martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

რა გველოდება საშინელი სამსჯავროს შემდეგ

თავი მესამე

წმიდა მამათა თანხმიერი მოწმობა საუკუნო ტანჯვისა და საუკუნო ნეტარების შესახებ

ბ) VI–XI საუკუნეების მამები

წმ. იოანე სინელი (VI ს.)

ვინც ჭეშმარიტად მოიხვეჭა მარადიული ტანჯვისა და საშინელი სამსჯავროს ხსოვნა, ვისაც ჭეშმარიტად ეშინია ამ ცხოვრებიდან გასვლისა, ის დროებითს აღარაფერს შეიყვარებს... უზრუნველად და სიზარმაცის გარეშე გაჰყვება ქრისტეს, განუწყვეტლივ ზეცისკენ ექნება მზერა აპყრობილი და იქიდან მოელოდება შეწევნას, წმინდანის მიერ ნათქვამის თანახმად: „მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა“ (ფსალმ. 62,9).172

წმ. გრიგოლ დიდი (VI ს.)

დიაკონი პეტრე: მინდა ვიცოდე, როგორ შევუსაბამოთ მართლმსაჯულებას ის, რომ სასრული დანაშაულის გამო ცოდვილები დაუსრულებელ სასჯელს მიიღებენ?

წმ. გრიგოლ დიდი: ეგ ეჭვი მაშინ იქნებოდა სამართლიანი, განრისხებული მსაჯული ადამიანის გულს კი არა, მხოლოდ მის საქმეებს რომ განიხილავდეს. ცოდვილებმა იმიტომ შეწყვიტეს ცოდვების ჩადენა, რომ მათი სიცოცხლე დასრულდა. ისინი ისურვებდნენ, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, დაუსრულებლად ეცხოვრათ, რათა საშუალება ჰქონოდათ დაუსრულებლად ეცოდათ. ისინი, ვინც თავიანთ ცხოვრებაში არასოდეს წყვეტენ ცოდვის ჩადენას, გვიჩვენებენ, რომ მუდმივად ცოდვაში ცხოვრება სწყურიათ. აქედან გამომდინარე, მსაჯულის მხრიდან უდიდესი სამართლიანობაა, რომ ისინი, ვისაც ამ ცხოვრებაში არასოდეს ჰქონია ცოდვისაგან განშორების სურვილი, სამუდამოდ დაისჯებიან.173

წმ. ბარსანოფი დიდი (VI ს.)

მომავალს რაც შეეხება, – ნუ შეცდები: რასაც აქ დათესავ, იქ იმას მოიმკი. აქედან გასვლის შემდეგ ვეღარავინ შეძლებს წარმატებას... ძმაო, თუ ცხონება გინდა, არ დაუჯერო მაგ სწავლებებს (ორიგენესეულ მწვალებლობებს), რამეთუ ვმოწმობ ღვთის წინაშე, რომ შენ ეშმაკის ორმოში და უკიდურეს დასაღუპავში ხარ ჩავარდნილი. ასე რომ, განეშორე მაგას და წმიდა მამებს გაჰყევი.174

წმ. იოანე წინასწარმეტყველი (VI ს.)

ეს (ორიგენესეული მწვალებლობები) არაა ზეგარდამო სიბრძნე, არამედ მიწიერი, მშვინვიერი, საეშმაკო (შდრ. იაკობ. 3,15). ეს ეშმაკისეული მოძღვრებაა. ამ მოძღვრებას მარადიულ სატანჯველში მიჰყავს ისინი, ვინც მას უჯერებს. ვინც ამ სწავლებითაა დაკავებული, ის მწვალებელი ხდება. მისი მორწმუნე განეშორა ჭეშმარიტებას. ვინც მას ეთანხმება, უცხოა ღვთის გზისგან. ქრისტეს მუშაკებს ეგ არ უსწავლებიათ. ჭეშმარიტების სიტყვის მიმღებნი მაგ აზრებს არ იღებენ. ძმაო, სასწრაფოდ მიატოვე ისინი, რომ შენი გული ეშმაკის ცეცხლით არ დაიწვას, რომ ხორბლის ნაცვლად შენს მინდორზე სარეველა არ დათესო და სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილი არ მიიღო; და ბევრს რატომ ვლაპარაკობ – რომ ქრისტეს ნაცვლად ეშმაკი არ შეიწყნარო. ნუ დააყოვნებ მაგ მოძღვრებაში, გაიქეცი როგორც ლოთი სოდომიდან და თავი დაიხსენი წმინდანების ლოცვით.175

წმ. აბბა დოროთე (VI ს.)

ძმაო, სულის უგრძნობელობისას სასარგებლოა ხშირად კითხვა საღვთო წერილისა და ღმერთშემოსილ მამათა ლმობიერმყოფელი სიტყვებისა, ხსენება ღვთის საშინელი სამსჯავროსი, სულის ხორციდან განსვლისა და მისი საშინელ ძალებთან შეხვედრისა, რომლებთან თანამონაწილეობითაც სჩადიოდა ბოროტებას ამ ხანმოკლე და უბადრუკ ცხოვრებაში. ასევე სასარგებლოა იმის გახსენება, რომ ჩვენ მოგვიწევს წარვდგეთ ქრისტეს საშინელ და სამართლიან სამსჯავროზე, და არა მხოლოდ საკუთარ საქმეებზე, არამედ სიტყვებზე და გულისსიტყვებზეც ვაგოთ პასუხი ღვთის წინაშე, ყველა მისი ანგელოზის წინაშე, და საერთოდ მთელი ქმნილების წინაშე. ასევე ხშირად გაიხსენე ის მსჯავრი, რომელსაც წარმოთქვამს საშინელი და სამართლიანი მსაჯული მარცხნივ მდგომთა მიმართ: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის“ (მათ. 25,41). კარგია ასევე ადამიანთა დიდი მწუხარებების გახსენება, რომ ამგვარად უნებლიედ მაინც დარბილდეს გაქვავებული და უგრძნობელი სული და თავისი ცოდვები გააცნობიეროს.176

წმ. იოანე IV მმარხველი,

კონსტანტინოპოლის პატრიარქი (VI ს.)

ჩვენ იქ ვისურვებთ არა ოქროს, არამედ ცვარს; იქ საჭიროა არა ფოთლები, არამედ – ნაყოფი, რამეთუ: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“ (მათ. 7,21). ამგვარად, თავს ნუ ვიცდუნებთ. დავუშვათ, მთელი ცხოვრება ხორციელ სიამეებში გავატაროთ, მაგრამ რა იქნება ეს დაუსრულებელ საუკუნეებთან შედარებით? აქ სიკეთესაც და ბოროტებასაც დასასრული აქვს, იქ კი ტანჯვა დაუსრულებელია.177

წმ. მაქსიმე აღმსარებელი (VII ს.)

სათნოებაში მოღვაწეობის საზღაური უვნებელობა და სიბრძნეა. ისინი ჩვენთვის ღვთის სასუფევლის დამკვიდრების მიზეზნი არიან, ისევე როგორც ვნებები და უმეცრება – სამუდამო სატანჯველისა.178

 

(ამ საუკუნისგან განსხვავებით მომავალ საუკუნეში) ადამიანი აღარ უნდა მოელოდეს ცოდვათა მიტევებას, არამედ – მხოლოდ განვლილი ცხოვრების შესაბამის მისაგებელს.179

 

ჩვენი საქმეების ღირსად მოგვეგება; უფრო ზუსტად, ვიღებთ საზღაურს სულიერი განწყობის შესაბამისად, რომელიც ჩვენი განზრახვის შედეგად გაჩნდა ჩვენში... სამართლიანია ღვთის მსჯავრი. რაც არ გვიძებნია, ის ვერც მოვიპოვეთ. არ იღება ჩვენთვის ცათა სასუფევლის კარი, რაკი არ ვრეკდით საქმეებით სათნოებათა კარზე; ვერ განვიცდით მარადიულ სიკეთეთა სიტკბოებას, რაკი ლოცვაში არ ვითხოვდით შემეცნების მადლს. მცირეოდენი სიყვარულიც არ გვქონია ღვთაებრივის მიმართ, არამედ გონება მიწიერ საგნებს მივაჯაჭვეთ და მათი წამხდარობით წავახდინეთ მთელი ჩვენი ცხოვრება. ყოველივე მიწიერი წავიდა და გაქრა კვამლივით, ხოლო ჩვენი დანაშაული განუქარვებელი დარჩა სამარადისოდ.180

წმ. ანასტასი სინელი (VII ს.)

კითხვა: თუკი ვინმე ქრისტეს ურწმუნო, მაგალითად, იუდეველი ან სამარიტელი, მრავალ კეთილ საქმეს აღასრულებს, შევა ცათა სასუფეველში?

პასუხი: ვინაიდან უფალი ეუბნება ნიკოდიმოსს: „ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოან. 3,5), ცხადია, რომ ვერ შევა სასუფეველში. თუმცა არ დაკარგავს თავის მისაგებელს: ან იღებს თავის კეთილდღეობას სიმდიდრით, ფუფუნებით და სხვა ცხოვრებისეული სიამოვნებებით, იმის მსგავსად, ვინც გაიგონა აბრაამისგან: „მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა“ (ლუკ. 16,25), ანდა მისი ხვედრი მომავალ საუკუნეში დიდად განსხვავებული იქნება იმათი ხვედრისგან, ვინც სიკეთეს არ აღასრულებდა. რამეთუ როგორც მართალთათვის აქვს ღმერთს მრავალი სავანე (იხ. იოან. 14,2), ასევე ცოდვილთათვისაც მრავალი სხვადასხვა სასჯელია.181

წმ. იოანე დამასკელი (VII-VIII სს.)

ხოლო შესწავებაჲ სახმარ არს, ვითარმედ რაჲ-იგი არს კაცთათვის სიკუდილი, იგივე ანგელოსთათვის – განვრდომაჲ, რამეთუ შემდგომად განვრდომისა არა არს მათდა სინანული, ვითარ-იგი არცაღა კაცთა – შემდგომად სიკუდულისა.182

 

ვინაჲცა აღვდგეთ სადმე შეერთებითა კუალად სულთაჲთა ხორცთა თანა, უხრწნელქმნილთა და განმძურცელთა ხრწნილებისათა, და წარვდგეთ საშინელსა საყდარსა ქრისტესსა. და მიეცეს სატანა და ეშმაკნი მისნი და კაცი მისი, რომელ არს ანტიქრისტე, და უმსახურებელნი და ცოდვილნი ცეცხლსა საუკუნესა, არა ნივთიერსა, ვითარი არს ჩუენშორისი ესე, არამედ ვითარი უწყის ღმერთმან. ხოლო კეთილისამოქმედნი განბრწყინდენ, ვითარცა მზე, ანგელოსთა თანა ცხორებად საუკუნოდ უფლისა ჩუენისა თანა იესუ ქრისტესსა, ჰხედვიდენ მას და იხილვებოდინ და დაუსრულებელსა შუებასა მოისთულებდენ მის მიერ.183

წმ. თეოდორე სტუდიელი (VIII-IX სს.)

„წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, განმზადებელსა ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის“ (მათე 25,41)... და ესე არა მცირედ ჟამ, არცა ერთ წელ, არცა ას წელ, არცა ათას წელ, რამეთუ არცათუ არს დასასრული სატანჯველთა, ვითარ-იგი ჰგონებენ ოროგინეანნი, არამედ დაუსრულებელ არიან და სამარადისო განჩინებისაებრ უფლისა184

ყოველ ჩვენგანს მცირე ხნის შემდეგ გარდაუვალი (ხორციდან) განსვლა ელოდება. დაე ნუ აღმოვჩნდებით მოუმზადებელნი, კეთილი საქმეების უქონელნი, რათა არ გვეწიოს მარადიული და დაუსრულებელი მწუხარება, არამედ მზად ვიყოთ იმისთვის, რომ ღმერთს სათნო ვეყოთ, რათა ღირსნი გავხდეთ უფალთან ერთად დაუსრულებლად მეფობისა. იყავნ!185

 

„მოვიხსენე ღმრთისაჲ და ვიხარე“ (ფსალმ. 76,4), იგალობება ფსალმუნში. ღვთისკენ აღვაპყროთ გონება ჩვენი, ზეციური ჭვრეტისკენ, სამოთხის მშვენიერებისკენ, მარადიული სავანეებისკენ, ანგელოზთა დასებისკენ, ჩვენი იქ გადასახლებისკენ, იმისკენ, თუ სად არიან აწ მართალთა და ცოდვილთა სულები, როგორ აღსრულდება გამოცხადება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, როდესაც, ღვთის სიტყვის მიხედვით, ცანი წარხდებიან, სტიქიები განადგურდებიან, დედამიწა და მასზე მყოფი საქმენი დაიწვებიან, როგორ მიიქვამს სული კვლავ თავის სხეულს, როგორი იქნება ის კრებული, ადამიდან ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, როგორი იქნება მზეზე მეტად ბრწყინვალე, უსანატრელესი და საშინელი სახე უფალ ქრისტესი, როგორ ხმას გავიგონებთ მისას; დასასრულ, როგორი იქნება საბოლოო განჩინება: მართალთა ცათა სასუფევლისკენ მხმობელი, ხოლო ცოდვილთა სამუდამო ტანჯვისკენ წარმგზავნელი.186

წმ. თეოდორე ედესელი (VIII-IX სს.)

როგორც კეთილი საქმე მართალი რწმენის გარეშე სრულიად მკვდარი და უმოქმედოა, ასევე მხოლოდ რწმენა მართალი საქმეების გარეშე ვერ გვიხსნის მარადიული ცეცხლისგან. რამეთუ უფალი ამბობს: „უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხეს“ (შდრ. იოან. 14,23). ამრიგად, თუკი გვიყვარს უფალი და გვწამს იგი, ეს მისი მცნებების აღსრულებით დავამოწმოთ, რათა ვპოვოთ ცხოვრება საუკუნო.187

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (X-XI სს.)

ეშმაკი გვირჩევს დავაგროვოთ სიმდიდრე და ჩვენს საკუთრებად ჩავთვალოთ ის, რაც ღმერთმა ყველა ადამიანის საზოგადო მოხმარებისთვის შექმნა, რათა ამგვარი ანგარების საშუალებით დანერგოს ჩვენში ორი ცოდვა და მარადიული სატანჯველის თანამდები გაგვხადოს; პირველი ცოდვაა უგულობა და უმოწყალობა, მეორე – საკუთარი ქონების და არა ქრისტეს იმედი.188

 

მომავალ ცხოვრებაში როგორც ამასოფლის სიცოცხლე გაუქმდება, ასევე სიკვდილიც საბოლოოდ დასრულდება და გაუქმდება; როგორც აღარ დაიბადებიან მაშინ ადამიანები და აწმყო ცხოვრების მსგავსად აღარ იცხოვრებენ, ასევე აღარ მოკვდებიან, როგორც ახლა, და სიკვდილი გაუქმდება. მაგრამ მაშინ იქნება სხვა სიცოცხლე, გამოუთქმელი, და სხვა სიკვდილი, აწინდელზე უფრო მძიმე და მწარე, ანუ მარადიული ტანჯვა.189

წმ. ეფთვიმე (ექვთიმე) მთაწმიდელი (X-XI სს.)

ამას ყოველსა ზედა მოველით დიდებულსა მასცა მეორედ მოსლვასა მისსა, რაჟამს მოვიდეს განკითხვად ცხოველთა და მკუდართა და მიგებად კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. რამეთუ მაშინ აღდგენ მკუდარნი ხმითა მით ანგელოზთმთავრისაჲთა და საყვირითა ღმრთისაჲთა და წარდგენ ყოველნი წინაშე დიდებულისა მის საყდრისა და მიიღოს კაცად-კაცადმან, ვითარცა ვინ ღირს იყოს. და წარვიდენ მართალნი სასუფეველად ცათა, ხოლო ცოდვილნი დაისაჯნენ სატანჯველთა შინა საუკუნეთა.190

წმ. ნიკიტა სტიფატე (XI ს.)

მწამს მკვდართა აღდგომა და ვაღიარებ მართალთა დაუსრულებელ მეფობას უკუნითი უკუნისამდე, აგრეთვე იმას, რომ ცოდვილთა და თვით დემონთა დასჯა გაგრძელდება მარადიულად და არასოდეს დასრულდება, და რომ ცოდვილები და დემონები ვერ დაბრუნდებიან კვლავ პირველქმნილ მდგომარეობაში, როგორც სჯერა გზააბნეულ ორიგენეს.191

წმ. ეფრემ მცირე (XI ს.)

აქა განცხადებულად შეისწავე მოძღურისაგან (საუბარია წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველზე – ვ.წ.), ვითარმედ მერმე იგი ჟამი არღარა განწმედისა და შეცოდებათა შენანებისაჲ არს, არამედ ტანჯვისა და პატიჟისა მიჴდისაჲ.

* * *

შემდგომად უკუანაჲსკნელისა მის ბჭობისა (საუბარია საშინელ სამსჯავროზე – ვ.წ.) არღარა არს სხუაჲ ცვალებაჲ, ანუ მოლოდებაჲ სხჳსა ბჭობისაჲ, რაჲთამცა სუროდა მისსა, ვითარცა პატიჟთა ჩუენთა დამჴსნელისა.192

 

შემდეგი

სარჩევი

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა