martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

რა გველოდება საშინელი სამსჯავროს შემდეგ

თავი მეორე

ა) რომელი საეკლესიო კრებების მიერ იქნა დაგმობილი ორიგენეს ცრუმოძღვრებები

ზოგიერთი „მოწყალის“ მიერ „აპოკატასტასისის“ დასაცავად გამოითქვა მოსაზრება, რომ ორიგენეს ცრუმოძღვრებები დაიგმო არა მეხუთე მსოფლიო კრებაზე, არამედ მხოლოდ კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე. სანდო ისტორიული წყაროები ამტკიცებენ, რომ ორიგენე და მისი ცრუმოძღვრებები დაგმობილ იქნა მრავალ საეკლესიო კრებაზე, მათ შორის: ალექსანდრიის 399 წლის კრებაზე, კონსტანტინოპოლის 543 წლის კრებაზე, მეხუთე მსოფლიო კრებაზე, წმ. რომის პაპ მარტინესა და წმ. მაქსიმე აღმსარებლის თაოსნობით მოწვეულ ლატერანის 649 წლის კრებაზე (XVIII კანონი),36 მეექვსე მსოფლიო კრებაზე, ტრულის კრებაზე, მეშვიდე მსოფლიო კრებაზე. ორიგენეს მწვალებლობებთან ერთად ამ კრებებზე ასევე დაგმეს მისი ცდომილებების ამაღორძინებლების: ევაგრე პონტოელისა და დიდიმე ალექსანდრიელის ცრუსწავლებები.

კონსტანტინოპოლის 543 წლის ადგილობრივი კრების მეცხრე ანათემატიზმი

ვინც ამბობს ან თვლის, რომ დემონებისა და უკეთური ადამიანების სასჯელი დროებითია და რამდენიმე ხნის შემდეგ იგი დასრულდება, ან შემდგომში იქნება აღდგენა (აპოკატასტასისი) დემონებისა და უსჯულო ადამიანებისა – იყავნ ანათემა.37

მეხუთე მსოფლიო კრების მეთერთმეტე ანათემატიზმი

თუკი ვინმე არ შეაჩვენებს არიოზს, ევნომიოსს, მაკედონიოსს, აპოლინარის, ნესტორს, ევტიქის და ორიგენეს მათი უსჯულო ნაწერებითურთ... ასეთი შეჩვენებულ იყოს.38

წმ. სოფრონ იერუსალიმელის საყოველთაო ეპისტოლე, წაკითხული მეექვსე მსოფლიო კრებაზე

ხოლო ჩვენ... განვაგდებთ მათ (ორიგენეს მიმდევრების) ყველა ბნელ სწავლებას და მათი უაზრო ამაოდმეტყველებისგან თავისუფალნი და ჩვენი მამების ნაკვალევზე მავალნი ვამბობთ ამ სამყაროს დასასრულის შესახებაც და გვწამს, რომ აწმყო ცხოვრების შემდეგ მარადიულად გაგრძელდება ის სხვა ცხოვრება. აგრეთვე ვაღიარებთ დაუსრულებელ სასჯელსაც. პირველი (მარადიული ცხოვრება) მარადიულად სიხარულის მომცემი იქნება მშვენიერ საქმეთა აღმასრულებლებისთვის, ხოლო უკანასკნელი (სასჯელი) განუწყვეტლივ დაამწუხრებს და შეუჩერებლად დატანჯავს მათ, ვინც აქ ბოროტების მიმდევარი იყო და ვინც აქედან განსვლამდე მონანიება არ მოისურვა. რამეთუ ქრისტე – მსაჯული და ჭეშმარიტება ამბობს: „მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების“ (მარკ. 9,46). ასე ზრახვა და რწმენა, ბრძენნო, ვისწავლე სამოციქულოსა და სახარების, წინასწარმეტყველთა და სჯულის, მამათა და მოძღვართა ქადაგებიდან.39

მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებიდან

ჩვენი წმიდა და მსოფლიო კრება... ყოველივეში კეთილმსახურებით შეუერთდა ხუთი წმიდა და მსოფლიო კრების ხმას, კერძოდ... მეხუთე წმიდა კრებას, რომელიც აქ შეიკრიბა თეოდორე მოფსუესტელის, ორიგენეს, დიდიმესა და ევაგრეს წინააღმდეგ.40

მეხუთე-მეექვსე (ტრულის) კრების პირველი კანონი

აგრეთვე ას სამოცდახუთმა ღმერთშემოსილმა მამამ, რომლებიც შეიკრიბნენ ამ სამეფო ქალაქში ჩვენი კეთილმსახური მეფის, იუსტინიანეს დროს, შეაჩვენეს და მოიძაგეს თეოდორე მოფსუესტელი, ნესტორის მოძღვარი, ორიგენე, დიდიმოსი და ევაგრე, რომლებიც ჩმახავდნენ ელინურ ზღაპრობას... ჩვენ მათ დადგენილებას, როგორც სულის მიერ აღმოთქმულს, ვაღიარებთ და მომდევნო თაობებსაც ვასწავლით.41

მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებიდან

მასთან ერთად ანათემას გადავცემთ ორიგენეს, ევაგრესა და დიდიმეს სიცრუეს, როგორც ეს გააკეთა მეხუთე კრებამ, რომელიც კონსტანტინოპოლში შედგა.42

წმ. თეოფანე აღმსარებელი

ამ წელს იყო წმიდა და მსოფლიო მეხუთე კრება ამაოდმბრძნობი ორიგენეს, ბრმა დიდიმეს, ევაგრეს და მათი ელინისტური ყბედობის წინააღმდეგ, აგრეთვე უთავო თავების წინააღმდეგ.43

 კირილე სკვითოპოლელი

როდესაც მეხუთე წმიდა მსოფლიო კრება შედგა კონსტანტინოპოლში, ორიგენე და თეოდორე მოფსუესტელი გადაეცნენ საყოველთაო და მსოფლიო ანათემას. ასევე შეჩვენებულ იქნა ისიც, რაც ევაგრესა და დიდიმეს მიერ იყო თქმული (სულთა) წინასწარ არსებობისა და აპოკატასტასისის შესახებ.44

წმ. თეოდორე სტუდიელი

შემდეგ მეხუთემ (მსოფლიო კრებამ), დაამტკიცა მისი წინა კრება და ანათემას გადასცა ორიგენე და მისი მიმდევარი პროიპარკტიტები.45

წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებიდან

 ისტვინიანე (იუსტინიანე) მეფისა ზე იქმნა მეხუთე კრებაჲ კოსტანტინეპოლეს ას სამეოცდაოთხთა წმიდათა მამათაჲ, რომელთა დაამტკიცეს ყოველივე პირველთა მათ ოთხთა კრებათაგან დაწესებული და სებეროს შეაჩუენეს და ოროგინე და მსგავსნი მისნი და მართალი სარწმუნოებაჲ ხმამაღლად ქადაგეს.46

წმ. ფოტი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი

წმიდა და მსოფლიო მეხუთე კრებამ... ასევე ბრალეულად სცნო და ანათემას გადასცა ორიგენე, დიდიმე და ევაგრე... ისინი ცრუდ ასწავლიდნენ, რომ სულები სხეულებამდე არსებობდნენ და რომ ერთი სული მრავალ სხეულს იცვლის – ბილწი და საძაგელი სწავლებაა... და ქადაგებდნენ უსასრულო ტანჯვის დასრულებას, რაც არის მოწოდება ყოველგვარი ცოდვისა და დაღუპვისკენ, ოცნებობდნენ, რომ ბოროტ ეშმაკებს კვლავ მიენიჭებათ მათი პირველი ღირსება და ზეაღსვლა მაღალ დიდებაში, რომლისგანაც დაეცნენ.47

წმ. მარკოზ ეფესელი

ამ სწავლებამ, აღდგენის („აპოკატასტასისის“) და მარადიული ტანჯვის დასრულების შესახებ, დასაწყისი მიიღო ორიგენესგან, როგორც ითქვა, და აცდუნა ზოგიერთი ეკლესიის მამა, რომელთა შორის არიან დიდიმე და ევაგრე; იგი მიუთითებს ღვთის კაცთმოყვარებაზე და ადვილად მისაღებია უზრუნველთათვის, როგორც ღმერთშემოსილი იოანე, „ზეციური კიბის“ აღმწერელი (კიბე 5,41) ამბობს. ეს სწავლება აკრძალულ იქნა და ანათემას გადაეცა წმიდა მეხუთე მსოფლიო კრების მიერ, როგორც სულთა მომაუძლურებელი და უზრუნველთა უფრო დიდ უზრუნველობაში ჩამგდები, რადგან ისინი მოელიან, რომ ოდესღაც დადგება ტანჯვისგან განთავისუფლება და დაპირებული აღდგენა („აპოკატასტასისი“).48

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა