martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის

თავი 3

აღსარება

7. რომელია მძიმე ცოდვები?

არსებობს მძიმე ცოდვები, რომლებიც ადამიანის სულს განსაკუთრებით საშიშ ჭრილობებს აყენებენ, მაგრამ ადამიანმა რა ცოდვაც არ უნდა ჩაიდინოს, თუ გულწრფელად მოინანიებს, უფალი მიუტევებს. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ნუ დავკარგავთ ცხონების იმედს, თუნდაც ბიწიერების უფსკრულში ჩავვარდეთ; შესაძლებელია ისევ ამოსვლა, გამოსწორება და ცოდვის სრულიად მიტოვება“.[1] ყველაზე მძიმე და ერთადერთი მიუტევებელი ცოდვაა თვითმკვლელობა, რადგან მას ადამიანი ვეღარ მოინანიებს. თუ ადამიანმა თვითმკვლელობა შეგნებულად ჩაიდინა, მისთვის წესის აგება, პანაშვიდის გადახდა და წირვაში მოხსენიება აღარ შეიძლება. თუმცა არსებობს თვითმკვლელობის განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც ის ცოდვად არ ითვლება; ცოდვად არ ეთვლება თვითმკვლელობა სულიერად ავადმყოფს, როცა ის ვერ აცნობიერებს თავის მოქმედებას. როდესაც ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს წირავს სხვა ადამიანების გადასარჩენად, აგრეთვე, როდესაც მორწმუნე აშკარა საფრთხის წინაშე თავს იკლავს იმ მიზნით, რომ საკუთარი სხეული მოძალადეს შესაბილწად არ ჩაუგდოს, ამგვარი სიკვდილი სათნოებად ითვლება. არსებობს რამდენიმე წმინდანი, მაგ.: მოწამე დომნინა და მისი ასულნი, (ხს. 4 ოქტ. ძვ.სტ.), წმ. მოწამე ევფრასია (ხს. 19 იანვ.), წმ. პელაგია ქალწული, ანტიოქიელი, (ხს. 8 ოქტ.), რომლებმაც აშკარა საფრთხის წინაშე თავი მოიკლეს, რომ მათი სხეულები მტარვალებს არ შეებილწათ; წმიდა პელაგიას ღვაწლი შექებულია წმ. ამბროსი მედიოლანელისა და წმ. იოანე ოქროპირის მიერ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ქმედება არის გამონაკლისი შემთხვევა და არა ზოგადი წესი, რადგან სხვა მრავალი ქალწულმოწამე მტარვალთა მიერ იქნა ნაწამები. განსაკუთრებით მძიმე ცოდვებია აგრეთვე – ღვთის უარყოფა, სარწმუნოების უარყოფა, კერპთა თაყვანისცემა (ანუ ღმერთის გარდა ნებისმიერი არსების ან ქმნილების, როგორც ღმერთის თაყვანისცემა), მკრეხელობა (ღმერთის, სიწმინდის სიტყვიერი შეურაცხყოფა, წმიდა ტაძრების, წმიდა საგნების შეურაცხყოფა, დაზიანება ან მოპარვა), მწვალებლობა და მწვალებლებთან (ან სხვა რელიგიის მიმდევრებთან) რელიგიური ერთობა, მათ დღესასწაულებში რაიმე სახით მონაწილეობა, ბოროტი სულისთვის „სულის მიყიდვა“, სოდომური ცოდვა, მკვლელობა, დაუბადებელი ჩვილის მკვლელობა (აბორტი), სიძვა-მრუშობა, ჩუკენობა, ჯადოქრობა (მკითხაობა, ასტროლოგია, სპირიტიზმი, ჯადოს გაკეთება, შელოცვა და სხვ.), ყაჩაღობა, ქურდობა, ქვრივ-ობლების, გაჭირვებულების დაჩაგვრა, მოტყუებით სხვისი ქონების მითვისება, აზარტული თამაშები, ჯანმრთელობის დაზიანება სხვადასხვა ფორმით (ცემა და ა.შ.), ნარკომანია, ლოთობა, სხვა ადამიანებისთვის (განსაკუთრებით მცირეწლოვანისთვის) ცოდვის სწავლება ან ცოდვაში ჩაგდება, ცრუმოძღვრებების ან ცოდვების გავრცელება მასობრივი საშუალებებით (წიგნებით, ჟურნალ-გაზეთებით, ინტერნეტით, ტელევიზიით, სცენით), სამშობლოს ღალატი, მშობლების უპატივცემულობა, ცრუ ფიცი, ფიცის დარღვევა, წყევლა, გინება და სხვ.

ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ ეშმაკი ცდილობს ცოდვა გაამართლოს ან შეარბილოს მაინც, რომ ამგვარად ადამიანმა ნაკლები წინააღმდეგობა გაუწიოს მას. ღირსი იუსტინე პოპოვიჩი ამგვარად ამბობს: „ეშმაკი მუდმივად იმის მცდელობაშია, რომ ცოდვა წარმოაჩინოს როგორც აუცილებელი, ბუნებრივი რამ, რათა საკუთარი თავი გაამართლოს. ცოდვა – სატანის ლოგიკაა (წმ. მაკარი ეგვიპტელი); ცოდვას თავისი ლოგიკა აქვს, თავისი ფილოსოფია, თავისი აპოლოგეტიკა, რომ თავი გაიმართლოს, რომ თავი გამოაჩინოს როგორც აუცილებელი, ბუნებრივი. ამას აკეთებს ეშმაკი მუდმივად“.[2] თუ ადამიანს რომელიმე მძიმე ცოდვა შეემთხვა, სასწრაფოდ უნდა აღიაროს აღსარების საიდუმლოში, რადგან არავინ იცის როდის წაიყვანს ღმერთი ამ ქვეყნიდან. სახარებაში მათ შესახებ, ვინც მორწმუნე ყრმებს საცდურს შეამთხვევს და გზას აურევს, საშინელი სიტყვები წერია: „რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა. ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური“ (მათ. 18,6-7). ეს სიტყვები იმათაც ეხება, რომლებიც თავს მორწმუნეებად თვლიან და ამავდროულად ტელევიზიით, პრესით, ინტერნეტით თუ სხვა საშუალებით რამენაირ მონაწილეობას იღებენ ცრუმოძღვრების ან უზნეობის გავრცელებაში.

 

[1] წმ. იოანე ოქროპირი, საუბრები დავითისა და საულის შესახებ, საუბ. 3. რუს. გამოც. ტ.4, გვ.869.

[2] Преподобный Иустин Попович, На Богочеловеческом пути, Подвижнические и богословские главы, 3,34. стр. 152, Санк-Петербург, 1999.

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა