემე, თქვენთვის თავს ვიდევ ყვრიმლის-ცემა, თქვენთვის ჯვარს-ვეცვი ძელზე ამაღლებული, თქვენთვის, მიწისაგანთათვის, ძმრის სმა თავს-ვიდევ, რათა თქვენ წმინდანი, ზეციურნი გამეხადეთ. ჩემი სასუფეველი მოგეცით, ყველას ძმები გიწოდეთ, მამას მივუძღვანე (თქვენი თავი), სული წმიდა გარდამოგივლინეთ. რაღა შემეძლო გამეკეთებინა ამაზე მეტი და არ გავაკეთე თქვენს საცხოვნებლად?

არ მსურს ერთადერთი: ძალდატანება თავისუფალ ნებაზე, რომ ცხონება თქვენთვის აუცილებლობად არ იქცეს. თქვით, ცოდვილებო და ბუნებით მოკვდავნო, რა მოითმინეთ ჩემთვის, მეუფისთვის, თქვენთვის ვნებულისთვის?“ ამგვარად, განმზადებულია სასუფეველი და ცხოვრება, განსვენება და სიხარული, ასევე მარადიული ტანჯვა ბნელსა გარესკნელსა. წავიდეთ საითაც გვინდა, ყველაფერში თავისუფლებაა მოცემული.81

წმ. ანასტასი სინელი

კითხვა: როგორ გავიგოთ მოციქულის ნათქვამი: „რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან“ (1 კორ. 3, 15)?

პასუხი: თუკი ვიტყვით, რომ სასჯელს დასასრული ექნება, ამით მთელ ახალსა და ძველ აღთქმას მცდარად ვაღიარებთ. ამას გარდა, ვაღიარებთ იმასაც, რომ ნეტარი პავლეც საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და ებრძვის. თუკი ის ამბობს, რომ სასჯელს დასასრული აქვს, მაშინ [სხვა ადგილას] რატომ აცხადებს: „ნუ სცდებით: არცა მეძავთა, ... არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, ... არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთსაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6,9-10)? უფალიც ამბობს, რომ ცოდვილნი წავლენ „სატანჯველსა საუკუნესა“ (მათ. 25,46). და თუკი საუკუნო ცეცხლს დასასრული აქვს, ცხადია, რომ საუკუნო ცხოვრებასაც ექნება დასასრული, რადგან ცნებას „საუკუნო“ ერთი მნიშვნელობა აქვს, როგორც მართალთათვის, ასევე ცოდვილთათვის, რადგან პირველნი [წარვიდენ] „ცხოვრებასა საუკუნესა“, ხოლო მეორენი – „სატანჯველსა საუკუნესა“.

ზუსტად ამგვარადვე ამბობს უფალი მათზე, ვისაც გეენა მიესაჯა: „სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების“ (მარკ. 9,44). გარდა ამისა იგავები მდიდარსა და ლაზარეზე და ათ ქალწულზე (ლუკ. 16,9-31; მათ. 25,1-12) აცხადებენ დაუსრულებელ სასჯელს. ასევე ეს სიტყვები იუდას შესახებ: „უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი“ (მათ. 26,24) – მიანიშნებს მარადიულ სასჯელზე, რადგან თუკი რაღაც დროის განმავლობაში დაიტანჯება და შემდეგ სამარადისოდ ცათა სასუფეველში დამკვიდრდება, მაშინ მისთვის არ იქნებოდა უმჯობესი, რომ არ შობილიყო. და რას ამბობს წმიდა წერილი სიტყვებით: „რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიხსენოს შენ; ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ?“ (ფსალმ. 6,6). იქ არაა ღვთის ხსოვნა და მისი აღიარება, და ამიტომაც, ცხადია, არც გამოხსნაა.

რაც შეეხება მოციქულის სიტყვებს: „რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან“ (1 კორ. 3, 15), ისინი ამგვარად უნდა გავიგოთ: ცოდვა იქ დაიღუპება და აღარ იქნება, მაგრამ მისი ჩამდენი არ გაქრება, არამედ რადგან უხრწნელია, გადარჩება ცეცხლში, მასში ყოფნას გააგრძელებს, ისე, რომ არ განადგურდება.

მაგრამ, როგორც ერეტიკოსები ამბობენ, ტანჯვა [მხოლოდ] ათას წელსაც რომ გაგრძელდეს, რა საჭიროა გამოვცადოთ იგი, როდესაც ჩვენს სხეულს ცოტა ხნითაც არ შეუძლია წვას გაუძლოს?82

წმ. ბარსანოფი დიდი

კითხვა: ... ხოლო მინიშნებით სახარების სიტყვებზე: „ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი“ (მათ. 5,26), ამტკიცებენ, რომ ტანჯვას დასასრული ექნება. უფლის გულისთვის ამიხსენი ეს, მამაო, რომ მტერმა არ მაცდუნოს და უმეცრებით მის მზაკვრულ ბადეებში არ გავიხლართო.

პასუხი: ... სიტყვები: „ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი“, უფალმა თქვა იმ მნიშვნელობით, რომ მათი ტანჯვა მარადიული იქნება. რამეთუ როგორ შეძლებს ადამიანი იქ გადახდას? ... უგუნურივით ნუ დაიბნევი. იქ არავინ წარემატება, არამედ ვისაც რა აქვს, აქედან აქვს: კეთილი იქნება ეს, დამპალი თუ დამატკბობელი. ბოლოს და ბოლოს მიატოვე უქმადმეტყველება და ნუ გაჰყვები დემონებს და მათ სწავლებას, რამეთუ ისინი მყისიერად შეიპყრობენ და მყისიერად დასცემენ. ამრიგად, დამდაბლდი ღვთის წინაშე, შენი ცოდვები იგლოვე და შენი ვნებების გამო იტირე. და ეკრძალე შენს თავს, შეხედე, საით იხრება შენი გული ამგვარი ჩაძიებებით. ღმერთმა შეგინდოს.83

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

გაკვირვებული ვარ, სად იქნებიან ღვთისგან განდგომილები და შორს მყოფნი მისგან, ვინც ყველგანაა? ჭეშმარიტად, ძმანო, ეს საკვირველებაა, რომელიც დიდი საშინელებითაა აღვსილი, და იმისთვის, რომ კარგად გულისხმავყოთ იგი და საღვთო სულის სიტყვათა ურწმუნოებით მწვალებლობაში არ ჩავვარდეთ, საჭიროა განათლებული გონებისმიერი განსჯა. მართალია, ისინი იქნებიან „ყოვლის“ შიგნით, მაგრამ ჭეშმარიტად ღვთაებრივი ნათლისა და ღმერთის გარეშე. იმის მსგავსად, როგორც (ბრმები), ბრწყინვალე მზის ვერმხედველნი, თუმცა კი მთლიანად, ყოველმხრივ განათებულნი არიან მისით, მაგრამ სინათლის გარეშე რჩებიან, რადგან გრძნობითა და მხედველობით განშორებულნი არიან მისგან, ასევე სამების ღვთაებრივი ნათელი არის „ყოველსა“ შინა, მაგრამ ბნელში მყოფი ცოდვილები ვერ ხედავენ ამ ნათელს... თავისი საკუთარი სინდისი დაწვავს და ამხილებს მათ, რის გამოც გამოუთქმელ ტანჯვასა და აუწერელ მწუხარებაში იქნებიან სამარადისოდ.84

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

ითქვა: „იხილოს ყოველმან ხორცმან მაცხოვარება ღმრთისაჲ“ (ეს. 40,5). – იგულისხმება ყოველი მორწმუნე ხორციელი, თანახმად სიტყვებისა: „მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა“ (საქმე 2,17), ანუ მორწმუნე ხორციელს. ყოველი ხორციელი ხომ ვერ იხილავს ღვთის მიერ მონიჭებულ ცხონებას, რამეთუ [ეს არ შეეხება] უსჯულოებს, რასაც ააშკარავებს ჭეშმარიტი სიტყვა: „მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ“ (ეს. 26,10).85

 

უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენდამი სიყვარულის გამოვლინებით მთელი კაცობრიობისთვის ვნებულ იქმნა და ყველას თანასწორად მიანიჭა აღდგომის იმედი, თუმცა თითოეული საკუთარ თავს ჰყოფს ან დიდების, ან ჯოჯოხეთის ტანჯვის ღირსად.86

წმ. თეოფანე დაყუდებული

ცხონების საქმე მიმდინარეობს მადლისა და საკუთარი ძალისხმევის ერთობლივი მოქმედებით. არავინ მიჰყავთ ძალით ცხონების გზაზე, ყველა თავისი ნებით მიდის, მადლის მიერ შეწევნული და ეკლესიის მიერ ძღვანებული. ასეა სიცოცხლის დასასრულამდე. ყველაფრის შემდეგ ცხონების მიმღებს განაცისკროვნებს მარადიული დიდება, საკუთარ თავზე გაწეული შრომის შესაბამისად.87

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა