martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

იერუსალიმის პატრიარქი დიოდოროს I († 2000 წ.) აღდგომის ცეცხლის შესახებ

 

მე (კათოლიკე Niels Christian Hvidt) გავემგზავრე იერუსალიმში, რათა დავსწრებოდი ცერემონიას, რომლის დროსაც აღესრულება მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლისსასწაული, და შემიძლია დავამოწმო, რომ ეს სასწაული არა მარტო ძველ ეკლესიაში და შუა საუკუნეებში ხდებოდა, არამედ – 1998 წლის 18 აპრილსაც. იერუსალიმის პატრიარქი დიოდოროსI არის ის ადამიანი, რომელიც ყოველ წელს შედის კუვუკლიაში მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად. ის იერუსალიმის პატრიარქია 1982 წლიდან და, ამგვარად, სასწაულის მთავარი მოწმეა. წელს ცერემონიის წინ პატრიარქმა მიგვიღო კერძო აუდიენციაზე და საშუალება მქონდა მესაუბრა მასთან სასწაულის შესახებ, რომ ზუსტად გამეგო, თუ რა ხდება კუვუკლიაში და რა მნიშვნელობა აქვს ამ სასწაულს პირადად მისთვის, მისი სულიერი ცხოვრებისთვის. უფრო მეტიც, მისი დახმარებით მე ამიშვეს უფლის საფლავის ტაძრის გუმბათის აივანზე, საიდანაც კარგად მოჩანს კუვუკლიის გარშემო შეკრებილი ხალხი, რომელიც „მადლმოსილი ცეცხლის დიდ სასწაულს“ ელოდება.

 

შეუძლებელია დაინახო, რა ხდება კუვუკლიაში, ამიტომ ამის შესახებ იერუსალიმის პატრიარქ დიოდოროსს ვკითხე:

– თქვენო უწმინდესობავ, რა ხდება, როდესაც კუვუკლიაში შედიხართ?

– მე შევდივარ საფლავთან და მოწიწებით მუხლს ვიდრეკ იმ ადგილის წინ, სადაც სიკვდილის შემდეგ იწვა ქრისტე და სადაც აღდგა. უფლის საფლავთან, ძალიან წმინდა ადგილას ლოცვა ჩემთვის თავისთავად ყოველთვის უაღრესად წმინდა მომენტია. აქ აღდგა იგი დიდებით და აქედან მიჰფინა მსოფლიოს თავისი ნათელი. იოანე მახარებელი თავისი სახარების პირველ თავში წერს, რომ იესო მსოფლიოს ნათელია. როდესაც მუხლს ვიდრეკთ იმ ადგილის წინ, სადაც ის აღდგა, ჩვენ მის სასწაულებრივ აღდგომას მივეახლებით. კათოლიკები და პროტესტანტები ამ ტაძარს უწოდებენ „უფლის საფლავის ტაძარს“, ჩვენ ვუწოდებთ „აღდგომის ტაძარს“. ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, ქრისტეს აღდგომა ჩვენი სარწმუნოების გულია. აღდგომით ქრისტემ საბოლოოდ დაამარცხა სიკვდილი, არა მხოლოდ თავისი, არამედ ყველას სიკვდილი, ვინც მისი მახლობელი იქნება.

მე მჯერა, რომ მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა ზუსტად ამ ადგილას შემთხვევით არ ხდება. მათეს სახარებაში (28,3) ნათქვამია, რომ როდესაც ქრისტე აღდგა, მოვიდა შიშის მომგვრელი ნათლით მოსილი ანგელოზი. მე მჯერა, რომ საკვირველი ნათელი, რომლითაც უფლის აღდგომის დროს ანგელოზი იყო შემოსილი, სწორედ ის ნათელია, რომელიც სასწაულებრივად გვევლინება ყოველ დიდ შაბათს. ქრისტეს სურს შეგვახსენოს, რომ მისი აღდგომა რეალობაა და არა მითი. ის ნამდვილად მოვიდა ქვეყნად, რათა შეეწირა აუცილებელი მსხვერპლი თავისი სიკვდილითა და აღდგომით, რომ ადამიანს საშუალება ჰქონოდა კვლავ შეერთებოდა თავის შემოქმედს.

მე სიბნელეში შევდივარ (კუვუკლიის) შიდა ნაწილში და ვიჩოქებ. აქ აღვავლენ განსაკუთრებულ ლოცვებს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში გადმოგვეცა და მათი დასრულების შემდეგ ველოდები. ზოგჯერ ლოდინი რამდენიმე წუთს გრძელდება, მაგრამ, ჩვეულებრივ, სასწაული ლოცვების დასრულებისთანავე აღესრულება. იმ ქვიდან, რომელზეც იესო იწვა, აღუწერელი ნათელი იღვრება. ის, ჩვეულებრივ, მოლურჯოა, მაგრამ ფერი შეიძლება შეიცვალოს და მრავალგვარი ელფერი მიიღოს. მისი აღწერა ადამიანური სიტყვებით შეუძლებელია. სინათლე ამოდის ქვიდან, იმის მსგავსად, როგორც ნისლი ამოდის ტბიდან; ისე ჩანს, თითქოს ქვა სველი ღრუბლითაა დაფარული, მაგრამ ეს სინათლეა. ეს ნათელი ყოველ წელს სხვადასხვანაირად იქცევა. ზოგჯერ მხოლოდ ქვას ფარავს, ზოგჯერ კი – მთელ კუვუკლიას, იმგვარად, რომ თუკი გარეთ მდგომნი შიგნით შეიხედავდნენ, მას ნათლით აღვსებულს იხილავდნენ. სინათლე არ წვავს – მე ერთხელაც არ დამწვია წვერი თექვსმეტი წლის განმავლობაში, რაც იერუსალიმის პატრიარქი ვარ და მადლმოსილ ცეცხლს ვიღებ. სინათლე სხვა კონსისტენციისაა, ვიდრე ჩვეულებრივი ცეცხლი, რომელიც ზეთის კანდელში ანთია.

გარკვეულ მომენტში სინათლე ადის და კოლონის ფორმას იღებს, რომელშიც ცეცხლი უკვე სხვა ბუნებისაა, ისე რომ მე უკვე შემიძლია მისგან სანთლების ანთება. როდესაც ამგვარად ცეცხლით სანთლებს ვანთებ, გამოვდივარ და ცეცხლს ჯერ სომხების პატრიარქს გადავცემ, შემდეგ კოპტების პატრიარქს. შემდეგ ცეცხლს გადავცემ ყველას, ვინც ტაძარში იმყოფება.

– რას გრძნობთ სასწაულის დროს, რა მნიშვნელობა აქვს მას თქვენს სულიერ ცხოვრებაში?

– სასწაული ყოველწლიურად ღრმა ზემოქმედებას ახდენს ჩემზე. ყოველ ჯერზე ის ჩემთვის მორიგი ნაბიჯია ღმერთთან მისაახლებლად და ცოდვების მოსანანიებლად. პირადად ჩემთვის დიდი ნუგეშია ვიფიქრო იმაზე, რომ ქრისტე გვიწყნარებს, რასაც ის გვიჩვენებს ყოველწლიურად წმინდა ცეცხლის მონიჭებით, მიუხედავად ჩვენი ადამიანური ცოდვებისა და ნაკლოვანებებისა. ჩვენთან ეკლესიებში მრავალი სასწაული ხდება, ისე რომ ეს ჩვენთვის უცნაური არაა. ხშირად ხატებს მირონი სდით, როდესაც ზეცას სურს გვიჩვენოს თავისი სიახლოვე; ასევე გვყავს წმინდანები, რომლებსაც ღმერთი მრავალ სულიერ ნიჭს უბოძებს. მაგრამ ამ სასწაულთაგან არცერთს არ გააჩნია ისეთი ღრმა ზემოქმედება და სიმბოლური მნიშვნელობა ჩვენთვის, როგორც მადლმოსილი ცეცხლის სასწაულს. ეს სასწაული თითქმის საიდუმლოსავითაა. მისით ქრისტეს აღდგომა ისეთი ახლობელი ხდება ჩვენთვის, თითქოს მისი სიკვდილი სულ რამდენიმე წლის წინ იყო.  

Niels Christian Hvidt,‘Berlingske Tidende’, 15.09.98

 

წყაროები:

http://www.orthodoxytoday.org/articles/HvidtHolyFire.php?/articles/HvidtHolyFire.htm

http://www.monachos.net/content/index.php?option=com_content&view=article&id=447&catid=60

 

ამავე თემაზე:

ისტორიული ცნობები აღდგომის ცეცხლის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა