martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

მიტროპოლიტ ათანასე ლიმესოელის მონათხრობი ბერი პორფირი კავსოკალიველის ერთი სასწაულის შესახებ

 

... კიდევ ერთ ისტორიას  მოგიყვებით. ეს თვითონ ამ ისტორიის გმირისგან შევიტყვე გასულ წელს, ათენში ყოფნისას. ერთი მდიდარი ქალი ბერი პორფირის სულიერი შვილი იყო. ამ ქალს ჰყავდა ვაჟიშვილი, რომელსაც ათენში ერთი გოგონა შეუყვარდა. მაშინ ეს ბიჭი ტაძარში არ დადიოდა და დიდი ნდობა არ ჰქონდა არც მღვდლების და არც სხვა რამის, რაც ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. ასე რომ, მას უყვარდა გოგონა, დედამისს კი არ მოსწონდა ის, არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მოსწონდა. ბოლოს დედამ ჰკითხა ბერს: გერონდა, ეს გოგონა არის ჩემი ვაჟის შესაფერისი? ბერმა უპასუხა: არა, ჩემო ძვირფასო, არ არის შესაფერისი. – მაშ როგორ გადავარწმუნო? – უთხარი, მოვიდეს ჩემთან სასაუბროდ. დედამ ბერის ნათქვამი შვილს გადასცა, მაგრამ მან არ ისურვა – „წავიდე სადღაც, რომელიღაც ბერთან, რომ მან კიდევ რაღაცები მითხრას“. და ბიჭი არ წავიდა. ის მილიონერი იყო, ძალიან ბევრი ფული ჰქონდა. მან გადაწყვიტა თავის გოგონასთან ერთად ლონდონში წასულიყო და იქ ეთხოვა, ცოლად გაჰყოლოდა. ყმაწვილმა მშობლებს გამოუცხადა, რომ მათი სურვილის მიუხედავად, დანიშნავდა გოგონას: „ყველაფერი გადაწყვეტილია, მე მას წავიყვან და დავინიშნებით, თქვენ კი რაც გინდათ ის ქენით“.

დედამ ეს ამბავი ბერს მოუყვა, მან კი უპასუხა: კარგი, უთხარი, რომ ახლა მაინც, როდესაც ლონდონში გაემგზავრება, დამირეკოს, რომ წინდობის წინ ვაკურთხო. დაუყენე პირობა, უთხარი: კარგი, ჩემო შვილო, გაძლევ კურთხევას დაქორწინდე მასზე, ოღონდაც ბერს დაურეკე. დედამ შვილს ბერის ტელეფონი მისცა და უთხრა (ამას თვით ეს ყმაწვილი მომიყვა): კარგი, მოიყვანე ცოლად, რაკი გიყვარს, მხოლოდ ერთი პირობით – ვიდრე გამოუცხადებ, რომ ცოლად მოგყავს, წინდობამდე, დაურეკე ბერს და კურთხევა სთხოვე. თუკი ასე მოიქცევი, ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობა არ გექნება, დაქორწინდი მასზე და მთელ მემკვიდრეობას მოგცემთ. შვილმა უთხრა: თუკი მთელი პრობლემა ამაშია, ეგრე იყოს, დავურეკავ.

ვაჟი ლონდონში გაემგზავრა, შევიდა სასტუმროს ნომერში თავის გოგონასთან ერთად, შემდეგ ჩავიდა ადმინისტრატორთან და სთხოვა ტელეფონით ესარგებლა. თავის გოგონას კი ჯერ არაფერი განუცხადა და არ უთქვამს, რომ ბერ პორფირის ურეკავდა: რცხვენოდა. და რა უნდა ეთქვა? რომ მიდის ბრმა ბერთან დასარეკად? გოგონა ვერ გაიგებდა. ამგვარად, მან დაურეკა ბერს და ეუბნება: გერონდა, დიმიტრი ვარ, კურთხევა მინდა გთხოვოთ. ბერი პასუხობს: ერთი წუთით მოიცადე, არ დაკიდო ყურმილი. ტელეფონში რაღაც შრიალი გაისმა და ბიჭი ჩაერთო თავისი სასტუმრო ოთახის ტელეფონის ხაზში. წარმოგიდგენიათ? ეს ყველაფერი 300 ნომრიან სასტუმროში ხდება! ამგვარად, ტელეფონი დაუკავშირდა მისი ოთახის ტელეფონის ხაზს, სადაც მისი გოგონა დარჩა. და აქ ბიჭს ესმის, რომ გოგონა ესაუბრება თავის მეგობარს ათენში და ეუბნება: ჩვენ ლონდონში ჩამოვედით. დღეს ის მეტყვის, რომ ცოლად მოვყავარ და დავინიშნებით.  შემდეგ მე მას გამოვკრეფ, მთელ ფულს გამოვწურავ მისგან და დაგიბრუნდები, რადგან მხოლოდ შენ მიყვარხარ... და ა.შ., ამის მსგავსი. დარეტიანებული ბიჭი უსმენდა თავისი გოგონას საუბარს მის მეგობართან. ეს საუბარი რომ მოისმინა, მან ისევ შრიალი გაიგონა ტელეფონში, შემდეგ კი ბერის სიტყვები: რა გინდოდა, ჩემო ძვირფასო? – არაფერი, გერონდა, მაკურთხე, – უპასუხა მან, დადო ყურმილი და გაწყვიტა ის ურთიერთობა, რომელიც მას უბედურებას მოუტანდა.

წიგნიდან: Митрополит Афанасий Лимасольский. Открытое сердце Церкви, Изд-во Сретенского монастыря, 2014.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა