martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

 

წერილი ათონიდან

(ნაწ. 2)

 

ქრისტიანული ცხოვრება ეს არის სვლა სიწმინდისაკენ...

ამას უფალი შეგვაგონებს:

"წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ..."

ჩემო შვილებო, დიდი მადლია, როდესაც მოწყალე უფალი ჩვენს მატერიალისტურ და გახრწნილ საზოგადოებაში წმინდა ადამიანებს გამოაჩენს... შესაძლოა ცოტანი არიან... მაგრამ ხომ არსებობენ!

(მონაზონი ვერონიკა)

 

ჩემო დებო და ძმებო, ძვირფასმა ქვამ რომ იბრჭყვიალოს, საჭიროა ბევრჯერ გაიხეხოს... ასევეა ყოველი ჩვენგანიც... იმისათვის, რომ ძვირფას "სულიერ" ქვებად ვიქცეთ, მოწყალე უფალი უამრავ მწუხარებასა და განსაცდელში გვატარებს...

(მონაზონი ვერონიკა)

 

ჩემო უმცროსო ძმებო და დებო, განაგდეთ თქვენგან ძილი, მოწყენილობა, სიზარმაცე!... ეცადეთ ცხოვრებაში იქცეთ მუშა ფუტკრებად და არა ზარმაც, ჭუჭყიან ბუზებად!...

თქვენ ახალგაზრდები ხართ, ახალგაზრდობა შექმნილია გმირობისთვის, ლამაზი საქმეებისთვის, დიდი ოცნებებისთვის, წინსვლისთვის, სიკეთისთვის... ჩემო შვილებო, რაღა თქმა უნდა თქვენ ყველას, საზოგადოების სავალალო მდგომარეობის, ერთგვარი ზნეობრივი ჯუნგლების "სუნი" აგივათ, მაგრამ, ზევით იყურეთ!... იყურეთ ზეცისკენ, ქრისტესკენ!... ქვემოთ ცოდვაა, რომელიც ყალბი ტკბილეულობით თქვენს გაბრუებას ცდილობს... ფრთხილად იყავით! ცოდვა მაგნიტს ჰგავს, თუკი მას ვინმე მიუახლოვდება მაშინვე დატყვევდება... მაგრამ თქვენ, კიდევ გიმეორებთ, იყურეთ ზევით, ზეცისაკენ! ცხოვრება ერთი გამუდმებული მოძრაობა, ბრძოლა და ქვევიდან ზევით ზეცაში მგზავრობაა! ეს არის ჩვენი დიადი მიზანი, ეს მიზანი ჩვენ ყველას შეგვეფერება... ეს არის ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოების ბრწყინვალე და უმაღლესი იდეალი...

 

ჩემო კეთილო შვილო, ნუ მისცემ შენს გულს იმის უფლებას, რომ ადამიანური ქება და პატივი შეიყვაროს... უპირატესობა მიანიჭე იმას, რომ შენი საქმეების და მცდელობების ერთადერთ "მოწმედ" ღმერთი გყავდეს!...

 

ჩემო შვილო, სიბრაზის დროს ენაზე კბილის დაჭერა დიდი მიღწევაა... აქ ღირს წმინდა ბარსანუფის ბრწყინვალე სიტყვა გავიხსენოთ: "ძმაო, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე (!) იბრძოლე სიბრაზის ამ ეშმაკის ნაშიერის წინააღმდეგ!"

ასევე მნიშვნელოვანია სიტყვები პატერიკიდან: "დაამარცხა ქრისტიანმა სიბრაზე და სურვილები? – მაშასადამე, მან ეშმაკიც დაამარცხა!"

 

მცდელობა, რომ "შენი თავის ქეიფისთვის" მატერიალური ფასეულობები მოიპოვო, ვიტყოდი, რომ არის მატერიალიზმი... ხოლო ღვაწლი იმისათვის, რომ მოიპოვო პური სხვისთვის და მიანიჭო მას შვება, არის სიყვარული და მისიონერული საქმე...

(მონაზონი ვერონიკა)

 

ისევე, როგორც საჰარის უდაბნოში არავინ მოელის ყვავილების გახარებას, ადამიანები, რომლებსაც არ სწამთ უფალი, კარგს არაფერს უნდა მოელოდნენ. ურწმუნოება კაცობრიობის უკაცრიელი უდაბნოა...

 

ჩემო უმცროსო ძმებო და დებო, უფალი მადლისა და ნიჭის ულევი წყაროა... ყოველ ადამიანს რაღაც ნიჭი აქვს... ჩვენი ვალია ვმადლობდეთ მას, ვინც ეს ნიჭი მოგვცა და იგი მის სადიდებლად და ჩვენი მოყვასის სასიკეთოდ გამოვიყენოთ...

 

ჩემო შვილებო, სუსტნი, ღატაკნი, სულიერად და ფიზიკურად უძლურნი, არა სიმკაცრეს, არამედ თანაგრძნობას საჭიროებენ... მკაცრები მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ, სხვებთან კი ლმობიერნი...

 

რამდენად სახიფათოა საქმის გადადება! წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ ეს ეშმაკის ყველაზე სახიფათო მახეა... ჩემო შვილებო, არ გადავდოთ სინანული და აღსარება! გაფრთხილდით! აღსარების გადადების გზა ღვთის სასუფეველთან არასოდეს მიგვიყვანს! ფრთხილად!

 

ნათლობა არის სულიერი აბაზანა, რომელიც ადამიანს განბანს.

მეორე განსაბანელი კი სინანულისა და აღსარების საიდუმლოა, რომელიც ადამიანის ცოდვებს რეცხავს და ასუფთავებს...

წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ცოდვას ჩანასახშივე უნდა ვებრძოლოთ, სანამ გაიზრდება და გულში ფესვებს გაიდგამს... მოდით მოვკლათ ვნება სანამ ის "ჭიანჭველასავით" არის, თორემ თუ "ლომად" გადაიქცა, მაშინ უკვე ჩვენ შეგვჭამს!

 

ფრანგმა გრაფმა ვუალმა საპყრობილეში მყოფ ერთ განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდას ჰკითხა: – შვილო ჩემო, აქ როგორ მოხვდი?

სამწუხაროდ, ჩემი მშობლები მხოლოდ ჩემი ნიჭის განსავითარებლად ზრუნავდნენ და არ მასწავლეს თუ როგორ უნდა მეცხოვრა, არასდროს არ უსაუბრიათ ჩემთან ღმერთზე... და ამიტომ მხედავთ მე აქ უპასუხა ახალგაზრდამ.

(მონაზონი ვერონიკა)

 

 

დიდმა ფრანგმა პოეტმა პოლ კლოდელმა, მას შემდეგ რაც იწამა იესო ქრისტე, თქვა: "კურთხეულ იყავ, ქრისტე ჩემო, რომ მე სხეულისგან, ფულისგან, ამაო დიდებისგან, ბნელი საქმეებისგან და ეშმაკის ყველა ცრუ კერპისგან გამათავისუფლე!..."

 

...თუ ადამიანი ტკივილით არ განიწმინდება, ღმერთთან ვერ მიაღწევს...

თუ ვინმე არ ავა "გოლგოთაზე", თუ "ჯვარს არ ეცმის", თუ განსაცდელების "ბრძმედში" არ გამოიწრთობა, ვერ შეძლებს მამა-ღმერთთან მისვლას...

სამოთხის კარი ტკივილით იღება!

რომ იარსებოს შვებამ, უნდა არსებობდეს ტკივილი!

რომ იარსებოს "აღდგომამ", უნდა არსებობდეს "ჯვარცმა" – თუ "ჯვარს არ ვეცმევით", ვერც "აღვდგებით"!

...ზეციური კარიბჭეები – მიწაზე "ჯვარცმულებით" იღება!...

 

წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიაში გვაქვს გამოთქმა – "მოწამეთა დასი"... ჩემო შვილებო საქართველოდან, გისურვებთ თქვენც მოიპოვოთ ადგილი ამ წმინდა "დასში"...

 

ჩემო კეთილო შვილებო, მინდა, რომ ყურადღება მიაქციოთ ერთ ძალზე მნიშვნელოვან რამეს: ჩვენს ცხოვრებას არა ჩვენი პირადი სურვილები და "უფლებები" უნდა მართავდნენ, არამედ – ჩვენი ვალდებულებები და მოვალეობები!... სამწუხაროდ, სამყაროსთვის უბედურება და ტკივილი "უფლებებისათვის" ბრძოლას მოაქვს... რატომაა, რომ საკუთარი "უფლებებისთვის" ასე იბრძვის ადამიანი, ხოლო "მოვალეობებს" კი ივიწყებს? ხშირად საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობა სხვებს სულიერ ჭრილობებს აყენებს...

ნახეთ, რა ძალადობას აქვს ადგილი ადამიანებზე, როდესაც მათი "უფლებების" დაცვისათვის იბრძვიან და ავიწყდებათ ერთმანეთის წინაშე მოვალეობები!...

(მონაზონი ვერონიკა)

 

ჩემო პატარა შვილებო, ჩემო მართლმადიდებელო ძმებო და დებო!

მართლმადიდებელი ეკლესია ცხოვრობდა და ცხოვრობს "ჯვარცმით", "ცრემლებით", "მსხვერპლის გაღებით", "ესქატოლოგიური მოლოდინით", "აღდგომის სასწაულით"...

მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს ეკლესია ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია იყო, არის და მარად დარჩება როგორც მსხვერპლის გამღები, ასკეტური, კაცთმოყვარე, ტრადიციების დამცველი, სულიერად მოღვაწე და მისიონერული ეკლესია...

წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია იყო, არის და იქნება ჭეშმარიტების ეკლესია, ეკლესია ქრისტეს ვნებებისა და აღდგომის... წმინდანების ეკლესია! ერთადერთი ეკლესია! წმიდა სამების მადიდებელი ეკლესია...

 

საყვარელო შვილებო, მოდით გავაცნობიეროთ, რომ იმ საძირკველს, რომელზეც ჩვენი ცხოვრება უნდა ავაგოთ, იესო ქრისტე და მისი მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს და არა რომელიმე ძლიერი პიროვნება, საზოგადოებრივი სისტემა ან ფილოსოფიური თეორია.

...როდესაც ვამბობ, რომ ვცხოვრობ ქრისტესთან ერთად, ნიშნავს იმას, რომ ვცხოვრობ ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მის სხეულთან ერთად... ცხონება მხოლოდ იქ არსებობს, სადაც მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი მღვდელი, მართლმადიდებლური საღმრთო ლიტურგია არსებობს.

ნებისმიერი გზა მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ არის მცდარი და მომაკვდინებელი...

მართლმადიდებელმა ეკლესიამ საკუთარი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით კარგად იცის, რომ ცოდვა აყალბებს და აუკუღმართებს ადამიანის ცხოვრებას, იცის, რომ ღვთის გარეშე ცხოვრებას ადამიანები სულიერ მონობამდე და ნიჰილიზმამდე მიჰყავს...

ჩემო კეთილო შვილებო, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ: მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ ჭეშმარიტი ცხოვრება არ არსებობს!

 

ჩვენს ეპოქას (რელიგიური, ოჯახური და ეროვნული საფუძვლების არმქონე ეპოქას), ძლიერი ზეწოლითა და დამანგრეველი შემოტევებით, ნიჰილისტურ, ბარბაროსულ და არაადამიანურ საზოგადოებამდე მივყავართ, რომლის ფინალიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით... და აქ, ერთადერთი ხსნა, კვლავ მართლმადიდებელი ეკლესიაა...

 

ჩემო კეთილო შვილებო, თუკი რომელიმე თქვენგანი იმედგაცრუებულია სხვადასხვა "მკურნალებისაგან", მოდით, ჩაუტარეთ საკუთარ თავს ტესტი: ადით იმ კიბეზე, რომელსაც ავადმყოფობიდან ჯანმრთელობამდე, ვნებიდან – სათნოებამდე, სიბნელიდან – სინათლემდე, შფოთიდან – სიმშვიდემდე, სიკვდილიდან – სიცოცხლემდე, ეშმაკიდან – ღმერთამდე აჰყავს!

თავის დახსნა ყოველგვარი ბოროტებისაგან, სულიერი მკურნალობა და დიდად ნანატრი საუკუნო ცხოვრების მიღწევა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში ხდება!

საკმარისია მხოლოდ, რომ ვისურვოთ!

გისურვებთ, რომ მუდამ დარჩეთ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ცოცხალ წევრებად!

 

ჩემო კეთილო ძმებო და დებო, ერთხელ ერთმა ახალგაზრდამ, რომელსაც თავსატეხი ჰქონდა გაჩენილი სხვა ადამიანების დაპირებებით, ერთ მოძღვარს ჰკითხა:

მამაო, ვითომ ჩემს დასახმარებლად მრავალი "ხელია" გამოწვდილი, მაგრამ როგორ გავარჩიო ის, რომელიც მართლა დამეხმარება?

ჩემო შვილო, აირჩიე ის "ხელი", რომელსაც სამსჭვალისგან დატოვებულ ნახვრეტებს შეამჩნევ. ეს იმის ხელია, რომელიც შენ არა აბსტრაქტულ იდეებს და მცდარ იდეოლოგიებს, არამედ საკუთარ თავს შემოგთავაზებს. მან შენი გადარჩენისთვის, ბაგაში შობიდან ჯვარცმამდე, მსხვერპლის გაღებისა და სიყვარულის აღმართი გაიარა!...

თუკი ყოველთვის მას (უფალს) დაეყრდნობი, მაშინ მტკიცედ ივლი და შორს წახვალ...

(მონაზონი ვერონიკა)

 

ჩემო უმცროსო ძმებო და დებო, თუკი გამუდმებით შევთხოვთ უფალს დახმარებას, მაშინ მოვიპოვებთ ძალას, რომ მოვიცილოთ უსარგებლო სიტყვა – "არ შემიძლია", რომელიც სიცოცხლისა და ზნეობრივი ბრძოლის უარყოფაა... "არ შემიძლია" – არის სილაჩრე, გაქცევა, უარყოფა, უმოძრაობა, მონობა, ეშმაკობა!, ხოლო სიტყვა – "შემიძლია" – ღვთის შემწეობით არის სიხარული, თავისუფლება, მოძრაობა, შემოქმედება, წინსვლა და სიცოცხლე!

ამრიგად, ჩემო შვილებო, ღვთის შემწეობით: "შემიძლია"!...

 

ნუ შეშინდებით, თუკი თქვენი ქრისტიანული მრწამსის გამო რაიმე თავდასხმას განიცდით... ეცადეთ უკეთ შეისწავლოთ ქრისტიანული სარწმუნოება და პარალელურად იზრუნეთ, რომ საქმით დაამტკიცოთ ის, რაც გწამთ...

 

ჩემო დებო და ძმებო, ვარდები არ ლაპარაკობენ, ისინი სურნელს გამოსცემენ... ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ, უნდა სურნელი გამოვცეთ, უნდა გამოვასხივოთ და გადავცეთ ქრისტეს სურნელი... შორიდან უნდა იგრძნობოდეს ჩვენი კეთილი, სუფთა და სიყვარულით სავსე საქმეების სურნელი... ქრისტიანული ცხოვრება და ღვთის სასუფეველი საქმით და არა სიტყვებით განცხადდება...

 

ჩემო კეთილო შვილებო, თუკი უფალმა დემონების თხოვნა ღორების კოლტში შესულიყვნენ და უფრსკრულში დანთქმულიყვნენ შეისმინა, განა უფრო მეტად არ შეისმენს ჩვენს წმინდა ნათლობით ქრისტესთან შეერთებულების თხოვნას: გაგვათავისუფლოს მარადიული სიკვდილისგან???...

ჩემო საყვარელო შვილებო, დებო და ძმებო, დიდია ლოცვის ძალა!...

(მონაზონი ვერონიკა)

 

ნამდვილი თავისუფლება ცხოვრებისეული ვალდებულებებისადმი არის შეწირული...

"ვარ თავისუფალი" ნიშნავს იმას, რომ პატივს ვცემ მოყვასის უფლებებს, ვემორჩილები ადამიანთა თანაცხოვრების კანონებს, არ ვაკეთებ არაფერს ისეთს, რამაც შესაძლოა დააზიანოს პიროვნება ან საზოგადოება. ჩვენს წმიდა, მართლმადიდებელ ეკლესიაში არის ნამდვილი თავისუფლება... სადაც ქრისტეა იქაა თავისუფლებაც.

 

ჩვენს ეპოქაში, რომელიც იდეებისა და მსოფლმხედველობების აღრევით გამოირჩევა და სადაც გვერდზეა გაწეული ზნეობრივი და სულიერი ფასეულობები, რამდენად დროულად და აუცილებლად მოჩანს უფლის შეგონება: "იღვიძებდით!"... და ეს სულიერი მღვიძარება, რომლისკენაც ქრისტე მოგვიწოდებს, ალბათ ურწმუნოებზე შთაბეჭდილებას არ ახდენს, მაგრამ ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის უდიდესი შინაგანი გმირობის წყაროა... ამრიგად, ჩემო შვილებო, "ვსდგეთ კეთილად"!...

 

ყველა, განსაკუთრებით კი ბავშვები, კეთილ საქმეებსა და პირად მაგალითებს საჭიროებენ, და არა მხოლოდ სიტყვიერ მითითებებსა და დარიგებებს. ერთი კეთილი, ცოცხალი, ქრისტიანული მაგალითი, ათას დარიგებას გადაწონის!

 

ყველაზე დიდი უბედურება საკუთარი უკვდავი სულის დაკარგვაა!...

ცხონებისთვის აუცილებელი საშუალება გულწრფელი სინანულია, ამიტომ, სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი პირველი და ერთადერთი საზრუნავი!...

ჩემო შვილებო, ვიტყოდი, რომ ყველაფერი ამაოა სინანულის გარეშე! მთელი გულით გისურვებთ ნამდვილ სინანულს!

(მონაზონი ვერონიკა)

 

ჩემო უმცროსო ძმებო და დებო, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი "ჯვარი" არსებობს... ყოველი ადამიანი საკუთარ "ჯვარს" ტვირთულობს... ჩემო შვილებო, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი "ჯვარი" (სიღარიბე, ინვალიდობა, მრავალგვარი განსაცდელი, უკურნებელი სენი და ..), მოდით, იგი გაბედულად მივიღოთ და ვიტვირთოთ, რადგან ეს "ჯვარი" ზეციურ იერუსალიმში მიგვიყვანს... მარადიულობის კარიბჭე მხოლოდ ამ "ჯვრის" მორჩილად მიმღებს და განსაცდელების წინაშე მტკიცედ მდგარს გაეღება!

 

...დრო "კარგავს" მას, ვინც დროს კარგავს!

...დრო ის ოქროა, რომლითაც ან მარადიულ სიცოცხლეს, ან მარადიულ ჯოჯოხეთს იძენ!

ჩემო შვილებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: ყურადღებით! ნუ დაკარგავთ დროს!

 

ზეციერო მამაო, გევედრები, რა დროც არ უნდა გავიდეს, როგორმა მწუხარებამაც არ უნდა დაფაროს ჩემი სული, რამდენადაც არ უნდა გამრავლდნენ ჩემი ცოდვები, ნუ დაივიწყებ შენს საბრალო შვილს, რომელსაც არასოდეს, არასოდეს! არ შეუწყვეტია და არც შეწყვეტს შენს სიყვარულს... ოჰ! ზეციერო ჩემო მამაო!... მომიტევე და წამიყვანე შენთან!...

(მონაზონი ვერონიკა)

 

ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ ეს მშვენიერება კომფორტში და სიმდიდრეში კი არ არის, არამედ მხოლოდ სიყვარულში. სიყვარული ყველაფერს "ალამაზებს" და "გემოს" აძლევს. ნამდვილი, ღვთისმიერი სიყვარული ყოველივეს გამოუთქმელ მშვენიერებას ანიჭებს... ჭეშმარიტი სიყვარული ცხოვრებას აზრსა და მიზანს აძლევს...

 (მონაზონი ვერონიკა)

 

ჩემო უმცროსო დებო და ძმებო, ყოველ საღმრთო ლიტურგიაზე ვისმენთ მღვდლის სიტყვებს: "ზე გვაქუნდენ გულნი!", .. ზევით, ზეცისაკენ! ყოვლადწმიდა ღმერთის ტახტისკენ! ზევით, სადაც ჩვენი ქერუბიმებზე უპატიოსნესი ყოვლადწმიდა დედა იმყოფება! ზევით, სადაც ანგელოზები და წმინდანები არიან! ზევით, სადაც ჩვენი საუკუნო სამშობლოა! ზევით, სადაც სიყვარული, ჭეშმარიტება, სიცოცხლე, სიწმინდე და ნათელია! ჩემო კეთილო შვილებო – "ზე გვაქუნდენ გული!"

 

არსებობენ მიცვალებულები, რომელთა მიერ გაღებული მსხვერპლი, რწმენისა და სიცოცხლის ხეს რწყავს და ამიტომ ისინი მილიონობით ცოცხალ ადამიანზე მეტად ფასობენ...

 

უგულო, სასტიკი, გულღვარძლიანი საქციელი ოჯახებს ანგრევს, მეგობრობას ანადგურებს, მონასტრებსა და ძმობებს ურევს... მაშინ, როცა სიყვარული, მოთმინება, შემწყნარებლობა ოჯახში, მონასტერში და მთელს საზოგადოებაში ერთობასა და სიმშვიდეს უყრიან საძირკველს...

 

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სულიერ ცხოვრებაში ახალბედა ისეთ სულიერ მოძღვარს დაუახლოვდეს, რომელიც მის ქრისტიანულ ცხოვრებას სწორად წარმართავს... აქ, შეიძლება წმინდა მამების სიტყვები გავიხსენოთ:

იპოვე მოძღვარი?

გიპოვნია სამოთხე!

 

...ჩემო შვილებო, მოიგებს ის, ვინც ღმერთს რწმენით უკავშირდება... დიდია რწმენის ძალა! რწმენა საუკუნო ჭეშმარიტებას გვიმჟღავნებს... მტკიცე რწმენა ჩვენი ცხოვრების საფუძველია...

 

ქრისტიანული სახლი არის ადგილი, სადაც თითოეული ცხოვრობს ერთმანეთისთვის და ყველა ერთად ღმერთისთვის!...

(მონაზონი ვერონიკა)

 

ჩემო უმცროსო დებო და ძმებო, სიმდაბლე უძლეველი სულიერი ძალაა... იგი ღვთის მადლს იზიდავს... თავმდაბალნი მართლაც ნეტარნი არიან, რადგან ისინი ზეციურ სასუფეველს მოიპოვებენ... ეცადეთ, რომ გულის სიღრმეში სიმდაბლე გააღვივოთ... არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ სიმდაბლე წმინდანებისა და ანგელოზების სათნოებაა! ხოლო ეგოიზმი სატანური ცოდვა, რომელიც ადამიანს მარადიულ სასჯელში აგდებს!

(მონაზონი ვერონიკა)

 

ჩემო კეთილო შვილებო, ღვთისგან მიღებული ძალით, მოდით, ყველგან, ოჯახში, სკოლაში, სამსახურში, მონასტერში მოვიქცეთ ისე, როგორც ეს მკვდრეთით აღდგომილი უფლის შვილებს შეეფერება, და პირველ რიგში, ჩემო შვილებო, მთავარი ბრძოლა საკუთარ თავს უნდა გამოვუცხადოთ!

(მონაზონი ვერონიკა)

 

ჩემო კეთილო ძმებო და დებო, ნახეთ, რა დემონურ ეპოქაში ვცხოვრობთ! კეთილშობილური და ზნეობრივად გამართული თითქმის აღარაფერი დარჩა! ...თითქმის ყველაფერს ანგრევენ... ანგრევენ და სპობენ... და ვერ ხვდებიან ამის ჩამდენნი, რომ ოდესღაც თავადაც აღმოჩნდებიან ამ ნანგრევების ქვეშ!

ჩემო შვილებო, თქვენ კი, მტკიცედ და ურყევად იდექით წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის უკვდავ სწავლებაზე...

 

ჩემო ძმებო და დებო, ერთი წმინდანი ხშირად იმეორებდა: "გარდა ჩვენი ხელებისა ღმერთს სხვა ხელები არ გააჩნია!"

რა ბრძნული გამონათქვამია, არა? ამრიგად, ჩემო შვილებო, დაე, ჩვენმა ხელებმა მხოლოდ სიკეთე და სათნოების საქმენი აკეთონ, გაიღონ მოწყალება და "ღვთის ხელებად" იქცნენ! ამინ!

 

...განმარტოება, დიადი სულისთვის სიტკბოებაა, ხოლო პატარა სულისთვის შიშის მომგვრელი...

(მონაზონი ვერონიკა)

 

ჩემო კურთხეულო შვილებო საქართველოდან, "წმინდა იყვენით" – მოგვიწოდებს უფალი... სიწმინდე კი ის არის, რომ უკან დაწიო "დროებითი" ადამიანი (ადამიანი ცოდვილი, მიწიერი, სურვილებს დამონებული, ჯიუტი, მოუთმენელი...) და აამაღლო – "საუკუნო", ქრისტესმიერი ადამიანი... სიწმინდე არის არა ის, რომ ვეცადო მოყვასზე უკეთესი ვიყო, არამედ ის, რომ ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ ვიყავი...

სიწმინდე არ არის "კეთილი გზით" სხვების ქებისა და პატივისცემის მოპოვების მცდელობა...

პატივისცემა არ იიძულება, არამედ შთაეგონება... იგი ჩვენი ცხოვრების ყოველი კეთილი აზრითა და მოქმედებით შთაეგონება...

სიწმინდე ყოველთვის სიკეთისა და ზნეობრივი ვალდებულებების შესრულებისათვის ბრძოლაა...

სიწმინდე არის საკუთარი და არა სხვისი ვნებების დაძლევის მუდმივი მცდელობა...

სიწმინდე სხვებისაგან ჩვენი ყოველი კეთილი საქმის "დაფარვაა"...

სიწმინდე არის პასუხისმგებლობით, შრომითა და მსხვერპლის გაღებით აღსავსე ცხოვრება...

სიწმინდე – ადამიანური უძლურების ღვთიურ ყოვლადძლიერებასთან დაკავშირებაა...

სიწმინდე – განუწყვეტელი ღვაწლია ღვთის მადლით... და – ერთადერთი გზაა ზეციური სასუფევლისკენ...

(მონაზონი ვერონიკა)

 

ჩემო კეთილო შვილებო, ქვემოთ მოყვანილმა საგაზეთო წერილმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სულიერი სარგებელი მომცა... წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები გამახსენდა: "არაფერია ლოცვაზე უფრო ძლიერი..." მართლაც, დიდია მისი ძალა! ლოცვა ღვთის მადლს იზიდავს!

მხურვალედ გევედრებით წაიკითხეთ ეს წერილი და ვიმედოვნებ, რომ აღარ შეწყვეტთ სხვებისათვის ლოცვას და ეკლესიაში ცოცხალთა და გარდაცვლილთათვის მოსახსენებლების შეგზავნა არ გამოგრჩებათ... ჩემო საყვარელო შვილებო, კიდევ ერთხელ გეტყვით: ლოცვა, მებრძოლი ეკლესიის ყველაზე მძლავრი სულიერი იარაღია... ლოცვა განაგდებს მარტოობას, ტკივილს, ბოროტებას, ეგოიზმს, ცოდვას... ლოცვა განაგდებს ეშმაკს! L

...ლოცვა ეხმარება!... ლოცვა სულებს აცხონებს! დიდია მისი ძალა!... ლოცვა – ჩვენი დაუმარცხებელი სულიერი იარაღია!

(მონაზონი ვერონიკა)

 

სასწაული!

 

ნეტარი ბარსანუფი ოპტინელის "დარიგებებში" ვკითხულობთ:

ოდესღაც, მეფის კარის ერთი დიდგვაროვანი რჩევის მისაღებად პეტერბურგში იმ დროისათვის სახელგანთქმულ მოძღვართან მივიდა:

 

– მამაო, მითხარი რა ვქნა? ბევრი მტერი მყავს, მათ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვძულვარ. ათასგვარ ცილს მწამებენ მეფესთან. სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვიმყოფები. თუკი ეს მოხდება, სად წავალ, როგორ ვიცხოვრებ, რას ვიზამ?

 

– ილოცე ყველასთვის, და განსაკუთრებით მათთვის, ვინც შენს წინააღმდეგ აღდგნენ. ილოცე ყველგან, სახლშიც და ეკლესიაშიც, საღმრთო ლიტურგიისას, იცოდე, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

და აქედან რა გამოვა, მამაო? – იკითხა გამწარებულმა დიდგვაროვანმა.

 

– ნახავ. პროსკომიდიის დროს, როდესაც მღვდელი წმინდა ნაწილებს იღებს, ცოცხლებისა და გარდაცვლილების სახელებს იხსენიებს. რაღაც მომენტში მღვდელი ამ ნაწილებს წმიდა ბარძიმში ჩაუშვებს და ამბობს: "განწმიდე, უფალო, ცოდვანი მოხსენებულთა მონათა შენთა სისხლითა წმიდითა შენითა". ე.ი. ქრისტეს ევედრება, რათა მან თავისი სისხლით მოხსენებულ ადამიანთა სულები განწმიდოს.

და დაამატა:

 

ამიტომ, შენთვის ავის მსურველთა სახელები ცალკე მოსახსენებელში დაწერე და მღვდელს მიეცი, რომ ლიტურგიის დროს ისინი მოიხსენოს, და ნახავ!

 

მას შემდეგ ორი-სამი კვირა გავიდა, ეს დიდგვაროვანი კვლავ მივიდა მოძღვართან, ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა:

სასწაული მოხდა, მამაო! სასწაული! არ დაიჯერებთ! ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მითხარით, და აი ისინი, ვისაც აქამდე ვძულდი და ჩემთვის ცუდს განიზრახავდნენ, ისეთ პატივისცემასა და სიყვარულს გამოხატავენ, რომ არ ვიცი როგორ ავხსნა. მათი ბაგეები თუ აქამდე ღვარძლით იყო სავსე, ახლა თაფლად იღვრებიან, სადაც კი მივლენ, ყველგან კარგს ამბობენ ჩემზე!

 

აი, როდესაც ღმერთს მიანდე შენი საქმე, ხომ ნათლად ხედავ, თუ როგორ ზრუნავს იგი ჩვენზე დაასკვნა მოძღვარმა.

 

ლოცვა, ლიტურგია, კვეთაში სახელების მოხსენიება. უფალი ყველაზე ზრუნავს. ლოცვა და ვედრება არ იკარგება, ღმერთი ყველას უსმენს. და თუ ვხედავთ ჩვენს ვედრებაზე უარყოფით პასუხს, ეს უარიც ღვთის უარია.

ყოვლადბრძენი ღვთის პასუხი ჩვენს ლოცვებზე სამგვარია: ჰო! არა! მოითმინე!

 

უპატივცემულობაა, როდესაც ღვთის გწამს, ლოცულობ და ამავე დროს ეჭვი შეგაქვს მის ძლიერებასა და ერთგულებაში. მოციქული პავლე თავის ეპისტოლეებში ხშირად ამბობს: "სარწმუნო არს ღმერთი". დიახ, სანდოა უფალი და მამობრივი სიყვარულით ზრუნავს თავის ქმნილებებზე. ლოცვებს განსაკუთრებული ძალა და მადლი საღმრთო ლიტურგიისას აქვთ, რადგან ამ დროს ისინი განიწმინდებიან და საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოს უერთდებიან.

ამგვარად, ცოცხალთა და გარდაცვლილთა სახელებს, რომლებიც მოიხსენიება, როგორც პროსკომიდიის, ასევე საღმრთო ევქარისტიის დროს, ღმერთი "სასწაულებრივად და უხილავად" განწმედს.

მღვდელი ლიტურგიის დროს მორწმუნეებს მათი ახლობლების მოხსენიებას მოუწოდებს. ეს, მებრძოლი და მოზეიმე ეკლესიის წევრების ერთობლივი ლოცვის საოცარი წუთებია. ცოცხლებისა და გარდაცვლილების უთვალავი სულები წმიდა და უხრწნელი სიცოცხლის ბარძიმის გარშემო ერთად არიან შეკრებილნი, და ყველანი, ურიცხვ ზეციურ ძალებთან ერთად, გალობენ: "ძლევისა გალობისა მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, უფალი საბაოთ".

 

ყოვლისმცოდნე ღმერთმა თითოეული ადამიანის პრობლემა იცის. იგი ისევე ზრუნავს ჩვენს პრობლემებზე, როგორც მან იზრუნა მეფის იმ დიდგვაროვანზე. საკმარისია მხოლოდ, რომ ჩვენ "თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ".

 

ჩემო კეთილო შვილებო, სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთები ცდილობენ, რომ ყველაზე კეთილი და ძვირფასი სიტყვები: მართლმადიდებელი სარწმუნოება, სამშობლო, ოჯახი შენიღბულ ნაცისტურ განწყობად დაახასიათონ.

...მართლმადიდებელი ეკლესია გმობს ფანატიკურ ნაციონალიზმს და არა წმინდა პატრიოტიზმს...

ჩემო კეთილო შვილებო, დებო და ძმებო, იმისათვის, რომ ჩვენი საყვარელი საქართველო გადარჩეს და განვითარდეს, დაცული უნდა იქნას: მართლმადიდებლობა, სამშობლო და ოჯახი...

(მონაზონი ვერონიკა)

 

ჩემო უმცროსო დებო და ძმებო, ჩვენთან, მონასტერში, შორეული კვიპროსიდან ხშირად ჩვენი ქრისტესმიერი და, მეგობარი და დამხმარე ჩამოდის. როდესაც მას ვეკითხები:

როგორ ხარ ჩემო ელენე?

პასუხად ყოველთვის მომიგებს:

ვარ მოთმინებით!

რა მნიშვნელოვანი სიტყვებია! როგორი ნუგეშია! როგორი "გაბედული", სწორი, ქრისტიანული პასუხია, რადგან, თავად უფალმა მოგვცა მოთმინების მაგალითი.

ერთხელ, ელენემ ჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო, სადაც მოთმინების შესახებ ჰქონდა ჩანაწერები და მითხრა:

რომ იცოდე გერონტისა რამდენჯერ მაქვს გადაკითხული ეს ჩანაწერები და რამდენჯერ მიმიღია სულიერი სარგებელი...

ვაღიარებ, რომ როდესაც წავიკითხე ეს "კურთხეული ჩანაწერები" მეც დიდი სარგებელი მივიღე და ახლა მინდა ჩემო შვილებო, თქვენც გაგაცნოთ ზოგიერთი მათგანი... მოდით, ჩემო შვილებო, ყოველმა ჩვენგანმა მოთმინება ჩავდოთ ცხოვრების საძირკველში და ელენეს ამ ძღვენისათვის მადლობა გადავუხადოთ...

 

"...მოთმინება, ეს არის სულის შინაგანი ძალა, ცხოვრების ყველა მწუხარება და ტკივილი უდრტვინველად მიიღოს... ვინც ამას მიაღწია, სიცოცხლის დასასრულს გამარჯვებული შეხვდება...

...მოთმინებას ვერავის ასესხებ და ვერც ვერავის დაესესხები...

...მოთმინება სიყვარულითა და ღვთის რწმენით აღსავსე გულებში მკვიდრდება...

...როდესაც შენში მოთმინება დამკვიდრდება, ყოველი სირთულე გაქრება...

...მოთმინება ყველაზე აუცილებელი სათნოებაა, რომელსაც მარადიული სიცოცხლისაკენ მივყავართ...

...მოთმინება უმოკლესი გზაა წყნარი და მშვიდი ცხოვრებისაკენ მიმავალი...

...მოთმინება ჭეშმარიტი ქრისტიანის ყველაზე დამახასიათებელი "სამკაულია"...

...მოთმინება არის საოცარი "გასაღები", რომელიც მიუღწეველი მიზნების კარებებს აღებს!

...მოთმინება ისეთი სიმამაცეა, რომელიც ყოველგვარ გმირობას აჭარბებს!

...მოთმინება ის "ძალაყინია", რომელსაც ყველა განსაცდელის აწევა შეუძლია...

...მოთმინება სიმწარედ გეჩვენება, მაგრამ მისი ნაყოფი ტკბილია...

...მოთმინება ტკივილის ყველაზე უებარი წამალია...

 

მოთმინება არის ის, როდესაც:

გტკივა, მაგრამ ტკივილი ვერ გერევა,

გტკივა, მაგრამ არ წუწუნებ,

გტკივა, მაგრამ არ ხდები არაობიექტური,

გტკივა, მაგრამ იღიმი,

გტკივა, მაგრამ გამართულად დგახარ,

გტკივა, მაგრამ არ ქმნი პრობლემებს შენს გარშემო,

გტკივა, მაგრამ ღმერთს ადიდებ,

გტკივა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვისთვის იხარჯები!

გტკივა, მაგრამ არ ოხრავ,

გტკივა, მაგრამ უდრეკი რჩები,

გტკივა, მაგრამ მადლიერი ხარ,

გტკივა, მაგრამ ლოცულობ.

...სირთულეებიდან გამარჯვებული მხოლოდ ამგვარად გამოხვალ... გამარჯვებული მოთმინებით!

...ხუთი გრამი მოთმინება ერთ კილო ტვინს უდრის(!!!)

...მოთმინება ტკივილის დროს როგორც წვიმაში ქოლგის ჭერაა...

...ვისაც აქვს მოთმინება ის ყველაფერს გაუძლებს..."

 

ამრიგად, ჩემო საყვარელო შვილებო მოითმინეთ!

გაიხსენეთ მილიონობით წმინდა მოწამის მოთმინება, რომლებიც საშინელი ტანჯვის შემდეგ საპყრობილეში ხუთ, ათ და უფრო მეტ წელს ატარებდნენ, მაგრამ შვებას და სარგებელს ზეციური სასუფევლისადმი ცოცხალი რწმენით იღებდნენ...

...მოთმინება, ჩემო შვილებო! მოთმინება!

 

"...ვისაც სურს აღდგომა გოლგოთა უნდა გაიაროს..."

 

ჩვენ, რომლებიც ვიღვწით იმისათვის, რომ უხრწნელ და მარადიულ სამშობლოში შევიდეთ, მოთმინება გვჭირდება!...

ჩემო შვილებო, კიდევ ერთხელ მოთმინება! და მადლობა ჩვენს ქრისტესმიერ დას ელენეს ამ ჩანაწერებისთვის.

(მონაზონი ვერონიკა)

 

ჩემო საყვარელო შვილებო, ერთმა წმინდანმა თქვა: თუკი არ იტყვი, რომ ამ სამყაროში მხოლოდ ორნი მე და უფალი ვართ სულიერ შვებას ვერ იპოვი...

...როდესაც საკუთარ თავს ეკითხები:

რას ამბობენ სხვები ჩემს შესახებ? – ეს იმას ნიშნავს, რომ სხვებზე ხარ დამოკიდებული, იცოდე, რომ შემდეგ მათი ნათქვამი და საქციელი შეგაწუხებს...

 

ჩემო უმცროსო დებო და ძმებო, უმორჩილესად გთხოვთ, ძალზე ყურადღებით იყავით!

ჩვენი ეპოქის მიწიერი, მატერიალური სული პატივმოყვარეობას, ეშმაკობას, თავმოყვარეობას, სხეულის სილამაზისაკენ ლტოლვას, ინტელექტუალურ "გაქექილობას" იწვევს... იწყებ იმის მცდელობას, რომ სხვის თვალში "წარმატებულად" გამოიყურებოდე.

სოფელი სხვაგვარად "ზომავს", აქ უპირველესი მნიშვნელობა აქვს პიროვნებამ მოახერხოს ის, რომ ყოველთვის თანამედროვე და გამორჩეული იყოს... მის შესახებ ილაპარაკონ(!) "სახელი", დიდება და სიმდიდრე მოიხვეჭოს!...

სამწუხაროდ, ამ სულისგანმხრწნელმა აზროვნებამ გავლენა ბევრ საეკლესიო პიროვნებაზეც იქონია...

 

ეჰ! ჩემო შვილებო! თუკი ღვთის მადლი არ გექნა, მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობებით რას გააკეთებ?

...რას შეძლებს ენერგია, განსწავლულობა, გასაოცარი ფიზიკური ნიჭი, დიპლომები და საუნივერსიტეტო ტიტულები, რიტორიკული შესაძლებლობები, ამსოფლიური დიდება, ფიზიკური სილამაზე, სხვა მრავალი დროებითი და ამაო თვისება, როდესაც შენი ცხოვრების წესით ქრისტესმიერი სიმდაბლის მშვენიერებასა და სილამაზეს ვერ ამჟღავნებ?

ჩემო საყვარელო შვილებო, კვლავ გთხოვთ, შორს განუდექით ყოველგვარ ამაოებას, განუწყვეტლივ იღვაწეთ, რომ მყარად მისდიოთ ეკლესიის სწავლებას, სიმდაბლით და ქრისტეს სიყვარულით იაროთ მისი ყოვლადწმიდა ნების თანახმად... ამინ!

(მონაზონი ვერონიკა)

 

ჩემო კეთილო შვილებო, ერთი კითხვა მაქვს:

ვინ არის "დიდი" და ვინ – "პატარა"?

პატარა ვარ მე, რომელიც ვფიქრობ, რომ ვარ დიდი... და დიდი არის "პატარა", კეთილი, უწყინარი და თავმდაბალი...

ყველას გვსმენია გამოთქმა: "ვიღაც არის დიდი, ვიღაც არის პატარა, უმნიშვნელო და .."

ჩემო დებო და ძმებო, ეს შეცდომაა... მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არსებობს დიდი და პატარა, მდიდარი და ღარიბი, სწავლული და უსწავლელი, დიდგვაროვანი და მდაბიო, ცნობილი და უცნობი, ლამაზი და უშნო(!), ჭკვიანი და სულელი, ბერძენი და ქართველი, "ჩვენიანი" და "სხვისიანი", კარგი და ცუდი და .. და ..

არა! არაფერი ამგვარი არ არსებობს!... ჩემო შვილებო, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში მხოლოდ უკვდავი სულები არსებობენ, რომელთათვისაც "ქრისტე აღესრულა"...

ჩვენს წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობენ არა "დიდები" და "პატარები", არამედ ქრისტესმიერი ძმები და დები!

(მონაზონი ვერონიკა)

 

"...პოლიტიკა არის: ერთს ფიქრობდე, მეორეს ამბობდე და მესამეს აკეთებდე"(!) (კლემენს მეტერნიხი)

"...პოლიტიკა არის: "მეცნიერება" იმის შესახებ, თუ როგორ, ვის, რა, როდის, რამდენი... უნდა წაგლიჯო"! (. ჰილმანი, ამერიკელი პოლიტიკოსი)

"...კარგი დიპლომატი და პოლიტიკოსი არის ის, ვისაც შეუძლია მეზობლის მოხრჩობა ისე, რომ ამ უკანასკნელმა ეს ვერ შენიშნოს..."(!!!) (ტრუგვე ლი, გაეროს გენ. მდივანი 1946-1952 წ.წ.) (...და ამ საშინელ სიტყვებს ამბობს პირველი გენერალური მდივანი იმ ორგანიზაციისა, რომელიც დაფუძნებულია მშვიდობის, თავისუფლების, ადამიანთა უფლებებისა და ზნეობრივი ღირებულებების დაცვისათვის. "ხელებს ვწევ"... ხმას ვეღარ ვიღებ... შეუძლებელია ამაზე რაიმე კომენტარი გააკეთო...)

 

ჩემო საყვარელო შვილებო, საზოგადოებისათვის ყველაზე მეტი ზიანის მომტანები განათლებული ათეისტი ადამიანები არიან... რა თქმა უნდა, ზემოთ მოყვანილის წაკითხვისას თმები ყალყზე დაგიდგება, მაგრამ რას უნდა ელოდე იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც ღვთის შიში არა აქვთ?... ამიტომ, ჩემო შვილებო, ახლოს მიდით ეკლესიის ნამდვილ წევრებთან, იმ ადამიანებთან, რომლებსაც ქრისტე ჰყავთ საკუთარ გულებში...

 

იცით, ჩემო ძმებო და დებო, ყველაზე იოლია ოჯახში პირველივე ჩხუბის შემდეგ, მეუღლეს გასცილდე და ცხოვრების სხვა თანამგზავრი აირჩიო, მაგრამ ამ "სხვასთან" იგივე სირთულეების გადალახვა მოგიწევთ... ორი "ეგო" ერთ ჭერქვეშ ვერ ეტევა... ოდესმე უნდა ვისწავლოთ, რომ ადამიანებს შორის ქორწინების, მეგობრობის, კოლეგიალური თუ სხვა კავშირების შესანარჩუნებლად საჭიროა ჩვენი "ეგო" დავივიწყოთ და მასზე მეტად სხვა ადამიანი შევიყვაროთ...

ძმებო და დებო, გამოფხიზლდით! შესაძლოა, რომ ერთმა სიყვარულით აღსავსე საუბარმა უთანხმოება დაძლიოს... ნუ მოიქცევით ჯიუტი ბავშვებივით, რომელთაც მუდამ საკუთარის გატანა სურთ... ოდესმე უნდა მოვმწიფდეთ, რომ ბოლოსდაბოლოს მამაკაცებმაც და დედაკაცებმაც, საკუთარი ეგოიზმი სიყვარულის სამსხვერპლოზე მივიტანოთ და ამგვარად მოვიპოვოთ ჭეშმარიტი ცხოვრება. ეს განსაკუთრებით თქვენ – ქალებს და დედებს გეხებათ, რომელთაც უფლის მადლისა და ეკლესიის სხეულის – ოჯახის საძირკვლის – შენარჩუნების პასუხისმგებლობა გაკისრიათ...

სირთულეები, ბევრიც რომ იყვნენ, თქვენ ვერ მოგერევათ, რადგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გიფარავთ. ითხოვეთ, რომ უფლის სიყვარულმა აავსოს თქვენი გულები და სიყვარული და პატიება ისწავლოთ...

ჩვენი "საზოგადოების" რაობა

(ამონარიდი ბერძნული პრესიდან)

 

  1. მისი სახელია ანა. დაბადების დღე – 9 დეკემბერი. სწორედ ამ დღეს დასრულდა ამ ახალგაზრდას ცხოვრება (22 წელი). ანაკოღლუ იყო მისი გვარი. შეწყდა მისი სიცოცხლე. მიზეზი? – ნარკოტიკები. კიდევ ერთი მსხვერპლი. ამ საშინელი ბოროტების კიდევ ერთი მსხვერპლი...
  2. ბრმა ინვალიდი გამყიდველი ქუჩაში გამვლელებს ლატარიის ბილეთების შეძენას სთხოვდა. აშკარად ჩანდა, რომ იგი სრულიად ღატაკი იყო, მაგრამ არავის ებრალებოდა. მისი დახუჭული ქუთუთოებიდან ჩანდა, რომ ცრემლები სდიოდა. საზოგადოებას, რომელიც განცხრომაში და ფუფუნებაში მილიონებს ხარჯავს, ხოლო ქუჩაში მტირალ ბრმას არ იბრალებს, შეუძლებელია ადამიანური საზოგადოება ეწოდოს...
  3. წელიწადში 500 მილიონ დრაჰმას ვხარჯავთ იმისათვის, რომ სტადიონები გაგულისებული გულშემატკივრებისაგან დავიცვათ! იმავე თანხით წელიწადში 100 სკოლის აშენება შეგვეძლო! ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრება იმ დაუმუშავებელ მარმარილოს ჰგავს, რომელიც მოქანდაკემ უნდა გამოკვეთოს. ასევე ჩვენც, როგორც ამორფული მასა, უფლის ხელში ვართ და თუკი საშუალებას მივცემთ (აუცილებელია ჩვენი სურვილი), ამ მასას იგი იმ პირვანდელი ხატის სახეს მისცემს, რომელიც ჩვენშია დამალული.

მართლაც, როგორი დამქანცველი შრომა სჭირდება ჩვენს გულს, რათა ყოველივე ხელოვნური, ცრუ და თვალთმაქცურისგან გათავისუფლდეს და სიყვარულით სავსე, ქრისტეს ჭეშმარიტ გულად იქცეს? ...და მართლაც, ვხედავთ და ვრწმუნდებით, თუ რამხელა სულიერი ძალისხმევა უნდა გავწიოთ ჩვენში, რომ ამ, და არა სხვა საქმით დავკავდეთ!...

უფალი გვთავაზობს და გველოდება... სამყაროს ფერისცვალება მხოლოდ მაშინ მოხდება, თუკი ეს ფერიცვალება სხვებისადმი ჩვენი სიყვარულითა და ლოცვით დაიწყება...

 

(ნახეთ, რამდენი სიბრძნეა ქვემოთ მოყვანილ ჩანაწერებში, რომლებიც ჩემს მეგობარს ეკუთვნის):

 

"...ღმერთო ჩემო, დამიფარე უამრავი საფრთხისგან და უმთავრესად ჩემივე თავისგან, შეზღუდე ჩემი მისწრაფებები, განცდები, დაუშვი ის, რაც სასარგებლოა ჩემთვის და აღკვეთე ის, რაც – საზიანოა... ამას გევედრები ახლა, როდესაც ჩემს გონებას საღად აზროვნება შეუძლია, მაგრამ მაშინაც გამინათე იგი, როდესაც დაბინდული იქნება...".

 

უფალო შემიწყალე მე, გამოუცდელი ცხვრებივით ვართ, დავივიწყეთ საკუთარი ცოდვები და ისიც, თუ რამდენი რამ მოგვიტევე, მაგრამ მაინც სხვებს განვიკითხავთ... შენ მოწყალე ხარ, ჩვენ უმოწყალონი, სიყვარულის კიდობნიდან – შენი ეკლესიიდან სხვებს ხელს ვკრავთ და ვაგდებთ, რადგან ეკლესია საავადმყოფოს ნაცვლად სასამართლოდ ვაქციეთ... გამოგვაფხიზლე უფალო, სანამ გვიან არ არის!

(მონაზონი ვერონიკა)

 

ვინც სიბრძნეს ეძებს, იგი უკვე – ბრძენია, მაგრამ იმ წამიდან, როდესაც ჩათვლის, რომ იპოვა – უმწიფრად გადაიქცევა...

 

ბევრს შეუძლია საათობით ლაპარაკი, მაგრამ ცოტაა ისეთი, ვისაც საუბარი შეუძლია...

 

"...მრავლისმეტყველებით ცოტა ითქმება, ხოლო მცირე საუბრით ბევრი..."

(პითაგორა)

 

"შეცდომების ჩადენა უფრო იოლია, ვიდრე მათი გამოსწორება..."

(ნაპოლეონი)

 

...რაოდენ უბადრუკიც არ უნდა იყოს რომელიმე ადამიანი, იგი მაინც ჩვენი თანამოძმეა...

 

...პატიოსნება და სარგებლის მიღებისაკენ სწრაფვა ერთ ტომარაში ვერ თავსდება...

(ზოლა)

 

...შური ერთგვარი მანიაა, რომელიც ვერ იტანს სხვის სიკეთეს... შურიანები ორმაგად იტანჯებიან: ერთი რომ საკუთარ ცუდს განიცდიან და უფრო მეტად კი სხვის სიკეთეზე წუხან!...

 

...როდესაც ფილოსოფოს ანტისთენეს ჰკითხეს, თუ რომელი სწავლებაა ყველაზე საჭირო ადამიანისათვის, მან უპასუხა:

 "მოიცილოს ის ცუდი ჩვევები, რომლებიც შეიძინა".

 

ერთმა კაცმა ფილოსოფოს არისტიპეს ვაჟი მიუყვანა და სთხოვა განათლება მიეცა. არისტიპემ სწავლის საფასურად 500 დრაქმა ითხოვა. მამას ფასი დიდად მოეჩვენა და მასწავლებელს უთხრა:

ამხელა ფასად ერთ ხარს ვიყიდი!

იყიდე და მაშინ... ორი ხარი გეყოლება უპასუხა არისტიპემ.

 

ერთი დალაქი, რომელიც ბევრი ლაპარაკით იყო ცნობილი, მეფე არქელაოსის გასაკრეჭად მიიყვანეს. დალაქმა მეფეს ჰკითხა:

თქვენო უდიდებულესობავ, სხვადასხვა მეთოდით ვიცი გაკრეჭვა და თქვენ როგორ ისურვებთ?

მდუმარედ! – უპასუხა არქელაოსმა.

 

ძველი საბერძნეთის შვიდ ბრძენთაგან ერთ-ერთი ბრძენი ვიასი, რამდენიმე უზნეო და გარყვნილ ადამიანთან ერთად მოგზაურობდა. უცებ საშინელი ღელვა ამოვარდა. გარყვნილებმა ზღვის "ღმერთ" პოსეიდონის მოხმობა დაიწყეს, მაგრამ ვიასმა ისინი გააჩერა:

გაჩუმდით, უბედურნო! თუ პოსეიდონმა გაიგო, რომ თქვენ აქა ხართ, მაშინ ნამდვილად დაგვახრჩობს!

 

...ბევრი ფილოსოფოსივით საუბრობს, მაგრამ სამწუხაროდ, უგნურივით ცხოვრობს...

 

ყველაზე რთულია ყველას მოსწონდე.

 

სტუმარი რაც მალე წავა მასპინძლისთვის მით უფრო სანატრელი ხდება.

(მონაზონი ვერონიკა)

 

წმინდა მოციქულ პავლეს არ შერცხვა ეღიარებინა, რომ ყველა ადამიანზე უარესი და დიდი ცოდვილი იყო (1 ტიმ.). თავის უსაზღვრო ცოდვებს, უდიდესი სიწმინდის მქონე ქრისტეს ეკლესიის სიამაყე მოციქული პავლე აღიარებდა! არწივი საკუთარ თავს მატლად მიიჩნევდა...

ჩვენ კი საკუთარ თავს... არწივებად მივიჩნევთ! ვაი ჩვენს თავს!

(მონაზონი ვერონიკა)

 

უფრო ძნელია იყო პატიოსანი, ვიდრე გმირი, რადგან გმირად შესაძლოა ერთ წამში იქცე, ხოლო პატიოსნება მთელი სიცოცხლის მანძილზე ბრძოლას საჭიროებს...

 

გინდა ერთი წამით შეიგრძნო ბედნიერება? – შური იძიე...

გინდა ყოველთვის გრძნობდე ბედნიერებას? – მიუტევე!

 

არაფერი მიუცია მას ქრისტესთვის, ვინც არ მისცა მას (ქრისტეს) ყველაფერი!...

 

ისწავლე დაგეგმო შენი საქმიანობა, ამით მეტი შედეგის მიღწევას შეძლებ...

 

ყველაზე დიდი გამარჯვება არის ის, როდესაც საკუთარ ნაკლზე გაიმარჯვებ...

 

დიდია ტყუილი, როდესაც სიყვარულია პატარა...

 

ბედნიერება მეგობრებს გძენს, ხოლო უბედურება მათ გამოცდის...

 

"...ნებისმიერი მეცნიერება სამართლიანობისა და სათნოების გარეშე, არა სიბრძნე, არამედ მზაკვრობაა..."

 

ბევრი ლაპარაკობს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ცოტაა ისეთი, ვინც გაკეთებას ცდილობს!...

 

არ უნდა იმეფოს მან, ვინც საკუთარ ქვეშევრდომებზე სიკეთით ვერ იმარჯვებს...

 

ვისაც უნაკლო მეგობარი სურს, უმეგობროდ რჩება!

 

სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე ფიქრი მწარე წამალივითაა, რომელიც ჩვენს სულს გამუდმებით ეძლევა და ყოველგვარი მზაკვრობისა და ბოროტებისაგან განწმენდს.

 

არაფერია სიკვდილზე ფიქრზე საშინელი და ღმერთზე ფიქრზე ჩინებული. პირველი მაცხოვნებელ ნაღველს, მეორე კი სიხარულს იძლევა.

 

სულისა და ხორცის საუკეთესო მწვრთნელი სიკვდილზე ფიქრია... ყოველი სათნოება სიკვდილზე ფიქრიდან იღებს სათავეს, ამიტომ, მოდით, იგი ჩვენს ბოლო ამოსუნთქვამდე გამოვიყენოთ!...

 

ბრძენ სოლომონსაც კი, მთელი თავისი სიბრძნით, იმაზე მეტი მაცხოვნებელი რჩევის მოცემა არ შეუძლია, რასაც სიკვდილზე ფიქრი გვაძლევს...

 

...ვინც მიაღწევს, რომ ყოველ დღე საკუთარ თავს უთხრას: დღეს შენი ცხოვრების ბოლო დღეა იგი არასოდეს შესცოდავს... სიკვდილის ხსოვნა ეშმაკის ყველა შემოტევას დაამსხვრევს...

 (მონაზონი ვერონიკა)

 

ცოდვაზე უარესი სათნოებით ქედმაღლობაა!...

 

კეთილი საუბარი ვერცხლია, ხოლო დუმილი ოქრო...

 

მცირედით დაკმაყოფილება ის საგანძურია, რომელიც არასოდეს გამოილევა...

 

ყველაზე ბრწყინვალე მეგობარი ღმერთია,

ყველზე უკეთესი ამხანაგები მშობლები,

ყველაზე უკეთესი სახლი შენი სახლია,

ყველაზე დიდი ბედნიერება კეთილი სინდისია,

ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია...

 

ასკეტ ბერს ჰკითხეს:

როდისაა შესაძლებელი ვინმემ საკუთარ მტერზე შური იძიოს?

როდესაც მას სათნოებებით გაასწრებს უპასუხა ბერმა...

 

 

ჩემო კეთილო შვილებო, არასოდეს დაივიწყოთ, რომ წმიდა ნათლობით სატანა განვაგდეთ და ქრისტეს შევუდექით, ამიტომ საჭიროა ძალისხმევა, რომ მის გვერდით დავრჩეთ... ძალისხმევა მტკიცე და მუდმივი უნდა იყოს, რათა ეკლესიის ცოცხალ წევრებად დავრჩეთ. ძირითადად ეს ძალისხმევა აღსარებისა და ზიარების წმინდა და მაცხოვნებელ საიდუმლოებებში ჩვენი შეგნებული მონაწილეობით გამოიხატება.

 

ჩემო უმცროსო ძმანო და დანო, ქრისტიანი ვალდებულია როგორიც არის ისეთად კი არ დარჩეს, არამედ ისეთი გახდეს, როგორიც ვალდებულია რომ იყოს...

 

ჩემო შვილებო, ძმებო და დებო,

ყველაზე დიდი სიბრძნე – ღვთივსათნო ცხოვრებაა...

ბრწყინვალედ მოსაუბრე ან ბევრის მცოდნე კი არ არის ბრძენი, არამედ ის, ვინც ცოტას ლაპარაკობს და ბევრ სიკეთეს აკეთებს...

 

ჩემო შვილებო, ყველას ზოგს მეტად, ზოგს კი ნაკლებად რაღაცის ნიჭი აქვს. ნებისმიერ ნიჭში, რომელშიც ეგოიზმი შეაღწევს და დამკვიდრდება ადგილს ეშმაკი იმკვიდრებს და ყველაფერი ბინძურდება! ყურადღება მიაქციეთ! ნამდვილი, ღვთიური სიბრძნე და ნიჭი სიმდაბლითაა შემოსილი.

 

აქ, ვფიქრობ აზრი აქვს კიდევ ერთხელ გავიმეორო:

"ყველაზე დიდი ზიანი საზოგადოებას განათლებული ურწმუნო ადამიანებისგან მიადგა..." .. ადამიანებისგან, რომლებსაც არ სწამდათ ღმერთი და არ ჰქონდათ სიმდაბლე...

 

ჩემო კეთილო შვილებო, რაოდენ საგულისხმოა ზეციური მამისადმი მიმართული უფლის სიტყვები:

"...აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა..."

ჩემო შვილებო, ეს "ჩჩვილობაა" (ღვთიური სიმდაბლე) მაცხოვნებელი და არა განსწავლულობა და მიწიერი სიბრძნე. სიმდაბლის გარეშე ადამიანი მიტოვებული, ღატაკი, უბედური, სათნოებებისაგან დაცლილი რჩება... სიმდაბლე არის ის, რაშიც ჭეშმარიტი სრულყოფილება და სიწმინდეა თავმოყრილი. ნამდვილი თავმდაბლობა ზეციურ სასუფეველში მიგვიძღვის...

თუმცა, ამ სამგზის კურთხეულ "მეგზურს" წინ საშინელი წინააღმდეგობა მრავალსახოვანი ცოდვები ეღობება!

ჩემო კეთილო შვილებო, დაე განვეშოროთ ცოდვას და სათნოება შევისისხლხორცოთ.

მარადიული მწუხარება, ტკივილი და სიკვდილი ცოდვის შედეგია, ხოლო სიხარული, სიმშვიდე და მარადიული ცხოვრება სათნოებისა!

 

ჩემო ქრისტესმიერ საყვარელო უმცროსო ძმებო და დებო, კაცობრიობის ყოველი ტკივილი, უბედურება და ტანჯვა ერთ სიტყვაში ცოდვაში ერთიანდება! ყველა საშინელება სწორედ აქედან იღებს სათავეს...

ცოდვა აბნელებს და ხრწნის სინდისს, იგი გულს აბინძურებს, ჭეშმარიტების ადგილზე ტყუილს ამკვიდრებს, ადამიანს "პირუტყვად" და დემონად აქცევს, იგი ადამიანს ღვთისაგან აუცხოებს და მის თავისუფლებას ანადგურებს!... ცოდვა თავს "უმანკოდ", სარგებლობის მომტანად წარმოაჩენს, თანაც წარმატებასა და დიდებას გპირდება, მაგრამ სინამდვილეში სიკვდილის სუდარას გიმზადებს!

ცოდვა თავისუფლებას გპირდება, მაგრამ სინამდვილეში საშინელი მონობისაკენ მიყავხარ; ბედნიერ სიცოცხლეს გპირდება, მაგრამ მარადიულ სიკვდილს გიმზადებს!

ცოდვა, რომელიც ადამის დაცემასთან ერთად იშვა, ყველაზე დიდ საშინელებად დარჩება სამყაროში!...

ჩემო კეთილო შვილებო, გაექეცით ცოდვას... და გაფრთხილდით! რადგან იგი მაცთური, მზაკვარი და მატყუარაა!

 

თუ როგორი მაცთურია ცოდვა, ძალზე ცნობილ და ამავე დროს ყოველთვის ამაღელვებელ ისტორიულ ამბავში ჩანს:

დედოფალმა სემირამიდამ ქმარს, ანუ მეფეს, ერთი სათხოვარით მიმართა: მხოლოდ 24 საათით დაეთმო მისთვის სამეფო ძალაუფლება!...

მეფე ცოლის ტკბილმა სიტყვებმა დაიყოლია (ასე იქცევა ცოდვაც...) და გამოსცა ბრძანება, რისი ძალითაც დედოფალს 24 საათით გადაეცა სამეფო ძალაუფლება...

ცბიერმა ქალმა მაშინვე გამოსცა პირველი სამეფო ბრძანება:

დაეპატიმრებინათ... ყოფილი მეფე და მაშინვე მოეკლათ!

ამგვარად, სემირამიდა სამეფო ტახტის ერთადერთ მფლობელად იქცა...

ეჰ! ჩემო კეთილო შვილებო, ამ დედოფალივით იქცევა ცოდვაც, საკმარისია ხელში ჩაუგდო "ძალაუფლება" (ჩვენი თანხმობა, გული, სურვილები, ჩვეულებები), რომ მაშინვე ჩვენი სულის ტირან "დედოფლად" იქცევა!

რასაკვირველია, ჩემო შვილებო, ყოველი ცოდვის უკან ეშმაკი დგას! იგი – ბოროტების გამომგონებელი, ავანტურისტი, ცბიერი, საშინელი მსახიობი და მასხარაა, რომელიც ზოგჯერ ნათლის ანგელოზის სახითაც კი გამოგვეცხადება ხოლმე... ყველაფერს ცდილობს ჩვენს დასაღუპად!

 

ჩემო შვილებო, გემუდარებით, შორს დადექით ცუდი მეგობრებისგან, რადგან ბოროტება ძირითადად აქედან იწყება... ("მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი, და გეტყვი ვინ ხარ შენ!")

განეშორეთ და უფრთხილდით ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ კავშირი ეკლესიასთან, რომლებიც არ არიან მისი ცოცხალი წევრები...

ჩემო შვილებო! სანამ "მეგობრების" შემოთავაზებებზე თანხმობას იტყოდეთ, გევედრებით, მანამდე ბევრი ილოცეთ და რჩევა თქვენს სულიერ მოძღვარს, თქვენს მშობლებს, სულიერად განათლებულ ადამიანებს ჰკითხეთ, ჰკითხეთ მათ, ვისაც თქვენ ნამდვილად უყვარხართ და თქვენთვის სიკეთე სურთ! ყოველი საქმის დაწყების წინ დიდი სიფრთხილეა საჭირო...

 

მომიტევეთ, მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია კვლავ შეგახსენოთ: შორს დადექით ცუდი მეგობრებისგან! სამწუხაროდ, თავიდან ისინი "კარგებად" მოჩანან (ისევე როგორც ცოდვა), მაგრამ თუ ცუდისკენ გაყევით, იქიდან მობრუნება უკვე ძალზე ძნელი იქნება.

იცით რატომ ვჩერდები ცუდი მეგობრების საკითხზე ამდენ ხანს? იმიტომ, რომ დიდი და ტრაგიკული გამოცდილება გამაჩნია, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ერთ ამბავს:

 დიდი ხნის წინ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ქალბატონმა (პირეაში ცხოვრობს) საკუთარი მწუხარებისა და ტკივილის შესახებ მიამბო. საქმე მის სტუდენტ ქალიშვილს ეხებოდა, რომელიც გზიდან აცდა და სიგარეტის მოწევისადმი მანიაკალური ლტოლვა დაეწყო (დედამისის დახასიათებით: "არაბივით ეწეოდა"). ქალიშვილი ჩემთან მონასტერში მოიყვანეს, რათა "მისთვის რჩევა მიმეცა". ქალიშვილმა საკმაოდ ბევრი მიამბო და მინდა, რომ ყურადღება მის ერთგვარ აღიარებას მიაქციოთ:

"...სიკვდილი რომ მომისაჯონ და მითხრან, თუ რა იქნებოდა ჩემი ბოლო სურვილი, მათ ვეტყოდი, რომ რამდენიმე ღერი სიგარეტი მომცენ მოსაწევად და მერე თუნდაც მომკლან..."(!!!)

ჩემო შვილებო, ხედავთ ცოდვილი ვნებების ძალას?...

...და იცით ვისგან ისწავლა და შეეჩვია ამ საშინელ ვნებას? – მისი ცუდი დაქალისგან! (ამ "მეგობრის" მამა ერთ ტავერნას ფლობდა, რომელიც საღამოსა და ღამის საათებში მუშაობდა. გოგონებიც ჩუმად იპარებოდნენ იქ და ნელ-ნელა შეეჩვივნენ სმასა და სიგარეტის მოწევას!... ასე იქცა იგი 23 წლის ასაკში მემთვრალედ!

ოჰ! რა საშინელებაა ცუდი მეგობარი და ცუდი ჩვევა!

საბოლოოდ, ამ ქალიშვილს ტრაგიკული ბედი ხვდა ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით დაიღუპა...

მოციქული პავლე თავის ეპისტოლეში ბრძანებს: "ცოდვის "ფასი" – სიკვდილია!"

მეც ამიტომ მუდმივად ვიმეორებ: ფრთხილად იყავით მეგობრებთან – ცუდ მეგობრებთან, რათა ისინი რაიმე ცუდი ჩვევის, "უწყინარი" ჰობის ან ვნების საწყისად არ იქცნენ.

 ჩემო შვილებო, თუკი თავიდანვე არ იქნებით ფრთხილად, შემდეგ ვნება ტირანად, მტანჯველ, დამპყრობელ ძალად იქცევა!

ყოველთვის თვალწინ გქონდეთ მოციქულ პეტრეს სიტყვები:

"რომელ ვნებასაც შეითვისებს კაცი, იმ ვნების მონად იქცევა!..."

ჩემო შვილებო, დიდი სიფრთხილით... "ვსდგეთ კეთილად"!...

(მონაზონი ვერონიკა)

 

ათონური გერონტიკონი

 

ავადმყოფობის სიკეთე

 

1900-იანი წლების დასაწყისში ერთმა, დაახლოებით 20 წლის ახალგაზრდამ რუსეთიდან, ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე კურთხეულ ათონის მთაზე გადაწყვიტა ჩამოსვლა. მან ათონის მთის დედაქალაქ კარიესამდე მიაღწია და მაშინვე იქვე მდებარე წმ. ანდრიას სკიტეს მიაშურა, რადგან იქ ნაცნობი მონაზონი ეგულებოდა.

 

სკიტში კინოვიალური ცხოვრების წესი იყო. ჰყავდათ იღუმენი, რომელსაც მონაზვნურ ენაზე დიკეოსს უწოდებენ და სკიტის ბერებიც მის მორჩილებაში იყვნენ. ჰქონდათ საერთო ტრაპეზი და ზოგადად ყველაფერი კინოვიალური იყო.

 

სკიტში ცხოვრების პირველივე დღეებიდან ახალგაზრდამ მონაზვნური მორჩილებების შესრულებისას ისეთი მოშურნეობა გამოავლინა, რომ ცოტა ხანში სამაგალითოდ იქცა. ასეთი შემართებით მან მთელი ათი წელი იცხოვრა, მაგრამ შემდეგ დაავადდა.…მიუხედავად ავადმყოფობისა. მას ათონის მთიდან გასვლა და საავადმყოფოში წასვლა არ უნდოდა, ალბათ იმიტომ, რომ უცხოელი იყო და ბერძნული ენა არ იცოდა, ან შესაძლოა იმის ძალას გრძნობდა, რომ ავადმყოფობისთვის მოთმინებით გაეძლო, მაგრამ ნელ-ნელა ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა, და ვინაიდან წამლებს არ ღებულობდა, აღარც ეკლესიაში სიარული შეეძლო და ლოგინს მიეჯაჭვა.

 

მისი მოვლა ერთ ახალგაზრდა ბერს დაავალეს (რომელიც შემდგომში ამბობდა, რომ ავადმყოფ ბერს დიდი მოთმინება, უწყვეტი ლოცვა და უფლისადმი მადლიერება ჰქონდა. რა ძლიერი ტკივილიც არ უნდა განეცადა, არც დაიკვნესდა და არც დაიჩივლებდა).

 

ამგვარად, რუსმა მონაზონმა მრავალი ტკივილითა და შეჭირვებით ავადმყოფობაში კიდევ ათი წელი გაატარა.

ერთ დილით, სრულიად მოულოდნელად, საწოლზე მიჯაჭვულ ბერს უფლის ანგელოზი გამოეცხადა. მონაზონმა პირჯვრის წერა დაიწყო, პირჯვარს იწერდა ანგელოზიც. ბოლოს მონაზონი დარწმუნდა, რომ მის წინაშე არა დემონი, არამედ ნამდვილად ღვთის ანგელოზი იდგა.

ანგელოზი ეუბნება: "მე, ყოვლისმპყრობელი ღვთის ანგელოზი, შენთან ვარ მოვლინებული, რათა გაუწყო შემდეგი: უფლის ნებაა, რომ კიდევ მოითმინო და შემდეგ შეხვიდე მის მარადიულ დიდებაში, ოღონდ გეძლევა გამოცდის ორი გზა, რომელსაც ამოირჩევ, იმას იმწამსვე შევასრულებ, რადგან ღვთისგან მაქვს მონიჭებული ამის ძალაუფლება. ამრიგად, პირველი გზა იქნება ის, რომ კიდევ სამ წელს გაატარებ ისეთივე ტკივილსა და ტანჯვაში, როგორშიც ბოლო ათი წელია ხარ და შემდეგ წაგიყვან ღვთის სასუფეველში, სადაც მარადიული სიხარული სუფევს.

მეორე გზა კი ასეთია: ჩაგიყვან ჯოჯოხეთში და სულ სამი საათით დაგტოვებ ერთ-ერთ ყველაზე ბნელ და სატანჯველ ადგილას. სამი საათის გასვლის შემდეგ მოვალ და წაგიყვან სამოთხეში, სადაც მარადიული ნათელი და გამოუთქმელი სიხარულია.

აირჩიე ამ ორი გზიდან რომელიც გინდა და მე იმწამსვე შეგისრულებ."

 

ბერმა დაიწყო ფიქრი და განსჯა: "ათი წელია ვითმენ ჩემს ავადმყოფობას. მხოლოდ ღმერთმა უწყის რა ტკივილებს ვუძლებდი და ახლა კიდევ სამი წელი გავუძლო? არა, ძალზე ბევრია, მაგრამ ჯოჯოხეთში წავიდე? იქ ხომ საშინელი სიბნელე და მწუხარებაა? თუმცა, ეს ტანჯვა მხოლოდ სამი საათი გაგრძელდება". და ანგელოზს ეუბნება: "მეორე გზას ვირჩევ, ჯოჯოხეთში წავალ". ანგელოზმაც იმავე წამს ბერი ჯოჯოხეთში (ხორციელად თუ უხორცოდ, მხოლოდ ღმერთმა უწყის) გადაიყვანა. მიიყვანა ერთ ბნელ ადგილას და ეუბნება: "იყავი აქ, მოიცადე და მე სამ საათში დავბრუნდები", თვითონ კი გაუჩინარდა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სანამ მონაზონთან ანგელოზი იმყოფებოდა, ჯოჯოხეთში სინათლე იყო, ხოლო როგორც კი ანგელოზის ნათელი გაქრა, ბერი მაშინვე ჯოჯოხეთურ უკუნეთში აღმოჩნდა. მაგრამ, ძმებო, იცით ეს რა უკუნი იყო? სიბნელეს ვამბობთ, მაგრამ წარმოუდგენლად საშინელი და მტანჯველი გარემო იყო, ისეთი შეგრძნება იქმნებოდა, თითქოს ერთი წამი ერთ დღეს უდრიდა.

 

საათნახევრის გასვლის შემდეგ მონაზონი, რომელსაც დიდი მოთმინება და გადარჩენის იმედი ჰქონდა, ჰკარგავს მოთმინებას და უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ვარდება.

ყოვლისმჭვრეტელი ღმერთი ხედავს მონაზვნის დაცემას და თავის ანგელოზს უგზავნის. ჩადის ანგელოზი ჯოჯოხეთის უკუნში, საკუთარი ანგელოზებრივი ნათლით ანათებს იქაურობას და ხედავს ფიზიკურად და სულიერად განადგურებულ მონაზონს და ეუბნება: "ღმერთმა გამომგზავნა, რათა გკითხო, თუ როგორ განწყობაზე ხარ?"

აღელვებულმა მონაზონმა, პირქუში სახით უპასუხა: შენა ხარ ღვთის ანგელოზი? შენა ხარ ჭეშმარიტების მსახური? მომიყვანე, დამტოვე ამ საშინელ ადგილას და მითხარი, რომ სამ საათში მომაკითხავდი და სამოთხეში წამიყვანდი. მას შემდეგ 200 წელი გავიდა, შენ კი ახლა მოდიხარ და მეკითხები, თუ როგორ განწყობაზე ვარ?

 

ანგელოზმა კი უპასუხა: "კი, მონაზონო, მე ღვთის ანგელოზი ვარ, ვემსახურები ჭეშმარიტებას და პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე. თუმცა, იცოდე, რომ ჯერ მხოლოდ დათქმული დროის ორი მესამედი გავიდა, ერთი მესამედი კიდევ დაგრჩა. ახლა მე ჯოჯოხეთიდან შენს გასაყვანად კი არა, იმისათვის მოვედი, რომ გამეგო თუ როგორ ხარ".

 

მონაზონი გაოგნებული დარჩა, თუმცა დაიჯერა ანგელოზის ნათქვამი და საცოდავი, სულიერი ტკივილით აღსავსე ხმით შეჰვედრა: შეუძლებელია, ადამიანებმა ჯოჯოხეთის ამ საშინელ ტანჯვას გაუძლონ, რადგან მე, რომელსაც იმედი მქონდა, რომ ანგელოზი მოვიდოდა და დამიხსნიდა, ორი საათი ორ საუკუნედ მეჩვენა და ვერ გავძელი, როგორ გაუძლებენ ისინი ათასობით საუკუნეს ყოველგვარი იმედის გარეშე? მე, რომელმაც ტანჯვის გარეშეც კი ვერ გავუძელი ამ საშინელ სიბნელეს, როგორ გაუძლებენ ისინი ათასგვარ საუკუნო ტანჯვას? შენ, უფლის ანგელოზს, გევედრები და გემუდარები, წამიყვანე ამ საშინელი ადგილიდან, მიმიყვანე ჩემს კელიაში, მირჩევნია ლოგინად მიჯაჭვულმა იქ გავატარო სამი წელი, ვიდრე თუნდაც ერთი წამი აქ გავჩერდე.

ანგელოზი ცვლის პირვანდელ შეთანხმებას და ბერს ისევ თავის კელიაში აბრუნებს, თანაც ახსენებს, რომ სამი წლის შემდეგ დაბრუნდება და სასუფეველში წაიყვანს.

 

გახარებულმა მონაზონმა კაცთმოყვარე ღმერთისადმი, რომელმაც იგი ჯოჯოხეთის უკუნისაგან დაიხსნა, ქება და დიდება აღავლინა. ბერმა შემდეგი სამი წელი ავადმყოფობაში მოთმინებით, სულიერი წინსვლითა და ლოცვით გაატარა. აღსასრულის წინ მოძღვარი მოიწვია, აღსარება თქვა და ქრისტეს უხრწნელ სისხლსა და ხორცს ეზიარა.

 

დაე, ჩვენც, ძმებო, გვექნეს ჯოჯოხეთის შიში, რათა სანამ დრო გვაქვს ვიღვაწოთ, რომ ღირს ვეყვნეთ ზეციურ სასუფეველს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

ჩემო კეთილო შვილებო, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, როდესაც მონაზვნები გავხდით, ჯერ კიდევ ცოცხალი იყვნენ ასაკოვანი მამები, რომლებიც ამ ზემოთხსენებულ კურთხეულ მონაზონს იცნობდნენ... ჩემო საყვარელო შვილებო, მეც, ჩემი მცირე გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ჯოჯოხეთი მარადიული სასჯელი სრულიად აღუწერელი საშინელებაა... მილიონჯერ მეტად სჯობს ადამიანისთვის არ დაიბადოს, ვიდრე არ ცხონდეს...

მინდა ყურადღება მიაქციოთ (თქვენი სულიერი სიფხიზლისა და სარგებლობისათვის), ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის წმინდა კირილეს, წმინდა ავგუსტინესადმი გაგზავნილი ეპისტოლეს ამ მცირე ამონარიდს:

"...ეს ადამიანი სხვა ცხოვრებიდან იყო დაბრუნებული... თუ როგორ და რატომ, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის... ყოველ შემთხვევაში ჩვენი სულიერი სარგებლობისთვის... უნუგეშოდ მოსთქვამდა... ბევრი ხვეწნის შემდეგ მითხრა: ადამიანმა რომ იცოდეს ჯოჯოხეთის ტანჯვის შესახებ, არც ერთი წამი არ შეწყვეტდა გლოვას!... ის, ვინც "იგემა" ჯოჯოხეთის საშინელება, უეჭველად აირჩევდა აქ, დედამიწაზე განეცადა ყველა ის მწუხარება და ტანჯვა, რასაც ადამიანები განიცდიან ადამიდან მოყოლებული სამყაროს აღსასრულამდე, ვიდრე თუნდაც ერთი დღე ჯოჯოხეთში გაეტარებინა!..."

 

აქ ღირს, რომ გავიხსენოთ ამაღელვებელი სიტყვები პატერიკიდან:

"ჯოჯოხეთში მყოფს რომ ამქვეყნად მხოლოდ ერთი ხელი გამოეწვდინა, შეუძლებელი იქნებოდა მისი სიმყრალის ატანა!... ასევე, ცხონებულ ადამიანს რომ გამოეწვდინა ხელი სამოთხიდან, დედამიწა მისი ნათლით გაბრწყინდებოდა!..."

 

ჩემო კეთილო შვილებო, ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად ცოდვისაგან გაქცევაში და სათნოების შეყვარებაში გვეხმარება, სიკვდილის მუდმივი ხსოვნაა... ამაზე მეტად ადამიანისათვის სარგებლობის მოტანა არაფერს შეუძლია... სიკვდილის ხსოვნა სასტიკს მოწყალეს ხდის, უსამართლოს სამართლიანს, ზარმაცს მოშურნეს, ბრაზიანს მშვიდს, ამაყს თავმდაბალს, ხრწნადს – "უხრწნელს"!

 

ერთი კეთილმორწმუნე მოძღვარი ბევრს ეცადა სულიერი საუბრებით ერთი ახალგაზრდა სინანულამდე მიეყვანა... მრავალი საათი დახარჯა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა, რადგან ცოდვას ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული... და შედეგს მხოლოდ სიკვდილზე და ჯოჯოხეთზე შემაძრწუნებელი შეხსენებით მიაღწია.

 

 თუმცა, მომიტევეთ... აქ უნდა გავჩერდე ჩემი ჯანმრთელობის გამო... ჩემი მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას რომ გავაგრძელო... მაგრამ სანამ შევწყვეტდე, ყურადღება მიაქციეთ სურვილებს: "მინდა, არ მინდა!"... საჭიროა სიფრთხილე...

...შაბათს ჩვენი მონასტრის ერთი ძმა გარდაიცვალა, კვირა საღამოს დავკრძალეთ... კურთხეული სულის ადამიანი იყო!... მთელი ცხოვრების მანძილზე არავისთვის უწყენინებია სულ მცირედაც!... მრავალწლიანი ჭეშმარიტი მონაზვნური ცხოვრება განვლო... ამრიგად მეც უნდა გავფრთხილდე...

 

გაგრძელება

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა