martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

წმინდა მამათა კითხვისათვის

 

ახლობლებთან საუბარი და ურთიერთობა უდიდეს ზეგავლენას ახდენს ადამიანზე: მეცნიერთან ურთიერთობა ათასგვარ ახალ ინფორმაციას აწვდის, პოეტთან – ამაღლებულ აზრებსა და გრძნობებს, მოგზაურთან – უამრავ ცნობას სხვადასხვა ქვეყანაზე, მათ მკვიდრთა ჩვევებსა და ხასიათებზე. აქედან ცხადია, რომ წმინდა ადამიანებთან შეხვედრა და მათთან საუბარი ჩვენც სიწმინდეს გვაზიარებს: „წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოჲსა თანა უბრალო იყო, და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუჲსა მისგან განეშორო“ (ფსალმ. 17, 26-27).

ამიერიდან ხანმოკლე ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე, რომელსაც წმინდა წერილი არც კი უწოდებს ამ სახელს – ცხოვრებას, არამედ „მწირობას“ [მოგზაურობას][1] არქმევს, წმინდანებთან ნაცნობობას ესწრაფე. გინდა, რომ ზეცაში მათი დასის წევრი გახდე, გინდა, მათი ნეტარება გაიზიარო? მაშ, აქედანვე ეცადე მათთან ერთობის დამყარებას; და როდესაც სხეულს გაეყრები, ისინი ისე მიგიღებენ, როგორც ძველ ნაცნობს, როგორც მეგობარს (იხ. ლკ. 16, 9).

არ არსებობს უფრო ახლო ნაცნობობა, უფრო მჭიდრო კავშირი, ვიდრე აზრთა ერთიანობა, გრძნობათა ერთიანობა, მიზნების ერთიანობა.

სადაც აზრთა თანხმობაა, იქ აუცილებლად ერთსულოვნებაც არის, იქვეა ერთი მიზანიც და ამ მიზნის მიღწევაში ერთნაირი წარმატებაც.

წმინდა მამათა ნაწერების კითხვით შეითვისე მათი აზრები და სულისკვეთება. წმინდა მამებმა მიაღწიეს მიზანს – ცხონებას. შენც მიაღწევ იმავე მიზანს მოვლენათა ბუნებრივი განვითარებით: ცხონდები, როგორც წმინდა მამათა თანამოაზრე და მათთან ერთსულოვანი.

ზეცამ მიიღო თავის ნეტარ წიაღში წმინდა მამები – ამით დაამოწმა, რომ მათი აზრები, გრძნობები და საქმეები ღმერთს სათნო-ეყო. წმინდა მამებმა საკუთარი აზრები, გული, მოქმედება თავიანთ ნაწერებში გადმოსცეს. ესე იგი, რა სარწმუნო წინამძღვარნი (თანაც ზეგარდმო დამოწმებული წინამძღვარნი) ყოფილან ზეცისაკენ მიმავალ გზაზე მამათა ნაწერები!

წმინდა მამათა ყოველი თხზულება სული წმიდის შთაგონებით არის დაწერილი. რა საოცარი თანხმობაა მათ შორის! და ის, ვინც მამათა ნაწერებით ხელმძღვანელობს, უეჭველია, თვით სული წმიდით ხელმძღვანელობს.

დედამიწის ყველა მდინარე ოკეანეს ერთვის; შესაძლოა, ოკეანე იყოს ამ წყლების სათავეც. ასევე ერთდებიან მამათა ნაწერებიც სახარებაში – ყოველი მათგანი იმას ცდილობს, რომ გვასწავლოს უფალ იესო ქრისტეს მცნებათა ზუსტი შესრულება. ყველა მათგანის დასაბამი და დასასრული ერთია – წმინდა სახარება.

წმინდა მამები გვასწავლიან, როგორ მივეახლოთ სახარებას, როგორ ვიკითხოთ იგი, სწორად როგორ გავიგოთ; გვიხსნიან, რა შეეწევა და რა აბრკოლებს მის გაგებას. ამიტომ თავიდან წმინდა მამების კითხვას გირჩევ, ხოლო როდესაც ისინი სახარების კითხვას გასწავლიან, მერე უკვე ძირითადად სახარება იკითხე.

ნუ იფიქრებ, რომ შენთვის მხოლოდ სახარების კითხვა კმარა წმინდა მამათა დაუხმარებლად. ესაა სახიფათო, ამპარტავნული აზრი. უმჯობესია წმინდა მამებმა მიგიყვანონ სახარებამდე, როგორც საყვარელი შვილი, რომელიც წინასწარ მათგან მიიღებს სწავლა-განათლებას.

მრავალი – ყველა, ვინც განუსჯელად და ქედმაღლურად უარყო წმ. მამები, ვინც ბრმა კადნიერებით, უწმინდური გულითა და გონებით პირდაპირ სახარების კითხვას მიჰყო ხელი, დამღუპველ ცთომილებაში ჩავარდა. ასეთები უარყო სახარებამ – ის მხოლოდ მდაბალთ უღებს კარს.

