martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ღირსი იუსტინე პოპოვიჩი  

სახე ჭეშმარიტი მოძღვრისა

 

ძვირფასო ძმაო! გიხაროდენ უფლისაგან, გიხაროდენ ყოველ შენს მწუხარებაში, ყოველ შენს იწროებაში, ყოველ შენს სიკვდილში მისი (უფლის) გულისათვის, რადგან მის გარეშე ამ სევდიან წუთისოფელში არ არსებობს ჭეშმარიტი სიხარული. რამდენჯერ იგი, ყოვლადმოწყალე, ჩასულა ჩემს ჯოჯოხეთში და აღმოუყვანივარ იქიდან ჩემი ყველაზე საშინელი უეჭველი სიკვდილისაგან. იგივე ალბათ შენთანაც მრავალჯერ მოუმოქმედებია და საოცარი სიხარული ჩაღვრილა მაშინ შენსა და ჩემს სულში. ამგვარად გვისწრებს იგი საშველად ყველგან და ყოველთვის ადამიანთა ამ სამყაროში; მოდის იგი ჩვენთან თავისი ღვთაებრივი ჭეშმარიტებით, ღვთაებრივი სიმართლით, ღვთაებრივი სიხარულით და ვინ არის მაშინ ჩვენზე მდიდარი? და ჭეშმარიტად, ღვთაებრივ მოციქულთან ერთად „არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს“. და მართლაც, თუ გვყავს უფალი იესო ქრისტე, ყველაფერს ვფლობთ, ამიტომ გაგვაჩნია კეთილი ნება ამ პატარა და ვიწრო სამყაროში; და ჩვენც მასთან ერთად ვართ ტანჯვასა და იწროებაში, დევნასა და მწუხარებაში, ყველა განსაცდელში, რადგან ამ ყველაფერზე მაღლა და ამ ყველაფერში საკვირველი და სახიერი უფალი დადის ჩემი გულიდან შენს გულამდე, ყველა ტანჯულის გულთან მიდის. ვისაც თვალი აქვს ხედვად, ის ყოველთვის ხედავს; ვისაც ყური აქვს სმენად, ის ყოველთვის ისმენს. არ ყოფილა ისეთი ჩემი მწუხარება, ისეთი ჩემი ავადმყოფობა, ისეთი ჩემი სიკვდილი, კაცთმოყვარე ღმერთს თავისი ყოვლადმოწყალებით რომ არ აეღოს თავის თავზე. ასევე იქნებოდა შენთანაც, შენ ეს უნდა გეგრძნო.

 

შენი წერილიდან საოცარი სევდა იღვრება, სევდა, რომელიც რაღაც წერილი ღარებით სასოწარკვეთად გუბდება. სასოწარკვეთა კი ყველაზე დიდი მტერია ადამიანისა ამ მიწაზე, რადგან იგი ყველა მტერზე ძლიერია, მისთვის ადვილია ადამიანის სულის მოკვდინება, ხოლო თუ ადამიანში სული მოკვდა, რაღად უნდა მაშინ მას ეს წუთისოფელი, მთელი სამყარო. ამგვარი კაცისთვის მთელი სამყარო აყროლებულ წყლულად გარდაიქცევა და ადამიანი თავისი მწუხარებით ეშმაკისა და მისი ანგელოზების ტყუპისცალი ხდება.

 

არა! არ არის სასოწარკვეთის ადგილი ქრისტიანთან ამ დედამიწაზე. რადგან უფალი მოვიდა ამ წუთისოფელში და თავის ეკლესიით მთლიანად დარჩა მასში, როგორ შეიძლება სასოწარკვეთას ადგილი დაეთმოს შენს სულში. უფალი ხომ აქ არის, ჩვენ გვერდით, ჩვენ შორის. შენ მხოლოდ შეჰღაღადე და მყის მის მკლავებში აღმოჩნდები და ვის შეუძლია მაშინ გამოგგლიჯოს მისი ხელიდან – რომელ მტერს, რომელ ადამიანს, რომელ ეშმაკს, რომელ ჯოჯოხეთს! ვერც ერთი ძალა, ვერც ერთი ბოროტი ძალა ვერ შეძლებს, დაგვაშოროს ღვთიურ სიყვარულს. მისით ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ყოველგვარ ბოროტებაზე, ყოველგვარ ცოდვაზე, ყოველგვარ ჯოჯოხეთზე, ყოველგვარ დემონზე და ყველა მათზე ერთად აღებულზე.

 

მთელი სიბრძნე ქრისტიანისა ამაშია: მოეჭიდო მოუწყვეტლად უფალ იესო ქრისტეს, მოეჭიდო ლოცვით, მოეჭიდო მარხვით, მოეჭიდო მოწყალებით, მოეჭიდო სიყვარულით, მოეჭიდო სიმშვიდით, მოეჭიდო სიმდაბლით, მოეჭიდო მოთმინებით, მოეჭიდო სინანულით, მოეჭიდო წმინდა აღსარებით, ყოველივე ამით მოეჭიდო მას, მარადიულს, ღმერთსა და უფალს, რომლის მაგივრობას ვერავინ და ვერაფერი ვერ გასწევს, მოეჭიდო ყოველი წმინდა საიდუმლოთი და ყოველი წმინდა ღვთისსათნო საქმით. და რა იქნება მაშინ? მაშინ ყველა სიკვდილსა და ყველა ტანჯვაზე შენ სიხარულით გაიმარჯვებ – რწმენისა და გადარჩენის სიხარულით.

 

ჭეშმარიტ მღვდლებს ვერ დააბრკოლებენ ცუდი მღვდლები, ვერც ცუდი ეპისკოპოსები. იგი ყოველთვის მათ მაღლა მიაპყრობს მზერას და წმინდა მღვდლებსა და წმინდა ეპისკოპოსებს უცქერის – წმინდა იოანე ოქროპირს, წმინდა საბას, წმინდა დიაკონ ამბაკუმს და უთვალავ წმინდანთა დასს, მთელი სულით მათკენ მიისწრაფვის, მათით აღფრთოვანდება, მათით წინამძღოლობს...

 

და ისინი? ყველა ისინი დღემდე ცოცხლობენ ეკლესიაში როგორც გუშინ, როგორც ათასი წლის წინ. ცოცხალია ყველა წმინდა მოციქული, ცოცხალია ყველა წმინდა მოწამე, ცოცხალია ყველა წმინდა მამა, წმინდა აღმსარებელი; ისინი ჩვენთან, უღირს ღვთისმსახურებთანაც თანამსახურებენ ყოველდღიურად წმინდა ლიტურგიაზე. განა არა ვართ ჩვენ ყველა სიკვდილზე, ყველა ბოროტებაზე, ყველა ცოდვაზე უფრო ძლიერი? შეიძლება სასოწარკვეთის მიზეზი გვქონდეს მაშინ, როდესაც სამღვდელო ხარისხში ვართ? ანგელოზთა მსახურებაც კი არ დგას სამღვდელო მსახურებაზე მაღლა.

 

ბოძებული აქვს მღვდელს ღვთაებრივი ძალაუფლება სამოთხეზეც და ჯოჯოხეთზეც, სიკვდილზეც და სიცოცხლეზეც, უკვდავებაზეც და მარადისობაზეც და შენ კი, ჩემო ძვირფასო, თითქოს ამაში ეჭვი გეპარებოდეს, სულით დაეცი. ეჰ, წუხილო ჩემო! კაცთა მოდგმაში ხომ არავის აქვს ის, რაც აქვს ქრისტეს მღვდელმსახურს.

 

მთავარია რწმენით, ლოცვითა და სიყვარულით შეუვრდე საკვირველ უფალს, უფალს უტკბილესს, და ყველა სიკვდილი გაიქცევა შენგან, მით უმეტეს, სასოწარკვეთა და მისი ნაშიერები.

 

თარგმნა მანანა ყიფიანმა

 

 

 

 

 

ukan

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა