martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

არქიმანდრიტი კირილე კოსტოპულოსი

პატრის მიტროპოლიის მქადაგებელი, ღვთისმეტყველების დოქტორი

 

პასუხი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეკრების განცხადებაზე – შამბეზი, 2016 წლის იანვარი

 

ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეკრების გადაწყვეტილებათა განცხადებასთან დაკავშირებით (ჟენევა 21-28 იანვარი 2016 წ.), აგრეთვე კრეტაზე ამა წლის ივნისში ე. წ. დიდი და წმინდა კრების მოწვევასთან დაკავშირებით, მე, როგორც კანონისტს, განსაკუთრებით იმ საკითხებზე მსურს ვისაუბრო, რომლებიც ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც ერთადერთი ეკლესიის დამოკიდებულებას მისგან მოკვეთილ მწვალებლურ დაჯგუფებებთან.

ზემოხსენებული ტექსტის უმეტეს პუნქტებში ხაზგასმულია მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხისმგებლობა ქრისტიანთა ერთობისათვის და განსაკუთრებით „ქრისტიანული ეკლესიებისა და კონფესიებისთვის“. ამაზე ჩვენ ვპასუხობთ:

ქრისტეს ეკლესია ერთია, რადგან ერთია ქრისტეს სხეული. „გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე?“ (1 კორ. 1,13). ეპისკოპოსი და პროფესორი ნიკოდიმოს მილაში ამის შესახებ წერს: „რადგან ერთია ეკლესიის თავი, იესო ქრისტე, შესაბამისად მისი სხეული – ეკლესია – ერთია“ (საეკლესიო სამართალი, გვ. 294).

ყველა სხვა წარმონაქმნი, რომელიც თავს „ეკლესიას“ უწოდებს, წარმოადგენს დაჯგუფებას, რომელიც მოკვეთილია ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სხეულიდან...

მეხუთე-მეექვსე კრების 95-ე კანონი ამბობს: „ვინც მართლმადიდებლობაში და გადარჩენილთა ნაწილში მწვალებლობიდან მოვა, მათ შევიწყნარებთ პირველგანწესებული საზღვრისა და ჩვეულებისამებრ... მოვთხოვთ მათ ხელწერილს და ვუბრძანებთ, შეაჩვენონ ყოველგვარი მწვალებლობა, რომელიც არ აღიარებს ისე, როგორც აღიარებს ღვთის წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია (იხ. აგრეთვე მეორე მსოფლიო კრების მე-2-ე კანონი).

დაუშვებელია, რომ ვინმემ მოაკლოს, ან შემატოს იმას, რასაც გვასწავლის ეკლესია მსოფლიო და ადგილობრივი კრებების მეშვეობით (რომლებმაც შეიძინეს საყოველთაო ავტორიტეტი მეხუთე-მეექვსე კრების მე-2-ე კანონით) და ამასთანავე დარჩეს „ეკლესიად“.

გარდა ამისა, ამ საკითხზე აცხადებდნენ მეშვიდე მსოფლიო კრების მონაწილე წმიდა მამები: „მთელი სიზუსტით და ზედმიწევნითი გამოკვლევით მივყვებით ჭეშმარიტებას და არაფერს ვტოვებთ, არაფერს ვუმატებთ, არამედ ყოველთვის დაუცხრომელად ვიცავთ კათოლიკე ეკლესიის გადმოცემას; ყველაფერში მივყვებით ექვს წმიდა მსოფლიო კრებას... მივყვებით ჩვენი წმიდა მამების ღვთივშთაგონებულ სწავლებას და კათოლიკე ეკლესიის გადმოცემას, რადგან ვიცით, რომ ის სული წმიდისგანაა, რომელიც დამკვიდრებულია ეკლესიაში“ (Mansi 13,376).

ამგვარად, მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც მფლობელი ჭეშმარიტებისა, ისწრაფის არა იმისკენ, რომ მოიძიოს „საერთო (ერეტიკოსებთან) ელემენტები ქრისტიანული სარწმუნოებისა“, არამედ – იმისკენ, რომ ერეტიკოსებმა მიიღონ სრული ჭეშმარიტება. ერების მოციქული პავლე ტიტეს მიმართ ეპისტოლეში მწვალებლების ხსენებისას ამბობდა: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დაშჯილ“ (ტიტე 3,10). ეს იმიტომ, რომ, თეოდორიტე კვირელის სიტყვების მიხედვით, უსარგებლოა – „უაზრო ტკივილია“ (PG 82, 869) – აწარმოო მოლაპარაკებები მწვალებლობით გაუკუღმართებულ გონებებთან. ამიტომაც ამბობს წმიდა კირილე ალექსანდრიელი: „მრავალგვარ სიბილწეებში რომ შეიყვანა ისინი, თავისი ცბიერების ქსელი გარდაუვალი და დაურღვეველი გახადა“ (PG 70, 784).

ცხადია, მართლმადიდებელი ეკლესია იბრძვის არა მწვალებლებთან გაერთიანებისთვის, არამედ მისგან მოკვეთილი მწვალებლების მის წიაღში დაბრუნებისთვის და მასთან შეერთებისთვის. ამას ამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის ონტოლოგიური სიყვარული სხვაგვარად მორწმუნეების მიმართ. და ეს იმიტომ, რომ სიყვარული მაშინ არის ჭეშმარიტი სიყვარული, როდესაც ის ჭეშმარიტებაშია, როცა გამორიცხავს თავისმოყვარებისა და ამსოფლიურობის სულს. ჭეშმარიტების გარეშე ნამდვილი სიყვარული ვერ იქნება. ნამდვილი სიყვარული არ ტოვებს ერეტიკოსს მის გზააბნეულობაში, არამედ ცდილობს მის ამოყვანას დაღუპვის უფსკრულიდან ჭეშმარიტების ხელის გაწოდებით. წმ. ეფრემ ასური ზემოთქმულს ზუსტად განსაზღვრავს: „თუკი დავფარავთ ჭეშმარიტებას და მივცემთ ისეთ რჩევებს, რომლებიც სიამეთმოყვარებას ესათნოება, მაშინ არანაირი განსხვავება არ იქნება ჩვენსა და ცრუწინასწარმეტყველებს შორის, რომლებიც აცდუნებდნენ ხალხს, რამეთუ თითოეულს იმას ეუბნებოდნენ, რაც მას ესიამოვნებოდა. ხოლო ღვთის წინასწარმეტყველები ჭეშმარიტებას ქადაგებდნენ; სამაგიეროდ მათ მოიძულებდნენ და კლავდნენ („სიტყვებზე: ეკრძალე თავსა შენსა“).

ადგილობრივი ეკლესიების მეთაურთა განცხადების ტექსტის სხვა აბზაცში საუბარია იმაზე, რომ მომავალი კრების მიზანია ეკლესიური ერთობის აღდგენა. ტერმინი „აღდგენა“ უშვებს წინა მსოფლიო კრებების დადგენილებების ხელახალ ფორმულირებას. მაგრამ მეხუთე-მეექვსე კრების მე-2-ე კანონი ამტკიცებს: „ზემოთ მოხსენებულ კანონთა დამახინჯების ან უარყოფის ნება არავის აქვს. აკრძალულია სხვა, სიმართლის მტრებისა და ჭეშმარიტების ვაჭრებისაგან ცრუ სახელით წარწერილი კანონების შეწყნარება“. ამგვარად, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი ბრძოლა მიმართული უნდა იყოს მწვალებლების წმიდა მამებისეულ ჭეშმარიტებაზე დაბრუნებისა და ეკლესიასთან შეერთებისკენ.

და ბოლოს, ეკუმენისტური თანაარსებობის სასარგებლოდ ხშირად არგუმენტად გამოყენებული სიტყვები „რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ“ (იოან. 17,21) ეხება არა მოკვეთილ მწვალებლებს, არამედ თვითონ მართლმადიდებელ ქრისტიანებს და იმ ერეტიკოსებსა და უცხოდ მორწმუნეებს, რომლებმაც შეინანეს და მოციქულთა და მათ მემკვიდრეთა ქადაგების შედეგად შეუერთდებიან დედა-ეკლესიას.

წმიდა იუსტინე პოპოვიჩი სრულიად ეთანხმება მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის იმ სწავლებას, რომლის მიხედვით ერთი ეკლესიის სხეული ვერ განიყოფა, და ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მხოლოდ მისგან მოკვეთილთა დაბრუნებაზე და არა მისი ცალკეული ნაწილების შეერთებაზე.  ის ამბობს: „ეკლესია ერთია და ერთადერთი, რადგან ის სხეულია ერთი და ერთადერთი ქრისტესი. ეკლესიის ონტოლოგიური გაყოფა არსობრივად შეუძლებელია, ამიტომაც ეკლესია არასოდეს გაყოფილა, არამედ იყო მხოლოდ ეკლესიისგან გამოყოფა... ქრისტეს ერთადერთი განუყოფელი ეკლესიისგან სხვადასხვა დროს გამოეყოფოდნენ და განვარდებოდნენ მწვალებლები და განხეთქილების მოქმედნი და ამის გამო კარგავდნენ ეკლესიის წევრობას, მის ღმერთკაცებრივ სხეულთან ერთობას... ასეთები არიან კათოლიკები, პროტესტანტები, უნიატები და მთელი დანარჩენი მწვალებლური და განხეთქილებაში მყოფი ლეგიონი“ („მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენიზმი“).

ზუსტად ამგვარად, მსოფლიო და არა „საერთომართლმადიდებლურმა“ კრებამ უნდა განიხილოს სარწმუნოების არსთან და ეკლესიის სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები, ინოვაციების დანერგვის გარეშე. მისი გადაწყვეტილებანი უნდა შეესაბამებოდეს სული წმიდის მოქმედებით დადგენილ კათოლიკე სარწმუნოებას მართლმადიდებელი ეკლესიისა. კონსტანტინოპოლის კრების (879-880 წწ.) მონაწილე წმიდა მამებმა გაბედულად განაცხადეს, რომ ნებისმიერი ჩარევა წინა ღვთივშთაგონებული მსოფლიო კრებების დადგენილებებში არის ერესი და შეურაცხყოფა... წინააღმდეგ შემთხვევაში მოწვეული კრება გამოცხადდება „ავაზაკთა“ კრებად.

მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ის არის „ხატი წმიდა სამებისა“  (ვლადიმერ ლოსსკი). წმიდა მამები მუდმივად ამბობენ ამას, ხოლო წმიდა კრებები მუდმივად ამტკიცებენ. ამიტომაც ჩვენ ამ ქრისტეს სხეულის, ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები უნდა ვიყოთ, რომ ვიხარებდეთ ამ ერთობით, სული წმიდის მადლის შეწევნით, და ვცხონდეთ. ასე აღსრულდება იესოს მცნება: „რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ“...

სხვა საკითხები, რომლებიც განიხილებოდა კრების წინამოსამზადებელ შეკრებებზე, მაგალითად, ქორწინების საიდუმლოს შესახებ, მარხვის შესახებ, ჩვენი აზრით, უკვე გადაწყვეტილ იქნა წინა მსოფლიო და ადგილობრივი კრებების მიერ, რომელთა დადგენილებებმა საყოველთაო ავტორიტეტი მოიპოვა.

ამჟამად მეტისმეტად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო პატრიარქმა და მისმა გარემოცვამ გააცნობიეროს თავისი დიდი პასუხისმგებლობა ღვთისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების წინაშე იმისთვის, რომ კრება არ იქცეს „ავაზაკთა“ კრებად და არ გამოიწვიოს განხეთქილება ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიაში.   

 

თარგმნილია შემოკლებით

წყარო: http://thriskeftika.blogspot.com/2016/04/blog-post_77.html

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა