ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 5
მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა
11. რა შემთხვევაში აღესრულება ზეთის კურთხევის საიდუმლო?
ზეთის კურთხევის საიდუმლო აღესრულება სნეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ამ საიდუმლოში მორწმუნეს მიეტევება აღსარების დროს უნებლიედ გამორჩენილი ცოდვები და მიენიჭება მადლი ხორციელი კურნებისათვის. წმ. იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: „უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას“ (იაკობ. 5,14-15).
შემდეგი
სარჩევი
|