წმინდა მამათა კითხვა არის მშობელი და მეუფე ყველა სათნოებისა. მათგან ვსწავლობთ წმინდა წერილის ჭეშმარიტ გულისხმისყოფას, მართალ სარწმუნოებას, სახარების მცნებებით ცხოვრებას, ამ მცნებების ღრმა პატივისცემას – ერთი სიტყვით, ცხონებას და ქრისტიანულ სრულყოფილებას. მამათა ნაწერების კითხვა, სული წმიდით მოსილი მამების უკიდურესი შემცირების გამო, გახდა უმთავრესი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც ცხონება სურს – მეტიც, ვინც ქრისტიანული სრულყოფის მიღწევას ესწრაფვის.

წმინდა მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანისავე თქმით, სარკეს წააგავს: თუ სული ხშირად იხედება ამ სარკეში, საკუთარ ნაკლოვანებათა დანახვას შეძლებს. ეს წიგნები სამკურნალო მცენარეთა მდიდრულ ნაკრებსაც შეიძლება შევადაროთ: სულს შეუძლია მათგან ყოველი თავისი სალმობისათვის შესაფერისი წამალი აირჩიოს.

„წმინდა წიგნებისათვის თვალის ერთი შევლებაც კი ღვთისმოსავი ცხოვრების სურვილს აღუძრავს ადამიანს“, – ამბობს წმ. ეპიფანე კვიპრელი.

წმინდა მამათა კითხვა გულმოდგინე, გულისხმიერი და მუდმივი უნდა იყოს: ჩვენს უხილავ მტერს, რომელსაც „სძულან ხმანი კეთილნი“ (იგ. 11, 15), განსაკუთრებული სიძულვილი მაშინ ეუფლება, როდესაც ეს ხმა წმინდა მამებისაგან მოდის. სწორედ მამათა ხმა ამხილებს ეშმაკის მზაკვრობასა და უკეთურებას, ააშკარავებს ბოროტის მახეებს, მის მოქმედებას. ამიტომ ეშმაკი გმობისა და ამპარტავნების გულისსიტყვებს ხმარობს მამათა კითხვის წინააღმდეგ: ცდილობს ამაო ზრუნვა მოუვლინოს მოღვაწეს, რათა განარიდოს მაცხოვნებელ საქმეს; ებრძვის მას მოწყინებით, მობეზრებით, დავიწყებით. სწორედ იმის მიხედვით, თუ როგორ ებრძვის და როგორ სძულს ბოროტს წმინდა მამათა კითხვა, უნდა მივხვდეთ, თუ რა მხსნელი იარაღია ჩვენთვის მათი ნაწერები – ამიტომაც ცდილობს ეშმაკი ასე გამძვინვარებით, რომ გამოგვტაცოს იგი.

ყოველმა ადამიანმა ის წმინდა მამები უნდა აირჩიოს, რომელთა ნაწერებიც მისი ცხოვრების წესს შეეფერება. დაყუდებულმა, დაე, მდუმარეთათვის განკუთვნილი წიგნები იკითხოს, ზოგადცხოვრებულთა მონასტრის წევრმა – ასეთი მონასტრებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები, ერში მცხოვრებმა ქრისტიანმა კი – იმ წმინდა მამებისა, ვინც თავისი დარიგებებით საერთოდ მთელ საქრისტიანოს მიმართავდა. ყოველი კაცი, რომელ ფენასაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, მამათა ნაწერებში სწავლებათა უხვ წყაროს ჰპოვებს.

მხოლოდ ის წიგნები უნდა იკითხო, რაც შენი ცხოვრების წესს შეეფერება, თორემ მართალია წმინდა, მაგრამ საქმით განუხორციელებელი აზრებით აივსები. ასეთი აზრები უნაყოფო მოქმედებას აღაგზნებს, და ისიც მხოლოდ შენს წარმოდგენაში; ამასობაში კი კეთილი საქმეები, რომლებიც სინამდვილეში შენი ცხოვრების წესს შეეფერება, ხელიდან დაგისხლტება. ამის შედეგად სულ ცოტა, უნაყოფო მეოცნებედ იქცევი, თანაც შენი აზრები მუდმივ დაპირისპირებაში აღმოჩნდებიან შენსავე ქცევასთან: ეს უსათუოდ დაბადებს შენს გულში შფოთს, საქციელში კი – გაურკვევლობას, რომელიც მავნე და საზიანო აღმოჩნდება შენთვისაც და შენი ახლობლებისთვისაც. წმინდა წერილისა და წმინდა მამების არასწორი კითხვისას ადვილი შესაძლებელია ცხონების გზიდან უვალი ტყეებისა და ღრმა უფსკრულებისაკენ გადახვევა, რაც ძალიან ბევრს დამართნია. ამინ.

 

[1] აქ და შემდგომში კუთხურ ფრჩხილებში ძველი ქართული სიტყვების თანამედროვე მნიშვნელობაა მითითებული (მთარგმნ.)

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ 

 

გადმოღებულია წიგნიდან – „სიტყვა ნუგეშინისცემისა“; შემდგენელი და გამომცემელი – დეკანოზი ზაქარია მარგალიტაძე.

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა