martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

რა გველოდება საშინელი სამსჯავროს შემდეგ

თავი მეორე

ბ) შეიწყნარა თუ არა ეკლესიამ „აპოკატასტასისის“ „თავშეკავებული ვარიანტი“?

„მოწყალენი“, ძირითადად, ვერ უარყოფენ ეკლესიის მიერ ორიგენეს ცრუმოძღვრებების დაგმობას, მაგრამ თავისი მცდარი სწავლების გასამართლებლად ამტკიცებენ, თითქოს ეკლესიამ დაგმო ორიგენესეული „აპოკატასტასისი“, ხოლო წმ. გრიგოლ ნოსელისეული არ დაუგმია. სინამდვილეში როგორაა საქმე? თუკი დავუშვებთ, რომ ის მცდარი აზრები, რომლებსაც წმ. გრიგოლ ნოსელს აკუთვნებენ, მართლაც მის მიერაა გამოთქმული, მაშინ სავარაუდოა, რომ ამის შესახებ საყოველთაოდ არ იყო ცნობილი და არც მეხუთე მსოფლიო კრების მამებს ჰქონდათ შესწავლილი ეს საკითხი. დღეს ცნობილი ტექსტებიდან პირველად ამ საკითხზე საუბარია წმ. ბარსანოფი დიდის მოწაფის კითხვებში და წმ. ბარსანოფისა და წმ. იოანე წინასწარმეტყველის პასუხებში, რომელთაც დაგმეს ამგვარი შეხედულება (ეს მამები მოღვაწეობდნენ მეექვსე საუკუნეში). მერვე საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქი, წმ. გერმანე წერდა, რომ „ბნელი და დამღუპველი შხამი ორიგენესეული სიცრუისა“ სხვების მიერ იქნა შერეული წმიდა გრიგოლის წიგნებში. წმ. პატრიარქი ფოტი და წმ. მარკოზ ეფესელიც გმობენ წმ. გრიგოლ ნოსელის ნაწერებში არსებულ აზრებს „აპოკატასტასისის“ შესახებ. 543 წლის კონსტანტინოპოლის კრების მეცხრე ანათემატიზმში დაგმობილია როგორც კონკრეტულად ორიგენესეული „აპოკატასტასისი“, ასევე ის „თავშეკავებული“ „აპოკატასტასისი“, რომელიც წმ. გრიგოლის ნაწერებში გვხვდება, რომ: „დემონებისა და უსჯულო ადამიანების სასჯელი დროებითია და რამდენიმე ხნის შემდეგ მას დასასრული ექნება“. ასე რომ, ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე აშკარაა, რასაც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, წმიდა მამათა მთელი ერთობა ადასტურებს. აღსანიშნავია ისიც, რომ „აპოკატასტასისის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ცდომილი აზრი (რაც აშკარად ჩანს მამათა შეფასებებიდან) – გეენის მარადიული ტანჯვის დასრულების შესახებ – საერთოა როგორც ორიგენესეული, ასევე „თავშეკავებული“ „აპოკატასტასისთვის“, ამიტომ ამაოდ ირჯებიან „მოწყალენი“, როდესაც ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ეკლესიამ ერთი მათგანი დაგმო, მეორე კი დაუშვა. კონკრეტულად წმ. გრიგოლ ნოსელის ნაწერებში არსებულ ცდომილებებზე შემდეგი მამები საუბრობენ:

წმ. ბარსანოფი დიდი

კითხვა: აღდგენის („აპოკატასტასისის“) შესახებ ცხადად საუბრობს იგივე წმიდა გრიგოლ ნოსელი, მაგრამ არა იმის შესახებ, რომელსაც ისინი გულისხმობენ, რომ თითქოს ტანჯვის დასრულების შემდეგ ადამიანი აღდგება თავის პირვანდელ მდგომარეობაში, ანუ წმინდა გონება გახდება; არამედ საუბრობს, რომ ტანჯვა შენელდება და დასრულდება. მითხარი, ჩემო მამაო, ასეთი ადამიანი რატომ არ საუბრობს სამართლიანად, როგორც შეეფერებოდა წმიდა კაცს, სული წმიდის შთაგონებით მოსაუბრეს.

პასუხი: ... არ გეგონოთ, რომ ადამიანებს, თუნდაც წმინდანებს, შეუძლიათ სრულად ჩასწვდნენ ღვთის ყველა სიღრმეს... წმინდანები მოძღვრები გახდნენ ან თავისით, ან სხვა ადამიანების იძულებით, მეტად წარემატნენ, აღემატნენ თავის მოძღვრებს და ზეგარდამო განმტკიცების შემდეგ გადმოსცეს ახალი მოძღვრება, მაგრამ ამასთან ერთად დაიტოვეს ისიც, რაც თავიანთი ძველი მასწავლებლებისგან მიიღეს, ანუ არასწორი სწავლება. შემდეგ, როცა წარემატნენ და სულიერი მოძღვრები გახდნენ, არ მიმართეს ღმერთს ლოცვით, რომ გამოეცხადებინა მათთვის მათი პირველი მასწავლებლების შესახებ, სული წმიდის მიერ იყო თუ არა შთაგონებული ის, რაც მათ გადმოსცეს, არამედ ჩათვალეს ის მოძღვრები ბრძენებად და გულისხმისმყოფელებად, არ გამოიკვლიეს მათი სიტყვები. ... ამგვარად, სწავლებები ერთმანეთს შეერია და ყველაფერი, რასაც ეს წმიდა კაცები ამბობდნენ, მათ სახელს მიეწერებოდა... 49

წმ. პატრიარქი გერმანე კონსტანტინოპოლელი

მათ, ვისაც მოსწონდა ის უაზრობა, რომ თითქოსდა დემონებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც მარადიულ ტანჯვას ექვემდებარებიან, ოდესღაც გამოხსნას უნდა ველოდოთ... ხელი მიჰყვეს მის (წმ. გრიგოლ ნოსელის) წმიდა და ჯანსაღ ნაწერებს და შეურიეს ბნელი და დამღუპველი შხამი ორიგენესეული სიცრუისა.50

წმ. ფოტი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი

ის, რაც წმიდა გრიგოლთან, ნისის ეპისკოპოსთან, ნათქვამია აპოკატასტასისზე, ეკლესიის მიერ არაა შეწყნარებული.51

წმ. მარკოზ ეფესელი

მეხუთე მსოფლიო კრებაზე ასეთი აზრი (ტანჯვის სასრულობის შესახებ) აღიარებულ იქნა ყველა სწავლებაზე უფრო არაადამიანურად და, როგორც ეკლესიის დამაზიანებელი და გულმოდგინეთა დამასუსტებელი, ანათემას გადაეცა. ამგვარად, ეს გამონათქვამები, თუკი მართლაც საკვირველი გრიგორის (ნოსელის) მიერაა თქმული იმ ცეცხლის შესახებ, ისინი უთითებენ არა განსაკუთრებულ განსაწმენდელზე, არამედ შემოაქვთ საბოლოო განწმენდა და საბოლოო აღდგენა ყოველთა; მაგრამ ისინი არანაირად არ არის დამაჯერებელი ჩვენთვის, ვინც ეკლესიის საერთო განსჯას შევყურებთ და წმიდა წერილით ვხელმძღვანელობთ, და არ ვუყურებთ იმას, თუ რას წერდა თითოეული მოძღვართაგანი, როდესაც თავის პირად აზრს გამოხატავდა.52

 

შემდეგი

სარჩევი

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა