martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

 

მიტროპოლიტი მელეტი

 

აბორტები

 

რას ამბობს ეკლესია

 

1) ჩვენ გვაინტერესებს ეკლესიის და არა ზოგიერთი, ან თუნდაც ყველა იერარქის აზრი, რადგან ისინი არ არიან სარწმუნოების ბატონები, მათ არა აქვთ უფლება საკუთარი გემოვნების მიხედვით მოგვაწოდონ იგი. მღვდელმსახურნი მართალი სარწმუნოების მცველები არიან. მათი მოვალეობაა იბრძოლონ მისთვის და საჭიროების შემთხვევაში, სისხლიც კი დაღვარონ მის დასაცავად.

ეკლესიის სწავლება ყველა პუნქტში იდენტურია ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს დროის ეკლესიის სწავლებისა. მისი კრიტერიუმი არასოდეს ყოფილა ადამიანთა აზრები. იგი არ საუბრობს სოფლის სახელით. ეკლესია მატარებელია იმ ჭეშმარიტებისა, რომელსაც ქადაგებდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ეკლესიის აზრი – აზრია ზეგარდმო. იგი გამომხატველია ღვთიური სიბრძნისა.

როდესაც ეკლესიის აზრი ეწინააღმდეგება მეცნიერულ დასკვნას, მაშინ მეცნიერება წარმომადგენელია მიწიერი, დემონური სიბრძნისა, რომელიც უპატივცემულობასა და არად ჩაგდებას იმსახურებს. ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში სამართლიანია წმ. მოციქული პავლეს სიტყვები: „იყავნ ღმერთი მხოლო ჭეშმარიტ და ყოველი კაცი ცრუ (რომ. 3,4).

2) დღეს თანამედროვე მეცნიერების – ანტროპოლოგიის, ბიოქიმიის, ბიოლოგიის დასკვნები თანხმიერია ეკლესიის სწავლებასთან იმაში, რომ აბორტი წყვეტს დამოუკიდებელ სიცოცხლეს... იგი მკვლელობაა, „ემბრიონი არის ავტონომიური, დამოუკიდებელი სიცოცხლე, ინდივიდი ყველა თავისი უფლებით“.

3) ამ ძირითადი პრინციპის (რომლის შესახებ აქტიურად საუბრობდნენ ეკლესიის წმ. მამები და მასწავლებლები: გრიგოლ ღვთისმეტყველი, ანასტასი სინელი, მაქსიმე აღმსარებელი) შედეგია შემდეგი დებულებები:

ა) წინასწარი განზრახვით მუცელში ნაყოფის მომკვლელს კაცისკვლის სასჯელი ედება (ბასილი დიდი, მე-2 კანონი).

ბ) ნაყოფის მოსაცილებლად შინაური წამლის მიმცემი არის მკვლელი, ასევე მკვლელია შხამის მიმღები (ბასილი დიდი, მე-8 კანონი).

გ) აბორტის გაკეთებაში შემწეობა (ხელის შეწყობა) მკვლელობაში ხელის შეწყობაა. წმ. იოანე ოქროპირს მიაჩნია:

„და რისთვის უნდა დათესო იქ, სადაც თავად ყანა მძლავრობს ნაყოფის დასაღუპად, სადაც მრავალი საშუალებაა დაბადების წინააღმდეგ, სადაც შობამდე სჩადიან მკვლელობას? ასე რომ, მეძავი არათუ სიძვაში გყავს, დამატებით მკვლელადაც აქცევ. ლოთობიდან მოდის სიძვა, სიძვიდან – მრუშობა, მრუშობიდან – მკვლელობა, რადგან არც კი ვიცი, სხვა რა ვუწოდო ამას. აქ დაბადებულს კი არ კლავენ, თავად დაბადებას ეწინააღმდეგებიან. რას იტყვი თავის გასამართლებლად? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღვთიურ ნიჭს შეურაცხოფ? მიდიხარ ღვთიური წესდების წინააღმდეგ, ესწრაფვი შეჩვენებას ლოცვა-კურთხევის ნაცვლად, დაბადების საგანძურს მკვლელობის საგანძურად აქცევ, ბავშვების გაჩენისათვის შექმნილ ქალს ბავშვების მკვლელობისაკენ უბიძგებ“ (წმ. იოანე ოქროპირი, რომაელთა მიმართ ეპისტ. განმარტებიდან, საუბარი 24, 4).

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეპიტიმია მკვლელთათვის ყველაზე მძიმეა როგორც სიმკაცრით, ასევე ხანგრძლივობით.

თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა ბასილი დიდის დოგმატური მსჯელობის ურყეობა: „ზუსტი განსხვავება ფორმირებულ ნაყოფსა და ჯერ არჩამოყალიბებულს შორის ჩვენ არ გაგვაჩნია“. ანუ ეკლესიას არასოდეს არ მიუღია და ყურადღება არ მიუქცევია მაშინდელი მედიცინის შეხედულებისათვის იმის შესახებ, რომ თითქოსდა არსებობს სხვაობა ფორმირებულ და არაფორმირებულ ჩანასახს შორის.

4) ქრისტიანული ეკლესიისათვის აბორტი, როგორც ფეხმძიმობის შეწყვეტა, არა მარტო ზნეობრივად დაუშვებელი ქმედებაა, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ეს არის წინასწარგანზრახული, გააზრებული მკვლელობა. და ეს მკვლელობა უფრო ცოდვიანია, უფრო დასასჯელია, უფრო ღვთისსაძულველია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მკვლელობა, რადგან იგი ადამიანურ არსებას სიცოცხლეს იქამდე ართმევს, სანამ იგი იხილავს მას, და რაც მთავარია, წმ. ნათლობის საიდუმლოს მიღებამდე.

მეტად ჭკუის სასწავლებელ წიგნში, რომელსაც „ცოდვილთა გადარჩენა“ ეწოდება, მე-5 თავში – „არა კაც კლა“, შეგვიძლია წავიკითხოთ: „ამ მცნებაში იგულისხმება სულიერი და ფიზიკური მკვლელობა, ანუ, თუ შენ მოყვასს უბიძგებ პროსტიტუციისაკენ, მკვლელობისაკენ ან ნებისმიერი სხვა ცოდვიანი საქმისკენ, ან თუ დაეხმარე მას ამ ქმედებათა ჩადენაში, შენ ძმის სულიერ მკვლელად ჩაითვლები“. სხეულზე ნათქვამია: „თუ მოკალი, სცემე ქალი, მიატოვე ბავშვი, მიიღე მცენარე ჩანასახის მოსაკლავად ან ჩასახვის საწინააღმდეგოდ, – ყოველივე ეს და სხვა მსგავსი მკვლელობაა და მკაცრად ისჯება“.

5) ადამიანები, რომლებიც მუცელშივე კლავენ საკუთარ შვილებს, ემსგავსებიან ჰეროდეს, რომელმაც 14 ათასი ჩვილი გაანადგურა, რათა მისთვის ცხოვრებაში არავის შეეშალა ხელი.

ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს თავად, აბორტის საშინელ ქმედებაში, მუცლად მყოფის მკვლელობის საშინელ ოპერაციაში თანამონაწილეობისას, მკვლელობის მონაწილეა, ჩადის უმძიმეს ცოდვას, დანაშაულს ღვთის წინაშე, რომელმაც გვიქადაგა: არა კაც კლა!

 

ეკლესია მოვალეა:

 

ა) აქტიურად გაანათლოს საკუთარი ხალხი სულიერად, უამბოს აბორტის არსის შესახებ, საჯაროდ გამოაცხადოს, რომ აბორტი – მკვლელობაა.

ბ) მიაქციოს სულიერი მამების ყურადღება იმას, რომ მათ არ დაუშვან ცოდვიანი შემწყნარებლობა საკუთარი შვილების მკვლელებისადმი და დაადონ მათ მძიმე ეპიტიმია.

გ) საჭიროა იმის ხაზგასმა, რომ აბორტი, როგორიც არ უნდა იყოს მისი მეთოდი, საშინელი დანაშაულია, რადგან მისი შედეგი ყოველთვის ერთნაირია: ადამიანური არსებისათვის სიცოცხლის წართმევა.

დ) აუცილებელია დაიწეროს მოწოდება ექიმებისა და ექთნების მიმართ, რათა მათ შეწყვიტონ ეს ცოდვიანი საქმეები.

ე) შეიძლება, ბევრმა დაგვადანაშაულოს იმაში, რომ გვინდა ქრისტიანული შეხედულებები ძალით მოვახვიოთ თავს იმ სამყაროს, რომელიც მას უარყოფს, დაგვადანაშაულოს იმაში, რომ მივმართავთ დაუშვებელ ქმედებას. ეს ასე არ არის.

ჩვენ გადაჭარბებით არ ვაფასებთ არც დეპუტატებს, არც სამთავრობო ორგანოებს. თითოეულს აქვს თავისი თვალსაზრისი და იბრძვის მისთვის. ეკლესიაც იბრძვის თავისი შეხედულებებისათვის და მოვალეა გამოთქვას ისინი, და იმისათვის, რომ გაიგონონ, უნდა იყვიროს. დიახ! უნდა იყვიროს ხმამაღლა და ძლიერად, რათა გაიგონონ მისი!

და როდესაც ამას სარწმუნოება მოითხოვს, უნდა იყვიროს სინოდმაც და მორწმუნე ხალხმაც, ხმამაღლა და მძლავრად.

სამწუხაროდ, სინოდისა და ხალხის ხმა არ ისმის და აბორტები მომავალშიც გაკეთდება კანონის მფარველობით, სახელმწიფოს ეგიდის ქვეშ.

 

წიგნიდან: ნიკოპოლიის მიტროპოლიტი მელეტი – „აბორტები“

იბეჭდება მცირედი შემოკლებით

 

 

ამავე თემაზე:

სერბი ექიმი აბორტისა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ

 

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა