martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

იერუსალიმში ცეცხლის გადმოსვლის სასწაულის თვითმხილველთა მოწმობები

 

ინტერვიუ უნეტარეს თეოფილესთან, იერუსალიმის პატრიარქთან

– თქვენო უნეტარესობავ, როდის გაჩნდა მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლის პირველი მოწმობები?

– უფლის საფლავში სასწაულებრივი ნათლის პირველი მოწმე იყო მოციქული პეტრე. როგორც სახარებაში წერია, უფლის აღდგომის შეტყობის შემდეგ მან მიირბინა საფლავთან და იქ დაინახა არა მხოლოდ ტილოები, არამედ საკვირველი ნათელიც. ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის ყოველ წელს სწორედ მართლმადიდებლური პასექის წინ, დიდ შაბათს.

– ბოლო დროს თუ შეიცვალა რაიმე მადლმოსილი ცეცხლის დახვედრის ცერემონიაში?

–  ეს იერუსალიმის ეკლესიის ძალიან ძველი ცერემონიაა. მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის მხოლოდ აქ, იერუსალიმში, უფლის საფლავზე. არაფერი არ შეცვლილა. განსაზღვრული რიტუალის შემდეგ მთელს ტაძარში აქრობენ ცეცხლს. ცხოველმყოფელი საფლავის შუაში იდგმება ზეთით სავსე კანდელი, გვერდით იდება 33 სანთელი – იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების წლების შესაბამისად. შიგნით რჩებიან მართლმადიდებელი პატრიარქი და სომხური ეკლესიის წარმომადგენელი. სამლოცველოში შესასვლელი იბეჭდება ცვილის დიდი ნაკვეთით.

– ცნობილია დიდი ხნის კამათის შესახებ იერუსალიმისა და სომხურ საპატრიარქოებს შორის. რამდენიმე წლის წინ იერუსალიმის სომეხმა პატრიარქმა ტორკომ მანუგიანმა სამართლიანობის უმაღლეს სასამართლოს სარჩელით მიმართა, ის ითხოვდა ნება დაერთოთ, რომ იერუსალიმის პატრიარქთან ერთად აენთო თავისი კანდელი უშუალოდ მადლმოსილი ცეცხლიდან.

– არა მხოლოდ სომხებს, არამედ ყველა სხვა ქრისტიანულ საზოგადოებებს – კოპტებს და სირიელებს – სურთ მონაწილეობა ამ ღვთისმსახურებაში, მაგრამ უფლის საფლავთან ლოცვა შეუძლია მხოლოდ იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს, მხოლოდ მისი ლოცვით გადმოდის მადლმოსილი ცეცხლი.

– ბევრნი ეჭვობენ და არ სჯერათ სასწაულის. სიყალბე შესაძლებელია?

– ყველას მიეზღვება რწმენის შესაბამისად. რაც შეეხება ეჭვებს, მათ მხოლოდ ღიმილის გამოწვევა შეუძლიათ.

– რატომ, ეს გამორიცხულია?

– ბევრნი იყვნენ „მითის“ გაქარწყლების მსურველნი, მაგრამ ასწლეულების განმავლობაში ეს ვერავინ შეძლო. მიწა, რომელზეც ტაძარი დგას, ეკუთვნის თურქების ოჯახს, ტაძრის მეკლიტური მაჰმადიანია. სააღდგომო ჯვრით მსვლელობა უფლის საფლავის სამლოცველოს გარშემო  აღესრულება კავასების – თურქების თანხლებით. პატრიარქს და სომხური ეკლესიის წარმომადგენელს ხდიან სამღვდელო შესამოსელს და ათვალიერებენ. სამლოცველოს გულდასმით ჩხრეკენ ისრაელის პოლიციელები და მაჰმადიანები – ხომ არ არის სადმე ცეცხლის წყარო. ამას გარდა, სომხების წარმომადგენელი თვალ-ყურს ადევნებს ყველა მოქმედებას და მუდმივად მზადაა ჩაერიოს.

– პირადად თქვენ რას განიცდით იმ მომენტში?

– არის ისეთი განცდები, რომელთა სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია.

 

ესაუბრა ეკატერინე როჟაევა, 26 აპრილი 2008 წ.

თარგმნილია შემოკლებით

წყარო: http://www.pravoslavie.ru/put/print4184.htm

 

 

ბლაგოვეშჩენსკის ეპისკოპოს გაბრიელის მონათხრობი

– თქვენ დაინახეთ როგორ გადმოდის პასექის ცეცხლი?

– დიახ, ვნახე ორჯერ. მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მთავარეპისკოპოსი ანტონი (ზავგოროდსკი). როდესაც დიდ შაბათს პატრიარქი გამოვიდა მადლმოსილი ცეცხლით, ჩვენ არ ავანთეთ მისგან, არამედ სწრაფად, მეუფე ანტონთან ერთად შევედით უფლის საფლავის სამლოცველოში. ერთი ბერძენი შემოვიდა სწრაფად, მეუფე და მე. ჩვენ დავინახეთ უფლის საფლავზე ცისფერი ცეცხლი, ჩვენ მას ხელით ვეხებოდით და ხელ-პირს ვიბანდით. ძალიან მცირე დროის განმავლობაში ცეცხლი არ წვავდა, შემდეგ ძალა შეიძინა და ჩვენ სანთლები ავანთეთ.

– ცეცხლი პირდაპირ ამ ქვაზე ანთია?

– ქვაზე. და ყველა კანდელი ანთია, მთელი ქვა ცეცხლითაა დაფარული... ეს უნდა ნახო! მეც, რომ არ დამენახა, დავეჭვდებოდი. მაგრამ მე თვითონ ვნახე: ცეცხლი ანთია და ჩვენ ხელ-პირს ვიბანთ [ცეცხლით]. მთლიანი ქვაა, მარმარილო – და მთლიანად ცეცხლითაა დაფარული. არც ჭვარტლია, არც არაფერი... უბრალოდ ცეცხლი ანთია და მეტი არაფერი.

 

ესაუბრა ალექსეი საგანი

წყარო: http://www.pravoslavie.ru/guest/gavriil.htm

 

 

მწერლისა და მოგზაურის, აბრაამ ნოროვის მონათხრობი  (იერუსალიმი, 1833 წ.)

ამგვარად, ჩვენ მივაღწიეთ უფლის საფლავის სამლოცველოს, ხალხის საკვირველ სანახაობას შორის, რომელიც ღელავდა და მოწოლილი იყო ყველა თაღიდან და კარნიზიდან. უფლის საფლავის სამლოცველოში მიტროპოლიტს შეჰყვნენ მხოლოდ ერთი ბერძენი ეპისკოპოსი, სომეხი მღვდელმთავარი (რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო ამის უფლება), რუსი კონსული იაფადან და ჩვენ, სამი მოგზაური. ჩვენს უკან კარი დაიხურა. ჩაუქრობელი კანდლები უფლის საფლავის ზემოთ უკვე ჩაექროთ, მხოლოდ სუსტი სინათლე შემოდიოდა ჩვენთან ტაძრიდან, სამლოცველოს გვერდითი სარკმლებიდან. ეს საზეიმო წუთია: ტაძარში მღელვარება ჩაცხრა, ყველა მოლოდინითაა აღვსილი. ჩვენ ვიდექით ანგელოზის ეგვტერში, გამოქვაბულიდან გადაგორებულ ქვასთან; მხოლოდ მიტროპოლიტი შევიდა უფლის საფლავის გამოქვაბულში. მე უკვე ვთქვი, რომ იქ შესასვლელს კარი არა აქვს. დავინახე, ხნიერი მიტროპოლიტი როგორ მოიხარა ვიწრო შესასვლელის წინ, შევიდა გამოქვაბულში და დაიჩოქა წმინდა საფლავთან, რომლის წინ არაფერი იდგა და რომელიც სრულიად მოშიშვლებული იყო. არ გასულა წუთი და წყვდიადი სინათლემ გააბრწყინა – მიტროპოლიტი გამოვიდა ჩვენთან სანთლების აგიზგიზებული შეკვრით.    

 

მღვდელმონაზონი იობი (გუმეროვი), „БЛАГОДАТНЫЙ ОГОНЬ: ВЕЛИЧИЕ ЧУДА И БЕССИЛИЕ СКЕПТИКОВ“

წყარო: http://www.pravoslavie.ru/put/4298.htm

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა